კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ფასად უთმობს ინდირა ჯგერნაიას შეყვარებული და როდის არ იტეხს რქებს ჯეოსტარელი








როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ლევან კბილაშვილი ავარიაში მოყვა, „ჯეოსტარში“ ინდირა ჯგერნაია დაბრუნდა, რომელიც საკმაოდ მიზანმიმართული ადამიანია.

ინდირა: ჩემი დაბრუნება, გარკვეულწილად, ცუდიც იყო, იმ გაგებით, რომ არ შეიძლება, სხვის უბედურებაზე შენი ბედნიერება ააგო. ლევანს „ჯეოსელისგან“, „რუსთავი 2-ისგან“ პრივილეგია ექნება. მომავალ წელს კონკურსში ქასთინგის გარეშე მოხვდება. როდესაც საავადმყოფოში მივედით, ვინც კი ლევანი ნახა, ყველა მიხვდებოდა, რომ ის პროექტში ვეღარ დაბრუნდებოდა. აქედან გამომდინარე, დაიწყო მითქმა-მოთქმა, შენ დაგაბრუნებენ პროექტში, იმიტომ რომ, ვინც ბოლოს ეთიშება, ის ბრუნდებაო. ეს, გარკვეულწილად, არ მესიამოვნა. თან, ნანერვიულები ვიყავი. ჩემი წამოსვლაც და პროექტში დაბრუნებაც მოულოდნელი იყო. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. როცა დამირეკა ჩემმა მასწავლებელმა, მანანა მორჩილაძემ და მითხრა, თუ ფეხზე დგახარ, დაჯექიო. გულში გამკრა, ეტყობა, მაბრუნებენ-მეთქი. ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა, უბრალოდ, ერთი ვთქვი, არ მინდა, ხალხმა ისე მიმიღოს, რომ ვიღაცის უბედურებაზე ჩემი ბედნიერება ავაგე და ამით ვისარგებლე-მეთქი. ეს ასე არ არის, ლევანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ჩემს წარმატებას მას ვუძღვნი.

– ძალიან გინდოდა „ჯეოსტარში“ მოხვედრა. ახლა ამ გადასახედიდან, ეს ყველაფერი ღირდა ამხელა ლოდინად, წვალებად?

– ღირდა და ერთი წამითაც არ ვნანობ, პირველი ქასთინგიდან დღემდე ძალიან გავიზარდე. ამას აღნიშნავს ჟიურის თითოეული წევრი. მიუხედავად იმისა, რომ „ჯეოსტარში“ მოხვედრა დიდი შრომის, ბრძოლის ფასად გიჯდება, ჩემი აზრით, მაინც ღირს ის ამ ყველაფრად. ხალხის მხრიდან ქუჩაში დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ამ დროს ასე მგონია, ხელახლა ვიბადები.

– ხალხის მხრიდან უარყოფითი ემოციებიც ყოფილა?

– საწყის ეტაპზე იყო უარყოფითი ემოციები, როდესაც ბათუმში ვიტირე. ამბობდნენ, ამ გოგოს რა უნდა „ჯეოსტარში“, სიმღერა არ იცისო, მაგრამ ამას ჩემთვის არ ჰქონია მნიშვნელობა. მე ხომ ვიცოდი, რატომაც ვერ ვიმღერე. ხალხმა კრიტიკით უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ საკუთარი თავი მეტად წარმომეჩინა.

– მიზანმიმართულიც ხარ?

– როცა რაღაცას ირჩევ და გინდა გამოგივიდეს, მის ირგვლივ უნდა მოახდინო ყველაფრის მობილიზება და აუცილებლად გამოგივა. თოკზე როდესაც დგახარ და ერთ წერტილს უყურებ, არ არსებობს, გადავარდე. მაგრამ, თუ გვერდზე გაიხედავ, აუცილებლად ჩამოვარდები.

– ხშირია შენს ცხოვრებაში მოულოდნელობები?

– 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი „ჯეოსტარში“ მოხვედრას, მაგრამ მესამე წელს გამიმართლა. ამ წელს რომ მიმართლებს, ასე არც ერთ წელს არ გამმართლებია. 2010 წელი ჩემთვის ნამდვილად იღბლიანია. ჩემთვის ყველაზე მთავარი „ჯეოსტარი“ იყო, ამაზე ვდარდობდი, თორემ სწავლისა თუ სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა. რაც ყველაზე მეტად მინდოდა, ის არ გამომდიოდა.

– ჯიუტი ხარ?

– ძალიან ჯიუტი ვარ და საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს. როცა რაღაც არ მომწონს, არ გავაკეთებ. თუმცა, შეიძლება, ხათრის გამო დავთმო. როცა რაღაც არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები – არ მიყვარს აფერისტობა. მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ. არ მიყვარს „მასკები“, ადამიანების მოტყუება.

– აქედან გამომდინარე, კონფლიქტურიც ხარ?

– ხშირად მაქვს კონფლიქტები, თუმცა სერიოზული კონფლიქტის წინაშე არასდროს დავმდგარვარ – შელაპარაკებები მქონია. მე ჩემს აზრს ვამტკიცებ, ის – თავისას. გულის სიღრმეში მან იცის, რომ მე მართალი ვარ, მე კი ვიცი, ის ამას რატომ მეუბნება. ასეთ დროს ბოლომდე ვცდილობ, ჩემი დავამტკიცო, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ერთი თვის თუ წლების მერე იქნება.

