კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები







70 წლის წინათ – 1940 წელი

29 ნოემბერს ამერიკელი პოლიციელი, 36 წლის იულუს კესლინგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ გასტრონომში ბოროტმოქმედს გაეკიდა, რომელიც ძეხვს იპარავდა და რომ ვერ დაეწია, მას ტაბელური პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელის უმიზნო სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. სროლის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა კი 300 ათასი დოლარის ქონება გაანადგურა. პოლიციელი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

30 ნოემბერს ტოკიოს ზოოპარკიდან ლომი გაიქცა, რომელმაც მომვლელი მამაკაცი დაგლიჯა, შემდეგ ღია გალიიდან გაიპარა და ზოოპარკის დამთვალიერებლებს თავს დაესხა. ცხოველთა მეფის თავდასხმას 3 ადამიანი შეეწირა, 2 – მძიმედ დაშავდა. ლომი კი, ავტომატური იარაღიდან ჩაცხრილეს.

1 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ ვალენსიის გარეუბანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მფრინავი სასწავლო მანევრებს ასრულებდა და ძრავა გამოერთო. პილოტმა გადმოხტომით უშველა თავს, თვითმფრინავი კი ყაზარმას დაეცა, 31 ადამიანი მოკვდა, 50 კი – დაშავდა.

60 წლის წინათ – 1950 წელი

29 ნოემბერს მოსკოვში 60 წლის ევგენი საბაევი დახვრიტეს, რომელსაც 12 ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული. კანიბალი საბაევი პროფესიით ხაბაზი იყო, თუმცა ლენინგრადის ბლოკადა ჰქონდა გამოვლილი და ადამიანის ხორცი პირველად იქ იგემა. საბაევი თავის მსხვერპლს სახლში პატიჟებდა, აძინებდა, კლავდა და მათგან სხვადასხვა კერძს ამზადებდა.

2 დეკემბერს ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში ერთ-ერთი რელიგიური სექტის 12 წარმომადგენელი ყველაზე მაღალი, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე ავიდა, ისინი იქ გაშიშვლდნენ და სანამ გადმოხტებოდნენ, მარიხუანით დატენილი ჩიბუხი გააბოლეს, ეგრეთ წოდებული ფრენის რიტუალი შეასრულეს, რაც, მათი რწმენით, მარადისობაში გადასვლას ნიშნავდა.

3 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის პორტში ბენზინით დატვირთული ტანკერი აფეთქდა, რომელიც ნისლში უზარმაზარ შუქურას დაეჯახა. ავარიის შედეგად მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 300 მეტრის რადიუსში ყველა გემი სერიოზულად დააზიანა, 110 ადამიანის სიცოცხლე კი – შეიწირა.

50 წლის წინათ – 1960 წელი

29 ნოემბერს კიევში 30 წლის სერგეი ივაშნიკოვი დახვრიტეს, რომელსაც 20 ადამიანი ჰყავდა მოკლული და მილიცია 9 თვე უშედეგოდ ეძებდა. ივაშნიკოვი მილიციის ინსპექტორი იყო და „გაიში“ მუშაობდა. ის თავის მსხვერპლს ტროსით ახრჩობდა და აუპატიურებდა. შემდეგ კი თვალებს თხრიდა და ტყეში ტოვებდა.

4 დეკემბერს ნიუ-ორლეანში 26 წლის აარონ კარსი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც 16 ადამიანი ჰყავდა მოკლული. კარსი სტუდენტი იყო და იმით ერთობოდა, რომ ნიუ-ორლეანის ქუჩებში მძინარე მაწანწალებს ბენზინს ასხამდა და ცეცხლს უკიდებდა. კარსის ყველა მსხვერპლი უსახლკარო იყო.


скачать dle 11.3