კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი








მეუფე გაბრიელმა და ჯაბამ წამლები გადმოაფურთხეს და იატაკის ქვეშ ჩაყარეს, დანარჩენებმა კი გადაყლაპეს და როდესაც ჩაეძინათ, გაბრიელმა ჯაბა თავისთან იხმო და უთხრა:

– რა ჰქენი?

– შორენას სიყვარულში გამოვუტყდი და ისიც გამომიტყდა, თან დიტო სულაბერიძის ამბავიც მოვუყევი და ვთხოვე, ყველაფერი მისი ოჯახის წევრებისთვის მოეყოლა. ამ საღამოს მივიდოდა და პასუხს დილით მაცნობებს.

– ცოტა ნაადრევი ხომ არ იყო შორენასთვის მთელი კარტის გადაშლა?

– მთელი კარტი არ გადამიშლია და თქვენ შესახებ არაფერი მითქვამს.

– ჩემზე ნუ დარდობ, მე შენ მყავხარ მხედველობაში. ხომ არ აჯობებდა, თანმიმდევრულად გემოქმედა?

– მასეც შეიძლებოდა, მეუფეო, მაგრამ შორენა არ გამთქვამს. მას ნამდვილად ვუყვარვარ, თვალებზე შევატყვე. თვალები კი, არასდროს ცრუობენ.

– რადგან ასე დარწმუნებული ხარ, ესე იგი, მასეა. ახლა კი, რაჟდენ რაჟდენოვიჩთან სათქმელზე შევთანხმდეთ. ვფიქრობ, ორი კვირა დაგაცდის და შენს დამუშავებას არ შეეცდება. ამ ხნის განმავლობაში კი ეტყვი, რომ თითქოს მე შენ ახლოს არ გიკარებ და როგორც კი მოთმინების ფიალა აევსება და გადაწყვეტს, შენი დამუშავება დაიწყოს, ამას აუცილებლად შეატყობ და, სწორედ იმ დროს მიაგებებ, რომ კონტაქტზე გამოვედი. ამის მერე, კიდევ ერთი თვე გვექნება, რომ თავგზა ავუბნიოთ და თვე-ნახევარში, როგორმე, გაქცევა უნდა მოგვიხერხოს შორენამ. თუ, რა თქმა უნდა, შეძლებს.

– შეძლებს, – თავდაჯერებულად მიუგო ჯაბამ, – დიტო სულაბერიძის შველაზე რომ ველაპარაკებოდი მითხრა: „სამხეცეში რომ არ იყოს, აქედან გავაქცევდიო“. თუ დიტოს გააქცევდა, მე, მით უმეტეს, არ მეტყვის უარს.

– კი მაგრამ, მაშინ შენთან ერთად უნდა გაუჩინარდეს, რომ არ დააპატიმრონ და ასეთ რისკზე წავა?

– დარწმუნებული ვარ, რომ წავა, – ურყევი თავდაჯერებულობით გაიმეორა ჯაბამ, – თვალები, მეუფეო, შორენას თვალები სიყვარულს და სევდას ერთდროულად ასხივებს და დარწმუნებული ვარ, ჩემ გამო ყველაფერზე წავა.

– თუ მასეა, გაგიმართლა და არც შენ უნდა უღალატო, თორემ ღმერთი დაგსჯის. ახლა კი დავიძინოთ, გვიანია და ჩვენი საუბარი დილით განვაგრძოთ, როდესაც შენი ხელქვეითები მონიტორინგის ჩასატარებლად წავლენ, – ღიმილით უთხრა გაბრიელმა ჯაბას, ღამე მშვიდობისა უსურვა და სალოცავად მუხლი მოიყარა.

ჯაბა საწოლში ჩაწვა და ფიქრებს მიეცა. ის შორენაზე ფიქრობდა და ამ ტანწერწეტა გოგონას სიყვარულითა და სევდით სავსე თვალები ვერ დაევიწყებინა...

***

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, შორენას უმძიმესი და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი – მრავალი მწარე წუთი განუცდია თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში.

შორენა „კაგებეს“ აგენტის, მეტსახელად „ქერუბიმის“ ერთადერთი ქალიშვილი იყო და დედამისი არასოდეს ენახა. „ქერუბიმი“ ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა დააფეხმძიმა გორსალიას ბრძანებით, რაც პოლკოვნიკს მორიგი რელიგიური პროვოკაციისთვის სჭირდებოდა. თუმცა, მეუფე გაბრიელისა და დედა მარინეს დაპატიმრებიდან ათი წლის თავზე, თავად გორსალიას შეემთხვა რაღაც და ოპერაცია ჩაიშალა. ამიტომ, „ქერუბიმს“ მოატყუეს, რომ მკვდარი შვილი შობა, ბავშვი დაუმალეს და უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს. თავად აგენტი კი, სხვა მონასტერში მიავლინეს.

შორენა ჯერ ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, ექვსი წლიდან კი მოზრდილების „პრიუტში“ გაამწესეს. მისმა ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებამაც სწორედ იქ დაიდო სათავე.

ტანწერწეტა ბავშვი საყოველთაო ინტერესს იწვევდა, როგორც ორჯერ უფროსი ასაკის ბიჭებსა და გოგონებში, ასევე უნამუსო აღმზრდელ მამაკაცებს შორისაც. ბიჭებს ეს ლამაზი გოგონა ერთი ნახვით უყვარდებოდათ და ცდილობდნენ, მისი ყურადღებაც მიეპყროთ. გოგონებს შურდათ და მის დაჩაგვრა-დაბეჩავებას ცდილობდნენ, ხოლო ზოგიერთი პედოფილი აღმზრდელი კი, თავისი ავადმყოფური, ბილწი ვნებების დაკმაყოფილებას ცდილობდა და პატარა შორენა არაერთხელ გამხდარა მათი მხრიდან შევიწროების ობიექტი. თუმცა, ასეთ გარემოში შორენამ თავდაცვის ინსტინქტი გამოიმუშავა და ყველას ღირსეულ პასუხს სცემდა. შეყვარებულ ბიჭებს აწვალებდა, ერთმანეთში აჩხუბებდა და ამით ერთობოდა, რადგან თავად არავინ უყვარდა. ჭორიკანა გოგონებს კი ნერვებს უშლიდა, მათ ცემასაც კი არ ერიდებოდა და ამ საქმეში ბიჭებსაც კი არ უდებდა ტოლს. პედოფილ აღმზრდელებს კი სისხლს უშრობდა და ორი მათგანი – ფიზკულტურისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, სამსახურიდანაც კი მოხსნეს გარყვნილების გამო.

