კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჩნდება უმიზეზო პრობლემები ცოლ-ქმარს შორის და რა კავშირშია ამასთან ბიოველიდან გამოსხივებული ენერგია









ალბათ, მოგისმენიათ ახლობლებისგან წუწუნი, არც გარეგნობით ვარ ვინმეზე ნაკლები, უმაღლესი დავამთავრე, კარგი ხასიათიც მაქვს, სამსახურიც, ფულიც, სახლ-კარიც, მაგრამ ბედი არ მიღიმის, შეუხედავებს კი როგორ უმართლებთო. მართლაც, თუ დააკვირდებით, ჩვენს გარშემო ბევრი ლამაზი, განათლებული, დახვეწილი ქალი დადის, მაგრამ ვერ თხოვდება, ოჯახს ვერ ქმნის და თან, არც წუნიაა. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ასეთი წარუმატებლობა ბედში თავად ადამიანის ბრალიცაა და ამას, მარტო უბედობა და უიღბლობა არ განსაზღვრავს.



ლამარა: ბევრი მეკითხება, ვერ გავიგეთ, რაშია ოჯახური ბედნიერების საიდუმლო. ხშირად, ისიც მსმენია, წყვილს ერთმანეთი უყვარდა, არც ეკონომიურად უჭირდათ, მაგრამ ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება, მაინც ვერ შეძლესო. სხვათა შორის, სამწუხაროდ, ამის ბევრი მაგალითი არსებობს – ოჯახები თითქმის უმიზეზოდ ინგრევა. აი, ეს არის სამწუხარო დღევანდელი რეალობა. როგორც გითხარით, ბევრი მეკითხება, რაშია საქმეო და მინდა, ყველას თქვენი ჟურნალის საშუალებით ვუპასუხო. ერთი სიტყვით, ყველა კონკრეტულ ოჯახს თავისი ენერგეტიკული ველი და აურა აქვს, ეს კი დამოკიდებულია სწორედ ცოლ-ქმრის აურაზე, მათ შორის არსებულ ენერგეტიკულ ურთიერთობებზე. ეს ქვეცნობიერად, ენერგიების დონეზე ხდება. თუ ეს ველი დარღვეულია, მაშინ ყველა უსიამოვნება და უბედურება, რაც ოჯახში ხდება, სწორედ ამას უკავშირდება. თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის ნებისმიერ დარტყმას, პრობლემას, წინაღობასა თუ ბარიერს უძლებს და ლახავს. ალბათ, ბევრი იმასაც იკითხავს, ეს ერთიანი ველი როგორ წარმოიქმნება ოჯახშიო. გეტყვით, ყველამ იცის, რომ ადამიანებს გარშემო აურა აკრავს. ის მოციმციმე გარსია და იქმნება ენერგიების იმ ნაკადით, რაც ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. ასეთი შვიდი ცენტრი აქვს ადამიანს. თითოეული მათგანიდან გამოსული ენერგია კი ჩვენ გარშემო მოციმციმე ვიბრირებად, ძლიერ შრეს ქმნის. ბიოველში სულ შვიდი ენერგეტიკული შრეა. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით უფრო სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცოლ-ქმარი კი ერთმანეთზე ზემოქმედებას ამ ბიოველების საშუალებით ახერხებს. როცა კავშირი ჰარმონიულია, ისინი ერთი მექანიზმით მუშაობენ, ერთმანეთისაც კარგად ესმით და იდილიაშიც ცხოვრობენ. მაგრამ, თუ ოჯახის საერთო ველი დარღვეულია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს – ხშირად კამათობენ, უმიზეზოდ ჩხუბობენ... ასე რომ, როცა ოჯახი იქმნება, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეწყობა ერთმანეთს თუ არა წყვილი ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომ სამომავლოდ სირთულეები გადალახონ.

– შესაძლებელია თუ არა ოჯახის საერთო ველის გაძლიერება და ამით მომავალი პრობლემების თავიდან აცილება?

– რასაკვირველია, შეიძლება და ამაში თავად მიგიძღვით დიდი წვლილი. თუ ხვდებით, რომ ადამიანთან ურთიერთობის დროს თავს უხერხულად გრძნობთ, იღლებით და გეწყებათ დისკომფორტი, მასთან ღრმად ნუ შეტოპავთ – ნუ აირჩევთ მას ცხოვრების მეგზურად და ამით საქმეს ნუ გაირთულებთ. ზოგი ამ დისკომფორტს თავიდანვე გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. ასე არ შეიძლება, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია შემდგომი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად შესაძლოა, კრიზისულ სიტუაციამდე მიგიყვანოთ ოჯახური თანაცხოვრების დროს. თუ მენდობით, გირჩევთ, ნუ წამოიწყებთ სასიყვარულო რომანს იმ ადამიანთან, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და მშვიდად ვერ გრძნობთ. მაგრამ, თუ ხვდებით, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, მშვიდდებით, დუნდებით, კმაყოფილებით ივსებით და გრძნობთ, მასთან განშორება გიჭირთ, ესე იგი, ეს ის ადამიანია, ვისთანაც საერთო ენერგეტიკული ველი მყარი იქნება. ეს იდეალური ოჯახური ცხოვრების საწინდარია. ეს პრობლემასაც აგაცილებთ თავიდან და არც ოჯახის დანგრევის წინაშე აღმოჩნდებით. მგონი, უმჯობესია თავიდანვე დაფიქრდეთ და ამაზე წინასწარ იზრუნოთ.