– და მერე შედეგით ძალიან კმაყოფილი ხარ.

– ეს ჩემს სახეზე უნდა ნახო – ამ დროს ზენასიამოვნები, ამაღლებულ ხასიათზე ვარ. ზოგჯერ მაქვს საოცარი წინათგრძნობა, გული რაღაცას მიგრძნობს – ეს ასე მოხდება, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, შენ რა იციო, მაგრამ მერე, რომ მოხდება, მიყურებენ – შენ, რა კუდიანი ვინმე ხარო. ჩემი ეშინიათ და მიჯერებენ. სულ კი არ უნდა დამიჯერონ, თორემ, ისეთი ხასიათი მაქვს, ჯობია, არ დამიჯერონ.

– ფეთქებადი ხასიათიც გაქვს?

– ადრე ძალიან ფეთქებადი ვიყავი, ბოლო დროს – აღარ. არ ვყვირი, ხმას ვუფრთხილდები. სამაგიეროდ, ადამიანს ერთს ისეთს ვეტყვი, ტექნიკურად, რომ საერთოდ წავშლი. ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცი, ვის უნდა ვენდო და ვის – არა, ვინ მატყუებს და ვინ – არა. როცა ადამიანს ვუსმენ, ვიცი, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ვუქნევ თავს – ვუშვებ და გავუშვებ, ორი ყურის პრინციპით. გულღია ადამიანი ვარ, ალალი გული მაქვს – თან ძალიან მეგობრული, კონტაქტური. ამიტომ, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი კეთილგაწყობა ვიღაცას ცუდად გამოუყენებია, რაღაც დაუბრალებია. მაგრამ, ღმერთი ხომ მოწყალეა, თუმცა თუ ადამიანი წყობიდან გამომიყვანს, შეიძლება, ყირაზე გადავიდე, სასწაულები გავუკეთო.

– თუ გქონია ისეთი პერიოდი, როდესაც ემოციურად ყველაზე მეტად იყავი დატვირთული?

– ძალიან რისკიანი ვარ. გარისკვა კი მაშინ არის კარგი, როდესაც მხარს ვიღაც გიბამს, ასეთი კი არასდროს მყოლია. ამიტომ, სულ მარტო მიწევდა ამის გაკეთება. ხშირად მქონია მომენტი, გარისკვა მდომებია, მეგობრისთვის აზრი მიკითხავს, მაგრამ ის არ ამყოლია, მერე მარტო დავმჯდარვარ, მიტირია კიდეც, იმიტომ, რომ მარტო მიწევდა ამ ყველაფერთან შეტაკება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მიმართლებდა და უკვე სხვა ემოცია მქონდა.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– არ მიყვარს ქალური „ზამაშკების“ ბიჭები, მიყვარს – კაცური, პირდაპირი. შეიძლება, მამაკაცი არ იყოს ლამაზი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი უნდა იყოს. ბევრი ამბობს, თუ გარეგნულად არ მოგწონს მის შინაგან სამყაროს როგორ გაიგებო. ეს არასწორია, როცა ადამიანს ხედავ, მისი გამომეტყველებიდან ხვდები, როგორია, როგორი აურა აქვს.

– მამაკაცთან ურთიერთობისას კაპრიზული იქნები.

– ძალიან რთული ვარ. შეყვარებული მყავს და საწყალს, ჩემთან ხშირად უწევს დათმობა. მითმობს, იმიტომ რომ ქალი ვარ და თან ხვდება, აზრი არ აქვს ჩემთან ლაპარაკს. თან თმობს, იცი, რის ფასად?! გაჩუმდება და ორი დღე ტელეფონს არ პასუხობს, რომ ჩემს დანაშაულს მივხვდე. მე კი რქებს არ ვიტეხ. რთული კი არის, მაგრამ 4 წელია, ასე მოვდივართ, ვუძლებთ.

– ის უძლებს თუ შენ?

– მეც და ისიც. მე რომ ადამიანი გამიგებს, ესე იგი, მასაც რთული ხასიათი აქვს.

– შეყვარებული როგორი ხარ?

– უპირველეს ყოვლისა, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ნებისმიერ თემაზე შემიძლია, დაველაპარაკო. მისი არ მრცხვენია და კომპლექსი არ მაქვს. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ვიცი მისი ხასიათი – რას ფიქრობს, როგორ უყურებს ყველაფერს, როგორი ტიპია, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. ყველა ის თვისება აქვს, რაც კაცს უნდა ჰქონდეს. ალბათ, შევეჩვიე. ყურადღებიანი ვარ და მისგანაც ანალოგიურს მოვითხოვ. ზეყურადღებიანი ვარ – არ ვატყუებ და არ მატყუებს.

– მოსწონს შენი სიმღერა?

– გიჟდება, ჭკუა ეკეტება, შეიძლება, ჩემს ნამღერზე იტიროს – გააჩნია, რას ვმღერი. პირველი შემფასებელი ყოველთვის ის არის. თუ მას სიმღერა მოეწონება, ესე იგი, კარგია.


скачать dle 11.3