კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იკურნებიან ადამიანები მძიმე სნეულებისგან, ფეხმძიმდებიან და ქმნიან ოჯახებს სახლში მიბრძანებული ხატების დახმარებით









დღეს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა გიორგის (თევდორაშვილი) ლოცვა-კურთხევით, მართლმადიდებელ ოჯახებში რამდენიმე წმიდანის სასწაულმოქმედი ხატი დაბრძანდება. ხატების საკუთარ ბინაში მიბრძანების მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რადგან საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, თუ რა საოცარი მადლი შემოაქვს ოჯახში მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და სხვადასხვა წმიდანის ხატებს. მათ ოჯახში ყოფნას იმდენად ეჩვევა ადამიანი, რომ სხვასთან გადაბრძანების დროს, სახლში საოცარი სიცარიელე ისადგურებს. ის სიმშვიდე, რომელიც ხატის ყოფნის დროს სუფევდა სახლში, ალბათ, სხვა დროს აღარ განმეორდება. რაც მთავარია, ხატების სახლში მიბრძანებას, ყოველთვის თან ახლავს სასწაული, რომლის შესახებაც ადამიანები თავად ყვებიან.

მამა გიორგი (თევდორაშვილი): ღვთის წყალობა, რომელიც ეკლესიამ დაადგინა ოჯახში ხატის მიბრძანებით, არ არის კერძო, გარკვეული ადამიანებისთვის – ეს არის საყოველთაო მოვლენა. ადრე გადაბრძანება ლიტანიობით, ბაირაღებით, ჯვრებით ხდებოდა. სამღვდელოება მრევლთან ხატებს განსაკუთრებით მაშინ დააბრძანებდა, როდესაც სოფელში იყო გარკვეული ჭირი, გვალვა, მოუსავლიანობა, განსაცდელი. არც დღეს გვაქვს ქართველებს დალხინებული ცხოვრება და როცა ვხედავთ, რომ არის საყოველთაო უმუშევრობა, გაჭირვება, გაუტანლობა, უსიყვარულობა, ჩამორჩენილობა, ერთმანეთის უპატივცემულობა, ვფიქრობ, ხატების ოჯახში მიბრძანებამ, ჩვენში უნდა გააღვივოს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, ქვეყნის, ნათესავების სიყვარული. ხატის სახლში მიბრძანებით, ჩვენში უნდა გამოისახოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, იმედი, რწმენა, სიყვარული. ამიტომ გთხოვთ ყველას, როდესაც ოჯახში შებრძანდებით ან თქვენთან მობრძანდება ხატი, ყოველთვის თავმდაბლობითა და მოშიშებით მოეპყარით ამ დიდებულ სიწმიდეს.

მაია მგელაძე: ღვთისმშობლის სტუმრობამ დიდი სიხარული და სიმშვიდე შემოიტანა ჩემს ოჯახში. უფლის მადლის ძალა იგრძნობოდა ყველაფერში. ბედნიერია ის ოჯახი, რომელიც შეიგრძნობს ამ ძალას. ჩემი ბიჭი ყოველღამე ითხოვდა ღვთისმშობლის ხატზე ნალოც სარტყელს შემოსახვევად – მას შემდეგ, რაც, როგორც თვითონ თქვა, შემოხვევისას ფეხის ტკივილი დაუამდა. თურმე, სარტყელი შემოიხვია, ათამდე დაითვალა და ფეხი აღარ სტკიოდა. დავპირდი, რომ ღვთისმშობელი ისევ მობრძანდებოდა თავისი სასწაულებით. ავუხსენი, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება, როცა გწამს და გიყვარს.

ეკატერინე და გიორგი: 2009 წლის 21 მარტს ჩვენთან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი – „შენ ხარ ვენახი“ მობრძანდა. როგორც კი გავიგეთ ხატის მობრძანების შესახებ, მე და ჩემს მეუღლეს დაგვეწყო ბრძოლები, მაგრამ ხატი შემობრძანდა თუ არა ჩვენს ოჯახში, შინაგანი სიმშვიდე დაგვეუფლა და მოგვეცა დიდი იმედი. ჩვენი სახლი პატარა ეკლესიას დაემსგავსა. ხატი ძალიან შეგვიყვარდა და ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ სახლში დიდი სტუმარი გვყავდა. მადლობა უფალს, ასეთი წყალობისთვის. ხატის წაბრძანება ძალიან საწყენი იყო, თითქოს სახლი დაცარიელდა, მაგრამ ორ დღეში შევიტყვეთ ღვთისმშობლის წყალობის შესახებ – შვილს ველოდებით. მართლაც რომ, სასწაულმოქმედია ეს ხატი. ღვთისმშობელმა შეისმინა ჩვენი ვედრება. მადლობა უფალს და მადლობა ღვთისმშობელს, ჩვენ ცოდვილებს ასეთი მადლი და წყალობა რომ მოგვანიჭა.

