კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის “დაბოლდა„ თეა გობეჯიშვილი ალკოჰოლით და რატომ გადმოსვა მან მოხიბლული პოლიციელი მანქანიდან









მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი ძალიან თბილი, კომუნიკაბელური, ხალისიანი, ენაწყლიანი და იუმორით სავსე ადამიანია. მასთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებს, დადებითი ემოციებით იმუხტები და გაწონასწორებული ხასიათის წყალობით, არ შეიძლება მისი სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა შენზეც არ გადმოვიდეს. ის ხშირად ხვდება კურიოზულ, სასაცილო და გამოუვალ სიტუაციებშიც კი, თუმცა თავის დაძვრენა არასდროს გასჭირვებია. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, თეამ შეძლო, თავისი ფეხსაცმლით ჯავრი ეყარა რუსზე, თუმცა ეს დაგეგმილი არ ჰქონია. თეას პოლიციელიც ჰყავს „აკაპოტებული“ და ბევრ მომღერალს სწორედ მან ასწავლა სცენაზე მიხრა-მოხრა.

თეა გობეჯიშვილი: ბევრჯერ ჩავვარდნილვარ კურიოზულ თუ გამოუვალ სიტუაციებში და სულ რამდენიმე წამი დამჭირვებია თავის დასაძვრენად, მაგრამ, ჩემი ნამდვილი გამოუვალი სიტუაცია ფრენაა – პანიკურად მეშინია და ეს შიში ვერაფრით ვერ დავძლიე. მირჩევნია, რამდენიმე ტრანსპორტი გამოვიცვალო, ვიდრე ჩავჯდე თვითმფრინავში, კომფორტულად და სწრაფად ჩავიდე, მაგრამ ნერვიულობით მოვკვდე ჰაერში. დამიჯერეთ, ჩემი თვითმფრინავში ჩაჯდომა და სუნთქვის შეკავება ერთია, გალურჯებული ჩამოვდივარ (იცინის). სულ მგონია, ახლა უნდა ავფეთქდეთ, ახლა უნდა ჩამოვვარდეთ, ახლა ცეცხლი წაგვეკიდება, ძრავა გაჩერდება... თან, სხვას კი არ ვაწუხებ, ჩემთვის ჩუმად ვნერვიულობ და უნდა ნახოთ რა სახე მაქვს ამ დროს (იცინის). არა, ჯობია, არ ნახოთ.

– ჰაერში გეშინია თვითმფრინავში ჯდომა და მგზავრობა, მანქანას კი დედამიწაზე კარგად მართავ. ისე კარგად, რომ ერთხელ საწყალი პოლიციელიც კი „ააკაპოტე“.

