კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირის დღეების ასტროპროგნოზი







ორშაბათი

თავდაჭერისა და წინდახედულობის შემთხვევაში, დღე მეტად სასიკეთოდ ჩაივლის. გამახვილდება ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა, ასევე, უყაირათობისა და სულსწრაფობისადმი მიდრეკილება. კარგია მოგზაურობა, რთული საკითხების გადაწყვეტა; ატარეთ ნაცრისფერი, ბეჟი, ცისფერი, ნარინჯისფერი ან ოქროსფერი სამოსი; ქვებიდან კი – ოპალი, ამეთვისტო, თეთრი აქატი, ცირკონი ან ტოპაზი. ახლობლებთან ურთიერთობის დროს, აკონტროლეთ გრძნობები. არ ვარგა სასიყვარულო ურთიერთობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. სუსტდება ნერვული სისტემა, ფილტვები, ბრონქები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის.

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

სამშაბათი

გეომაგნიტური დღეა

სიმშვიდისა და წინდახედულობის დღეა. გაიაზრეთ თქვენი მოქმედებები. მოიმატებს ახლობლებთან კონტაქტის სიხშირე. ნუ აწყენინებთ მათ, ვინც გიყვართ. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თანამშრომლების სამსახურში მიღება. ატარეთ ნაცრისფერი, ცისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ლაბრადორი, მწვანე ძოწი, ონიქსი, აქატი, ქრიზოლითი, ტოპაზი, ბრილიანტი ან გიშერი. კარგია საკომუნიკაციო ტექნიკასთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა, სავაჭრო გარიგებები, ხელშეკრულებების დადება, ახალი პროფესიის ათვისება, საბანკო ოპერაციები. სუსტდება ბრონქები, ფილტვები, ბრმა ნაწლავი, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

ოთხშაბათი

ეს არის ეჭვებისგან გათავისუფლების, სულიერი განვითარების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღე. მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობაც, ამიტომ, ფრთხილად იყავით. არ ვარგა ბევრი შეხვედრა, სასიყვარულო კონტაქტები, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა, ფულის ვალად აღება. მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. ატარეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, ცისფერი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – წითელი იასპი, მთის ბროლი, მწვანე ძოწი, საფირონი ან ავანტიურინი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. კარგია ვაჭრობა, საოჯახო საქმეების კეთება. სუსტდება კუჭი, მკერდი, თვალები, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის.

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღეა

პოზიტიური დღეა შემოქმედებითი მუშაობისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად, საკითხების გადასაწყვეტად. გამოიჩინეთ წინდახედულება და თავდაჭერა, რადგან დიდია მოტყუების ალბათობაც. გადამოწმების გარეშე ნუ მოაწერთ ხელს საბუთებზე. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, ცისფერი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ობსიდიანი, ავანტიურინი, ალექსანდრიტი, ცირკონი, ჯესპილიტი, პირიტი ან სელენიტი. სიზმრები ახდება. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა, ფულის ვალად აღება. კარგია ავეჯის ყიდვა, ვაჭრობა, ხელოვნებასთან კონტაქტი, სასამართლო პროცესების დაწყება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

პარასკევი

გეომაგნიტური დღეა

გადაწყვიტეთ პრობლემები, მიაღწიეთ მიზანს, მოაგვარეთ საკამათო საკითხები. ეს არის თვითშემეცნების, ცოდნის მიღების, საოჯახო ურთიერთობების დღე. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. კარგია იურიდიული საქმეების მოგვარება; ატარეთ წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი ან ბეჟი სამოსი; ქვებიდან კი – იასპი, საფირონი, ცისფერი აქატი, ცისფერი ნეფრიტი, ქარვა ან ცირკონი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. არ ვარგა სასიყვარულო კონტაქტები, ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების დადება, ადგილსამყოფლის შეცვლა, ვაჭრობა. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის.

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

შაბათი

აკონტროლეთ ხასიათში უარყოფითი თვისებები, კონფლიქტისადმი მიდრეკილება. კარგია მონანიება, პატიება, გართობა, დასვენება, თმის შეჭრა. ნუ იქნებით პრეტენზიული. ატარეთ თეთრი, შავი, შინდისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – რუხი ტოპაზი, თეთრი და შავი ნეფრიტი, აკვამარინი, ლურჯი საფირონი ან ქარვა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სიზმრებს. არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების დადება, ადგილსამყოფლის შეცვლა, კარგია მშენებლობის დაწყება, ხელოვნებასთან კონტაქტი. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

კვირა

გეომაგნიტურია დღის

მეორე ნახევარი

კარგია მშენებლობის დაწყება, მაგრამ არ ვარგა ახალი საქმის წამოწყება. ნუ აჰყვებით პროვოკატორებს. მეტი დრო დაუთმეთ სახლს. ნუ იკამათებთ და ნურც საქმეებს გაარჩევთ. ატარეთ წითელი, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ცისფერი ნეფრიტი, ციტრონი, შავი იასპი, ფირუზი ან ობსიდიანი. სიზმრებს ყურადღება მიაქციეთ, არ არის გამორიცხული, ისინი ახდეს. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ღვიძლი, ელენთა, კანი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, კირჩხიბებისთვის.


скачать dle 11.3