სკოლა-ინტერნატის მოსწავლეს, 13 წლის შორენას, 40 წლის გეოგრაფიის მასწავლებელმა – კბილებმეჩხერმა პარმენამ დაადგა თვალი.

პარმენა ერთ-ერთი ყველაზე ძველი მასწავლებელი იყო და შორენას ადრეული ასაკიდანვე იცნობდა. პედოფილი გეოგრაფის სექსულური ფანტაზიები მცირეწლოვანი გოგონას მიმართ უკიდურესობას აღწევდა და მასწავლებელი ნებისმიერი სისაძაგლისთვის მზად იყო. ოთახი, სადაც შორენასა და მის თანაკლასელ გოგონას ეძინათ, შენობის უკანა მხარეზე მდებარეობდა. პარმენას იქ ჭუჭრუტანა ჰქონდა გაკეთებული და თითქმის ყოველ საღამოს მალულად უთვალთვალებდა ბავშვს, როდესაც ის ტანსაცმელს იხდიდა და დასაძინებლად წვებოდა. შორენამ ეს იცოდა. ამიტომ ის ერთგვარ სტრიპტიზს უტარებდა პარმენას – ნელ-ნელა იხდიდა და კიდევ უფრო აგიჟებდა ისედაც ტვინარეულ მასწავლებელს.

ერთ საღამოს, 13 წლის შორენა დასაძინებლად მოემზადა. ჭუჭრუტანაში პარმენას თვალი რომ შენიშნა, გახდა დაიწყო. გოგონა მარტო იყო ოთახში, რადგან მის თანაკლასელ გოგონას ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და საავადმყოფოში იწვა. შორენამ ჩვეულებრივზე ნელ ტემპში დაიწყო „ღამის სტრიპტიზი“ – ის სარკის წინ ტრიალებდა, ნელ-ნელა შიშვლდებოდა და ჭუჭრუტანაზე აკრული პარმენა ისე აღაგზნო და გააღიზიანა, რომ პედოფილს ერთი სული ჰქონდა, ბავშვის ოთახში შესულიყო და შორენა გაეუპატიურებინა, მაგრამ ძლივს იკავებდა თავს და, დანაშაულს რომ არიდებოდა, გადაწყვიტა, თვალთვალი შეეწყვიტა. შორენა ბოლომდე გაშიშვლდა, სარკის წინ ნელა დატრიალდა და სახით ჭუჭრუტანისკენ დადგა, ხუთიოდე წამს იდგა დედიშობილა. შემდეგ სინათლე ჩააქრო და დაწვა. პარმენა უკიდურესად აღგზნებული იყო, გონება საბოლოოდ გადაეკეტა და შორენასკენ დაიძრა: ის ჯერ საერთო საცხოვრებელში შეიპარა, შემდეგ სუსტი საკეტი გატეხა და ფეხაკრეფით დაიძრა ბავშვის საწოლისკენ, თან კანკალებდა და ოფლში იწურებოდა. უცებ ოთახში სინათლე აინთო, პარმენას ოთხი მოზარდი ეცა. მათ ჯერ იატაკზე დააგდეს მასწავლებელი, შემდეგ კი ქამრებით მაგრად გაკოჭეს. მხოლოდ ამის მერე წამოხტა პერანგშემოხეული შორენა ლოგინიდან და ისეთი საშინელი კივილი ატეხა, რომ ორი წუთის შემდეგ მისი პატარა ოთახი ხალხით გაივსო. ქამრებით გაკოჭილი, ბამბასავით გათეთრებული და აცახცახებული პარმენა კი გულგახეთქილი უმზერდა შეკრებილებს და ხმას ვერ იღებდა. პედოფილი მასწავლებელი მიხვდა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ, ფაქტზე იყო დაჭერილი და, არჩია, გაჩუმებულიყო, რათა სასჯელი არ დამძიმებოდა.

პარმენა მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. სკოლა-ინტერნატის დირექტორმა კი, რომელსაც პარმენაზე არანაკლებად აღაგზნებდა ტანწერწეტა მოზარდი, მაგრამ კოლეგაზე მეტად თოკავდა თავს, ბავშვი თავის კაბინეტში შეიყვანა, გაუღიმა და უთხრა:

– პარმენა მასწავლებელი ჩვენთან აღარ იმუშავებს. შენთან კი ერთი თხოვნა მაქვს და, იმედია, არ გამაწბილებ.

– გისმენთ, პატივცემულო დირექტორო, – თქვა შორენამ, რომელმაც დირექტორსაც შენიშნა უცნაური მზერა და მიხვდა, რომ არც ის ჩამოუვარდებოდა თავის გეოგრაფ კოლეგას.

– ჩემი თხოვნაა, შვილო, რომ, რაც აქ მოხდა, არ გაახმაურო. პირველ ყოვლისა, ეს შენ გავნებს და არც მე და ჩვენს სკოლა-ინტერნატს წაადგება. წესით, მე მილიციას უნდა შევატყობინო მომხდარის შესახებ, მათ კი ეს საქმე უნდა გამოიძიონ. მერე დაიწყება დაკითხვები, ამ ამბავს უამრავი ადამიანი შეიტყობს და, შენც შერცხვები და ჩვენც. ამიტომ, თუკი შენ წინააღმდეგი არ იქნები, მოდი, ეს ამბავი ჩვენი ინტერნატის კედლებს ნუ გასცდება. რაც არ უნდა იყოს, ერთი ოჯახი ვართ და ოჯახის ნაგვის გარეთ გატანა კარგი საქმე არაა.

