კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კემპბელი ბავშვივით მოატყუეს



ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილი მცველი, სოლ კემპბელი, სეზონის დაწყებამდე, ყველასთვის მოულოდნელად, მეოთხე დივიზიონის „ნოთსში“ გადავიდა. მანამდე ამ კლუბს ინგლისის ნაკრების თავკაცმა, სვენ გორან ერიქსონმა მიაშურა. ვარაუდობდნენ, რომ ერიქსონი გუნდს ჩაიბარებდა, მაგრამ იგი სპორტული დირექტორი გახდა და პირველი, რაც გააკეთა, გუნდში კემპბელი მიიყვანა, თუმცა შავკანიანმა მცველმა „ნოთსი“ მალე დატოვა.

„შეიძლება ითქვას, პატარა ბავშვივით მომატყუეს. რომ არა ერიქსონი, ამას არ „ვჭამდი“. ის პირადად მესაუბრა და მითხრა, რომ სუპერ-გუნდი შენდებოდა, რომელსაც დიდი მიზნები ექნებოდა. ვიფიქრე, ამ ყველაფერში მონაწილეობას მივიღებ-მეთქი. თან, დამპირდნენ, რომ კვირაში 50 ათასს გადამიხდიდნენ და რამდენიმე დღეში აქ სათამაშოდ რობერტო კარლოსიც ჩამოვიდოდა. როცა ხელფასის აღების დრო მოვიდა, საბანკო ანგარიშზე არაფერი დამერიცხა. სხვა ფეხბურთელებს ვკითხე და სიცილი დაიწყეს, რა 50 ათასი, 2 ათასი თუ მოგცეს, მადლობა უნდა თქვაო. ერიქსონთან მივედი და დამპირდა, ყველაფერს გავარკვევო. სანამ ის გაარკვევდა, რობერტო კარლოსს დავურეკე და მივხვდი, რომ მომატყუეს. რობიმ გაიოცა – რა „ნოთსი“, შენგან პირველად მესმისო. ერიქსონის პასუხს აღარ დაველოდე და წამოვედი“, – განაცხადა კემპბელმა.




скачать dle 11.3