კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები



კითხვა: რა საკვები უნდა მივიღოთ, რომ შევივსოთ იოდის ნორმა?

პასუხი: იოდი ყველაზე მეტია ზღვის პროდუქტებში, აგრეთვე, ნიგოზში, კივში, იოდიან მარილში. იოდიანი მარილის გამოყენებისას აუცილებლად შეამოწმეთ პროდუქტის შენახვის ვადა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ ის ჩვეულებრივ მარილად იქცევა.

კითხვა: დაახლოებით ერთი თვის წინ ექიმმა გამიკეთა უკანა დიდი ძირითადი კბილების დაბჟენა, ისე, რომ ნერვს არ შეხებია. არ აღმოჩნდა საჭირო. თითქოს ყველაფერი ისე გამიკეთეს, როგორც საჭიროა, მაგრამ იმ კბილებით ოდნავ მაგარ საკვებსაც ვერ ვღეჭავ – მტკივა. როგორ ფიქრობთ, რატომ? (ჯერჯერობით, სტომატოლოგთან ვერ მივედი).

პასუხი: კბილის დაბჟენის შემდეგ ტკივილი ღეჭვის დროს ბუნებრივია, მაგრამ მან თანდათანობით უნდა იკლოს. თუ ტკივილის შეგრძნება დაბჟენიდან ერთი თვის შემდეგაც არ შემცირებულა, რა თქმა უნდა, სტომატოლოგის კონსულტაციაა აუცილებელი. შესაძლებელია, დაინიშნოს ფიზიოპროცედურა ტკივილის შესამსუბუქებელი, ანდა საჭირო გახდეს დეპულპაცია (ნერვის ამოღება).

კითხვა: ვარ 17 წლის გოგონა და მყავს 15 წლის ძმა. მე ვარ 163 სანტიმეტრი, ჩემი ძმა – 169. დედა 158 სანტიმეტრია, მამა – 169. ნელა ვიზრდები. თქვენ ერთ-ერთი შეკითხვის პასუხში ურჩევდით ბოსტნეულის ნარევს. ეს ნარევი შეიცავს ჭარხალს. ზედმეტი ჭარხალი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას ხომ არ გამოიწვევს?

პასუხი: ნებისმიერი საკვები თუ სამკურნალო საშუალება ავნებს ორგანიზმს, თუკი მისი მიღებისას ზომიერებას არ დავიცავთ. რაც შეეხება თქვენს სიმაღლეს, თუ გენეტიკური მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, ის, რომ დედაზე 5 სანტიმეტრით მაღალი ხართ, უკვე წარმატებად უნდა მიიჩნიოთ – გენები დიდად განსაზღვრავს ადამიანთა სიმაღლეს, ამიტომ, ნუ იოცნებებთ იმაზე, რისი მიღწევაც შეუძლებელია.

კითხვა: მაქვს სწორნაწლავ-საშოს ფისტულა. შეიძლება თუ არა ჩემთვის დაორსულება?

პასუხი: შესაძლოა, ფისტულა დაორსულებას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ ნაყოფის ზრდას თან სდევს საშვილოსნოს ჰიპერტროფიაც. ამის გამო კი საშოს კედლის დეფექტი უკვე საგრძნობი გახდება, რამაც შეიძლება თვითნებური აბორტი და სხვა გართულებები გამოიწვიოს. გირჩევთ, ჯერ ამ პათოლოგიისგან განიკურნოთ და შემდეგ გინეკოლოგთან ერთად გადაწყვიტოთ დაორსულების საკითხი.

კითხვა: ჩემს 15 წლის ვაჟს უცნაური ჩვევა აქვს – გამუდმებით იკვნეტს ფრჩხილებს. ამას უცხო საზოგადოებაშიც ყოველგვარი თავშეკავების გარეშე აკეთებს. დამეთანხმებით, ეს მეტად უსიამოვნოა გარშემო მყოფთათვის. ვესაუბრები, ვეჩხუბები კიდეც, მაგრამ არაფერი ესმის. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ გადავაჩვიო იგი ამ ჩვევას.

პასუხი: ფრჩხილების კვნეტას მავნე ჩვევად მიიჩნევენ, მაგრამ ის ნევროზული მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ეს ჩვევა ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ადამიანებს ახასიათებთ. მკურნალობა ამ დაავადების წინააღმდეგ უნდა მიმართოთ. გირჩევთ, თქვენი ვაჟი ნევროპათოლოგს გაასინჯოთ. მას შემდეგ, რაც ნევროზული ფონი შემსუბუქდება, შეეცადეთ, დაიყოლიოთ, რომ ფრჩხილების კვნეტას გადაეჩვიოს. მანამდე კი ყურადღება მიაქციეთ კანისა და ფრჩხილების ჰიგიენას.

კითხვა: ვარ 23 წლის. რამდენიმე თვეა, მაწუხებს საშინელი ტკივილი მუცლის ქვედა არეში. გამოკვლევების შემდეგ მითხრეს, რომ ადნექსიტი მაქვს. გთხოვთ, ორიოდე სიტყვით განმიმარტოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი და რამ გამოიწვია ჩემს ორგანიზმში აღნიშნული დაავადება.

პასუხი: ადნექსიტი ეწოდება საშვილოსნოს დანამატების ანთებას. იგი შეიძლება განვითარდეს მწვავედ ან თანდათანობით, მაგრამ შედეგი ორივე შემთხვევაში შესამჩნევი და ხშირად სავალალოა. აუტანელი ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უნაყოფობა. რაც შეეხება დაავადების გამომწვევ მიზეზებს, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. შეიძლება, გამოვყოთ ინფექციები: გონორეა, ქლამიდია, მუდმივი გადაცივება, ცხოვრების ისეთი წესი, რომელიც ხანგრძლივად ჯდომას მოითხოვს, აბორტი, მშობიარობა, ქრონიკული პათოლოგიები.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3