– (იცინის) ეს რა გამახსენეთ! საერთოდ, მშვიდი და მოწესრიგებული მძღოლი ვარ და წლებია, მანქანას ვმართავ. იმდენად ვიცავ მოძრაობის წესებს, რომ პატრულებთან პრობლემაც კი არ მქონია. რაც შეეხება პოლიციელის „აკაპოტებას“, ეს წლების წინ მოხდა და ახლაც მეცინება, რომ ვიხსენებ. მოკლედ, პირველი ხელფასით მანქანა ვიყიდე – „ტოიოტა კოროლა“. რუსთაველის გამზირზე, მეტროსთან, ტროტუარის ახლოს, ნელა მივდიოდი. მეორე მხარეს „გაიშნიკი“ იდგა. დაინახა, მოპირდაპირე მხარეს ვიღაცამ დაარღვია მოძრაობის წესები, გამოქანდა, იმას რომ გაკიდებოდა და პირდაპირ ჩემი მანქანის „პარპრიზზე“ არ შემოჯდა?! (იცინის). დამცხა, ვიფიქრე, დავიღუპე-მეთქი. ისე გავოგნდი, გავშეშდი, მანქანა გავაჩერე და ვეღარ გადმოვედი. ხალხი რომ შეგროვდა და მანქანის კარი გავაღე, საბურავებთან იწვა. ამომხედა დაზარალებულის თვალებით და ომახიანად შემომძახა, „პრავა“ მომეცი, დროზეო. ვიფიქრე, რადგან გადარჩა, აღარაფერს დავეძებ, მართვის მოწმობასაც მივცემ, თუ დაშავებულია, მკურნალობის ხარჯებსაც მე დავფარავ და საკუთარი მანქანით მივიყვან უახლოეს საავადმყოფომდე-მეთქი. ერთი სიტყვით, ჩავისვი მანქანაში ეს დაზარალებული ახალგაზრდა პოლიციელი, დავძარი მანქანა, თან ვეუბნები და ვამხნევებ, ნუ გეშინიათ, ბატონო, ახლავე მივალთ საავადმყოფოში, ექიმი გაგსინჯავთ – დავრწმუნდეთ, რომ არაფერი დაგიშავდათ-მეთქი. გავიხედე, არ გამიღიმა?! სანამ საავადმყოფომდე მივალთ, იქნებ, თქვენი ტელეფონის ნომერი მითხრათო და, აი, აქ სულ მთლად გადავირიე (იცინის). ვიფიქრე, მე ნერვიულობით ვკვდები და ამან ფლირტაობა არ დამიწყო საკუთარ მანქანაში-მეთქი?! გავაჩერე მანქანა და მკაცრი ტონით ვუთხარი, გადასარევად ყოფილხარ და დროზე ჩაბრძანდი მანქანიდან, ექიმის შესამოწმებელი შენ კი არა, ისე ვინერვიულე, მე ვარ-მეთქი. (იცინის). ახლა გეკითხებით, ვინ გამოვიდა დაზარალებული, მე თუ ის?

– მგონი, არც ერთი. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. თეა, ის თუ არის მართალი, უცხოეთში რუსების ჯავრი ცეკვის დროს ორიგინალურად ამოიყარაო?

– ჯავრისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, მართლაც რომ დავაზარალე საწყალი რუსი, ფაქტია (იცინის). პოლიციელისგან განსხვავებით, ის მართლაც დაზარალებული დარჩა და არც ექიმთან წამიყვანია გასასინჯად. მოკლედ, თურქეთში ვიყავით გასტროლებზე. უცებ, შუა ცეკვის დროს, სცენაზე ფეხსაცმელი გამძვრა და ისეთი სისწრაფით გავარდა მაყურებლებში, თვალის მიყოლება ძლივს მოვასწარი. ერთი რუსი ტურისტი იჯდა დარბაზში და თითქოს, ჯიბრზე, მას არ მოხვდა პირდაპირ თავში?! (იცინის). ღმერთი, რჯული, ძალით არ მინდოდა. იმ რუს მამაკაცს, პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს, ისე ჩუმად ადგა, მოუახლოვდა სცენას და დადო ფეხსაცმელი. ხალხი კინაღამ სიცილით გაიგუდა.

– მერე, შენ სცენაზე ცალი ფეხსაცმლით იცეკვე?

– მეტი რა გზა მქონდა? მთელი ცეკვა ფეხშიშველმა შევასრულე. რომ დავასრულე, დავიხარე, ჩემი ფეხსაცმელი დელიკატურად და მშვიდად ავიღე, თითქოს არც არაფერი მომხდარა და ისე გავედი კულისებში. მერე ამიტყდა ისტერიკული სიცილი. ძლივს დამამშვიდეს.

– შენი მეგობრები ხუმრობენ, თეა ერთი ჭიქის დალევითაც კი „ბოლდებაო“. ასეთი „მალალიტრაჟკა“ ხარ?

