კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში იბრალებენ გოგონები როსტოს სიყვარულს და ვისთვის დათმობდა ცხოვრებას ლიკა ქორქია









ზოგჯერ ამ რუბრიკისთვის რესპონდენტებს, ვაღიარებ და წმინდა მაჭანკლური ზრახვებით ვარჩევ. ვერ გეტყვით, გამომდის თუ არ გამომდის ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ლიკა ქორქიამ და ლევან როსტოშვილმა, ინტერვიუს პროცესსა და ფოტოების გადაღების დროს, კარგად იხალისეს.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია როსტო

– მითხარი, როგორია ლიკა ქორქია. ყველასთვის ცნობილი ხარ ეკრანიდან, ჟურნალებიდან, მაგრამ ნამდვილი ლიკა, როგორსაც მხოლოდ მისი ახლო წრე იცნობს, როგორია?

– ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც ბევრი პროფესია და საქმე აქვს. ჩემი ძირითადი პროფესია სტომატოლოგობაა. ერთ წელიწადში დიპლომსაც ავიღებ...

– და დიპლომიანი სარძლო იქნები.

– კი, ბატონო. გარდა ამისა, ვარ წამყვანი, ჟურნალისტი, მსახიობიც გავხდი, თურმე. ჯერჯერობით ეს ოთხი პროფესია შევითავსე და რა ვიცი, ალბათ, კოსმონავტობა წინ მაქვს. როგორც მეგობრები მახასიათებენ, კარგი ადამიანი ვარ – ზომიერად მხიარული და სადაც საჭიროა – სერიოზული. წარბსაც ავწევ, თუ საჭიროა, გავიღიმებ კიდევაც.

– ბრაზიანი ხარ?

– არა, ნაკლებად. არაფრისთვის არ ვიშლი ნერვებს, რადგან ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და თან „შეკეთებას“ არ ექვემდებარება.

– როგორ არა, რა პრობლემაა. დღეს უკვე ახალი ნერვების ყიდვაც შეიძლება. ადგები და მშვიდი ადამიანის ნერვებს გამოიყენებ. შენ მაგაზე არ ინერვიულო. მთავარია, ფული იშოვო და ახალ ნერვებსაც ვიშოვით. თამამად შეგიძლია, გაბრაზდე და ბოროტი თაყვანისმცემლები თავიდან მოიშორო.

– არადა, არ მყავს ბოროტი თაყვანისმცელები. ყველა კეთილი და კარგია.

– როგორი იყო ფილმი, კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოგიტანა?

– ამ ფილმს ძალიან ბევრი გაუგებრობა და აჟიოტაჟი მოჰყვა. ზოგი ამბობს, ვერ გავიგეო, ზოგი ამბობს, ძალიან მაგარი იყოო და გავიგე, ზოგი იმასაც ამბობს, დამეძინაო. ერთმა კი, მკითხა შენ რატომ გადარჩი, რადგან რეზიკოს (რეზი გოგეშვილი – „სეზონის“ მთავარი როლის შემსრულებელი – ავტორი) შეყვარებული იყავიო?! არადა, ვისაც ეს ფილმი უნახავს, იმედი მაქვს, სხვა ყველა მიხვდა, რომ არ გადავრჩენილვარ. „სეზონი“ ჩემთვის ყველაზე კარგი და ხარისხიანია იქიდან, რაც ქართულ კინოში ამ ბოლო დროს გადაღებულა. მთავარი როლის შემსრულებლებიდან ყველა გამოუცდელი იყო. პროფესიით მსახიობიც კი მხოლოდ ერთი გვყავდა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ რამე „ჩეპეა“, ვფიქრობ, ეპატიებათ. ყველა მსახიობი ძალიან მაგრად არის შერჩეული, თავისი პერსონაჟის სახე ყველამ კარგად შექმნა. საერთოდ, საკმაოდ კრიტიკული ერი ვართ და ველოდებოდი კიდეც კრიტიკას. შენ თუ მოგეწონა?

– ლიკა ამ ფილმში თუ ფილმში – ლიკა, თუ ფილმი როგორ მომეწონა?! (იცინიან) ფილმი მართლა მაგარი ნამუშევარია ხარისხის თვალსაზრისით. ცოტა გაწელილია, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა იმით ახსნა, რომ პროდიუსერები აჩქარებდნენ. პირველი ფილმისთვის, მართლა კარგია და დარწმუნებული ვარ ის ბიჭი, მეორე ფილმს გაცილებით მაგარს გადაიღებს. ასე რომ, წარმატებები... ლიკა მომწონს ძალიან და ფილმშიც მომეწონა ძალიან (იცინიან). თუმცა, ვფიქრობ, ლიკას კარიერა ამ ფილმით არ დაწყებულა. გაცილებით კარგი ტელესახეა დღეს, ვიდრე იმ ფილმში – მსახიობი. ბევრი სათამაშოც იქ არაფერი იყო, ნებისმიერი პროფესიონალიც ისევე ითამაშებდა, როგორც შენ. მთავარია, სიმპათიური გოგო ყოფილიყო და არის კიდეც. მითხარი, წყალბურთში თუ ერკვევი?

