კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 54 წლის ქალბატონი თავის ბიოლოგიურ მშობლებს და რატომ არ იცის მან, მეგრელია ის თუ რუსი







54 წლის ირინა ნიკოლაის ასული კოსტიუკი ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს: მამას – ანტონ კაჭარავას (ასაკი გაურკვეველია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, სავარაუდოდ, გულრიფშის რაიონში მცხოვრებლებს. დავიბადე 1956 წლის 20 მაისს აფხაზეთში. მხოლოდ 20 წლის ასაკში გავიგე, რომ ნაშვილები ვარ და მას შემდეგ დავკარგე მოსვენება. ძალიან მინდა ჩემი ბიოლოგიური მშობლების პოვნა და იმ მიზეზის გარკვევა, რამ აიძულა ისინი, ჩემზე უარი ეთქვათ. დამოუკიდებელმა ძებნამ უშედეგოდ ჩაიარა და გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა.

ჟურნალისტის შენიშვნა: ქალბატონი ირინა პოლონეთში ცხოვრობს. ის თავის ბიოლოგიურ მშობლებს უშედეგოდ ეძებს წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, გაშვილებულ ბავშვთა თემა არც ისე იშვიათია ჩვენი რუბრიკისთვის. იმედია, ქალბატონი ირინა იპოვის თავის ფესვებს, ან გაიგებს სინამდვილეს თავის წარსულთან დაკავშირებით. მისი ბიოლოგიური მშობლები აფხაზეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩემი რესპონდენტი ვარაუდობს, რომ დღესდღეობით ისინი ან მათი ნათესავები, შეიძლება, თბილისშიც კი იყვნენ.

– როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ და როგორი იყო თქვენი რეაქცია?

– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე, შეიძლება, ნაშვილები ვყოფილიყავი, რადგან ჩემი აღმზრდელი მშობლები ძალიან თბილად მექცეოდნენ და მათი ზრუნვა და სიყვარული არასდროს მაკლდა. ფიზიკურადაც თითქოს ვგავდი ჩემს აღმზრდელ დედას, ამიტომ, ეჭვი იმის შესახებ, რომ მიშვილეს, არასდროს გამჩენია. 20 წლის ვიყავი, როდესაც აღმზრდელმა დედამ სერიოზული ლაპარაკისთვის ჩემს ოთახში შემიყვანა. გუშინდელვით მახსოვს ის დღე. დედას ეტყობოდა, რომ დიდი ხანია, ამ საკითხზე საუბარი უნდოდა და სახეზე ემჩნეოდა, რომ წუხდა, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სიმართლე უნდა მცოდნოდა. მითხრა, რომ მე შვილად ამიყვანეს აფხაზეთში. ჩემმა ნამდვილმა მშობლებმა ჩემზე უარი თქვეს. ჩემს გამზრდელ მშობლებს კი დიდი ხნის განმავლობაში არ უჩნდებოდათ შვილი და, თურმე, ძალიან უნდოდათ, გოგონა ჰყოლოდათ, ამიტომაც მე მიშვილეს. არჩევანი სამ ბავშვს შორის უნდა გაეკეთებინათ (თურმე, იმ სამშობიაროში ჩემ გარდა კიდევ ორი ბავშვი მიატოვეს) და ჩემზე იმიტომ გააკეთეს არჩევანი, რომ მე ფიზიკურად ვგავდი აღმზრდელ დედას – ისიც ღია ფერებში იყო და მეც. აღმზრდელმა დედამ მიამბო ყველაფერი, რაც ჩემ შესახებ იცოდა: რომ მე ვიყავი ხუთი თვის და ამიყვანეს სოხუმის ბავშვთა სახლიდან, სადაც გულრიფშის რაიონის სამშობიაროდან გადამიყვანეს. როგორც ვიცი, სამშობიაროც და ბავშვთა სახლიც იმ დროისთვის მხოლოდ ერთი იყო. მახსოვს, როგორც კი სიმართლე გავიგე, მაშინვე ძალიან მომინდა ჩემი ბიოლოგიური მშობლების პოვნა, რაც დღემდე ვერ შევძელი.

