კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიცნობს ნინო ჩხეიძე კარლ ლაგერფილდს და ვინ გახადა ის „მადამ შანელი“

ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია იმაზე, თუ რა რთულად, რამდენი შრომისა და ენერგიის, მოთმინებისა და მუდმივი კეთილგანწყობის ხარჯზე მიაღწია ნინო ჩხეიძემ პროფესიულ წარმატებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კოლეგებისგან დაუფასებელი იყო. თუმცა, აღიარება ყველა მხრიდან მოვიდა. მას შემდეგ, რაც თბილისში ჩამოსულმა „შანელის” წარმომადგენელმა, ნინო თავის თბილისურ სახედ დაასახელა, ბევრ მომღერალს გარშემო მწარედ გაეღიმა. ამას გარდა, ნინოს ცხოვრებაში კიდევ სხვა ბევრი სიახლეა.

ნინო ჩხეიძე: დღეს ჩემი, როგორც რადიო-წამყვანის დებიუტი შედგა, რაც ორმაგად სანერვიულო აღმოჩნდა, რადგან პირველი გადაცემის სტუმრები იყვნენ ჟურნალისტები, მათ შორის შენც. მართალია, თქვენ კარგად ხართ ჩემს მიმართ განწყობილი, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაინც პროფესიონალები ხართ და სხვა კუთხით შემაფასებდით. ვგრძნობდი, რომ ყველა ჩემ გვერდით იყავით. ამ წუთას მაქვს საოცარი ემოციები, ზუსტად ისეთი, როგორიც სცენიდან ჩამოსვლის დროს, როდესაც მაყურებლისგან უამრავ ენერგიას ვიღებ. გადაცემიდან რომ გამოვედი, თითქოს ხელახლა დავიბადე და იმდენი ენერგია მაქვს, რომ მგონია, კონცერტსაც ჩავატარებ, გადაცემას წავიყვან... შემდეგ ხუთშაბათამდე მეყოფა. აქვე ვიტყვი, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში ყოველ ხუთშაბათ საღამოს გავა.

– ანუ ჟურნალისტებმა გავიგეთ, როდის უნდა დაგირეკოთ.

– კი, ხუთშაბათ საღამოს. ალბათ, უკვე იცით, რომ რადიო „აფხაზეთის ხმა” განახლებული ფორმატით გავიდა ეთერში და მისი ერთ-ერთი გადაცემის, „კვირის ავტოგრაფის” წამყვანები ვართ მე და ნიკა ხაჩიძე. ამჟამად, თავიდან ბოლომდე ამ საქმიანობაზე ვარ გადართული. პლუს ამას, გამოდის ჩემი ახალი ალბომი – „გამახარე”, რომელიც თორმეტი სიმღერისგან შედგება. მოდი, ძალიან გულახდილად გეტყვით, რომ წინა ალბომებში ვცდილობდი, ჩამეწერა ისეთი სიმღერები, როგორიცაა, ვთქვათ, რომანსები, რადგან უფრო მეტი დამაჯერებლობა შეეძინა ალბომს. რა თქმა უნდა, ეს ჟანრიც მომწონს, მაგრამ ამას უფრო ვიღაცისთვის რაღაცის დასამტკიცებლად ვაკეთებდი – აი, ესეც შემიძლია და ესეც-მეთქი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, ჩამეწერა ისეთი ალბომი, რომელიც კომერციულია, ხალხს ძალიან მოეწონება – იხალისებ და გაერთობი. თან, ახალი წელი მოდის, ჩართავ ალბომს და გაერთობი. თითქმის ყველა სიმღერა უკვე გაჟღერებულია, პრემიერები მიდის როგორც „აფხაზეთის ხმაზე” ისე „არ დაიდარდოში”. არის სულ სახალისო, საქეიფო, საახალწლო... მოკლედ, იმხიარულეთ ჩემთან ერთად (იცინის).

– შენ თუ გიყვარს დალევა?

