კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წითელი ბეჭდის საიდუმლო









მინონ ებერჰარტი




უკვე ერთი კვირა იყო, რაც სიუზენ დარე თავის მეგობართან, კრისტობელთან ისვენებდა. მათი სიმშვიდე ჯერ კრისტობელის ძმის, რენდი ფრეიმის ჩამოსვლამ დაარღვია. შემდეგ მას კვალდაკვალ ჯო ბრომფელი მოჰყვა ცოლთან ერთად, რომელსაც მიჩელა ერქვა. კრისტობელი ყველაზე მეტად სწორედ მიჩელას ვერ იტანდა, რომელმაც ბრომფელი რამდენიმე წლის წინ პირდაპირ საკურთხევლიდან ააცალა საცოლეს. ახლა კი, ეს სულელი გოგო კრისტობელის ძმას უპრაწავდა თვალებს.

ტრიონ ველესის ჩამოსვლამ, რომლისგანაც, როგორც კრისტობელი ამბობდა, მისი ძმა ხშირად სესხულობდა ფულს, სიტუაცია სახლში კიდევ უფრო დაძაბა. მადლობა ღმერთს, კრისტობელმა სიუზენს ცალკე კოტეჯი გამოუყო სახლის გვერდით.

დილის ხუთის ნახევარი იქნებოდა, როდესაც სიუზენმა კოტეჯის კარი გამოაღო და გარეთ გაიხედა. სწორედ ამ დროს გაისმა გასროლის ყრუ ხმა. მის დარე სასწრაფოდ სახლისკენ გავარდა და ბიბლიოთეკის კარში ელდანაკრავივით გაშეშდა. სავრძელში, სადაც წუხელ თავად იჯდა, ახლა ჯო ბრომფელი იყო გადასვენებული. მის ფეხებთან გაზეთი და რევოლვერი ეგდო. ოთახში შავკანიანი მოსამსახურე მარსი და რენდი შემოცვივდნენ. რენდიმ რევოლვერი აიღო. შემდეგ ოთახში ტრიონ ველესი და ერთ ღამეში დაბერებული და მოტეხილი კრისტობელი შემოვიდნენ.

– რაღაც ხმა გავიგონე. ეს რა იყო? – მიჩელამ ხალხი გასწია, მკვდარი მეუღლე დაინახა და წყნარად იკითხა:

– ვინ ესროლა?

– არ ვიცი, ვინ ესროლა, – ჩაახველა მარსმა, – მაგრამ მე დავინახე ხელი, რომელმაც ის მოკლა. ბიბლიოთეკაში მტვრის გადაწმენდას ვაპირებდი და უკვე გარეთ გავდიოდი, როცა გასროლის ხმა გავიგონე. ხავერდის ფარდის უკნიდან რევოლვერიანი ხელი მოჩანდა...

– ვისი ხელი იყო, მარს? – ხმადაბლა იკითხა ველესმა.

– არ ვიცი, მისტერ ტრიონ, – დაბნეულად ჩაილუღლუღა მოხუცმა ზანგმა.

– მამაკაცი იყო? – მიუბრუნდა რენდი.

– დარწმუნებული არ ვარ. მე მხოლოდ დავინახე ხელზე წითელი ბეჭედი.

– ჰო, მაგრამ, არც ერთ ჩვენგანს წითელი ბეჭედი არ აქვს, – ნერვიულად გაიცინა რენდიმ. – არც ერთს არ გვაქვს ლალი...

მოგვიანებით სიუზენი მიხვდა: რომ არა ტრიონ ველესი, სახლში პანიკა დაისადგურებდა. ტრიონმა აიძულა რენდი, ჩაეცვა და ქალაქში დარეკა. მანვე გადააფარა გვამს...

ზანგი მოსამსახურე ლიზისა და მზარეული, მიმის გარდა, რომლებიც სამზარეულოში იმყოფებოდნენ, ალიბი არავის ჰქონდა. კრისტობელი დილიდანვე წერილებს წერდა საკუთარ ოთახში. რენდის ეძინა და მარსმა გააღვიძა. ტრიონ ველესი საფოსტო ყუთის შესამოწმებლად იყო გასული და გასროლის ხმა უკანა გზაზე გაიგონა.

მოულოდნელად ველესმა თითიდან ბეჭედი წაიძრო და მარსს ჰკითხა, ეს ხომ არ დაინახე მკვლელის ხელზეო. ბეჭედში ჩასმული ქვა ისეთივე მწვანე იყო, როგორც მისი ჰალსტუხი.

– არა, მისტერ ტრიონ, – თავი გადააქნია მარსმა, – კარგად მახსოვს, რომ ის ბეჭედი წითელი იყო.

– ეს ზურმუხტია, – განმარტა ტრიონ ველესმა, – იმიტომ ვიკითხე, რომ ამ მამაკაცებში ერთადერთი ვარ, ვინც ბეჭედს ატარებს. ვფიქრობ, ჩხრეკას ჩაატარებთ? – მიმართა მან შერიფს.

