კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა სტალინმა ბაქოში „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ გამოცხადდა თბილისში სტალინზე ძებნა










სტალინმა ცოლ-შვილი ნავთობსაბადოს მუშის ბინაში დააბინავა, თვითონ კი ისევ ყაჩაღობის, შპიონაჟის, გამოძალვისა და აგიტაციის მორევში გადაეშვა. ეს მისი კარიერის ყველაზე ბინძური წლებია. როტშილდის ფულადი დახმარებით, მან თავისი პატარა ოჯახი მალე ბაქოდან ბაიოლოვის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა. ვიღაც თურქისგან დაბალჭერიანი აღმოსავლური სახლი იქირავა პირდაპირ ზღვის პირას, გამოქვაბულის თავზე. კატომ სახლი მყუდროდ მოაწყო ხის საწოლებით, ფარდებითა და პატარა საკერავი მანქანით კუთხეში. მაგრამ, სოსო ხშირად არ იყო შინ. კატოს ცოტა ნაცნობი ჰყავდა, ხშირად სერგო ალილუევი ესტუმრებოდათ, ხოლმე. ალილუევი ადგილობრივი ელექტროსადგურის, ასე ვთქვათ, მენეჯერი იყო და ცოლ-შვილთან ერთად ზღვისპირა ვილაში ცხოვრობდა. სწორედ აზერბაიჯანში ცხოვრების დროს მოხდა ის ამბავი, რომელსაც ხშირად იხსენებდნენ ალილუევების ოჯახში: მათი უმცროსი ქალიშვილი – ლამაზ თეთრ კაბაში გამოწყობილი ნადეჟდა, შემთხვევით, ზღვაზე გამავალი ტერასიდან გადავარდა. სტალინი მაშინვე წყალში გადახტა და გოგონა გადაარჩინა.

ჩასვლის დღიდანვე, 1907 წლის 17 ივნისს, სტალინმა სიტყვა წარმოთქვა შეკრებაზე, ჩაება ბოლშევიკური გაზეთების „ბაკინსკი პროლეტარისა“ და „გუდოკის“ გამოცემაში. სცადა, ადგილობრივი პარტიისთვის თავს მოეხვია ტერორისტული დაშინებისა და განგსტერული გამოძალვის აგრესიული პოლიტიკა. ამ დროს, როგორც ტატიანა ვულიხი ამბობს, მთელ რუსეთში რეაქციული ძალები ზეიმობდნენ გამარჯვებას – რევოლუციური პარტიები განადგურებული იყო, მაგრამ ბაქო, რომელსაც ნავთობკომპანიები და კორუმპირებული პოლიცია მეფის ხელისუფლებასთან ერთად მართავდა, საკუთარი წესებით ცხოვრობდა. თბილისში სტალინზე ძებნა იყო გამოცხადებული. მაგრამ, სტოლიპინის შეტევამდე რამდენიმე თვით ადრე, ის ისევ თავისუფლად სეირნობდა ბაქოში. სტალინი დამცინავად ამბობდა, რომ თბილისი პატარა ჭაობს ჰგავდა, ბაქო კი – „რუსეთის ერთ-ერთი რევოლუციური ცენტრი“ იყო. მის ნავთობს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისა და დასავლეთისთვის. ბაქოელი მუშები ნამდვილი პროლეტარები იყვნენ და მის ქუჩებში ძალადობა და უკანონობა სუფევდა. „ბაქო ჩემთვის მეორე ცეცხლით ნათლობა იყო“, – წერდა სტალინი. ბაქოს – დებოშის, დესპოტიზმისა და ექსტრავაგანტურობის ქალაქს – მისი გუბერნატორი უწოდებდა, როგორც „ყველაზე სახიფათო ადგილს რუსეთში“. სტალინისთვის კი, ის „ნავთობის სამეფო ქალაქი იყო“.