– ვერ ვერკვევი, მაგრამ მომწონს.

– და აი, რა მოგწონს კონკრეტულად?

– სიმპათიური, ნავარჯიშები ბიჭები არიან, ყველას კარგი ტანი აქვს. ალბათ, ამიტომაც კარგი სანახაობაა.

– გეთანხმები. მე შენ წაგიყვან კარგ თამაშზე...

– აჰა, უკვე მივყავარ კიდეც (იცინიან).

– მინდა, გავერკვეო, ხომ თქვი?! წაგიყვან, მშვენიერ ბიჭებს გაგაცნობ და თამაშს გაყურებინებ. კინოს შევეხეთ. მოდი, გადავიდეთ მუსიკაზე. ის თუ არის შენი ჰობი და რით ერთობი, სად ერთობი, ერთობი თუ არა საერთოდ?

– ბოლო პერიოდში საერთოდ ვერ ვერთობი, ეს ძალიან დიდ ფუფუნებად იქცა ჩემთვის. დილის ექვს საათზე ვიღვიძებ, მივდივარ სამსახურში, იქიდან თერთმეტის ნახევარზე – ლექციებზე, ლექციებიდან კი სახლში და ვამზადებ მეორე გადაცემას. შემდეგ მივდივარ გადაღებებზე, რომელიც შეიძლება, ღამის თორმეტ, პირველ, ან ორ საათზეც კი დამთავრდეს. დილით, ისევ ექვს საათზე – „პადიომ“ და ასე. ამიტომ, ჩანთით დამაქვს ყველაფერი, მაცივრის გარდა...

– მაჩვენე, აბა, შენი ჩანთა.

– (დაიწყო ამოლაგება – ავტორი) ესე იგი, კოსმეტიკის ჩანთა თავისთავად, ჩუსტები, სავარცხელი, ორი ლიმონი, სათვალე, საფულე, ძაფი ნემსით, ჭიქა, თერმოსი. ფოტოაპარატი, რატომ დევს აღარ მახსოვს. ლურჯი რატომ არის ეს ძაფი არ ვიცი. როგორც ჩანს, რომ ჩავიდე ასე მჭირდებოდა. დღეს გამიმართლა, და აქ არ დევს თმის საშრობი, ტანსაცმელი და კიდევ უამრავი რამ, რითაც სავსეა ხოლმე ჩემი ჩანთა. ბევრ ადგილას ვარ მისასვლელი და რა ვქნა?!

– ლოგიკურია თმის საშრობით სიარული. თუ შუადღისას ვარჯიშობ და მერე გადაღება გაქვს, რა უნდა ქნა?!

– თან გადაღებებზე თმაზე ძირითადად რაღაც საოცრებებს მიკეთებენ. ამიტომ, მერე ჩემით მომყავს ჭკუაზე. ისე ვიკეთებ, როგორც მე მომწონს.

– ანუ, გავიგეთ, რომ ვერ ერთობი.

– შიგადაშიგ, ჩემი გართობაა, რომელიმე წვეულებაზე მისვლა, სადაც რომ არ მივიდე, არ გამოვა. მივალ, მეგობრებს ვნახავ, ვერც ალკოჰოლს მივიღებ, ვერც ბევრს ვიცეკვებ, რადგან ენერგია მჭირდება და მალევე მოვდივარ სახლში. ყველაზე დიდი გართობა დღეს ჩემთვის ძილია.

– ბიჭებისთვის დრო არ გრჩება?

– სამწუხაროდ, არა.

– და ეგ არის მიზეზი, რის გამოც შეყვარებული არ გყავს თუ შესაბამისი კანდიდატურაც არ არსებობს?

– ალბათ, არც კანდიდატურაა, რადგან მგონია, რომ ამისთვის დროს აუცილებლად გამოვნახავდი. ამ ინტერვიუსთვის თუ ვიპოვე დრო, შეყვარებულისთვისაც ვიპოვიდი.

– როგორ ადამიანს აირჩევდი და მიუძღვნიდი შენს ცხოვრებას?