შერიფის მზერა კრისტობელის ბეჭედზე შეჩერდა – მის ბეჭედში ამეთვისტო ბრწყინავდა. შემდეგ ხმადაბლა შეუდგა მიჩელას დაკითხვას. მისის ბრომფელმა აუხსნა, რომ ფიჭვნარში სეირნობდა და ჩუმად რენდი ფრეიმისკენ გაიხედა. გასროლის ხმა რომ გაიგონა, მაშინვე სახლში დაბრუნდა. ვერანდაზე ფანჯრიდან გადმომძვრალი მას არავინ დაუნახავს და არც ძაღლების ყეფა გაუგონია.

ერთ-ერთმა პოლიციელმა შერიფს მოახსენა, რომ სახლში უცხო პირი აღმოჩენილი არ იყო. არც სახლის ირგვლივ ჩანდა რაიმე კვალი, ბიბლიოთეკის ფანჯარა კი შეღებილი დახვდათ.

– სახლში არ არის წითელი ბეჭედი. ყოველ შემთხვევაში, მისი მოძებნა ვერ შევძელით, – დაასრულა მან ანგარიშის ჩაბარება.

შერიფი რომ წავიდა, სიუზენი საკუთარი კოტეჯისკენ გაემართა. „ნუთუ კრისტობელია მკვლელი და ამიტომ ჩანდა ასეთი შეშინებული? ან, იქნებ, ჯო რენდიმ მოკლა?“ – ამ ფიქრებში იყო გართული, რომ კოტეჯის პარმაღზე ჩამომჯდარი მამაკაცი დაინახა...

– მე ჯიმ ბერნი ვარ, რეპორტიორი, – გაეცნო უცნობი, – თქვენ გელოდებოდით. მითხრეს, რომ მწერალი ბრძანდებით და, იქნებ, ნება დამრთოთ, თქვენი საბეჭდი მანქანით ვისარგებლო?

სიუზენმა კარი გააღო და სტუმარი შეიპატიჟა. რეპორტიორი მანქანას, როგორც მშიერი ძაღლი ძვალს, ისე ეცა და სასწრაფოდ შეუდგა ბეჭდვას. შემდეგ მოტრიალდა და სიუზენს მიმართა:

– ჩემთვის ყველაფერი ცნობილია ფრეიმების შესახებ. ვერ გავიგე, კრისტობელს ჯოს მოკვლა რაში სჭირდებოდა. უფრო მარტივი არ იქნებოდა, მისი ცოლი „გაეგორებინა“? ან, თუ მან მოკლა ბრომფელი, მაშინ, მკვლელობა მიჩელას რატომ არ გადააბრალა?

– მოტივი მიჩელასაც აქვს, – ჩუმად წარმოთქვა სიუზენმა.

– უკვე ყელში ამოსული ქმარი მოიშორა? ასეთივე მოტივი აქვს რენდი ფრეიმს, რომელიც მიჩელას ეკურკურება. რადგან ალიბი არც ერთს არ გაქვთ, მკვლელი ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება იყოს. მკვლელს მარტივად შეეძლო ფანჯრიდან გადამხტარიყო და შემდეგ ბიბლიოთეკაში ისე შემოსულიყო, ვითომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. უცხო რომ ყოფილიყო, ძაღლები ყეფას ატეხდნენ. მკვლელი ერთ-ერთი თქვენგანია.

– ვიცი – უპასუხა სიუზენმა, – მაგრამ ეს არ არის კრისტობელი, – მის ბეჭედში ამეთვისტოა.

– ჰო, მაგრამ, ამეთვისტო მეწამული ფერისაა და მარტივად შეიძლება, წითელში აგერიოს. თქვენ ხომ დეტექტივებს წერთ. ახლა გაქვთ შანსი, ნამდვილი მკვლელობა გახსნათ და თქვენი მეგობრის უდანაშაულობა დაამტკიცოთ.

რეპორტიორი რომ წავიდა, სიუზენი მიხვდა, რომ მის გონებაში რაღაც აზრი მწიფდებოდა და ვერც მწიფდებოდა – იგი რაღაც მნიშვნელოვანის გახსენებას ცდილობდა და ვერ იხსენებდა. მთელი ღამე ვერ დაიძინა. თუ მკვლელი მიჩელა ბრომფელი არ იყო, მაშინ ეს ან ტრიონ ველესმა, ან რენდი ფრეიმმა, ან კრისტობელმა ჩაიდინა. რენდის, ველესისგან განსხვავებით, მოტივი ჰქონდა. მეორე მხრივ, რენდი ფრეიმი ბეჭედს არ ატარებდა. მაგრამ, ველესის ბეჭედში ზურმუხტი იყო... მარსმა კი წითელი დაინახა, რომელიც, შესაძლოა, მეწამული ამეთვისტოც ყოფილიყო. წითელი ქვა... სიუზენი დაიძაბა და შეეცადა, აზრი, რომელიც გასხლტომას ლამობდა, დაეჭირა...

