კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრონიკულ დაღლას თავი არ დააჩაგვრინოთ

საქმიანობის შემდეგ დაღლა ნორმალურია და მალე გაივლის. სამაგიეროდ, თუ ის ერთდროულად, ფიზიკური და გონებრივია, საქმე სახუმაროდ არ გქონიათ, რადგან, დაღლამ, შეიძლება, პათოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ.

დარღვეული წონასწორობა, სიარულის დროს სიმძიმის შეგრძნება, მადისა და ხალისის დაკარგვა, ძილის და სიწყნარის მოთხოვნილება, თავის ხშირი ტკივილი, დღის ბოლოს ფეხების მოკვეთა – ყველაფერი ეს თქვენი ზეაქტიური მოქმედების შედეგია. ამგვარ დაღლას სპეციალისტები „სხეულის მოწყენილობას“ ანუ ცხოვრებისეულ დაღლას უწოდებენ.

ატკივებული კუნთები, ნევროზი, დაქვეითებული მეხსიერება, უღონობა, დაქვეითებული მხედველობა და ყნოსვა – ეს უკვე გადაღლის შედეგია. მიზეზი კი ბევრია.

ქრონიკულ დაღლას თავი რომ დავაღწიოთ და ცხოვრების ხალისი დავიბრუნოთ, გთავაზობთ მარტივ რჩევებს:

ბალანსირებული კვება – დაღლის საწინააღმდეგო დიეტური წესების დაცვა მარტივია. მათი მიზანი ორგვარია, კერძოდ, დაძაბულობის მოხსნა და ტონუსის გაძლიერება. ყოველდღე მიიღეთ აუცილებელი, კალორიული მენიუ. ორგანიზმის მინიმალური მოთხოვნა 1 800 კალორიაა, სპორტსმენებისთვის კი – 2 200 კალორია.

ხშირად მიირთვით პური, მარცვლეული, ლეღვი, მწვანე ლობიო, სატაცური, პრასი – ეს პროდუქტი აჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს საკვების მონელებას და, რაც მთავარია, გონებრივი და ფიზიკური ფორმის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაა.

ჭამეთ ბრინჯი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული – ისინი მთელი დღის განმავლობაში ენერგიით მოგამარაგებთ.

მიირთვით ახალი და მწიფე ხილი, მაგალითად: ვაშლი, ყურძენი, კივი, ბროწეული, ქლიავი, ხურმა. ისინი ვიტამინების საბადოა და „ზარმაც“ ნაწლავებს აფხიზლებს.

დალიეთ წყალი, დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრისა.

ჭამეთ ისპანახი, სტაფილო, ოსპი, ნიახური, იოგურტი. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელთა მიმართ თქვენი ორგანიზმი უარყოფით განწყობას ამჟღავნებს.

არსებობს დაღლის მოსახსნელი ვიტამინები და მინერალები, მაგრამ მაგნიუმი, როგორც დაღლის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება, უცვლელ ლიდერად რჩება.

დაღლისა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ ვიტამინი B12. ამ მხრივ ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C.

მიიღეთ ვიტამინი D, რომელსაც შეიცავს ღვიძლი, კარაქი, ცხიმიანი თევზი. ვიტამინი B1 მცირე რაოდენობით ყველა საკვებშია, B2 – რძეში, B6 – მწვანე ბოსტნეულში, ვიტამინი C – ციტრუსებში, კივსა და მარწყვში.

სწორად ისუნთქეთ – მოდუნება და ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა დაღლის წინააღმდეგ. კუნთების მოძრაობა და სწორი სუნთქვა არღვევს მანკიერ წრეს, რომელსაც სტრესამდე მიჰყავს ადამიანი.

იბანავეთ მცირე დაღლის დროსაც კი. წყალი ორგანიზმს ხელახლა ავსებს მინერალებითა და ოლიგო-ელემენტებით.

მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, რადგან ის ენერგიასა და კონცენტრაციას ზრდის.

იმოძრავეთ – სახლში ან სამსახურში ისარგებლეთ მხოლოდ კიბით. რაც შეიძლება სწრაფად აიარეთ ორი სართული. სისხლის აჩქარებული მოძრაობა სტიმულს აძლევს მთელ ორგანიზმს.

იძინეთ მშვიდად – ძილის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხანგრძლივობა. ყოველ საღამოს ჭამეთ ვაშლი, რადგან მისი კანი ძილის მომგვრელ ნივთიერებებს შეიცავს. დაწოლამდე მიიღეთ თბილი შხაპი. დალიეთ თბილი, შაქრიანი რძე, ცაცხვის, გვირილის დამამშვიდებელი ნაყენი ან ჩაი.


скачать dle 11.3