კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი





გრიგოლ ნოსელი: ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ-არს, ეს მას არ ესმის.

ისააკ ასური: ადამიანებს სძულთ სიღატაკე, ღვთისთვის კი უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება.

მარკოზ განშორებული: თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს.

მამა გაბრიელი: მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა, ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში.

კირილე იერუსალიმელი: განა ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან შეგვქმნა, არ შეუძლია, აღგვადგინოს მაშინ, როდესაც უკვე ვარსებობდით და მოვკვდით.

ტიხონ ზადონელი: შვილის ბრძმად მოყვარულ მრავალ მშობელს ეცოდება თავისი ნაშიერი და არ სჯის დანაშაულის ჩადენისას, მაგრამ შემდგომ, როცა ისინი უწესონი გაიზრდებიან, აშკარად დაინახავენ თავიანთ შეცდომას. ამას გარდა, შვილებს მკაცრად უნდა აუკრძალოთ ცუდ ადამიანებთან მეგობრობა, რადგან ბოროტი სცვლის კეთილ გონებას და ამას თვით მშობლებიც უნდა ერიდებოდნენ, რათა შვილებს არ მისცენ ცდუნების საბაბი.

ნეტარი ავგუსტინე: ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებას ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას.

ბერი პაისი: ღვთის კაცმა იცის ბოროტი, როცა ბოროტმა არ იცის ადამიანთა კეთილი აზრები.

ნილოს სინელი: ვინც მოყვასის განმკითხველ ენას განერიდება, ის თვითონაც აარიდებს თავს ავისმეტყველების მანკიერებას.

იოანე ოქროპირი: მოყვასის განკითხვით შენ მასაც ზიანი მიაყენე, ვინც გისმენდა. თუ ის ცოდვილია, უდარდელი ხდება, როდესაც ცოდვაში თანამზრახველს იპოვის; ხოლო თუ მართალია, ამპარტავნებაში ვარდება და სხვისი ცოდვის გამო ამაყდება, რაც საბაბია იმისთვის, რომ დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე.

***

სიკვდილი ბოროტება არ არის, მაგრამ ცუდი სიკვდილი ბოროტებაა.

პავლე მოციქული: ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ, ვისთვისაც ყველამ სცოდა.

იაონე სინელი: როგორც ტყვია განსხვავდება ვერცხლისგან, თუმცა გარეგნულად ემსგავსება მას, გონიერთათვის ასევე აშკარაა განსხვავება ბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო სიკვდილის შიშს შორის.

გაბრიელ ეპისკოპოსი: სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არ აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი სულით თავმდაბალი და მშვიდია, რაც არ უნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.

ანტონ დიდი: არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაძლიერეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ.

ეფრემ ასური: ზეციერ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის – ლომი, ადამიანთა შვილებს შორის – ღვთის მოშიში ადამიანი.


скачать dle 11.3