კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ოსტეოქონდროზს დეპრესიასთან და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ზურგს



ოსტეოქონდროზი იმ ადამიანებს აწუხებს, ვინც ბევრს მოძრაობს, ან, პირიქით, დიდხანს ზის. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები, ძირითადად, იმ მამაკაცებს აღენიშნებათ, ვინც ფიზიკურად მძიმე სამუშაოს ასრულებს. ასევე, მისი განვითარების რისკის ქვეშ არიან ორსული ქალებიც. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. თუ თქვენს წინაპარს ჰქონდა ოსტეოქონდროზი, ხერხემალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

არსებობს ადამიანების განსაკუთრებული კატეგორია, რომელთაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები. მთელი დღის განმავლობაში წვრილ, მაღალ ქუსლზე დგომა საშიშია. ამ დროს მთელი დატვირთვა გადადის ტერფის წინა ნაწილზე, რაც განივი მყესების გადაძაბვას და გამკვრივებას იწვევს.

ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნევრასთენიულ ქალბატონებს. ისინი, როგორც კი ოდნავ ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ტკივილი ზურგის არეში. ზოგადად კი, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ისაა, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ადამიანს ეწყება თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ამის შედეგად ვითარდება დეპრესია და შიშები. კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ძალიან საშიში დაავადებაა.

გახსოვდეთ, რომ ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა ადვილია და მცირე დროს მოითხოვს, მკურნალობა კი საშიშია და გაცილებით დიდ დროში იწელება. ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე ტვირთი მოხრილმა. თუ ეს მაინც უნდა გააკეთოთ, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. ასეთ დროს ძირითადი დატვირთვა ფეხის კუნთებზე მოდის. თუ მძიმე ტვირთის გადაზიდვა გიწევთ, ხშირად გადაიტანეთ ის ხელიდან ხელში. ასეთ დროს არ შეიძლება ტანის მკვეთრი მოძრაობა.

თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლისა და კუდუსუნის კუნთები. ამგვარად შეამცირებთ ხერხემლის დატვირთვას. ან, მიეყრდენით კედელს. საერთოდ კი, ჯობია ხშირად დაჯდეთ სკამზე და საზურგეს მიეყრდნოთ. ჯდომისას ფეხები იატაკს უნდა ეყრდნობოდეს.

იძინეთ მაგარ საწოლზე, რომელზეც თხელი ლეიბია დადებული. ერიდეთ დაცემას და ხერხემლის დარტყმას.

არ გაცივდეთ, რადგან ზოგჯერ კუნთები გადაციებაზე რეფლექსური სპაზმით რეაგირებს. მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.

მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები. ჭარბი წონა ისევე აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.

დილით, საწოლიდან ადგომისთანავე, დაეკიდეთ ძელს. ეს განტვირთავს ზურგის კუნთებს.

ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის ყველაზე კარგია ცურვა. ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად. ასევე, მთლიანად ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.

გაუფრთხილდით ხერხემალს, რადგან ის თქვენი მთავარი საყრდენია და ამით დიდხანს შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.


скачать dle 11.3