კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კვირის ჰოროსკოპი

ვერძი

გამოიყენეთ ძველი კავშირები და დაამყარეთ ახალი კონტაქტები. გაითვალისწინეთ სხვისი აზრი. ეცადეთ, არ დაიწყოთ საქმის გარჩევა საყვარელ ადამიანთან. ახლობელ, ნათესავ და მეზობელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს შინაგან განწყობას გააუმჯობესებს.

კურო

ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე ამ დროს დამოკიდებული იქნება თქვენი სამომავლო მოქმედებები. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა სიმშვიდის შეგრძნებას შეგმატებთ. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა დამატებით ხარჯებს დაუკავშირდება. შინაგანი წონასწორობის აღდგენისთვის კარგია ახლო ნათესავებთან კონტაქტი.

ტყუპები

მოგიწევთ, იყოთ დამოკიდებული სხვა ადამიანებსა და გარემოებებზე, რაც თქვენს თავდაჯერებულობას დააქვეითებს. მთავარია, არ აჰყვეთ მელანქოლიას და მოუსმინეთ უფროსების რჩევებს. წარმატებას მოგიტანთ საქმის მიმართ კონსერვატორული მიდგომა. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება ხანმოკლე აღმოჩნდება, ქალაქგარეთ გასვლა კი სასიკეთოდ აისახება თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

კირჩხიბი

გაიზრდება თქვენი ორგანიზატორული თვისებები, ამის გამო კი მოიმატებს შემოსავალიც. სასიყვარულო კავშირები ფარული გახდება. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მოიმატებს გონებამახვილობაც. მოგინდებათ მეტ ხალხთან ურთიერთობა, გაიზრდება გადაადგილებებისა და ინფორმაციის მიღების სურვილი.

ლომი

თქვენ წინაშე ბევრი პერსპექტივა გადაიშლება, თუმცა საქმეების უმეტესობა ორაზროვან სიტუაციებში აღმოჩნდება. კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნეთ საქმიან ურთიერთობებში. კარგია მოგზაურობა და დასვენება, მით უმეტეს, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ქალწული

მოგინდებათ ბევრ ხალხთან ურთიერთობა, თუმცა ცხოვრების სტილისა და რიტმის ცვლილება პრობლემებს შეგიქმნით როგორც ოჯახის წევრებთან, ისე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებშიც. რეალურად შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ნუ დახარჯავთ ფულს უმიზნოდ. შეამცირეთ გადაადგილებები და ერიდეთ ინტრიგებსა და რისკს.

სასწორი

კარგი დროა გავლენიან ხალხთან ურთიერთობისთვის და პროფესიული მიღწევების გასაუმჯობესებლად. ოჯახური ურთიერთობების გამწვავებას ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გამოაშკარავება გამოიწვევს. ახალი კონტაქტები და ინფორმაცია საქმის წარმართვაში დაგეხმარებათ. მოგზაურობის დროს ფრთხილად იყავით.

მორიელი

კარგი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ფინანსური სიმშვიდე დაგეხმარებათ ცხოვრების ოპტიმისტურად შეფასებასა და მომავალი წარმატებების ინტუიციურად შეგრძნებაში. კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. დააკვირდით განგების მინიშნებებს. არ ვარგა მოგზაურობა, ამიტომ დროებით თავი შეიკავეთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, არ აჰყვეთ გრძნობებსა და სტრესებს. მოიმატებს ინტუიცია. როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო პარტნიორები თქვენ ვერაფერს დაგიმალავენ. სასურველია, ხშირად დაისვენოთ. რაც შეიძლება წინდახედულად, მორალურად და ფრთხილად იმოქმედეთ, რათა ეს არ გახდეს საზოგადოების განხილვის საკითხი.

თხის რქა

მოსალოდნელია როგორც ძლიერი მტრების, ასევე საუკეთესო საქმიანი პარტნიორების გამოჩენა. მიუხედავად ამისა, ჯობს, ნაკლებად იმპულსურად იმოქმედოთ და არ აჰყვეთ ეჭვებსა და დეპრესიას. მოგინდებათ სასიყვარულო კავშირის დაწყება. რაც მეტ თაყვანისმცემელს შეიძენთ, მით უკეთ იგრძნობთ თავს.

მერწყული

სიამოვნებით გაუწევთ დახმარებას გარშემო მყოფებს და თავდაუზოგავად იშრომებთ მიზნის მისაღწევად. მთავარია, არ იკამათოთ. შორეული მოგზაურობა, განსაკუთრებით კი – საქმიანი, ბევრ შთაბეჭდილებასა და ახალ პარტნიორულ ურთიერთობას გპირდებათ როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო სფეროში.

თევზები

სიყვარული და რომანტიკა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. ეს კარგი დროა სახლის გასალამაზებლად. საყვარელი ადამიანი კი უამრავ სითბოს და სიყვარულს გაჩუქებთ. ახალი კავშირები და საზოგადოებრივი საქმეები კი პოპულარობის საწინდარი გახდება. თავს სანაქებოდ იგრძნობთ და ბევრი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. მოგზაურობა, ჯობს, დროებით გადადოთ.

скачать dle 11.3