ბაქო ერთმა დინასტიამ შექმნა. შვედური წარმოშობის ნობელებმა პირველად წარმატებას მაშინ მიაღწიეს, როცა ნაღმები მიჰყიდეს მეფე ნიკოლოზ პირველს. 1879 წელს, რომელიც ბაქოს ისტორიაში აღნიშნულია ნავთობის პირველი „შადრევნებით“, ლუდვიგ და რობერტ ნობელებმა დააფუძნეს „ძმები ნობელების ნავთობკომპანია“. ეს ქალაქი მანამდე მხოლოდ ზოროასტრული კოშკით იყო ცნობილი, სადაც შამანები თავიანთ წმიდა ცეცხლს ანთებდნენ. კომპანიის დაარსებისას ბურღვა უკვე დაწყებული იყო, „ნავთობის შადრევნები“ უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ნობელებმა დაიწყეს მიწის შესყიდვა რაიონში, რომელსაც მოგვიანებით „შავი რაიონი“ ეწოდა. ერთმა ძმამ – ალფრედმა დინამიტი გამოიგონა, თუმცა ლუდვიგის მიერ გამოგონილი ნავთობის ტანკერიც, თითქმის ისეთივე მნიშვნელობისა იყო. ნობელების კვალდაკვალ ბაქოში ფრანგი როტშილდებიც ჩავიდნენ. 1880 წლისთვის ბარონ ალფონს დე როტშილდის კასპიის ზღვის ნავთობის კომპანია, წარმოების მხრივ, მეორე ადგილზე იყო. მისი მუშები ინდუსტრიულ რაიონში ცხოვრობდნენ, რომელსაც „თეთრ ქალაქს“ ეძახდნენ. 1901 წლისთვის ბაქო უკვე მსოფლიო ნავთობის ნახევარს მოიპოვებდა და ნობელის პრემია, რომელიც იმ წელს დაარსდა, სწორედ ნავთობიდან მიღებული მოგებით ფინანსდებოდა. ბაქოს ნავთობის ბუმმა, ისევე როგორც ქიმბერლის ალმასის ან კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ, სულ მალე გლეხები მილიონერებად აქცია. მტვრიანი და ქარიანი აღმოსავლური ტიპის ვიწროქუჩებიანი ქალაქი, რომელიც კასპიის ზღვის, შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრის გალავნის ირგვლივ იყო გაშენებული, მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ქალაქად იქცა. ევროპული გაზეთები წერდნენ მის „ბარბაროსულ ფუფუნებაზე“, რომელიც „უეცრად გამდიდრებულებით“ საოცარი ფილანოროპიით და შეუფერებელი ვულგარულობით გამოირჩეოდა. ყველა ნავთობბარონი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ქალაქის კვარტლისხელა სასახლე ჰქონოდა. ასეთი სასახლე როტშილდებმაც კი ააშენეს. ნობელების სასახლეს, რომელსაც გარს უზარმაზარი პარკი ერტყა, „ვილა პეტროლეა“ ერქვა. ერთმა ნავთობბარონმა ოქროს სასახლის აგება გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ მხოლოდ კედლები დაფარა ოქროს ფირფიტებით; მეორემ – გიგანტური დრაკონის მსგავსი სახლი აიშენა; მესამემ – ბაქოს დასტის მსგავსი უზარმაზარი სასახლე ააგო, ზედ კი ოქროს ასოებით ამოიტვიფრა: „აქ ვცხოვრობ მე, ისაბეი განჯელი“. ერთი პოპულარული მომღერალი მას მერე გამდიდრდა, როცა იმ მიწის ნაკვეთით დაასაჩუქრეს, სადაც ნავთობის საბადო იყო (ამჟამად ამ სასახლეში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა განთავსებული – ავტორი). ბაქოში ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობდა საშინელი სიღარიბე და წარმოუდგენელი სიმდიდრე. ანა ალილუევა იხსენებდა, რომ ბაქოს ქუჩები სავსე იყო „წითურა მუსლიმებით, რომლებიც ზედმეტად მძიმე ტვირთისგან ძლივს დადიოდნენ. სტალინი აზერბაიჯანელების, სპარსელების, რუსების, ჩეჩნებისა და სომხებისგან შემდგარ თავის გუნდს „ნაციონალურ კალეიდოსკოპს“ უწოდებდა. ზღვისპირა ბულვარში მოსეირნე მდიდრებს უკან შეიარაღებული მცველები მიჰყვებოდნენ ეტლებით, მაგრამ ფულის წყარო, საბურღი კოშკები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები წამლავდა ქალაქს. ნავთობი ყველგან ჟონავდა, – ამბობდა ალილუევა, ხეები ვერ ხარობდნენ. ზოგჯერ ნავთობი ზღვისპირზე ამოდიოდა და საოცარ ცეცხლოვან ტალღებს ქმნიდა. 48 ათასი მუშა საშინელ პირობებში ცხოვრობდა. ქანცგაწყვეტით შრომობდნენ და ერთმანეთთან ჩხუბობდნენ დამპალი ნაგვით, გამოშიგნული ძაღლებით, აყროლებული ხორცითა და ფეკალიებით სავსე პირქუშ ქუჩებში. მათი სახლები პრეისტორიულ საცხოვრებლებს ჰგავდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელს აღწევდა. ძალადობა, გაუპატიურება და სისხლის აღება მუშების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო“.