„შენ პარმენაზე ნაკლები არ ხარ და, ნება რომ მოგცენ, უარესს იზამ“, – გაიფიქრა შორენამ, რომელიც პარმენასაც დასცინოდა გულში და დირექტორსაც, ხმამაღლა კი უთხრა:

– როგორც თქვენ მეტყვით, პატივცემულო დირექტორო, ისე მოვიქცევი. უბრალოდ, ბავშვების მრცხვენია.

– ბავშვებს მე დაველაპარაკები და არავინ არაფერს გაგრძნობინებს. ჩათვალე, რომ არაფერი მომხდარა.

– კარგი, პატივცემულო დირექტორო, – უპასუხა შორენამ, მერე სხეულზე მიეხუტა, ხელები წელზე შემოხვია, თავი მკერდზე მიადო და დაამატა, – თქვენი იმედი მაქვს, რომ არავინ არაფერს წამომაძახებს და, თუ საჭირო გახდა, დამიცავთ.

– რა თქმა უნდა, შვილო, რა თქმა უნდა, – იმეორებდა დირექტორი, გოგონას თავზე ხელს უსვამდა და ფიქრობდა: „დარწმუნებული ვიყო, არ დამსჯიან, ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ, სულელი პარმენა ხომ არ ვარ, თავი დავიღუპო“.

პარმენასთვის მოწყობილი პროვოკაცია თავიდან ბოლომდე შორენას მოფიქრებული იყო, რაშიც მას უფროსკლასელი ბიჭები დაეხმარნენ. იმ დღის მერე შორენამ კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვა სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებში და, რაც მთავარია, დირექტორს დაუახლოვდა, რომელიც გოგონას უარს არაფერზე ეუბნებოდა.

შორენას ასეთი საქციელი თავდაცვის ინსტინქტით იყო ნაკარნახევი, რადგან ლამაზი გარეგნობის გოგონა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა მის მიმართ გადამეტებულ ყურადღებას როგორც კაცების, ასევე ქალების მხრიდან და, სწორედ თვითგადარჩენის ინსტინქტმა უკარნახა იერიშზე გადასვლა და სადავეების ხელში აღება, რაც, მისი აზრით, მისივე ხელშეუხებლობის გარანტია იყო.

შორენამ 16 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა-ინტერნატი და ბოლო სამმა წელიწადმა ისე გაიარა, რომ გოგონასთვის უბატონოდ არავის გაუცია ხმა. ერთი მხრივ, დირექტორთან სიახლოვე, მეორე მხრივ კი – ყოჩ ბიჭებთან მეგობრობა განაპირობებდა მის ხელშეუხებლობას და სხვა თანატოლ ინტერნატელ გოგონებთან შედარებით, მას ზედმეტი სიტყვის თქმას ვერავინ უბედავდა. ტანწერწეტა გოგონა გამოსაშვები საღამოს დედოფალი იყო და, როდესაც ის ვარდისფერ, ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი შევიდა სააქტო დარბაზში, საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა. ყველა ბიჭს მხოლოდ მასთან უნდოდა ცეკვა, რის გამოც, გაბოროტებული თანატოლი გოგონები შურით მისჩერებოდნენ შორენასთან ცეკვის მსურველი ბიჭების რიგს. ცეკვის დროს ყველა ბიჭი სიყვარულში გამოუტყდა შორენას, ის კი ხუმრობით პასუხობდა მათ და სამუდამო მეგობრობას სთავაზობდა.

სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ შორენამ სამედიცინო კოლეჯში ჩააბარა, სამ წელიწადში დაამთავრა და გამოსაცდელი ვადით ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს, სადაც რაჟდენ რაჟდენოვიჩის სექსუალური ინტერესის ქვეშ მოექცა და სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული გოგონას შტატში მიღება-არმიღების საკითხი. შორენამ მშვენივრად იცოდა, რომ, თუ საგიჟეთის ქონდრისკაც დირექტორს ლოგინში ჩაუგორდებოდა, არა მარტო სამსახური, არამედ სხვა სიკეთე-პრივილეგიებიც გარანტირებული ექნებოდა. თუმცა, სულაც არ აპირებდა რაჟდენ რაჟდენოვიჩის საყვარლობას, მას უნდოდა, რომ პირველი ღამე მხოლოდ საყვარელ მამაკაცთან გაეტარებინა. ასეთი მამაკაცი მან ჯაბაში დაინახა და ორმაგად გაუხარდა, როდესაც მისი ნორმალურობის ამბავი შეიტყო, ხოლო, როდესაც მას ჯაბა სიყვარულში გამოუტყდა, შორენამ უდიდესი ბედნიერება იგრძნო და ღმერთს მადლობა შესწირა ასეთი მოულოდნელი, დიდი საჩუქრის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ შორენა შეჩვეული იყო ობლობასა და მარტო ცხოვრებას, მას წამითაც არ განელებია მშობლების მოძებნის სურვილი და ყოველთვის ცდილობდა მათ პოვნას, თანაც, მტკიცედ სწამდა, რომ თუკი ისინი ცოცხლები იყვნენ, აუცილებლად იპოვიდა. „წამით მაინც მანახა ჩემი დედ-მამა, – ხშირად გაიფიქრებდა ხოლმე საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი შორენა, – ნეტავ, რატომ მიმატოვეს, რა მოხდა ისეთი, რომ ასე გამწირეს? დავუშვათ, მამამ ფეხებზე დამიკიდა, მაგრამ, დედამ? მან ხომ ცხრა თვე მუცლით მატარა და, ასე ადვილად როგორ შემელია? თუმცა, ვინ იცის, რა მოხდა. ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, რომ ერთხელ მაინც არ შემახვედრო ჩემს მშობლებს. ერთხელ, ცალი თვალით მაინც მანახე ისინი!“

