კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დაიბევოთ მომავალი წარმატებები და რა პრობლემებს აგაცილებთ თავიდან ასტროლოგიური სიზუსტით არჩეული პროფესია












უძველესი დროიდან მიაჩნდათ, რომ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, შესაბამისი პროფესიები შეესაბამება. თუ გსურთ, დედამიწაზე თქვენი კოსმიური მისია შეასრულოთ, იყოთ წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, ამისთვის საჭიროა, პირად ჰოროსკოპში დააკვირდეთ პლანეტათა უმეტესობა რომელ ზოდიაქოშია. და ამ კრიტერიუმით განსაზღვრავთ, რომელი პროფესიაა თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანი. ნებისმიერი ადამიანი, შესაბამის პროფესიებში უფრო ადვილად და ძალდაუტანებლად, ნაკლები პრობლემების, წინაღობებისა და ბარიერების გარეშე ავლენს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, წარმატებულია ყველა ის პროფესია, რომელიც საქმის დაწყებასთან არის დაკავშირებული; აგრეთვე, სამსახური სამართალდამცავ ორგანოებში, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, სპორტი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და მძღოლობა.

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მეტად მისაღებია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ასევე, ხელოვნება, რეჟისურა, სამსახიობო, საესტრადო დარგი, კომენტატორობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, პარფიუმერიული ბიზნესი ან შემოქმედება და ბუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარგი.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მომგებიანი და წარმატებულია ყველა სფერო, რომელიც უკავშირდება გადაადგილებებს. პროფესიებიდან კი კარგია ხელოვნების ფართო სპექტრი, ადვოკატურა, ნოტარიუსი, სავაჭრო და კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, მდივნის, კურიერის, თანამდებობა ორატორობა, ფილოსოფია.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უკეთესია პროფესიად აირჩიონ ნებისმიერი საქმე, რაც ნებისმიერი სითხის წარმოების ბიზნესს უკავშირდება, მედიცინის ფართო სპექტრი, ისტორია, ხელოვნების სფერო და მეზღვაურობა.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს წარმატებას მოუტანს ისეთი დარგი და პროფესია, სადაც შეძლებს საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. ასევე, კარგად გაართმევს თავს ხელმძღვანელის პოსტს, შემოქმედებით სამუშაოს, საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობას, ოქრომჭედლის, მხატვრის, რეჟისორის, მსახიობის, შოუმენისა და მზარეულის პროფესიებს.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის კარგია ყველა ის საქმე, რაც ანალიზს და ანგარიშს ითხოვს. „ქალწულები“ კარგი მასწავლებლები, ჟურნალისტები, ეკონომისტები, ბუღალტრები, დიეტოლოგები, პოლიგლოტები და იუველირები არიან.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წარმატებულები არიან ყველა სფეროში, რაც ხელოვნებას და დიზაინს უკავშირდება. მათგან საუკეთესო მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები, იურისტები, ელჩები, შუამავლები და ნოტარიუსები დგებიან.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგი ქირურგები, სამხედრო პირები, ასტროლოგები, ასტრონომები, ოკულტისტები, ფიზიკოსები, ფარმაცევტები, სტილისტები, ოქრომჭედლები, ბიზნესმენები და მექანიკოსები დგებიან, ამიტომ, ცხოვრებაში ამ პროფესიის არჩევით ბარიერებს ადვილად გადალახავთ და მეტ წარმატებებსაც მიაღწევთ.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის კარგია და ცხოვრებაში წარმატების მომტანი: საგამომცემლო ინდუსტრია, უცხოეთთან საქმიანი კონტაქტები, სამართალდამცავი ორგანოები, იურისპრუდენცია, პოლიტოლოგია, თეოლოგია, პოლიგლოტობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მისაღებია და უმჯობესი პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწეობა, მანქანათმშენებლობა.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის წარმატების მომტანია ყველა ის პროფესია, რომელიც ცხოვრების ჰუმანურ მხარეს უკავშირდება. ასევე, კარგია და მისაღები, საგამომძიებლო სფერო, ფსიქოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, რეჟისურა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში მრჩევლის პოსტი.

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის კი კარგია და წარმატებების მომტანი, ნებისმიერი ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ცხოვრების ფაქიზ და სულიერ სფეროს. ისინი კარგი სასულიერო პირები, ქიმიკოსები, ფსიქიატრები, კომპოზიტორები, ჰიპნოზიორები, ექიმები, ჟურნალისტები, ქველმოქმედები დგებიან.

რასაკვირველია, ყველა ამ პროფესიის გარდა, არსებობს ისეთებიც, გარკვეული ბარიერისა და წინაღობის გადალახვის შემდეგ, წარმატებებს რომ მიაღწევთ. ამას კი თქვენი კონკრეტული დაბადების წელი, თვე და რიცხვი განსაზღვრავს. ზემოთქმული იმაში დაგეხმარებათ, რომ ზოგადი შეხედულება და შესაბამისი ცოდნა გქონდეთ იმის შესახებ, როგორ დაიბევოთ მომავალი წარმატებები პრობლემებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.


скачать dle 11.3