– იდეალი არ მყავს. გარეგნული მხარე ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ერთმანეთს ვუგებდეთ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას – უი, ლიკა, იცი, ეს ძალიან ცუდი ბიჭია. ეს არ მაინტერესებს. მთავარია, მე ვიყო მასთან კარგად. ჩემს ცხოვრებას დავუთმობ ბიჭს, ვინც ჩემთვის იდეალური იქნება.

– შეგიძლია, დათმო შენი ცხოვრება, ალბათ, ხვდები, რომ თვითმკვლელობას არ ვგულისხმობ.

– ახლა შეიძლება ვთქვა, რომ არავის გამო ამას არ გავაკეთებ, რა სისულელეა. მაგრამ, ჯერ არავინ მყვარებია და არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, თუ ვინმე შემიყვარდება. სურვილი იმის, რომ მიყვარდეს, ალბათ, სულ არსებობს, მაშინ ავადმყოფი უნდა ვიყო. მგონია, ეს ის გრძნობაა, რომელიც არ იმართება.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლიკა ქორქია

– როსტო, მოდი ახლა შენ მოგვიყევი როგორია შენი ერთი დღე, რომ გავიგოთ როგორ ცხოვრობ.

– ვიღვიძებ დილით და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი თვეა, მეორე სამსახურში აღარ ვმუშაობ, გასაქცევი არსად ვარ. „ტელეიმედის“ გარდა „მადნეულში“ ვმუშაობდი და ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ, აღარ გავაგრძელე ის საქმიანობა. შესაბამისად, დღის პირველი ნახევარი თავისუფალი მაქვს და ვცდილობ, რაც შეიძლება, დიდხანს დავიძინო. მერე ერთი საათი სახლში დავბოდიალობ. ბოლო ერთი თვეა, ძირითადად ოჯახურ პრობლემებს ვაგვარებ. იქ ვიღაცას მანქანა თუ ჰყავს გასაკეთებელი, წავიყვან, მივხედავ... შემდეგ მივდივარ „იმედში“. თუ ჩაწერაა, თავისთავად უნდა მივიდე და თუ არ არის ჩაწერა, მაინც ვცდილობ, იქ ვიყო – გავიგო რა ხდება, რას ვგეგმავთ გადაცემაზე, ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები. მაგრამ მერე ისე მოვდივარ, მაინც ვერაფერს ვიგებ. იქ ისეთი ხმაური და ჩოჩქოლია, ისეთი საგიჟეთი, რომ ვცდილობ, არ ჩავერიო. ეს არის ჩვეულებრივი ერთი დღე.

– საღამო, გართობა?

– საღამოებს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ. კი ხშირად ვარ მათთან ერთად, მაგრამ ამ ბოლო დროს, უფრო სახლში ყოფნა შემიყვარდა. როგორც ჩანს, ეს უკვე ასაკის ბრალია. იმდენი ვიარე „ზბორებზე“, თამაშებზე და გავერთე სხვაგან, რომ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მიტაცებს.

– პირველად რა ხნის იყავი შეკრებაზე რომ წახვედი?

– პირველად, მახსოვს, თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც ბულგარეთში ერთი თვით წაგვიყვანეს – აბსოლუტურად, დამოუკიდებლად და ეს ძალიან მომეწონა. მერე რამდენიმე წელი მოსკოვში ვცხოვრობდი, თან საკმაოდ აქტიურად. აი, ღამის გართობა იქ იყო. ამიტომ, დღეს ქართულ კლუბებში ვეღარაფერი გამაკვირვებს. ამიტომ, მირჩევნია სახლში ვიყო.

– და რას აკეთებ ხოლმე სახლში?

– ძირითადად, ტელევიზორს ვუყურებ...

– „რუსთავი 2-ს“, არა? (იცინიან)

– არა, უფრო სპორტულ არხებს.

– რატომ დაანებე თავი წყალბურთს, უკვე დიდი ხარ?

– არა, ახლა ზუსტად იმ ასაკში ვარ, როცა წყალბურთელის კარიერის პიკია. მაგრამ, თამაშს თავი ხუთი-ექვსი წლის წინათ დავანებე, რადგან არანაირი პერსპექტივა ამ სპორტში არ იყო. ელემენტარულად აუზებში წყალსაც ვერ ცვლიდნენ. თანაც, ჩავაბარე, ვსწავლობდი და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებდი ამდენ ვარჯიშს.

– რა პროფესიის ხარ?

– თბილისში დავამთავრე მარკეტინგი და მერე მოსკოვში ფინანსური აკადემია.

– ყოჩაღ! მოსკოვიდან თბილისში რომ ჩამოხვედი დეპრესია არ დაგემართა?