– საერთოდ, ალკოჰოლის დალევა არ მიყვარს და, ერთხელ, წრუპვა-წრუპვით ისე გამოვთვერი და ისეთები ჩავიდინე, მართლა „დაბოლილი“ ვეგონებოდი ვინმეს (იცინის). დალევისას სიცილი მიყვარს და გიჟივით ვიცინი. ერთ-ერთ რაიონში გვქონდა კონცერტი. ზომაზე მეტი დავლიე და არაჩვეულებრივ განწყობაზე დავდექი. მთვრალმა გადავწყვიტე, რომ თბილისში არ წამოვსულიყავი. გადმოვხტი მანქანიდან და დავიწყე წინ და უკან სიარული. მოკლედ, სანამ კარგად არ მიმოვისეირნე ბუნებაში, არ ვისუნთქე სუფთა ჰაერი მაქსიმალური დოზით და ბევრი არ ვიცინე, მანამდე ვერ ჩამსვეს მანქანაში. მაგრამ, რომ გამოვფხიზლდი, მერე აღარ მომეწონა, ეს მდგომარეობა (იცინის). ერთი სიტყვით, პროცესი კარგი მომეჩვენა, შედეგისა კი რა მოგახსენოთ. ასე რომ, ალკოჰოლი, მართლაც „მაბოლებს“ და, კიდევ კარგი, სმა არ მიყვარს, თორემ, სულ „დაბოლილ“ თეას ჩემმა მტერმა უყურა (იცინის).

– ვიცი, ზაფხული, მზე და ზღვა ძალიან გიყვარს და ბევრი საინტერესო გასახსენებელიც გაქვს.

– ზღვა მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ სანაპიროზე, კენჭებზე ფეხშიშველი სიარული არ მიყვარს და, სწორედ ამას უკავშირდება ერთი სასაცილო ისტორია: დასასვენებლად რომ მივდიოდი, ვიყიდე ლამაზი „შლოპანცი“. წყალში არ ვიხდიდი და, ერთ დღესაც, ზღვაში რომ ჩავედი, გამძვრა და დავკარგე. ვინერვიულე, გადავირიე, ამოვედი წყლიდან დაღონებული. ნიკამ იფიქრა, ახლა ამის წუწუნს რა გაუძლებსო და იმ „შლოპანცის“ გადასარჩენ-ამოსაყვანად გადახტა ზღვაში. ბევრი ეძება და ვერ ნახა. გავიდა რამდენიმე დღე და ნიკას დის შვილი შევიდა საბანაოდ. გავიხედეთ, გახარებული, გაბადრული სახით მორბის წყლიდან. ვიფიქრეთ, რა განძი იპოვა ასეთი-მეთქი.

– მაინც, რა იპოვა, ასე რომ გაუხარდა, იმ შუა ზღვაში?

– რა და, ყვინთვის დროს, ეს ჩემი „შლოპანცი“ არ დაუნახავს? დაუვლია ხელი. ამოყვინთა და რომ დავინახე ხელში ჩემი „შლოპანცი“ ეჭირა, ისეთი ვიყვირე სიხარულით, კინაღამ დამსვენებლები დავაყრუე (იცინის). ცურვა კი ვიცი, მაგრამ, კარგად არა. თავს რომ გადავირჩენ ექსტრემალურ სიტუაციაში, აი, იმ დონეზე ვცურავ. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა გასაბერი რგოლი ავიღეთ, ჩავყავით შიგ თითო ფეხი, წამოვჯექით მასზე და ასე გავედით ზღვაში. ჭორაობა-ჭორაობაში ღრმად მოგვიწია შესვლა. გავიხედეთ და, რგოლმა ჩაძირვა არ დაიწყო?! ჩემმა მეგობარმა ცურვა არ იცოდა და შეშინებული მე დამებღაუჭა. მე კიდე ეს მინდოდა? ვიქნევ ხელ-ფეხს, თან ვფიქრობ, ახლა უნდა ივაჟკაცო, თეა, თუ გინდა გმირის სახელი დაირქვა და ამ შუა ზღვაში არ დატოვო შენი სიცოცხლე-მეთქი (იცინის).

– მერე, ივაჟკაცე?

– აბა რა! ისეთები ჩავიდინე, მადლობა ღმერთს, დღეს ცოცხლები და უვნებლები ვართ (იცინის).


скачать dle 11.3