– ბიოლოგიური მშობლების სახელი ან გვარი თუ იცით და საერთოდ, რა ინფორმაცია გაქვთ მათ შესახებ?

– აღმზრდელმა დედამ მითხრა, რომ მამაჩემს ანტონი ერქვა და გვარად კაჭარავა იყო, ვფიქრობ, ის სოხუმელი უნდა ყოფილიყო, შესაძლებელია, ჩემი ბიოლოგიური დედაც სოხუმელია. ვიცი, რომ ანტონ კაჭარავა მუშაობდა სოხუმში, იმ პერიოდში, ანუ, დაახლოებით 1955-1956 წლებში, ის მძღოლი ყოფილა, ჩემი ბიოლოგიური დედა 17 წლის იყო, როდესაც მე გამაჩინა და, როგორც სამშობიაროში ექიმმა უთხრა ჩემს აღმზრდელებს, ჩემი ბიოლოგიური დედის მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ ანტონის და დედაჩემის კავშირის და ამიტომ მათ ბავშვის (ანუ ჩემი) დატოვება გადააწყვეტინეს. აღმზრდელებისგან შემდეგი ისტორია ვიცი: თურმე, ბაბუაჩემი (დედის მამა) იყო იმ დროისთვის ძალიან ცნობილი და მდიდარი კაცი, შესაბამისად, გავლენიანიც. როგორც მათ ექიმმა უთხრა, ის ლექტორი იყო და მისთვის მე უდროო ბავშვი ვიყავი. ჩემი დაბადების შემდეგ, ბიოლოგიური დედის მშობლებმა შეიცვალეს მისამართი და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. ასე გადაწყვიტეს მათ შვილის სიყვარულის პრობლემა და მეც მომიშორეს. ბედს არ ვემდური, რადგან მართლაც კარგ ოჯახში მოვხვდი. ჩემი აღმზრდელები დღესდღეობით ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება მათი ამაგი და სიყვარული. სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ, ვერ ვბედავდი ჩემი ბიოლოგიური მშობლების მოძებნას, მაგრამ, ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მაინც მინდა მათი პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ოჯახიც მაქვს და ბებიაც კი ვარ.

– როგორ ფიქრობთ, ისინი თუ გეძებდნენ, ან, მათ თუ იციან, რომ თქვენ სამშობლოდან გაგაშვილეს?

– ნამდვილად არ ვიცი, მათ რა ისტორია უამბეს ჩემზე, იციან თუ არა, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და რომ გააშვილეს. იმედია, ისინი წაიკითხავენ ამ სტატიას და მიხვდებიან, ვინ ეძებს მათ. თუკი ისინი ორივე მოატყუეს და უთხრეს, რომ ბავშვი, (ანუ მე), გარდაიცვალა, ახლა მაინც ხომ გაიგებენ სინამდვილეს! ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი ყოფილა თინა ანტონის ასული კაჭარავა. დავიბადე აფხაზეთში. ვიმედოვნებ, რომ ვინმე გამომეხმაურება. პატარა რომ ვიყავი, ხშირად ვცივდებოდი, ანუ სუსტი ჯანმრთელობა მქონდა, ბრონქიტიც მაქვს გადატანილი, ასთმაც, ბატონებიც... ვფიქრობ, ესეც გენეტიკური იყო, ანუ, ჩემს რომელიმე მშობელს – დედას, ან მამას, სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.

– მაინც, რა იყო იმის მთავარი მიზეზი, რამ გადაგაწყვეტინათ მშობლების მოძებნა?

– სიმართლეს გეტყვით: მე მათგან არაფერი მინდა, უბრალოდ, გაცნობა მსურს, მაინტერესებს, იცოდნენ თუ არა მათ, რომ მე ბავშვთა სახლში გამამწესეს და გამაშვილეს. დღემდე არ ვიცი, ეს მათი კეთილი ნებით მოხდა თუ ტყუილით. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აინტერესებს თავისი ფესვები, მეც მაინტერესებს და მინდა ვიცოდე, ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ – რუსი თუ მეგრელი... მინდა, ვიცოდე სიმართლე და ვუამბო ჩემს შვილებს, შვილიშვილებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3