კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დღეს ნანახი სიზმარია სახიფათო და ცუდის მომასწავებელი და როგორ დავიმუხტოთ წარმატებების ადვილად მისაღწევად მთვარის დადებითი ენერგიებით








ჩვენს გარემომცველ საგანთა შორის, ბევრი ისეთი ნივთია, იდუმალი და მაგიური თვისებები რომ გააჩნია. არსებობს ისეთი საშუალებებიც რეალურ ცხოვრებაში ჯადოს აცილებაში რომ დაგეხმარებათ. თუ პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოს, ქალბატონ ნანის რჩევებს გაითვალისწინებთ, ადვილად შეძლებთ, ავი თვალის აცილებას, უარყოფითი ენერგიების განმუხტვას და სუფთა აურით, უსაფრთხოდ ცხოვრებას. მისივე თქმით, კარგი მაგიური დამცავი საშუალებაა ადამიანებისთვის უბრალო, ჩეულებრივი, „მტირალა ბოსტნეული“ – ხახვი. თურმე, მას „ჭუჭყიანი” ასტრალური ენერგიებისგან შეუძლია, გაგვათავისუფლოს.







ნანი: ადამიანის გარემომცველ საგანთა შორის, სარკე ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი და შეუსწავლელია. მის შესახებ, ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია ამოუხსნელი. ერთი რამ კი, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მას განსაკუთრებული მოვლა და შენახვა სჭირდება, რომ არ გატყდეს, ან არ გაიბზაროს და ეს უბედურების მაუწყებელი არ გახდეს. ის ჯადოს, საგვარეულო წყევლისა და ავი თვალის წინააღმდეგაც კი მოქმედებს. ოჯახს, სადაც ის კიდია, იცავს ნეგატიური ენერგიებისგან.

– ქალბატონო ნანი, მართალია, რომ ამბობენ, სარკეს ბევრი უბედურების მოტანა შეუძლია, თუ პატრონი უდიერად ექცევა ან სათანადო ყურადღებას არ აქცევსო?

– გეტყვით, რომ სარკეს, როგორც უბედურების, ასევე სიკეთის მოტანაც შეუძლია ადამიანებისთვის. დღეს, არც ის არის საიდუმლო და ეს ყველა პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსმა იცის, რომ სარკე, ერთგვარი, სხვა სამყაროში გადასასვლელი კარია. თავად ადამიანებზეა დამოკიდებული, სწორად და ფრთხილად თუ გააღებენ მისი საშუალებით ამ იდუმალ კარს. სარკე ასევე, პარალელური სამყაროების კარიბჭედ მიიჩნევა. ასე რომ, სახლში, კედელზე დაკიდებულ სარკეებს, თუ ჩანთაში მოთავსებულ დეკორატიულ, პატარა სარკეებს, რომლებიც ქალბატონების საყვარელი ნივთია, გირჩევთ, ყურადღებით და სწორად მიუდგეთ. ის ინფორმაციის შემნახავი ნივთია. რაც უფრო დიდი ხნით გაქვთ ის სახლში, მით მეტ ინფორმაციას „იწოვს“ ის თქვენგან, უფრო კარგად „გეცნობათ“ და შესაბამისად, იცის როგორ დაგიცვათ, ან პირიქით, მიგანიშნოთ მომავალ საფრთხეზე.

– მომავალ საფრთხეზე რა ფორმით შეიძლება მიგვანიშნოს?

– აი, მაგალითად, თუ სარკე დაიბურა, გაჩნდა მასზე ლაქები, გაიბზარა ან გატყდა, ესე იგი ადამიანს რაღაც უსიამოვნება ელის წინ. არ არის აუცილებელი, სარკის გატეხას, მისი მფლობელის ან ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება მოჰყვეს, როგორც ეს ხალხში გავრცელებული მოსაზრებაა. ეს, სიკვდილის ტოლფასი კრახის, დაავადების ან პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის წინაპირობა შეიძლება გახდეს და ის მის მფლობელს გაფრთხილებას ასეთი სახით აძლევს. სხვათა შორის, დიდი შანსია, მსგავსი ცუდი ამბები თავიდან აიცილოთ, თუ სარკეს ენერგეტიკულად ხშირად გაწმენდთ.

