კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

მამა აგათონი: ადამიანი წააგავს ხეს: ხორციელი შრომა – ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა – ნაყოფი. წმიდა წერილიც ამბობს: „ყველა ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“. ასე რომ, ნათელია, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაყოფზე, ესე იგი გულის დაცვაზე, მაგრამ ჩვენთვის საჭიროა ფოთლოვანი საფარველი, ესე იგი, ხორციელი შრომა.

ანტონ დიდი: ადამიანს თავისით არაფრით არ ძალუძს, ჭეშმარიტად კეთილი შეიქმნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან, არავინაა კეთილი და სახიერი, თვინიერ ღმერთისა ხოლოისა!

ტიხონ ზადონელი: თავი დაანებე ამაოების ძიებას, ვიდრე ის თავად არ დაგანებებს თავს.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: თავს ძალიან ნუ აღიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე.

ბარსანოვი დიდი: ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად ჩათვალე.

მარკოზ განშორებული: ყოველგვარ ბოროტებას წინ უძღვის უმეცრება, მას შემდეგ მეორე კი – ურწმუნოებაა.

ეფრემ ასური: ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში ჩავარდნილს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.

ისააკ ასური: ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი – მაგინებელია.

იოანე ოქროპირი: განსაცდელი ბოროტება არ არის, არამედ სიკეთეა. იგი კარგს უკეთესად აქცევს. ესაა ქურა – ოქროს გასაწმედელი, ესაა ცეცხლი, რომელიც ეკალბარდებს შემუსრავს, რათა მიწამ შეძლოს, მიიღოს თესლი კეთილი.

გაბრიელ ეპისკოპოსი: პირველ ყოვლისა, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ – ეცადე, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწვია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.

***

სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას. ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოების მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ შეგვეწია მადლითა და მოწყალებით, მის წინაშე ვერ განვმართლდებით, მადლი ღმრთისა კი თავმდაბალს მიეცემა და შეეწევა.



ნიკოლოზ სერბი: ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფელებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათში შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას.

იოსებ ათონელი: გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ – ფსალმუნება, სხვა დროს კი – დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმიდა წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.

ეპიფანე თეოდოროპულოსი: მარხვის მიზანია, მოთოკოს უთვალავი ხორციელი მისწრაფება და მიდრეკილება და ამით განაცდევინოს ადამიანს სიმდაბლის გრძნობა.

გაბრიელ ქიქოძე: ჭამისა და სმისგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისგან – არც ერთი.


скачать dle 11.3