„კაგებეს“ ყოფილი აგენტი, „ქერუბიმი“, ერთ–ერთ დედათა მონასტერში ცხოვრობდა, საკმაოდ მაღალი სასულიერო რანგი ეკავა და თითქმის არასდროს ტოვებდა მონასტრის ტერიტორიას. მას დედა ელენე ერქვა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ლოცვასა და ცოდვების მონანიებაში ატარებდა. დედა ელენეს არანაირი პირადი საკუთრება არ გააჩნდა და მიაჩნდა, რომ დედამიწის ზურგზე მასზე დიდი ცოდვილი არ დადიოდა. მართალია, მას არასოდეს ენახა თავისი შვილი, რადგან უთხრეს, რომ თითქოს ბავშვი დაბადებისთანავე გარდაიცვალა, მაგრამ ის ყოველთვის ესიზმრებოდა და დახუჭავდა თუ არა თვალს, პოლკოვნიკი გორსალია წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, რომელიც მის ახალშობილს იატაკზე ახეთქებდა და ხარხარით ეუბნებოდა: „ჰმ, დედა ელენე, არა?! „ქერუბიმი“ ხარ შენ, აგენტი ქერუბიმი და, რამდენიც არ უნდა მოინანიო, მაინც ცოდვილად დარჩები, რომელიც სასულიერო პირებს „კაგებეში“ აბეზღებდა!“

დედა ელენეს გულისხეთქებით ეღვიძებოდა ხოლმე და კიდევ კარგა ხანს ჩაესმოდა გორსალიას ხმა, მაგრამ, შემდეგ ლოცვას იწყებდა, ნელ-ნელა წყნარდებოდა და გორსალიას ხმაც ქრებოდა. თითქმის თხუთმეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დედა ელენეს „კაგებედან“ არავინ შეხმიანებია და ყოფილი აგენტი ამ ამბავს ბოლო წლებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებდა. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „კაგებეს“ ყოფილმა აგენტებმა ფუნქცია დაკარგეს და უმუშევრები დარჩნენ. სინამდვილეში კი „ქერუბიმს“ იმიტომ არავინ აწუხებდა, რომ ის გორსალიას პირად დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, მხოლოდ მას ემორჩილებოდა და გორსალიას გარდა არც არავინ იცოდა მისი აგენტობის შესახებ. „ქერუბიმი“ საქართველოში დარჩენილ არც ერთ კარტოთეკაში არ იყო აღრიცხული, ის მხოლოდ გორსალიას პირად კარტოთეკაში ირიცხებოდა. გორსალია კი, ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ გადაიყვანეს მოსკოვში სამუშაოდ და მან თავისი პირადი კარტოთეკაც თან გაიყოლა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა და აღარც გორსალიას სახელი ამოტივტივებულა სადმე.

მაშინ, როდესაც დედა ელენე ლოცვით ინანიებდა ცოდვებს და სიკვდილს ნატრობდა, რადგან, მიაჩნდა, რომ საკუთარი შვილის დაღუპვაში თვითონვე იყო დამნაშავე, შორენა გამალებით ეძებდა მშობლებს.

სკოლა-ინტერნატი ახალი დამთავრებული ჰქონდა შორენას, როდესაც უპატრონო ჩვილ ბავშვთა სახლში მივიდა და ახალდანიშნულ ახალგაზრდა დირექტორს გოგონამ უთხრა:

– მე მშობლებს ვეძებ და, ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ. 4 წლამდე აქ ვიზრდებოდი და, იქნებ ვინმემ მათ კვალზე დამაყენოს.

ახალდანიშნულმა დირექტორმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ლამაზი გოგონა, რომელიც, ძალიან სადად იყო ჩაცმული და უთხრა:

– ჩვენთან ქალბატონი ნორა მუშაობდა, რომელიც შარშან გავიდა პენსიაზე და, თუკი საერთოდ შესაძლებელია თქვენი დახმარება, ქალბატონი ნორას გარდა ამას ვერავინ შეძლებს.

დირექტორმა ყოველი შემთხვევისთვის მოძებნა შორენას ჩვილ ბავშთა სახლში მიყვანის დროს შევსებული ანკეტა და ჩვილის ჩაბარების ზუსტი თარიღი დაადგინა, შემდეგ შორენას ქალბატონი ნორას მისამართი მისცა და გაისტუმრა.

შორენა იმავე საღამოს ეწვია 90 წლის ნორას, რომელსაც სიარული კი უჭირდა, მაგრამ ნათელი გონება ჰქონდა და, სტუმრის გასაკვირად, ყველაფერი დაწვრილებით ახსოვდა. თანაც, ქალი საკმაოდ ენაწყლიანი აღმოჩნდა და, როდესაც შორენას ვიზიტის მიზანი შეიტყო, უთხრა:

– მთელი ცხოვრება ამ საქმეს შევალიე, შვილო და, ვინ მოთვლის, რამდენი უპატრონო ბავშვი მყავს მიღებული, მოვლილი და გასტუმრებული. ალბათ, ამიტომაც დავრჩი გაუთხოვარი, არადა, ცუდი გოგო არ ვიყავი და თაყვანისმცემლებიც მყავდა, მე კი სულ სხვის შვილებს ვპატრონობდი. მარტო ომის პერიოდი რად ღირს! ზოგჯერ დღეში ოცი-ოცდაათი დაობლებული ბავშვი მოჰყავდათ და თითოეულს მიღება, აღრიცხვა და პატრონობა სჭირდებოდა. უკვე პენსიაზე ვარ, მაგრამ, მაინც სამუშაოსკენ მიმიწევს გული და ისე მენატრება ყველაფერი, რომ, ზოგჯერ მესიზმრება კიდეც. აბა, რა იქნება, ხუმრობა ხომ არაა, ბავშვთა სახლში სამოცდაათი წელი ვიმუშავე.