– სარკის ენერგეტიკული გაწმენდა რა წესით შეიძლება?

– ნეგატიური ზემოქმედებისგან, სარკეს ყველაზე კარგად ახალი მთვარის ენერგიით დამუხტული წყალი წმენდს. კერძოდ, ახალი მთვარის დროს, ღამის 12 საათზე, აიღეთ რაიმე ჭურჭლით წყალი, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა, მაგალითად, ოცთეთრიანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. ღამით, მთვარის შუქზე, წყალი დაიმუხტება მთვარის ენერგიით. დილით ამ წყლით დაასველეთ უხმარი თეთრი ქსოვილის ნაჭერი და გაწმინდეთ ყველა სარკე, რომელიც სახლში გაქვთ ან ჩანთით ატარებთ. მონეტა კი ამ ქსოვილში გაახვიეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ, რათა ღამით ტკბილი ძილი გქონდეთ და კოშმარულმა სიზმრებმა არ შეგაწუხოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მეორედ გაწმენდის დროს, ის ნაჭერი აღარ გამოგადგებათ, მონეტა კი იგივე უნდა იყოს. ყოველ ახალ მთვარეზე, ასეთი წესით გაწმენდილი სარკე ენერგეტიკულად სუფთავდება და ის თქვენთვის დადებითი ემოციების და წარმატებების მომტანი გახდება. თუ ავადმყოფობა გაწუხებთ, აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ზემოთ თქმული წესით, ახალ მთვარეზე დამუხტული წყალი ჩაასხით აბაზანაში და ჩაწექით. დახუჭეთ თვალები, იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თან მონეტა მუჭში გქონდეთ. აბაზანის შემდეგ, მონეტა, ისევ ბალიშის ქვეშ დაიდეთ და დაწექით დასაძინებლად. ასე თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნით უარყოფით ენერგიას და ავადმყოფობასაც ადვილად დაამარცხებთ. ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ, ვერც ავი თვალი და ჯადო, ახლოს ვერ გაგეკარებათ. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით, რადგან მას წინააღმდეგობას კარგად უწევს მთვარის ენერგიებით დამუხტული თქვენი ორგანიზმი.

– ხშირად, სიზმრად ნანახი ადამიანს უხდება და ამბობენ, თუ სიზმრად სარკე გაგიტყდა, ან მასში ჩაიხედე, ეს უბედურების მომტანიაო. მართალია ეს მოსაზრება, და თქვენ რას გვეტყვით, როდის ესიზმრებათ ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები?

– თუ ჩემი კომენტარი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ადამიანებს გარკვეულ დღეებში ნანახი სიზმრები, მართლაც უხდებათ რეალურ ცხოვრებაში. ამ დღეების ცოდნა დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ღირს კი ნერვიულობა ღამით ნანახ სიზმარზე და არის თუ არა ის რეალურად თქვენი მომავალი ბედის წინასწარმეტყველი. მაგალითად, აუცილებლად ახდება ის სიზმარი, რომელსაც ადამიანი თვის 1, 3, 5, 9, 18, 19, 20, 21, 23, 29 და 30 რიცხვებში ნახავს. ყოველ შემთხვევაში, ამ დღეებში ნანახი სიზმრების ახდენის დიდი ალბათობაა. ასევე, ამათგან ყველაზე საშიშია 23 და 29 რიცხვში ნანახი კოშმარული სიზმარი, რადგან ის ცუდზე მიგანიშნებთ. არ შეგეშინდეთ, ეს ღამის გაფრთხილებაა და თქვენ უნდა ეცადოთ, დღე მეტი დაკვირვებით, კონფლიქტებისა და ექსტრემის გარეშე განვლოთ და შესაძლო სახიფათო რისკების ალბათობა შეამციროთ. საერთოდ კი, წინასწარმეტყველურ სიზმარს ადამიანი გამთენიისას ხედავს, შუადღით ნანახ სიზმარს კი არ უნდა დაუჯეროთ. ღამით ღრმად გძინავთ და დილისკენ ძილი უფრო ნათელი და მსუბუქია. თუ სიზმარში სარკეში იხედებით და საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ, ეს კარგი სიზმარია, მაგრამ თუ გამოპრანჭული და გასუქებული ხართ, ეს ცუდზე მიგანიშნებთ.