– ქალბატონო ლამარა, დღეს წყვილებს შორის უთანხმოების მიზეზი, ძირითადად ფინანსური პრობლემებია, რაც ხშირად სკანდალებით და ოჯახის დანგრევით მთავრდება. ამაზე რას გვეტყვით? როგორ მოვიქცეთ, რომ ფულის პრობლემა ავიცილოთ თავიდან?

– ფულის პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, მას გონივრულად უნდა მიუდგეთ. მე მოგცემთ რჩევებს და გაგიზიარებთ ეზოთერულ გამოცდილებას, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ და ფინანსურ შემოსავლებსაც მოგცემთ. მაგალითად, არასდროს დაიბრუნოთ გასესხებული ფული ნაწილ-ნაწილ, რომ ასევე ნაწილ-ნაწილ არ გავიდეს თქვენი ჯიბიდან. თუ გსურთ ვალის მევალესთვის დაბრუნება არ გაგიჭირდეთ, ფული ისესხეთ სამშაბათს ან ხუთშაბათს. სანამ ფულს სხვას ასესხებთ, სამჯერ შემოივლეთ თავზე და ისე მიეცით. მაშინ ამ ფულს მევალე დათქმულ დროს მოგცემთ. აგრეთვე, თუ გინდათ, მატერიალური გაჭირვების წინაშე არ დადგეთ, ყოველთვე, ხელფასიდან შეიძინეთ შაქარი, ბრინჯი და სანთელი. არ არის აუცილებელი, ბევრის ყიდვა. ჩაყარეთ შაქარი და ბრინჯი გამჭვირვალე ღვინის ჭიქაში და ჩადეთ მასში სანთელი. ყოველ დილით დაანთეთ სანთელი სახლიდან გასვლამდე ერთი წუთით ადრე და მერე ჩააქრეთ. ერთი თვის შემდეგ, ეს შაქარი გამოიყენეთ ჩაიში, ბრინჯი კი საჭმელში. შაქარი ოჯახში სიტკბოებას მოგიტანთ. ბრინჯი კი, როგორც იცით, სიმდიდრის სიმბოლოა. ყოველი ხელფასის აღებისას, ასე მოიქეცით და ფინანსებს ადვილად მოიზიდავთ. ასევე, თუ გსურთ, სახლში ფული არ გამოგელიოთ, შესასვლელის კუთხეებში დადეთ ხურდები და ბრინჯის მარცვლები.

– თუ არსებობს წესი, რომლითაც ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობის განეიტრალება შეიძლება?

– ასეთი უამრავი წესი არსებობს და მას აუცილებლად გასწავლით. თუ ხვდებით, რომ მეუღლესთან სიტუაცია გეძაბებათ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, სანამ სიტუაცია ჩიხში შევა. მაგალითად, აიღეთ შაქარი, გამჭვირვალე ღვინის ჭიქა, ორი წვეთი ვაშლის ძმარი და საქორწინო ბეჭედი. ჭიქაში ჩაასხით ონკანის წყალი, ვაშლის ძმარი, ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ჩააგდეთ საქორწილო ბეჭედი და დადგით თქვენი საწოლის ქვეშ. დილით, გამოიღეთ ჭიქა, კარგად ამოურიეთ, ამოიღეთ ბეჭედი და ამ წყლით მოუმზადეთ მეუღლეს ჩაი ან ყავა. ასე მოიქეცით კვირაში ორჯერ და ნახავთ, როგორ დატკბება თქვენი მეუღლე, როგორ დარეგულირდება სიტუაცია თქვენს შორის. სხვათა შორის, ამ რიტუალს ქალები ხშირად აკეთებენ აღმოსავლეთის ქვეყნებში და როგორც ვიცი, ეს რიტუალი, სწორედ აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს. დამეთანხმებით, ძნელია, როცა საყვარელ ადამიანთან სიტუაცია რთულდება, ვეღარ უგებთ ერთმანეთს და ცდილობთ, მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ მისგან თავი. ეს მხოლოდ განშორების მიზეზია და თუ შეგიძლიათ, ამ რიტუალით გააძლიეროთ თქვენს შორის ენერგიული ველი, დაარეგულიროთ სიტუაცია, დაიმკვიდროთ სიმშვიდე და იდილია სახლში, ვფიქრობ, ამისთვის ღირს ელემენტარული, ეზოთერული გამოცდილების გაზიარება.


скачать dle 11.3