კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის შემოდგომით გაციება საშიში და როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი სურდო ალერგიისგან



ალერგიას სპეციალისტები „სეზონურ ავადმყოფობასაც“ კი ეძახიან. ის წელიწადის თითქმის ყველა დროს სტანჯავს ადამიანს და, თუ მან ქრონიკული დაავადების სახე მიიღო, ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ვარდება. ალერგია განსაკუთრებით საშიში შემოდგომის პირას და გაზაფხულზე ხდება. ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია და საჭიროა, შესაბამისი სპეციალისტის მიერ ზუსტი ანალიზის დასმის შემდეგ, სწორი მკურნალობის კურსის ჩატარება და მისი რჩევების ზედმიწევნით დაცვა. გართულებულმა ალერგიამ, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შემოდგომით ალერგიის მომატებული ფონი, როგორ ვიმოქმედოთ ამ დროს და, ზოგადად, რა სიმპტომებით ხასიათდება სეზონური, საშემოდგომო ალერგიები, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დავით თელიას, რომელმაც მეტად საჭირო და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა.



დავით თელია: ალერგია ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი დაავადებაა. მას ზოგი სეზონურ ავადმყოფობასაც უწოდებს. ალერგია განსაკუთრებით საშიში შემოდგომით და გაზაფხულზე ხდება. თუ არ მოხდა სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა, ასევე, ექიმის რჩევების გათვალისწინება ზუსტად და ზედმიწევნით, შესაძლოა, ამ ერთი შეხედვით იოლმა და დროებითმა სეზონურმა დაავადებამ ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ასე რომ, ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, დროულად აღმოუჩინეთ საკუთარ თავს დახმარება. საერთოდ, ალერგია მომატებულ მგრძნობელობას ნიშნავს, ალერგიული ადამიანი კი უფრო ძლიერად რეაგირებს სხვადასხვა გარემო-ფაქტორებზე. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიული გამოვლინება სასუნთქი გზების დაავადებებია. მათ შორისაა: ბრონქიალური ასთმა, ალერგიული სურდო, ალერგიული კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ როგორც ქვედა, ასევე ზედა სასუნთქი გზების ალერგიულმა გამოვლინებებმა, შესაძლოა, თავი იჩინოს როგორც სეზონზე, ასევე არასეზონურ პერიოდშიც.

– ბატონო დავით, როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი სურდო ალერგიულისგან და როგორ ვიმკურნალოთ ამ დროს?