– სამოცდაათი წელი? – გაოცდა შორენა.

– მაშ?! – გაეცინა მოხუცს, – 20 წლის ვიყავი, საექთნო ტექნიკუმი რომ დავამთავრე და კომკავშირული საგზურით ბავშვთა სახლში გამგზავნეს სამუშაოდ. მძიმე დრო იყო. შემდეგ ფაშისტები დაგვესხნენ თავს და ფრონტზე წასვლა მინდოდა, მაგრამ, არ გამიშვეს და ასე შემოვრჩი ერთ ადგილზე ამდენ ხანს. შენ რა პროფესიის ხარ, შვილო?

– მეც ექთანი ვარ, ნორა დეიდა.

მოხუცმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა შორენა, მარჯვენა ხელის ცერა თითი გაბზიკა და უთხრა:

– მშვენიერი გოგო ხარ და, შვილიშვილი რომ მყავდეს, ვაჟი, აუცილებლად გაგირიგებდი. რას დალევ, შვილო, ჩაის თუ ყავას?

– ნუ წუხდებით, ნორა დეიდა.

– რა შეწუხებაა, შვილო. მითხარი, ჩაი გინდა თუ ყავა?

– თუ არ შეწუხდებით, ყავა.

– ხსნადი თუ უხსნადი?

– თუ არ შეწუხდებით, ხსნადი.

– კარგი გემოვნება გქონია. მეც ხსნადი ყავა მიყვარს. ახლა მე შენ ისეთ ყავას დაგალევინებ, ცხოვრებაში რომ არ გაგისინჯავს, – უთხრა მოხუცმა შორენას და ოთახიდან გავიდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ოთახში გორგოლაჭიანი მაგიდა შემოაგორა, რომელზეც ყავის ჩაიდანი, ორი ცარიელი ყავის ფინჯანი და ოვალური ფორმის ნამცხვარი ელაგა.

ყავას საოცრად სურნელოვანი ოხშივარი ასდიოდა.

– რა სასიამოვნო არომატია, ნორა დეიდა, რა ყავაა? – ჰკითხა გოგონამ მასპინძელს.

– ნამდვილი ბრაზილიური, – სიამაყით მიუგო ნორამ, – კონტრაბანდულია და ერთი ჩემი კარგი ნაცნობი მჩუქნის. გემზე მუშაობს, იცის, რომ ყავა მიყვარს და ყოველთვის ჩამოაქვს ხოლმე – სპეციალურად ჩემთვის. დაისხი და გასინჯე, ნამცხვარიც გადაიღე, ნახე, რა კარგი რამეა, მე თვითონ გამოვაცხვე ამ დილით.

შორენამ ყავა და პიროგი გასინჯა, ძალიან მოეწონა და მოხუცს მადლობა გადაუხადა:

– ღმერთმა შეგარგოს, შვილო. თუ სურვილი გექნება, მაგის რეცეპტს გასწავლი, ახლა კი, მითხარი, რამ შეგაწუხა, რაში დაგჭირდი?

– მე, ნორა დეიდა, თქვენთან ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორმა გამომგზავნა. მე თვითონ იმ ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ვიყავი. ახლა, მშობლებს ვეძებ და, იქნებ დამეხმაროთ. დირექტორმა თქვენზე თქვა, ფენომენალური მეხსიერება აქვსო. აი, ჩემი მოყვანის თარიღი, – შორენამ მოხუცს ანკეტიდან ამოწერილი მონაცემები გაუწოდა და მოხუცს მიაჩერდა, რომელიც სათვალის გარეშე, ყურადღებით კითხულობდა ფურცელს. რომ დაასრულა, კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა შორენა და ჰკითხა:

– ტაკუნებზე კიდევ გაქვს გულის ფორმის ხალი თუ გაგიქრა?

მოხუცის სიტყვებზე შორენა გაოცებისგან შეხტა და ენა მუცელში ჩაუვარდა, რადგან ასეთ რამეს ნამდვილად არ მოელოდა. მას კუდუსუნთან მართლაც ჰქონდა გულის ფორმის ხალი და ნორას სიტყვებმა სწორედ ამიტომ გააოცა. მოხუცმა კი მას ღიმილით უთხრა:

– შენ რომ ჰოსპიტლის სამშობიაროდან მოგიყვანეს, ორმხრივი ფილტვების ანთება გქონდა და პედიატრი ამბობდა, არ გადარჩებაო. დილანდელივით მახსოვს, რა მაგრად ვეჩხუბე ექიმს, შემდეგ ჰოსპიტალში დავრეკე და შენი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის პირადად მთავარი ექიმი გავასწორე მიწასთან, მან კი მშვიდად მომისმინა და ბოლოს ცივად მითხრა, – სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფთ, თქვენს საქმეს მიხედეთ და აქ აღარ დარეკოთო.

– რას ჰქვია, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ვყოფ?! – ავყვირდი მე, – ბავშვს ისიც ეყოფა, რომ პატრონი არ ჰყავს, თქვენ კი მას სასიკვდილოდ იმეტებთ? ახლავე უშიშროებას შევატყობინებ ამ ამბავს და ისინი მოგივლიან! – შესაშინებლად ვუთხარი მთავარ ექიმს. მან კი ცივადვე მითხრა: – სწორედ უშიშროებამ გააცივა ეგ ჩვილი. გირჩევთ, თქვენს საქმეს მიხედოთო – და ტელეფონი გამითიშა.