– ქალბატონო ნანი, ძველი ხალხისგან გამიგია, ხახვს გარკვეული მაგიური თვისებები აქვსო. სიმართლე გითხრათ, მისი გაციებისა და გრიპის პროფილაქტიკურ ეფექტურობაზე ბევრი მსმენია, მაგრამ ამ ბოსტნეულის მაგიურ თვისებებზე არასდროს დავფიქრებულვარ. ის მართლა არის მაგიური დამცავი საშუალება ადამიანებისთვის?

– (იცინის). გამიკვირდა ეს რომ მკითხეთ, რადგან ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცის. თუ გაიგეთ, მით უმეტეს, ძველი ხალხისგან, ესე იგი, მართალია. გეტყვით, რომ ყველაზე იოლი, ხელმისაწვდომი, ეფექტური და ელემენტარული მაგიური დამცავი საშუალებაა, ჩვეულებრივი ხახვი. აი, ის ხახვი, მტირალა ბოსტნეულს რომ ვეძახით დიასახლისები და ისიც რომ ცხარე ცრემლით, დაუნდობლად გვატირებს (იცინის). ერთ მარტივ და ეფექტურ ხერხს გასწავლით: აიღეთ საშუალო ზომის წითელი, მწარე ხახვი და გაჭერით იმდენ ნაწილად, რამდენი კუთხეც არის თქვენს მისაღებ ოთახში. დაალაგეთ ისინი კუთხეებში. საერთოდ, ოთახის კუთხეებიდან ისეთი გამჭოლი ასტრალური ენერგიები მოდის, რომელიც ადამიანის ენერგეტიკაზე მოქმედებს და აურას აზიანებს. ოთახის კუთხეებში დაწყობილ ხახვს კი აქვს თვისება, შეისრუტოს ჭუჭყიანი ასტროლოგიური ენერგია და დაგვიცვას მისგან ადამიანები, რომლებიც იმ ბინაში ცხოვრობენ.

– რამდენი დღე უნდა ეწყოს ხახვის ნაჭრები ოთახის კუთხეებში და შემდეგ სად წავიღოთ ისინი?

– ხახვის ნაჭრები სამი დღე უნდა ეწყოს, შემდეგ ის უნდა აიღოთ, გაახვიოთ ქაღალდში და გზაჯვარედინზე დადოთ. ამით საცხოვრებელს გაათავისუფლებთ ასტრალური ნაგვისგან. ეს ხახვის ნაჭრები ჭუჭყიანი ასტრალური ენერგიებით არის დამუხტული. ბევრმა დიასახლისმა იცის ასევე, კერძის მოსამზადებლად წინასწარ გაამზადებს პროდუქტებს. მაგალითად, დაჭრის ხახვს და დააწყობს მაგიდაზე, რომ მეორე დღეს დრო მოიგოს და საქმე გაიიოლოს. ამით დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან, ღამით, მაგიდაზე დატოვებული დაჭრილი ხახვი იმუხტება ბინაში არსებული ნეგატიური ენერგიით, ღრუბელივით ისრუტავს მას. მეორე დღეს მისი კერძში გამოყენებით კი თქვენს ორგანიზმს ენერგეტიკულად იბინძურებთ და საფრთხეს უქმნით არა მარტო საკუთარ, არამედ, ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და გაითვალისწინოთ ის წესები, რომელზეც გესაუბრეთ. საერთოდ, როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ყოველთვის ვამბობ და ვაფრთხილებ ადამიანებს, თუ არ შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ, საფრთხეს მაინც ნუ შეიქმნით ხელოვნურად. დაუჯერეთ ისეთ ადამიანს, ვისაც ამ საქმეში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აქვს. ეზოთერულ-პარაფსიქოლოგიური რჩევები ოდითგანვე იღებს სათავეს და, თუ საუკუნეების წინანდელ ცნობებში ჩავიხედავთ, მას ადამიანების უმრავლესობა საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა.


скачать dle 11.3