კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ








კითხვა: რა არის ვერდიქტი, რამდენი ნაფიცი მსაჯულისგან შედგება სასამართლო და ხმათა რა რაოდენობა სჭირდება ვერდიქტის მიღებას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერდიქტი არის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულობის ან ბრალეულობის შესახებ. ვერდიქტი შეიძლება, იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისგან.

იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ათზე ნაკლები ნაფიცი მსაჯული.

ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.

თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით.

კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ მიმიწვევენ ნაფიც მსაჯულად, მაინტერესებს, იქნება თუ არა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება ანაზღაურებადი; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვცხადდი და უარი განვაცხადე, ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შეუსრულებლობისთვის რამდენია ჯარიმა?

პასუხი: ნაფიცი მსაჯულის მიერ მოვალეობის შესრულება არ არის ანაზღაურებადი. მინდა მოგახსენოთ, რომ ნაფიც მსაჯულსა და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს, დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. ხარჯები შეიძლება იყოს: დღიური, სამგზავრო და სხვა. აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

სასამართლო განხილვისას, ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე. ხოლო ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას ასევე 1 000-დან 1 500 ლარამდე.

კითხვა: ვმუშაობ საჯარო სამსახურში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ჩემი გამოძახება ნაფიც მსაჯულად, რა ანაზღაურება მექნება და შემინარჩუნდება თუ არა ხელფასი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნაფიცი მსაჯულის მიერ მოვალეობის შესრულება არ არის ანაზღაურებადი. საჯარო მოსამსახურეს და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

კითხვა: გარდაბნის რაიონში მამაჩემის სახელზე აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი. მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ჩემი ძმა, ოჯახთან ერთად. მაინტერესებს, შეუძლია თუ არა მას, გადაიფორმოს სახლი ჩემი ნებართვის გარეშე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მამის პირველი რიგის მემკვიდრე არიან შვილები. გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის მერე დაიბადა, მეუღლე და მშობლები. შესაბამისად, თქვენ უნდა მიმართოთ ნოტარიუსს მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით, რათა აღირიცხოთ ქონების მესაკუთრედ.

კითხვა: მე და ჩემმა მეუღლემ 9 წლის წინ ერთობლივად შევიძინეთ საცხოვრებელი ბინა, თუმცა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ მხოლოდ მეუღლეა დარეგისტრირებული. აღნიშნულის გამო, შეიძლება თუ არა, ეჭვქვეშ დადგეს ჩემი თანამესაკუთრედ ყოფნის ფაქტი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. შესაბამისად, თქვენ უნდა მოახდინოთ ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში თქვენს სახელზეც, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრემ; მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩაითვლებით თქვენ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.

კითხვა: სამი წელია, რაც ფაქტობრივ დედობას ვუწევ ჩემი მეუღლის შვილს პირველი ქორწინებიდან, რომელსაც დედა ერთი წლის ასაკში გარდაეცვალა. მინდა მისი შვილად აყვანა, რაზეც თანახმაა ჩემი მეუღლეც. ასეთ შემთხვევაში, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისთვის დაბადების მოწმობის შეცვლა და დედად ჩემი დაფიქსირება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია, იშვილოს მეუღლის შვილი, შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, იშვილოთ თქვენი მეუღლის შვილი.

კითხვა: გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მივმართე სააღსრულებო ბიუროს, აღსრულების პროცესში მოვრიგდით და უარი განვაცხადე აღსრულებაზე. დამიბრუნდება თუ არა საფასურის სახით წინასწარ გადახდილი თანხა, თუკი აღარ მსურს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება?

პასუხი: იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორი უარს აცხადებს აღსრულების გაგრძელებაზე, კრედიტორს მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური უკან არ უბრუნდება.

კითხვა: გავაფორმეთ სესხის ხელშეკრულება მოწმეთა თანდასწრებით. იმის გამო, რომ მსესხებელმა სესხის არსებობა უარყო, სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ მოწმეთა ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ჩემი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამართლიანია თუ არა სასამართლოს ქმედება?

პასუხი: სამართლიანია, რადგან, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენების შესაბამისად.

კითხვა: გამყიდველმა ერთი ავტომანქანა რამდენიმე პირს მიჰყიდა, მაგრამ ნივთი არც ერთისთვის არ გადაუცია. ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო ნოტარიუსთან წარსადგენი, მემკვიდრეობის მიღების განცხადებასთან დაკავშირებით?

პასუხი: ნოტარიუსთან წარდგენილი უნდა იქნეს მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, ანდერძი), პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მემკვიდრისა და მამკვიდრებლის ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები. ნოტარიუსის მიერ მემკვიდრეს მიეთითება სხვა დოკუმენტების წარდგენის თაობაზე კონკრეტული სამემკვიდრეო საქმიდან გამომდინარე.


скачать dle 11.3