საუზმის შემდეგ მას ტრიონ ველესი გაესაუბრა:

– ძალიან მინდა, კრისტობელს დარდი შევუმსუბუქო, მაგრამ, რა გავაკეთო, არ ვიცი. რენდიმ ჩემგან ბევრი ფული ისესხა, ისე, რომ კრისტობელს სიტყვაც არ უთხრა, გირაოდ კი სახლი და მამული შემომთავაზა. რა თქმა უნდა, ახლა კრისტობელმა უკვე ყველაფერი იცის. თანაც, ჩემი საქმეები არცთუ კარგად მიდის. იმისთვის, რომ კრედიტი მივიღო, ეს სახლი ლეგალურად მე უნდა მეკუთვნოდეს. თავი მეზიზღება, მაგრამ, რა ვქნა. ახლა კიდევ ჯოს სიკვდილი... წარმომიდგენია კრისტობელის მდგომარეობა, მაგრამ, იძულებული ვარ, საკუთარი ტყავი გადავირჩინო, გესმით?

სიუზენ დარემ თავი დაუქნია და გაიფიქრა, ეტყობა, ამ ამბავმა მოტეხა ასე კრისტობელიო. ამ დროს ველესმა სიგარას მოუკიდა. სიუზენმა სანთებელას შეხედა და ყველაფერს მიხვდა. მერე სთხოვა, მისთვისაც მოეკიდებინა. ველესმა კიდევ ერთხელ გაჰკრა სანთებელას...

კოტეჯში რომ დაბრუნდა, სიუზენს თავზე ისევ რეპორტიორი წამოადგა..

– აბა, – ჰკითხა სტუმარმა, – იპოვეთ მკვლელი?

– დიახ, – უპასუხა სიუზენ დარემ. ბერნი მოულოდნელობისგან სავარძელში ჩავარდა.

– მე ვიცი, ვინ მოკლა ჯო, მაგრამ, ვერ ვხვდები, რატომ. ახლა რენდი მოვა. იგი ბევრ რამეში გაგვარკვევს.

ამ დროს ზღურბლზე რენდი ფრეიმიც გამოჩნდა.

– მეძახდით?

– დიახ, რენდი. მითხარით, გეთაყვა, თქვენ ჯო ბრომფელის რაიმე გმართებდათ?

– საიდან იცით?

– რამე ხელწერილი მიეცით?

– დიახ.

– გირაოში რა ჩაიდო?

– სახლი... ის ჩემია...

– ეს როდის მოხდა? მიპასუხეთ, რენდი.

– ეს მანამდე მოხდა, ვიდრე თავის ხელწერილს ტრიონ ველესი მიიღებდა. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვიყავი, ფული მჭირდებოდა.

– ანუ, სახლი, ფაქტობრივად, ჯო ბრომფელს ეკუთვნოდა?

– დიახ.

– ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ მიჩელას რჩებოდა, თუ ქვრივს ამის შესახებ ეცოდინებოდა?

– ამაზე არ მიფიქრია...

ბერნმა ჩაიცინა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიუზენმა არ აცადა:

– დიახ, მას ამის შესახებ არ უფიქრია. მკვლელი რენდი არაა, მკვლელი ტრიონ ველესია. იგი იძულებული გახდა, ბრომფელი მოეკლა, რათა გაეჩუმებინა. ველესს სახლის დათრევა უნდა. ამისთვის მას ჯოს ხელწერილი უნდა გაენადგურებინა... რენდი, ჯოს თავისი ხელწერილი თან ჰქონდა?

– დიახ, ოთახში ინახავდა და მკვლელობის შემდეგ ვეღარ იპოვეს.

– ველესს შეეძლო, შერიფის მოსვლამდე მის ოთახში შეპარულიყო და მოეპარა.

– თუ ხელწერილი გაანადგურა, როგორ აპირებთ მისი დანაშაულის დამტკიცებას?

– თქვენი ჩვენებისა და ბეჭდის დახმარებით. დიახ. დიდხანს ვიხსენებდი და ბოლოს გამახსენდა. როდესაც დღეს სიგარეტზე მომიკიდა, შევამჩნიე, რომ მის ბეჭედში ზურმუხტი კი არა, ალექსანდრიტია. ნამდვილი ალექსანდრიტი, რომელიც ძალიან იშვიათი და ძვირფასი ქვაა, ბუნებრივ განათებაზე მწვანეა, ხოლო ხელოვნურ შუქზე მუქ წითელ ფერს იღებს. ბიბლიოთეკაში კი, ჭაღი ენთო.

– თუ მიჩელამ იცის ხელწერილის შესახებ? – იკითხა რენდიმ.

– მიჩელამ არ იცის, – დარწმუნებით თქვა სიუზენმა, – როდესაც თქვენ მას ამის შესახებ მოუყვებით, იგი, შეიძლება, ფულის აღებაზე დაგთანხმდეთ. თქვენ ვალდებული ხართ, კრისტობელს სახლი პატიოსანი გზით შეუნარჩუნოთ.


скачать dle 11.3