კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანელებს უმუშევრობაზე მეტად სახელმწიფოს დავალიანების ზრდის ეშინიათ







საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, გერმანიის მოქალაქეები მათი კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლო საფრთხეებზე ფიქრობენ. ინფლაციის ტრადიციული შიში პენსიებმა და ბავშვების განათლებაზე ზრუნვამ შეცვალა. სწრაფი ეკონომიკური აღმასვლის შემდეგ, რაც შრომის ბაზარზეც შესაბამისად აისახა, გერმანელებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, შეჩერდება თუ არა სახელმწიფო დავალიანების ზრდა, საიმედოა თუ არა საპენსიო რეფორმა და ასე შემდეგ. გავლენიანი გერმანული ჟურნალის, „შტერნის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამჟამად გერმანელთა მხოლოდ 35 პროცენტს აფრთხობს უმუშევრობა, მაშინ, როდესაც ნახევარი წლის წინ, ეს პრობლემა მოსახლეობის 55 პროცენტს აწუხებდა, წელიწად-ნახევრის წინ კი – 67 პროცენტს. 2010 წლის შემოდგომაზე გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 3 მილიონ ადამიანამდე შემცირდა და 1992 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ახლა გერმანელებისთვის მთავარი პრობლემა მზარდი სახელმწიფო დავალიანებაა. გამოკითხულთა 61 პროცენტი შიშობს, რომ ადრე თუ გვიან, სახელმწიფო დავალიანებას ვეღარ გადაიხდის. გარდა ამისა, გამოკითხულთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა საპენსიო ვალდებულებების შესრულებას საფრთხე დაემუქროს.


скачать dle 11.3