ლენინის მტკიცებით, ბაქო დაუმორჩილებელი იყო, მისი ფესვებდაკარგული პროლეტარიატი კი – იდეალური საფუძველი ბოლშევიზმისთვის. ამ ქალაქში განსაკუთრებულად ყვაოდა კორუფცია. ამბობენ, იმ დროს ქალაქში მხოლოდ ათი პატიოსანი ადამიანი ცხოვრობდა – ერთი შვედი, რა თქმა უნდა, მისტერ ნობელი, ერთი სომეხი და რვა აზერბაიჯანელი. ბაქო ერთდროულად ჰგავდა შუასაუკუნოვან ბაღდადს, ინდუსტრიულ პიტსბურგს და მეცხრამეტე საუკუნის პარიზს. კარგად შეიარაღებული სომხები და აზერბაიჯანელები მუდამ ერთმანეთს უთვალთვალებდნენ. ადგილობრივი ბანდიტები სამ რუბლად ნებისმიერს მოკლავდნენ, ისინი ხომ მილიონრებს იცავდნენ. სტალინი ნავთობის სამეფოს რევოლუციონერად და კრიმინალების მეფედ იქცა. მან სწორედ ბაქოში მოირგო რუსი ნაციონალისტის როლი და „რევოლუციის შეგირდობიდან“ „ოსტატად“ იქცა. სწორედ აქ გახდა ის „კავკასიელი ლენინი“.

1907 წლის აგვისტოში, როცა საბრალო კატო ბაქოს დახუთული, დაბინძურებული ჰაერითა და სიცხით იტანჯებოდა, სტალინი გერმანიაში, შტუტგარდტში წავიდა, მეორე ინტერნაციონალურ კონგრესზე დასასწრებად. იქ ის ალიოშა სვანიძეს შეხვდა, რომელიც ჯერ კიდევ ლაიფციგში სწავლობდა. სოსო და მისი ცოლისძმა, როგორც მონასელიძე წერს: „ერთად ათვალიერებდნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და რესტორნებსა და კაფეებში გერმანელ მუშათა შეხვედრებს ესწრებოდნენ“.