– რინიტი, ანუ სურდო, თავის მხრივ სამი სახისაა. ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს სეზონურიც და არასეზონურიც. სეზონური რინიტი ყვავილის მტვრისგან ვითარდება, არასეზონური რინიტი კი – საყოფაცხოვრებო ალერგენებისგან. ლაზორნოტონული რინიტი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და უკავშირდება გარემო ფაქტორებს. ის ხშირად მწვავდება ემოციური დატვირთვის ფონზე, ასევე, ამინდის ცვალებადობისა და ზოგიერთი საკვების მიღების დროსაც. ის დაკავშირებულია სასუნთქი გზების სისხლძარღვების არაადეკვატურ რეაგირებასთან გარემო ფაქტორებზე. აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს, რომელი ტიპის სურდო აქვს. მაგალითად, სეზონური ალერგიული, არასეზონური ალერგიული თუ ლაზორნოტონული რინიტი, რადგან ამის ცოდნა მკურნალობის დროს აუცილებელია. რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობას, ამ დროს გამორიცხულია ექიმის გარეშე რაიმე პრეპარატის მიღება და სახლის პირობებში თვითმკურნალობა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ სამივე დაავადებას სხვადასხვა პრეპარატით მკურნალობა ესაჭიროება. თუ იცით, რომ სურდო ალერგიული გენეზისისაა, მაშინ, შეგიძლიათ, ანტიალერგიული პრეპარატი ექიმის კონსულტაციის გარეშეც მიიღოთ. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პრეპარატებსაც აქვს თავისი დანიშვნისა და მიღების ვადები და წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დაახლოებით ათ ან თხუთმეტ დღეზე მეტხანს მათი მიღება იწვევს შეჩვევას. ასევე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სურდოს საწინააღმდეგო ცხვირში ჩასაწვეთებელი, ეგრეთ წოდებული ცხვირის გამხსნელების გამოყენება ამ დროს კატეგორიულად იკრძალება, რადგან ხუთ დღეზე მეტხანს მათი ჩაწვეთება ცხვირში იწვევს მედიკამენტურ რინიტს, ამიტომ, ჯობია, ექიმთან მისვლის შემდეგ გაარკვიოთ, ზუსტად რასთან გაქვთ საქმე და, შესაბამისადაც იმოქმედოთ. სხვათა შორის, ალერგია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პათოლოგია, რომელიც უეცარ სიკვდილს იწვევს, რასაკვირველია, რიგ შემთხვევებში. მაგალითად, ასეთია ანაფილაქსური შოკი, რომელიც ელვისებური რეაქციით ხასიათდება და ისე სწრაფად იწვევს ადამიანის სიკვდილს, რომ, შესაძლოა, პაციენტი სტაციონარამდეც კი ვერ მივიყვანოთ ცოცხალი. ის, შესაძლოა, განვითარდეს მცენარეულ ან საყოფაცხოვრებო მტვერზე ან კონკრეტულ მედიკამენტზე. ამ რეაქციის პროგნოზირება და დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ხოლმე. როცა სიკვდილის მიზეზს განვიხილავთ, ისიც უნდა განვმარტოთ, თუ რომელ ალერგიაზეა საუბარი. როცა საქმე ეხება ზედა სასუნთქი გზების ალერგიას, ის ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანს, აწუხებს, სტანჯავს და, შესაძლოა, მან ქვედა სასუნთქი გზების დაავადებაც გამოიწვიოს, ამის შედეგად კი ჩამოყალიბდეს ასთმა. მოკლედ რომ ვთქვათ, რინიტი, კონიუნქტივიტი, რინოკონიუნქტივიტი და ასეთი პოლინოზური სეზონური ალერგია გადადის ბრონქულ ასთმაში, ეს კი საკმაოდ ცუდი დაავადებაა. იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რომელი ალერგენი იწვევს კონკრეტულ ადამიანში ალერგიას, საჭიროა სინჯების ჩატარება. სეზონური ალერგია სეზონური ხასიათისაა. კერძოდ, ვითარდება კონკრეტულ წელს კონკრეტულ პერიოდში და ეს, როგორც წესი, იწყება გაზაფხულზე და შემოდგომის ბოლომდე გასტანს. ამ დროს ალერგიულ ადამიანს ემართება როგორც ზედა სასუნთქი ინოკონიუნქტივიტი, ასევე, ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ბრონქიალური ასთმა და საკმაოდ მძიმედ და აგრესიულად მიმდინარეობს როგორც მოზრდილ ადამიანებში, ასევე ბავშვებსა და ხანდაზმულებში. შემოდგომით ძირითადად ყვავის სოკოები და სოკოვანი ალერგენები. სპორებს, ყვავილების მსგავსად, სოკოებიც გამოაფრქვევს. ასევე, საშიშია ამ დროს სარეველა მცენარეებიც, რომლებიც ასევე გამოყოფს მტვერს. სხვათა შორის, მცენარეთა მტვერი, რომელიც გაზაფხულზე გამოიფრქვევა, დიდხანს რჩება ჰაერში და საშიში შემოდგომითაც არის. ამიტომ, ალერგია, რომელიც გრძელდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე და ნოემბრის დასაწყისამდე, აუცილებლად განპირობებულია სოკოვანი ალერგენებითა და სარეველა მცენარეებით. მინდა აქვე გითხრათ, რომ, შესაძლოა, ადამიანი ახველებდეს თვეების განმავლობაში და არ იცოდეს, რომ ეს ალერგია, კონკრეტულად, კი ასთმური პრობლემა იყოს. გაციების შემდეგ ხველას ჩვეულებრივ მომენტად აღიქვამენ და ეს არასწორია. სამედიცინო ენაზე ასეთ ხველას პოსტინფექციური ჰიპერრეაქტიულობა ჰქვია. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, დროებითი ტრანზიტოლური ასთმა. ის მიმდინარეობს ხველით და მწვავდება სხვადასხვა მძაფრი სუნებისა და გამაღიზიანებლების ზემოქმედებით. თუ ის შვიდ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ ის არა პოსტინფექციური ჰიპერაქტიურობა, ანუ ეგრეთ წოდებული გარდამავალი ასთმა, არამედ ჩამოყალიბებული ასთმაა. ამიტომ, ყველას ვურჩევ, დროულად მიხედონ და სათანადო ყურადღება მიაქციონ გამოყოლილ ხველას და ნუ გაირთულებენ ჯანმრთელობას. და, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემოდგომით, როცა ალერგიული ადამიანების რეაქტიულობა საგრძნობლად მომატებულია. ასევე, მოერიდეთ გაციებას, რომ არ გაირთულოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ სეზონზე.

– თუ არსებობს სეზონური ალერგიებისგან თავდაცვის რაიმე ხერხი?

– თავის დაცვა ალერგენებისგან, რასაკვირველია, ცოტა რთულია. უნდა მოერიდოთ მცენარის მტვერს, განსაკუთრებით – როცა ჰაერი მშრალია. ეს გამოფრქვევა მძაფრდება ქარიან ამინდში. მაღალი ატმოსფერული წნევის დროს მტვრის კონცენტრაცია იწნეხება ატმოსფეროს შედარებით დაბალ ფენებში და მტვრის რაოდენობაც შესაბამისად იზრდება. ამიტომ, თუ ალერგიული ხართ, უნდა მოერიდოთ ასეთ ამინდში სახლიდან გასვლას, სველი წესით ხშირად უნდა დაალაგოთ და დაასუფთაოთ საცხოვრებელი ბინა, გარედან შემოსულმა აუცილებლად უნდა გადაივლოთ კონტრასტული შხაპი. ბანაობის მომენტში თმასა და სხეულზე აკრული ალერგენი ადვილად ჩამოირეცხება და საფრთხეც ნაკლებია. კიდევ ვამბობ: ყველაზე კარგი თავდაცვა ალერგიისგან არის ის, რომ კონკრეტულმა ადამიანმა იცოდეს, რომელი მცენარის მტვერზე აქვს ალერგია. ამით შეძლებს ის, მოერიდოს საშიშ ადგილებს და დადგენილი ალერგენი გამოიყენოს მკურნალობის პროცესში.

ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3