– მიყვარს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში, მაქსიმუმ ათი-ოცი ადამიანის გარემოცვაში, ვისთანაც შემიძლია, მოვეშვა და მათ ჩემი სახე ვაჩვენო...

– ასე იცვლები?

– (იცინის) არა, პათოლოგი არ ვხდები და ჩხუბს არ ვიწყებ, მაგრამ მაინც ხომ ეშვები და არ მომწონს თუ ამ დროს, ჩემთვის უცხო ადამიანებიც არიან გარშემო. ამ დროს იმაზე გაცილებით კარგ ხასიათზე ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ, – ვხდები თამამი, ვმღერი, ვცეკვავ, ლექსიც შემიძლია ვთქვა, ბალეტი ვიცეკვო, ყველაფერი გავაკეთო. გადასული ვარ იმაზე, რომ გარშემო მყოფებმა მაქსიმალურად იმხიარულონ. მოკლედ, მთელი სუფრის გართობას ჩემს თავზე ვიღებ. ამიტომაც, ვერიდები ბევრ ხალხში ალკოჰოლის მიღებას.

– რამდენია შენი ერთი სიმღერის ანაზღაურება და ახლა ეს რომ გადავიანგარიშოთ რამდენჯერ ისე გიმღერია რესტორანში და შენი რამხელა ვალები აქვთ...

– (იცინის) კი, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად მქონია, როცა სცენაზე ავსულვარ და მიმღერია. სხვათა შორის, ამას წინათ, ისრაელში მქონდა მიწვევა, ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე ვიყავით, სადაც ძალიან მკაცრად იყო გათვლილი – სამი სიმღერის მეტი არ უნდა მემღერა. აღმოჩნდა, რომ იქ ისე მოვეშვი, ისეთ კარგი სიტუაცია იყო, ერთი-ორი ჭიქა კარგი ღვინოც დავლიე და საერთოდ დამავიწყდა ჩემი ჰონორარი. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, რა მაგარი გოგოაო (იცინის). მაგრამ, არასდროს ვსვამ არც ერთ წვეთს სცენაზე გასვლის წინ, გადაცემაში მისვლისას ან რაიმე ასეთ საპასუხისმგებლო დროს, თუნდაც, იმ მიზნით, რომ ყელი გაიხსნას. მგონია, რომ ეს არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა საქმის მიმართ. ფხიზელს კონცენტრაციაც გაცილებით უკეთესი მაქვს. თუ დავლიე, ისე ვეშვები და ვდუნდები, რომ ზედაპირული ვხდები.

– შენი ღვინო როგორია, გგავს?

– ალბათ კი. იცი როგორია?! ნელ-ნელა რომ შეგეპარება. რომ არ გინდა, მოგწონს და თან, ნელ-ნელა გეპარება. ეს იქნება „წითელი მუკუზანი“. ღვინო „ნინო ჩხეიძე” გავა ქსელშიც, მაგრამ მანამდე ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს გაეგზავნება ეს ღვინო სახლებში, დააგემოვნეთ და შეგვაფასეთ.

– არ შემიძლია, არ შევეხო შენი და „შანელის” ურთიერთობას. ამას წინათ, „ისი პარიში” ჩამოსულმა „შანელის” მთავარმა ვიზაჟისტმა თავის სახედ რომ დაგასახელა, როგორც „ვიპ- კლიენტი“. ჯერ მითხარი, ამ პარიზში რას აკეთებ ასეთს, რომ თბილისშიც გიპოვეს.