ჰოსპიტალში აღარ დამირეკავს, რადგან დასახმარებლად დამიძახეს. შენ ისე ახველებდი და ისეთი ცუდი ფერი გედო, რომ სასიცოცხლოს ნამდვილად არ ჰგავდი, მაგრამ, ღმერთმა სხვაგვარად გადაწყვიტა და, აი, რა მშვენიერი გოგო დამდგარხარ.

– როგორ მიცანით, ნორა დეიდა?

– როგორ, ჩემო ლამაზო, და იმ დღეს მხოლოდ შენ მოგიყვანეს ჩვენთან და თარიღი მახსოვდა, თან, შიშველი ბევრჯერ მყავხარ ნანახი. ტყუილად კი არ გითხრეს ჩემზე, კარგი მახსოვრობა აქვსო, – თავმომწონედ თქვა მოხუცმა.

– კარგი კი არა, სუპერ-ფენომენალური მახსოვრობა გქონიათ, ნორა დეიდა და, იქნებ, ისიც გაიხსენოთ, ვინ მომიყვანა ბავშვთა სახლში...

– ჰოსპიტლიდან სულ სამჯერ მოიყვანეს ჩვენთან ჩვილი და სწორედ შენ იყავი მესამე. მას შემდეგ იქიდან აღარავინ მოუყვანიათ. მე შენს შემოყვანას არ დავსწრებივარ, მაგრამ, შენც ცირას მოყვანილი იქნები. ერთი უჟმური გოგო იყო, ჰოსპიტლის სამშობიაროში სანიტრად მუშაობდა და შენამდე მოყვანილი ჩვილები სწორედ მე ჩავიბარე მისგან. შეიძლება, ახლაც კი იქ მუშაობს. მას მერე ოცი წელიც არ გასულა და ახლა მაქსიმუმ ორმოცდაათის იქნება.

შორენამ მადლობა გადაუხადა მოხუცს, დაჰპირდა, რომ კვლავაც ინახულებდა მას და წამოვიდა. მეორე დღეს კი სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია, ცირა სანიტარი იკითხა და, რომ გაიგო, ის ისევ ჰოსპიტალში მუშაობდა, მოძებნა, მიესალმა და უთხრა:

– თქვენთან საქმე მაქვს, ქალბატონო და შეგიძლიათ, რომ ათი-თხუთმეტი წუთი დამითმოთ?

ცირამ ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა შორენა და ვითომ ხუმრობით უთხრა:

– დრო ფულია. აბა, გისმენთ, რა გინდათ...

– ოცი წლის წინ აქ სამშობიარო იყო და თქვენ იქ მუშაობდით, ხომ მართალი ვარ? – ჰკითხა შორენამ ცირას.

– დავუშვათ, ასეა, რა მერე?

– ქალბატონო ცირა, ცხრამეტი წლის წინ თქვენ მე აქედან ჩვილ ბავშვთა სახლში წამიყვანეთ და ჩამაბარეთ. მე კი იმიტომ მოვედი, რომ ამის შესახებ გკითხოთ და გავიგო, ვინაა დედაჩემი და რატომ მიმატოვა.

ცირა შეცბა, რადგან კარგად ახსოვდა შორენას ისტორია და სწორედ მან აუწყა „კაგებეს“ დავალებით აგენტ „ქერუბიმს“, რომ ჩვილი მშობიარობისას დაიღუპა. თუმცა, არ შეიმჩნია, შორენას გაუღიმა და უთხრა:

– ეჰ, ჩემო კარგო, იმდენი დედა ტოვებდა თავის ჩვილს, რომ, განა ყველა შემთხვევას დაიმახსოვრებ? ნამდვილად არ ვიცი.

შორენა მიუხვდა ცირას ეშმაკობას და უთხრა:

– ზუსტად ვიცი, ქალბატონო, რომ თქვენ სულ სამი ჩვილი გყავთ ჩაბარებულ ბავშვთა სახლში, მესამე მე ვიყავი და არ შეიძლება, არ გახსოვდეთ.

– რატომ უნდა მახსოვდეს? – მხრები აიჩეჩა ცირამ.

– თუნდაც იმიტომ, რომ მე ორმხრივი ფილტვების ანთება მქონდა, ჩვილ ბავშვთა სახლის ექთანმა კი, ჰოსპიტლის მთავარ ექიმს დაურეკა და გალანძღა.

ცირა სანიტარს ყველაფერი მშვენივრად ახსოვდა. არც ის დავიწყდებოდა, რომ ნორას ზარის შემდეგ ის ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა დაიბარა და ჩვილის გაციების გამო ეჩხუბა და სამსახურიდან დათხოვნითაც კი დაემუქრა. თუმცა, ბოლოს ყველაფერი მოგვარდა, რადგან საქმეში „კაგებე“ ჩაერია. ეს ყველაფერი ცირას კარგად ახსოვდა, მაგრამ მაინც მხრები აიჩეჩა და შორენას უთხრა:

– არა, ჩემო კარგო, ნამდვილად არ მახსოვს. მაპატიე, დრო არ მაქვს და უნდა წავიდე.

– ქალბატონო ცირა, თქვენ თქვით, რომ დრო ფულიაო. თუკი ჩემთვის სასურველ ინფორმაციას მომაწვდით და ყველაფერს გაიხსენებთ, შემიძლია, კარგად გადაგიხადოთ, – უთხრა შორენამ ცირას.

– რამდენს გადამიხდი? – წამოსცდა ცირას, მაგრამ ენაზე იკბინა და დაამატა: – ფული რა შუაშია, ნამდვილად არაფერი ვიცი, თორემ, უფასოდაც მოგიყვებოდი ყველაფერს.

შორენა მიხვდა, რომ ცირას ყველაფერი კარგად ახსოვდა. ამიტომ, ორი ასმანეთიანი ამოაცურა ჩანთიდან, ცირას დაანახვა და უთხრა:

– თუკი ყველაფერს მომიყვებით, კიდევ ორასს მიიღებთ და ერთ ამდენს მას მერე, როცა ჩემთვის საჭირო ადამიანს ვიპოვი. აბა, რას იტყვით? მგონი, 800 მანეთი ქუჩაში არ ყრია. თანახმა ხართ?