შორენა გეგეჭკორი (33 წლის): მაქვს ურთულესი დაავადება – გაფანტული სკლეროზი. 13 წლის წინ ამ დაავადებით ვიყავი ძალიან მძიმედ, არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, თან მაშინ დიაგნოზი არ ვიცოდი. უფლის ძალით და მადლით, 3 თვეში გამოვჯანმრთელდი, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. ამის შემდეგ შვილიც მეყოლა. 2007 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად მარჯვენა თვალში მხედველობა დავკარგე. სად არ ვიარე, მაგრამ მედიცინამ ვერაფერი გაიგო. შემდეგ მე და ჩემმა მეზობლის გოგომ – მეგი ხარაულმა დავიწყეთ სიარული მეტეხის ტაძარში, კვეთებულისა და ჯანმრთელობის ლოცვებზე. სამ თვეში, უფლის შეწევნით, მხედველობა აღმიდგა. 2008 წლის გაზაფხულზე ისევ გავხდი ცუდად, საერთოდ მოვწყდი, კლინიკური სიკვდილიც განვიცადე, რის შემდეგაც აღმოვჩნდი ნევროლოგიის ინსტიტუტში, რეანიმაციის განყოფილებაში. ორი კვირა აპარატზე ვიყავი შეერთებული, ჩემი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. მაგრამ, უფლის შეწევნით კვლავ გამოვედი მდგომარეობიდან. ორი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. მედიკამენტებით მკურნალობის შემდეგ, ფეხზე წამოვდექი, მაგრამ შევწყვიტე მკურნალობა და მარჯვენა თვალში ისევ დავკარგე მხედველობა. ძალიან ცუდად ვიყავი, მთელი ორი კვირა სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. მაგრამ, კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ერთ დღეს ბედნიერი დილა გამითენდა, დამირეკა მეზობლის გოგომ, მეგი ხარაულმა და მითხრა, ვიცი, ძალიან ცუდად ხარ, მაგრამ სასწრაფოდ ჩემთან გადმოდიო. გაოცებული დავრჩი მისი ასეთი მომართვით. ბავშვს მოვკიდე ხელი და ძლივს მივედი იქამდე. მეგი ოთახის კართან დამხვდა და მკითხა, ყველაზე ძალიან რას ინატრებდიო. არც დავფიქრებულვარ და ვუპასუხე, მხოლოდ ჯანმრთელობას-მეთქი. მაშინ, შედი ოთახშიო. შევაღე ოთახის კარი, შევედი და დამხვდა სასწაული, მეგისთან დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი – „შენ ხარ ვენახი“, რომლის მობრძანებასაც ორი წელი ველოდით. მე უცბად ხატის წინ დავემხე, ტირილი ამიტყდა და ხატს ვთხოვდი, გამოვეჯანმრთელებინე, იმ დროს ლოცვის წაკითხვის თავი არ მქონდა, მაგრამ მეგიმ მცხო ზეთი და მანუგეშა. შემდეგ ძლივს გადმოვედი სახლში. სახლში მოსვლა და ჩემი გამოჯანმრთელების დაწყება ერთი იყო. მეორე დღეს ლოცვის წაკითხვაც შევძელი და იმის დანახვაც, როგორ სდიოდა ხატს მირონი. ერთი კვირის შემდეგ, ხატი ჩემთან გადმოაბრძანეს. მე დღითიდღე უკეთესობისკენ მივდიოდი. ხატს მირონი ჩემს სახლშიც წამოუვიდა. ასევე, მირონი წამოუვიდა ჩემი შვილის ნათლიის ხატს და ჩემს ხატსაც. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ ეს ბედნიერება ჩემს ოჯახში მოხდა – ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის, „შენ ხარ ვენახის“ მადლი ჩემს ოჯახშიც ტრიალებს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, უპირველეს ყოვლისა, იწამოთ ღმერთი, ილოცოთ მთელი სულითა და გულით. უფალი ყველას შეგეწევათ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ხათუნა ლომიძე (ქალაქი ხაშური): 2010 წლის 20 ივნისს ჩემს ოჯახში დიდი ბედნიერება დატრიალდა, მობრძანდა ხუთი ხატი: „მაცხოვარი“, „შენ ხარ ვენახი“, „სერაფიმ საროველი“, „წმიდა ბარბარე“, „წმიდა ნიკოლოზი“. უდიდესი სიხარული და განცდა დამეუფლა, გავხდი იმის ღირსი, რომ ასეთი წმიდანების წინაშე მელოცა მუხლზე დაჩოქილს და მათთვის დიდი სიყვარულით მომევლო. ხატების მობრძანებისთანავე, დაიწყო სასწაულები – მოფრინავდნენ ჩიტები და ღვთისმშობლის ხატს ნისკარტით ეხებოდნენ, თითქოს თაყვანს სცემდნენ. სამი დღის განმავლობაში მტრედი არ მოსცილებია ჩემი სახლის სახურავს. თითოეული მლოცველის წინ ხდებოდა სასწაულები. სახლი ერთ პატარა სამლოცველოდ გადაიქცა. ასეთ ლოცვებში გაილია ერთი კვირა და მეორე კვირას – ოთხშაბათ დღეს, საღამოს ლოცვის დროს მლოცველების თვალწინ ოჯახიდან მობრძანებულ უფლის ხატს, რომელიც ხატებთან იყო დაბრძანებული, მირონი წამოუვიდა შუბლიდან. ამ სასწაულის დანახვისას, ყველამ ტირილი დავიწყეთ, გაოცებული ვიყავი და უფლის ხატის წინაშე დავიჩოქე. ეს ამბავი უცებ მოედო ქალაქს, საიდან არ მოდიოდნენ, რომ ენახათ უფლის მირონმდენი ხატი. დიდი მადლობა უფალს და წმიდანებს იმ მადლისთვის, რაც ჩემს ოჯახში დატრიალდა. საოცრება კი ის იყო, რომ როდესაც მლოცველების რაოდენობა მატულობდა, ხატიც მირონის დენას უმატებდა. ძალიან ბევრი ეზიარა რწმენის მადლს, ხატების სახლში მიბრძანების სურვილიც გაუჩნდათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირინას, ამ ძალიან კარგი საქმისთვის. მისი წყალობით, ვეზიარე ამხელა მადლს და მადლობა მამა გიორგის იმ ღვაწლისთვის, რასაც მრევლის თითოეული წევრისთვის იღებს. ღმერთმა დალოცოს ეს ადამიანები და გვიმრავლოს მისთანები. უფალი იყოს ჩვენი შემწე და დაგვიფაროს ღვთისმშობლის კალთამ.