– ვაიმე, ისეთ განსაკუთრებულს, არაფერს. მაგრამ აი, რისი მჯერა, იცი?! ადამიანს, რაც ძალიან გინდა, ის ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად აგიხდება და რატომ? სულ ვამბობდი, ვხუმრობდი თუ ვოცნებობდი, რაც გინდა დავარქვათ, რომ მე უნდა გავხდე „შანელის” სახე, კარლ ლაგერფილდი აუცილებლად დამირეკავს და მეტყვის, ჩვენი სახე უნდა იყოო. პარიზს ვგულისხმობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ გამიმართლა და თბილისში მხვდა წილად პატივი, „შანელის” მთავარ ვიზაჟისტს თავის სახედ დავესახელებინე. გამიკეთა მაკიაჟი „სმოუქი აიზ”. ისედაც ამ ტიპის მაკიაჟს ვიკეთებ, ოღონდ ჩემით. იმ დღეს ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, თურმე რაღაცეებს არასწორად ვიკეთებდი. სცენისთვისაც თავად ვიკეთებ მაკიაჟს, მაგრამ მალე გადამდიოდა და ამ გოგომ ისეთი დეტალები ამიხსნა, რაც უფრო „შანელური”, უფრო სრულყოფილია.

– საიდან იცოდნენ შენი სახელი და გვარი?

– პარიზში „შანელს” რამდენიმე მაღაზია აქვს. ვერ ვიტყვი, რომ დიდი კლიენტი ვარ და სახლში ორი გარდერობი მხოლოდ „შანელის” სამოსით მაქვს გატენილი, მაგრამ შევდივარ და წვრილმან რაღაცეებს მაინც ხშირად ვყიდულობ. იქ რაღაცას რომ იყიდი, კომპიუტერში გატარებენ და ბაზაში ხარ. მე ძირითადად „შანელის” ფეხსაცმლისა და აქსესუარების მომხმარებელი ვარ, როგორიცაა მაგალითად, ქუდები, შარფი, ბროშები. თუ ასევე მინდა, ვინმეს რაღაც კარგი საჩუქარი გავუკეთო, მირჩევნია ვაზის ყიდვას „შანელის” გულსაბნევი – კამელია, ლამაზი ვარდი ვაჩუქო. არა იმიტომ, რომ თანხობრივად ბევრი მაქვს დახარჯული, უფრო ხშირი კლიენტი რომ ვარ, ამის გამო გავხდი „შანელის” „ვიპ-კლიენტი“. როდის გავხდი, რამდენი ყიდვის შემდეგ და როგორ – ეს არ ვიცი. თავადაც აქ გავიგე, რომ ასე ყოფილა. ყველაფერი „ისი-პარის” ივენთზე გაირკვა. რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, მხოლოდ „შანელის” მომხმარებელი ვარ, ტონალური კრემით დაწყებული ფანქრით დამთავრებული, მხოლოდ ამ ფირმისას ვხმარობ. ბევრი მისინჯია სხვაც, „სისლეიც”, „შისეიდოც”, მაგრამ ასეთი შედეგი არ მქონია. „ისი-პარი” და „შანელი” ჩემი მეგობრები არიან.

– რა დაგემართა იმ წუთში, როდესაც დაგიძახეს?

– გავოგნდი. შოკირებული ვიყავი. თან, ცოტა მომერიდა ამდენი ხალხის წინაშე, მაგრამ მივხვდი, რომ ოცნება ამიხდა. ძალიან ამაყი მივედი სახლში და ჩემს ქმარს ვუთხარი, აი, ხედავ?! ხვალ კარლიც დამირეკავს-მეთქი. (იცინის). ერთ ამბავს გეტყვით, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საფრანგეთში, რომლებიც სხვადასხვა მოდის სახლში მუშაობენ, მათ შორის „შანელშიც”. მათ სულ ვეუბნებოდი, აი, ნახავთ, თუ „შანელის” სახე არ გავხდე პარიზში-მეთქი. ამ ამბის დროს უამრავი ფოტო გადამიღეს „შანელის“ ლოგოსთან და სხვა. ეს ფოტოები დავდე „ფეისბუქზე” და მივწერე, აი, ხედავთ, ახლა ხომ დაიჯერებთ, „შანელის” სახე რომ გავხდი-მეთქი. იმის შემდეგ მეძახიან „მადამ შანელს” (იცინის).