ცირა ყოყმანობდა. შორენამ მეორე ორასი მანეთიც დაანახვა ცირას და უთხრა:

– თამამად, ქალბატონო ცირა! თქვენ – ფული, მე – ინფორმაცია. აი, 400 მანეთი. კიდევ ოთხასს რამდენიმე დღეში მიიღებთ.

ცირამ გაიხედ-გამოიხედა. შემდეგ ოთხასი მანეთი სწრაფად გამოართვა შორენას, ჯიბეში ჩაიდო და უთხრა:

– წამოდი, კუთხეში დავდგეთ და, რაც ვიცი, ყველაფერს მოგიყვები.

შორენა და ცირა დერეფნის კუთხეში დადგნენ და სანიტარმა გოგონას უთხრა:

– დედაშენი „კაგებეს“ ბრძანებით ამშობიარეს აქ და მეორე დღესვე სადღაც წაიყვანეს. მას მერე არც დედაშენი მინახავს და არც ის „კაგებეშნიკები“, ვინც დედაშენს ახლდნენ – აი, სულ ესაა, ჩემო კარგო, რაც ვიცი.

– ქალბატონო ცირა, თქვენ ხომ პირობა მომეცით, რომ სიმართლეს მეტყოდით. ამიტომ, შეასრულეთ პირობა. სიტყვა სიტყვაა, – უთხრა შორენამ სანიტარს და მწველი მზერა ესროლა, – თქვით, გისმენთ, რა უთხრეს ჩემზე დედაჩემს? ნუთუ მან არ იკითხა ჩემი ამბავი?

– კარგი, ყველაფერს გეტყვი, მაგრამ, არავის უთხრა, რომ ეს ინფორმაცია ჩემგან მიიღე.

– არავის ვეტყვი, გისმენთ!

ცირამ გაიხედ-გამოიხედა და შორენას უთხრა:

– ეს მე ვუთხარი დედაშენს, რომ თითქოს შენ დაბადებისთანავე მოკვდი, უფრო სწორად, ამის თქმა მაიძულეს.

– ვინ გაიძულათ?

სანიტარმა კვლავ შეშინებული თვალებით მიმოიხედა და შორენას ჩასჩურჩულა:

– „კაგებემ“.

– კონკრეტულად ვინ? მე სახელები მჭირდება.

– ვინმე ვიტალიმ. მე მას პირადად არც კი ვიცნობდი, მხოლოდ ის ვიცი, რომ პოლკოვნიკ გორსალიას ხელქვეითი ყოფილა.

– ეგ ვინღაა?

– მასზეც შემთხვევით შევიტყვე. სწორედ იმ დღეს, შენ რომ იბადებოდი, ის ვიტალი მეორე „კაგებეშნიკთან“ ერთად, აი, აქ, სიგარეტს ეწეოდა და მათი საუბარი მოვისმინე, მეც აქ ვიყავი და არ იცოდნენ, რომ ვუსმენდი.

ცირას სიტყვებზე შორენას გაეღიმა, რადგან გაიფიქრა, რომ ქალი მას ატყუებდა და ირონიულად უთხრა:

– როგორ, აქ იდექით და „კაგებეშნიკებმა“ ვერ შეგნიშნეს?

– მაშინ აქ ტიხარი იყო და იმიტომ, – განუმარტა ცირამ გოგონას, – ასე რომ, არაფერს გატყუებ.

– კარგი, ბოდიში. რაო, რა თქვეს „კაგებეშნიკებმა“?

– ის ვიტალი და ვიღაც მეორე აქ იდგნენ, მე კი, აი, იქ, – ცირამ, მარცხნივ გაიშვირა ხელი, – როგორც გითხარი, მაშინ აქ ტიხარი იყო, ტიხარს იქით კი – ჩემი პატარა ოთახი. მოკლედ, სიგარეტისთვის უნდა მომეკიდებინა, რომ ვიტალიმ, რომელსაც მე მხოლოდ ხმით ვცნობდი, თავის ამხანაგს უთხრა:

– გორსალიამ თქვა, ის ძუკნა რომ იმშობიარებს, უთხარით, ვითომ ბავშვი მოკვდა, შემდეგ ორიოდე საათი გააჩერეთ სამშობიაროში, რომ აზრზე მოვიდეს და ეგრევე კონსპირაციულ ბინაზე გადაიყვანეთ, საჭირო არაა მისი იქ ამდენ ხანს გაჩერებაო.

– რა ვერაგობაა, – მიუგო ვიტალის მეორე „კაგებეშნიკმა“, – ქალს ბავშვს უმალავენ. ალბათ, უპატრონოთა სახლში გაგზავნიან, არა?

– აბა, მეტი სად?

– კი მაგრამ, რატომ, რა დააშავა ამ საცოდავმა ისეთი, რომ ბავშვს არ აძლევენ?

– რა და ის, რომ გორსალიას სჭირდება ძალიან და, როცა პოლკოვნიკს ვინმე ძალიან სჭირდება, ბოლომდე გამოიყენებს, არაფერში დაზოგავს.

– მაინც, ვინაა ეს საცოდავი ქალი, არ იცი? – არ ცხრებოდა მეორე „კაგებეშნიკი“, რომელსაც ხმაზე ეტყობოდა, რომ დედაშენი ძალიან ეცოდებოდა.

– გორსალიას პირადი აგენტი იქნება.

– არ იცნობ?