– „გერმანელები უცნაური ხალხია, ცხვრებს ჰგვანან. საითაც ყოჩი მიდის, იქით მიჰყვებიან“, – უთხრა მოგვიანებით სტალინმა იუგოსლავიის ლიდერს, მოლოვან ჯილასს (ეს სიტყვები მან ჩერჩილსაც გაუმეორა – ავტორი). ბაქოში დაბრუნებულ სოსოს კიდევ ერთი ეთნიკური ბრძოლა დახვდა გაჩაღებული. 19 სექტემბერს რუსმა ნაციონალისტებმა აზერბაიჯანელი მუშა მოკლეს. პროტესტის ნიშნად, მუშები გაიფიცნენ. სამგლოვიარო დემონსტრაციაზე სტალინი სიტყვით გამოვიდა. ამ ამბების შემდეგ, მალევე ჩატარებულ შეხვედრაზე, მან და ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და ადგილობრივი ორგანიზაციის სადავეები ხელში ჩაიგდეს. ბაქო ბოლშევიკური ქალაქი გახდა. სოსო მთელ დროს სამუშაოს უთმობდა. როგორც მონასელიძე აღნიშნავს, „მას მუშაობისას ყველაფერი ავიწყდებოდა, კატოს ჩათვლით. სოსოს კატო ძალიან უყვარდა, მაგრამ მაშინ, როცა ცოლ-შვილი მუშაობაში ხელს არ უშლიდა და მისნაირად ფიქრობდნენ. სოსო ახლოს უნდა გაგეცნოთ, რომ მისი სიყვარული გაგეგოთ“, – ამბობს ელისაბედაშვილი, რომელიც მათთან ერთად ჩავიდა ბაქოში. კატოსთვის ბაქო ძალიან ცხელი ქალაქი აღმოჩნდა. „სოსო დილით ადრე გადიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა. კატო კი მთელ დღეს შინ იჯდა, ბავშვებთან ერთად და შიშით ელოდა ქმრის დაპატიმრებას. ცუდმა კვებამ, უძილობამ, სიცხემ და სტრესმა დაასუსტა და დააავადმყოფა ქალი. ირგვლივ არავის იცნობდა, ერთი მეგობარიც არ ჰყავდა. სოსო ისე იყო საქმეში ჩაფლული, ოჯახი აღარც კი ახსოვდა“, – იხსენებს მონასელიძე. მან იცოდა, რომ უყურადღებო ქმარი და მამა იყო, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. როგორც ჩანს, ამაზე ელისაბედაშვილსაც ესაუბრა. „სოსო ნანობს და ბრაზობს საკუთარ თავზე, რომ ასეთ პირობებში დაქორწინდა“. კატო ეხვეწებოდა სოსოს, უარი ეთქვა თავის იდეებზე და მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას დაბრუნებოდა, მაგრამ სტალინს ისეთი მიზანი ჰქონდა, რომელიც მრავალმხრივ ათავისუფლებდა მას ოჯახის უფროსის ტრადიციული პასუხისმგებლობისგან. ეს კარგად იცოდნენ ბოლშევიკთა ცოლებმა. „ვარ თუ არა წამებული? – კითხულობდა სპანდარიანის ცოლი, რომელსაც ხშირად ღალატობდა ქმარი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ჩემი გზა არ არის ია-ვარდებით მოფენილი, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. ის ოჯახური ცხოვრებისთვის არ არის გაჩენილი, მაგრამ ეს არ აკნინებს მის თვისებებს. მას მისია აკისრია. შესაძლებელია, გიყვარდეს მამაკაცი და ყველაფერი მიუტევო მას იმ კარგისთვის, რაც სულში აქვს“. ეს აღწერა სტალინსაც შეეფერებოდა. კატომ იცოდა, სპანდარიანის მსგავსად, სტალინსაც ფიცი ჰქონდა დადებული, რომ სამუდამოდ მარქსიზმის „რაინდად“ დარჩებოდა.

სვანიძეებმა თბილისში შეიტყვეს, რომ კატო ძალიან სუსტად იყო. საშიკომ მას მშობლიურ სოფელში შესთავაზა წასვლა. თავიდან მათ ელისაბედაშვილმა შეატყობინა: „კატო ავად არის და იქნებ, სოსოს მისი უკან ჩამოყვანა სთხოვოთ“. სტალინმა მოგზაურობა რამდენჯერმე გადადო, სანამ ქალს ავადმყოფობა ძალიან არ მოერია. მაშინ მიხვდა სოსო, რომ სწრაფად უნდა ემოქმედა. ოქტომბერში სტალინი იმდენად შეშფოთდა, რომ თვითონ ჩაიყვანა ცოლი თბილისში. კატოსთვის 13-საათიანი მოგზაურობაც ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, თანაც გზაზე ძალიან ცხელოდა და ცუდი წყალი დალია სადგურზე. სოსომ კატო ოჯახთან დატოვა და თვითონ სასწრაფოდ ბაქოში დაბრუნდა. ისედაც სუსტი და უღონო ქალი ტიფით დაავადდა. ისტორიკოსები მის სიკვდილს ჭლექს მიაწერენ, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, მას შინაგანი ორგანოები დაუზიანდებოდა. მისი ოჯახისა და ისტორიკოსებისთვის, კატოს ტიფი და ჰემოროიდული კოლიტი ჰქონდა. ის დიზენტერიის საშინელი სპაზმებით სისხლისა და სითხისგან დაიცალა. სტალინი ისევ თბილისისკენ გამოიქცა ბაქოდან, რათა მომაკვდავი ცოლი ენახა. ის მას ნაზად და თავდადებით უვლიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. კატომ მღვდელი მოითხოვა უკანასკნელი ზიარებისთვის და სტალინმა პირობა მისცა, რომ მართლმადიდებლური წესით დაკრძალავდა. შინ დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ, კატო ქმარს ხელებში ჩააკვდა.

ბრიტანელი ჟურნალისტის


скачать dle 11.3