კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე







კითხვა: როგორ მოვუარო ასპარაგუსს, რომ ფოთლები არ გაუყავისფრდეს?

პასუხი: ზაფხულობით ამ მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება, რადგან მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობითაც ნიადაგი ძალიან არ უნდა გამოაშროთ, თორემ ფოთლები გაუყავისფრდება. უყვარს სინათლე, ოღონდ მზისგულზე ნუ დადგამთ. მისთვის იდეალური ტემპერატურა 16-21 გრადუსია. ზამთარში 7 გრადუსსაც აიტანს. გახსოვდეთ, რომ ზაფხულში რეგულარული სასუქი უნდა მიაწოდოთ ხოლმე. სასურველია, თუ საკიდ კალათაში სააბაზანოში გაზრდით.

კითხვა: როგორ მოვუაროთ ბინაში კამპანულას, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: მცენარე მოარიდეთ მწველ მზეს, მაგრამ სინათლე არ მოაკლოთ, რათა კომპაქტურობა შეინარჩუნოს. ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში შედარებით – იშვიათად. საკმარისია, მიწის დატენიანება. გახსოვდეთ, რომ მორწყვისას წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხათ, თორემ ყლორტები და ფოთლები დაუსველდება და დაულპება. ყვავილობისას, მიწა ორ კვირაში ერთხელ, ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მცენარის ყვავილობისთვის აუცილებელია ზამთრის სიგრილე 2-10 გრადუსი. თბილ ზამთარში ნაკლებად ყვავის. დაყვავილების შემდეგ კამპანულა გრილ ოთახში ან ზამთრის ბაღში გაიტანეთ. თუ დამჭკნარ ყვავილებს დროულად მოაცლით, ამით მის ყვავილობას გაახანგრძლივებთ. ზამთარში მშრალ ადგილას დადგით, რათა სოკოვანი დაავადება არ შეეყაროს. ბინაში სასურველია, აღმოსავლეთის ფანჯარაზე იდგას.

კითხვა: ხშირად უნდა მოვრწყათ თუ არა ექევერია?

პასუხი: ზაფხულობით ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე მორწყეთ, რომ მიწა კარგად დასველდეს. ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ. თუ შენიშნეთ, რომ მცენარეს ფოთლები დაურბილდა ან დაუჭკნა, ეს იმის მანიშნებელია, რომ წყალი სჭირდება და მაშინვე მორწყეთ.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ გინურა და როგორ შევუნარჩუნოთ მცენარეს კომპაქტური ფორმა?

პასუხი: გინურა კაშკაშა სინათლეზე უნდა დადგათ, მისი ფოთლები უფრო ფერადოვანი გახდება. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურაა 12-13 გრადუსი. ყლორტების მოჭრით მცენარეს კომპაქტურობას შეუნარჩუნებთ, მაგრამ ძალიანაც ნუ გასხლავთ, თორემ დაუშნოვდება.

კითხვა: სად გვირჩევთ ალოკაზიას დადგმას?

პასუხი: ეს მცენარე უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ გაბნეული შუქი არ მოაკლოთ. ამიტომ გირჩევთ, რომ დადგათ ნათელ სააბაზანოში ან ისეთ ადგილას, სადაც სინათლე კარგად მოხვდება. მწველ მზეზე ფოთლები მოეჭმუჭნება და აუცილებლად მოარიდეთ ასეთ ადგილს.


скачать dle 11.3