– არც ვიცნობ და არც მაინტერესებს, – ოდნავ უხეშად მიუგო ვიტალიმ მეორეს, – კი ვართ მე და შენ ბავშვობის ძმაკაცები, მაგრამ ამდენ ლაყბობას მოეშვი. რომ არ გიცნობდე, მოგზავნილი მეგონებოდი. მოკლედ, ჩუ! გორსალიას საქმეებში ჩარევა ჩვენი საქმე არაა და, მოდი, ენას კბილი დავაჭიროთ. მით უმეტეს, ზუსტად ვიცი რომ, მას სულ მალე მოსკოვში გადაიყვანენ, იქ კი გენერლობა არ ასცდება და, თუ ბედმა გაგვიღიმა, შეიძლება, ჩვენც ვიხეიროთ.

„კაგებეშნიკებს“ ხმა აღარ ამოუღიათ და უსიტყვოდ აბოლებდნენ, ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ჩემი ამხანაგი, სანიტარი პელო მივიდა მათთან და უთხრა, რომ დედაშენმა იმშობიარა. მე რომ ეს გავიგე, ინსტინქტურად საათს შევხედე – ზუსტად შუადღე იყო, ასე რომ შენ შუადღის დადგომამდე ორი-სამი წუთით ადრე ხარ დაბადებული.

– შემდეგ, შემდეგ რა მოხდა? – ჰკითხა შორენამ ცირას, – მაინტერესებს, დედაჩემს რა რეაქცია ჰქონდა, როცა უთხრეს, შვილი დაგეღუპაო.

– მე სწორედ პელომ დამიძახა და მითხრა, რომ მეძახდნენ და ვიტალისთან მიმიყვანა, შემდეგ მარტო დამტოვა მასთან და „კაგებეშნიკმა“ მითხრა:

– თქვენთან ერთი დავალება გვაქვს, ცირა და, უარის თქმა არ შეიძლება.

– რა დავალება? – ვკითხე ვიტალის, თუმცა, თითქმის ვხვდებოდი, რაც უნდა დაევალებინათ ჩემთვის.

– რა და, – მითხრა ვიტალიმ, რომელმაც ჩემკენ დაიხარა და ხმას დაუწია, – ახლა რომ ქალმა იმშობიარა, უნდა მიხვიდე და უთხრა, რომ შვილი დაეღუპა, შემდეგ კი ბავშვი ჩვილ ბავშვთა სახლში წაიყვანო და ჩააბარო. გასაგებია?

– გასაგებია, მაგრამ, რატომ უნდა ვთქვა ასეთი ტყუილი, ან მე რატომ ამირჩიეთ საამისოდ? – ვკითხე ვიტალის.

– ასეა საჭირო და იმიტომ. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და უარის თქმა არ შეიძლება, – მიპასუხა კოპებშეკრულმა ვიტალიმ, – შეგიძლია, არ შეასრულო, მაგრამ, ამას რაც მოჰყვება, უკვე საკუთარ თავს დააბრალე... რას იტყვი, თანახმა ხარ?

რა უნდა მეპასუხა? რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან „კაგებესთან“ ხუმრობა, მით უმეტეს – ურჩობა, აბა, ვის შერჩენია, მე რომ შემრჩენოდა და ვიტალის მივუგე:

– თანახმა ვარ. დამიკონკრეტეთ, რა უნდა გავაკეთო.

ვიტალიმ კოპები გახსნა და მითხრა:

– შენ ახლა პალატაში შეხვალ და ქალს ეტყვი, თქვენი ვაჟი დაიღუპა-თქო. შემდეგ მის ახალდაბადებულ გოგონას პელოს გამოართმევ და უპატრონო ჩვილთა სახლში მიიყვან, მაგრამ კარგად დაიხსომე, – ვიტალიმ კვლავ კოპები შეკრა, – ასი წელიც რომ გავიდეს და ამ ამბის შესახებ ვინმეს მოუყვე, იცოდე, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე.

ერთი სიტყვით, ვიტალის დავალება ზუსტად შევასრულე და ამაში 400 მანეთი მივიღე. ახლა ხომ ხვდები, რატომ არ მინდოდა ამ ამბის გამხელა და ნუ დამძრახავ.

შორენას ცრემლები მოადგა თვალებზე და ცირას უთხრა:

– თუ შეიძლება, ზუსტად მომიყევით, როგორ შეატყობინეთ დედაჩემს ჩემი დაღუპვის ამბავი.

– რა გაეწყობა, გეტყვი, – ამოიხვნეშა ცირამ და შორენას უთხრა, – პალატაში რომ შევედი, დედაშენს მუცელზე ყინულები ეწყო. რომ დამინახა, მკითხა:

– სადაა, ჩემი შვილი, რატომ არ მოგყავთ?

– თქვენი ვაჟი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, – ვუთხარი დედაშენს, რომელიც მწარედ აქვითინდა, თან იმეორებდა: ღმერთო, ღმერთო, რატომ დამსაჯე, ჩემი პატარა ბიჭი რატომ წამართვი. ღმერთო, მაპატიე, ცოდვილი ვარ და ვინანიებო.

ერთი სიტყვით, დედაშენი ატირებული დავტოვე და პალატიდან სასწრაფოდ გამოვედი, რომ ეს საშინელება აღარ მენახა. შემდეგ პელოს ოთახში შევედი, სადაც შენ შიშველი იწექი სიცივეში და სწორედ მაშინ დაგემართა ორმხრივი ფილტვების ანთება. მე მაშინვე სასწრაფოდ გაგახვიე თბილ პლედში და ჩვილ ბავშვთა სახლში ტაქსით წაგიყვანე, იქ მომვლელს ჩაგაბარე და უკანვე დავბრუნდი. აი, ჩემო კარგო, სულ ეს იყო მთელი შენი დაბადება-ჩაბარების ისტორია და, აბა, მე რა შუაში ვარ. ხომ იცი, რა საშინელი ორგანიზაციაა „კაგებე“. მე რომ არ მეთქვა დედაშენისთვის ტყუილი, სხვას ათქმევინებდნენ, მე კი კარგ დღეს არ დამაყრიდნენ.

– თუ გახსოვთ, დედაჩემი ამიწერეთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3