– კი. 2008 წელს ჩამოვედი თბილისში, ომის პერიოდში და ეს იყო საშინელება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვიტყვი, რომ მოსკოვზე მაგარი ქალაქი მსოფლიოში არ არსებობს. სად აღარ ვარ ნამყოფი – დასავლეთში თუ აღმოსავლეთში, არც პარიზს, არც ვენას არც მადრიდს არ შევადარებ მოსკოვს. ჩემი და დღემდე იქ ცხოვრობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეობა არ მქონდა, ვეღარ დავრჩებოდი.

– ორმაგი მოქალაქეობა, არა?

– ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია და სიამოვნებით მივიღებდი. მოსკოვი-თბილისი ეს ორი სხვადასხვა სამყაროა. ვგიჟდები თბილისზე, მაგრამ მოსკოვს სხვა რიტმი და ენერგეტიკა აქვს. თან, იქ ძალიან ბევრი ჩემიანია, უახლოესი მეგობრები. დაახლოებით ერთი თვე სახლიდან გასვლა არ მინდოდა. კი დავდიოდი მეგობრებთან ერთად, მაგრამ სულ დაძაბული ვიყავი.

– თან, აქ ერთი კლუბი არ არის ნორმალური.

– მეორე საკითხია კარგია თუ ცუდი, მაგრამ საკმაოდ ბევრი კლუბია. რომ ჩამოვთვალოთ შეიძლება რვა-ათამდე ავიდეთ. მაგალითად, მოსკოვში რვა კლუბში საერთოდ არ ვარ ნამყოფი. უამრავი კლუბია, მაგრამ სულ რამდენიმე, ორი-სამია ისეთი, სადაც ნორმალური ხალხი დადის. „სოჰო რუმს“ გვიყვარდა ძალიან, „სიმაჩოვ“ ბარი. ერთი კლუბი იყო კიდევ, სადაც ისეთი ფეის-კონტროლი იდგა თუ არ გიცნობდა, არ არსებობდა, შიგნით შეეშვი. იმას კი არ უყურებდა, რა გეცვა და როგორ გამოიყურებოდი, მისთვის ნაცნობი თუ იქნებოდა, თუ გინდა ბომჟივით შესულიყავი. მოკლედ, ეს კლუბი იყო საცერივით, სადაც მხოლოდ ის ადამიანები იკრიბებოდნენ, ერთმანეთს რომ იცნობდნენ და ერთად კარგად გრძნობდნენ თავს. რაც შეეხება „სიმაჩოვს“, არის დიზაინერი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაგარი კაფე აქვს. ძალიან მაგარი დიზაინი და ატმოსფეროა.

– არ გიფიქრია, საკუთარი კლუბის გახსნა?

– მიფიქრია, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიან ბევრი უნდა ჩადო, თან ისე, რომ მალე ვერ ამოიღებ იმ ფულს. კლუბი რომ გახსნა, სხვა ბიზნესიც უნდა გქონდეს და ეს ფული ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს შენთვის – ჩადებ და მშვიდად დაელოდები შედეგებს.

– აღმოჩნდა, რომ ჩვენი ცნობილი გოგოების, მინიმუმ ნახევრის მაინც, შეყვარებული ყოფილხარ სხვადასხვა დროს. რა მოასწარი ამისთანა?

– ადრე დავიწყე, ადრე. არ ვიცი, რა გითხრა. ალბათ, ნორმალური ადამიანი ვარ, მომწონს გოგოები და მათაც მოვწონდი. ბევრი შეყვარებულიც არ მყოლია, უფრო მეტს ლაპარაკობს ხალხი, ვიდრე რეალურად იყო, მაგრამ იყო კარგი რაღაცეები.

– ვინმეს დაუბრალებია, რომ შენი შეყვარებული იყო და სინამდვილეში ასე არ ყოფილა?

– კი. ერთი-ორი ასეთი შემთხვევა იყო. ნანახიც კი არ მყავდა გოგო, რომ თქვა, როსტო ჩემი შეყვარებული იყოო.

– მარკა აიწია ამით? ეტყობა, ვიღაც ბიჭს აბამდა და იმ ბიჭმა რომ გაიგო, ეს როსტოს ჰყვარებიაო, მე როგორ არ უნდა შემიყვარდესო (იცინიან)?!

– არ ვიცი, ამით მარკის აწევა. მართლა ვერ ვხვდები. მაგრამ, კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი-ორი შემთხვევა იყო ასეთი. რაც შეეხება შეყვარებულს, არავინ მიყვარს. თბილისში ძალიან ბევრი კარგი გოგო დადის და ვიზამ, ალბათ, რამეს (იცინიან).


скачать dle 11.3