ირინა ბუბუტეიშვილი: დაახლოებით სამი წელია, რაც მამა გიორგის (თევდორაშვილი) კურთხევით ხატებს დავაბრძანებ სახლებში. მანამდე მონასტერში ვაპირებდი წასვლას, მამა გიორგიმ მითხრა, წმიდა ნიკოლოზს სთხოვე, გზა გიჩვენოსო. ვთხოვე და ეს მადლიანი საქმე გამომიჩინა. ხატების სახლში მიბრძანების მსურველი ძალიან ბევრია. ისინი სიაში ეწერებიან. ასევე, წერენ, რომელი ხატის მიბრძანება სურთ. მამა გიორგის კურთხევით, რამდენიმე ხატი სწორედ ამისთვის დაიწერა. ბევრი ადამიანი ხატის სახლში მიბრძანების შემდეგ, მოქცეულა, ზოგი უფრო გაძლიერებულა, გამტკიცებულა რწმენაში. არა მარტო ისინი, ვინც სახლში მიაბრძანებენ ხატებს, არამედ მათი მეზობლები, ნათესავები, ყველანი დიდ მადლს გრძნობენ და ყოველთვის უჭირთ ხატებთან გამომშვიდობება. ხშირად ამბობენ, რომ, როდესაც ხატი მათი სახლებიდან მიბრძანდება, თითქოს სახლში სიცარიელე ისადგურებს. პირადად ჩემი ოჯახის შექმნაც, სასწაულს უკავშირდება. იმ დროს, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლის ოჯახში მივაბრძანე ხატი – „ქორწილი კანას გალილეაში“ (ოჯახური კეთილდღეობისა და ქორწინების), მაშინ თემო (ჩემი მეუღლე) არ აპირებდა დაოჯახებას, მონასტერში უნდოდა წასვლა. მაგრამ, ხატის მიბრძანების შემდეგ, სიმპათიები გაუჩნდა ჩემ მიმართ, დავახლოვდით. აგვისტოში ხატი მივაბრძანე მის ოჯახში და თებერვალში დავქორწინდით. მადლობელი ვარ უფლის, რომ ასეთი საქმე ჩამაბარა. ყველა ადამიანს ვუსურვებ, არ მოკლებოდეთ უფლის მადლი და მფარველობა. რაც უფრო მეტი ადამიანი მიაბრძანებს ხატს სახლში, მით უფრო მეტი გახდება მორწმუნე, გამოჯანმრთელდება და მათზე უფლის, დედა ღვთისმშობლისა და წმიდანების მადლი გადმოვა.


скачать dle 11.3