– შიგნიდან არ გქონდა სიამაყის გრძნობა, აი, ესეც თქვენ – იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შესაძლოა, შენი სიმღერები ძალიან მოსწონდა, მაგრამ თან ამბობდა „მარშუტკებში” უსმენენო.

– ჩემი მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა და არ მგონია, რომ ეს ამბავი მათაც თვითონ ძალიან გაჰკვირვებოდათ და გეტყვით, რატომ: ამას ვაკეთებ ყოველდღიურად. მხოლოდ „შანელის” დღეს კი არ ვარ „შანელის” სამოსში გამოწყობილი, სულ ასეა. ინტერვიუზე მოვდივარ, გადაცემაში თუ ჩემთან, სტუდიაში, სულ ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. იმ ადამიანმა, ვისაც უნდა შევხვდე, ჩემი ჩაცმულობითაც უნდა იგრძნოს როგორი ვარ, როგორ მესმის ცხოვრება, რა ტიპაჟი ვარ. ეს ყოველთვის უნდა გეტყობოდეს და არა მხოლოდ ერთ ივენთზე. ვფიქრობ, ამიტომაც არავინ გაუოცებია ამ ფაქტს. თბილისი ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთს ხედავს. სადმე შეჭამ თუ ყავას დალევ, – ყველა იგებს. ერთი ადამიანი თუ შეგხვდა, ის აუცილებლად ათ კაცს ეტყვის, რომ აი, დღეს ნინო ჩხეიძე ვნახე, „დისქვარდის” ქურთუკი ეცვა და „მარჯიელას” სათვალე ეკეთა (იცინის). არადა, უცხოეთში ასე არ არის.

– მაგრამ, ამას ხომ მაინც სხვის დასანახად ვაკეთებთ. ვიპრანჭებით, რომ მოვეწონოთ.

– კი, მაგრამ, მაინც, უპირველესად, შენ უნდა გრძნობდე თავს კარგად. თან, არ მესმის, ეს ბრენდომანია. ძალიან ხშირად მაცვია შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც ულამაზესია და სიამოვნებით მოვიხმარ. „ბრენდომანია” საქართველოსთვის, ვფიქრობ, ჯერ ძალიან ზედმეტია. არ არის ის სიტუაცია, რომ ტოპ-დიზაინერებს სდიო. უცხოეთში ამის კულტურა არსებობს, იქ ერთხელ თუ ეჭირა „ჰერმესის” ჩანთა, მეორე ივენთზე ისევ იმით ვერ მივა. ყველა უყურებს ამას. ჩვენთან კი მთავარია, ლამაზად ჩაცმული მიხვიდე რომელიმე ივენთზე, თორემ იარლიყებს არავინ ამოგიტრიალებს. არც სჭირდებათ იარლიყების ამოტრიალება, ზეპირად იციან, ვის რომელი კოლექციიდან რა აცვია.

– იქ როგორ უნდა მოხვდე ამ წრეში? ვთქვათ, მოდის კვირეულზე პირველ თუ არა მეორე რიგში მაინც?

– წარმოუდგენელია. სხვათა შორის, ვიცი, რომ „შანელმა” თავის ჩვენებაზე ცნობილ სახეებს, თუ სწორად მახსოვს – რიჰანას, ბიონსეს და მსგავს ვარსკვლავებს, უდიდესი თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ იქ მისულიყვნენ. ისე არ არის როგორც ჩვენთან, პირიქით რომ სთხოვენ ცნობილი ადამიანები დიზაინერებს მოსაწვევებს. მაგრამ, ერთი რაღაც მინდა, გაგიმხილოთ კიდევ – მარტში დაგეგმილ „შანელის” ჩვენებაზე მოსაწვევები მაქვს და ძალიან მინდა დავესწრო. იქიდან ექსკლუზივს თქვენ მოგცემთ, ბევრ ფოტოს გადავიღებ. ოცნებად მაქვს შევხვდე კარლს და იმედია, ეს ოცნება აუსრულებელი არ დამრჩება.


скачать dle 11.3