კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში უევიტის დაავადება და როგორ დავიცვათ მისგან თავი

უევიტი თვალის საკმაოდ სერიოზული და რთული დაავადებაა. მისმა განვითარებამ, შესაძლოა, მხედველობის მკვეთრი გაუარესება, კატარაქტა, გლაუკომა და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

არ არის გამორიცხული, თვალის ანთების მიზეზი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია აღმოჩნდეს. ხშირად ეს ინფექცია ნუშურა ჯირკვლებში ან ჰომოსის ღრუშია ლოკალიზებული. ეს ის ორგანოებია, რომელთაც თვალებთან საზიარო სისხლის მიმოქცევა აკავშირებს და, ადვილი შესაძლებელია, მათ ინფექცია გადასდონ.

უევიტი, ასევე, შესაძლებელია, გამოიწვიოს ტუბერკულოზმა, რევმატიზმმა, სკლეროზმა, პიელონეფრიტმა, რევმატოლოგიურმა პოლიართრიტმა და ასე შემდეგ. ამ დროს ზიანდება ორივე თვალი. უევიტი აზიანებს თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის სტრუქტურას, ფერად გარსსა და ცილურ სხეულს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თვალების დაცვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან, მაგალითად, ორგანიზმის გადაციებისგან ან გადახურებისგან, ორპირი ან ძლიერი ქარისგან, ყინვისგან და ასე შემდეგ.

უევიტის დაავადების გამწვავების პერიოდში ადამიანი უნდა მოერიდოს კითხვას, წერას, ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან ჯდომას, რადგან ამ დროს თვალები იცრემლება და ადვილად იღლება. სასურველია, ამ პერიოდში სინათლის ფილტრიანი სპეციალური სათვალის ტარება. ის დაიცავს თვალს დღის შუქის მკვეთრი გამოსხივებისგან. ყინვასა და ქარში კი აუცილებლად გაიკეთეთ მუქი ფერის სათვალე. თუ ადამიანს უევიტი ერთხელ დაემართა, მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგაც შესაძლოა, პათოლოგია განუვითარდეს.


скачать dle 11.3