კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ასტრახანელები თავის თავს „ნუგაის“, „კარაგაშს“ უწოდებდნენ; ციმბირელები მათ „სებერეკებს“, „ტობოლიკებს“, „ტურალებს“, „ბარაბას“ ეძახიან; ლიტველები – „მუსლიმებს“ „ლიპკებს“; ვოლგოურალელები – „მუსულმანებს“, „კაზანლებს“, „ბოლგარებს“, რუსები კი – თათრებს.

* თავდაპირველად, ჰოლანდიელები იახტებს მხოლოდ თევზსაჭერად იყენებდნენ, ახლა კი იახტები მრავალი დანიშნულებისაა: სასეირნო, პიკნიკების მოსაწყობი, დედამიწის გარშემო სამოგზაუროც კი.

* ტყვიამფრქვევი 1883 წელს გამოიგონეს. ინგლისში მას ფირმა ვიკერსი აწარმოებდა. პირველად ის სამხრეთ აფრიკაში ინგლისი-ბურების ომში, საველე ბრძოლებში გამოიყენეს.

* 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის მედალი დაამზადეს მთის ბროლისგან, რომელშიც „მომწყვდეული“ იყო ალპების ჰაერი. ორი წლის შემდეგ კი ნორვეგიული ძოწით დაამზადეს. 1999 წელს გადაწყდა, მედალი ისევ ძველებურად დაემზადებინათ – ჩვეულებრივი ოქროსგან.

* შუა საუკუნეებში მათ ფაცაციები ერქვა, მათში აღწერილს კი, ჩვეულებრივ, ცნობილ ადამიანებს მიაწერდნენ. თავდაპირველად, აღმზრდელობით ხასიათს ატარებდა. ახლა ის საკმაოდ სახეცვლილია და სახელადაც შედარებით ძველი სიტყვა – ანეკდოტი ჰქვია.

* პირველი წყალქვეშა ქორწინება 1973 წელს ხმელთაშუა ზღვაში, გენუასთან ახლოს ჩატარდა. ახალდაქორწინებულები, მღვდელი და დამსწრეებიც აკვალანგისტების სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. პატარძალს კი ხელში მარჯნის თაიგული ეკავა.

* ოსკარ შინდლერს – მეორე მსოფლიო ომის დროს 3 ათასამდე ებრაელის გადამრჩენს, აჩუქეს ოქროს ბეჭედი, რომელზედაც ამოტვიფრული იყო მოსეს გამონათქვამი: „ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით, შენ თაობებს გადაარჩენ“.

* 1986 წელს გერმანიის კანცლერმა აბსოლუტურად იგივე სიტყვებით მიულოცა დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას როგორც 1985 წელს – ტელევიზიებმა, უბრალოდ, წინა წლის ჩანაწერი გაუშვეს.

* ლაბორატორიული ვირთხების ფიზიოლოგია, ის რომ მათ მიღებული შხამისა თუ წამლის ამოღებინება არ შეუძლიათ, მეცნიერებს დიდად ეხმარება ექსპერიმენტების ჩატარებაში.

* საჰარა არაბულად უდაბნოს ნიშნავს.

* გერმანელი ქალბატონები ახალი ავტომობილის შეძენისას ხშირად ფირმისგან საჩუქრად ავტომობილის ფერის ქუდს იღებენ.

* მუსიკის პოპულარულ მიმდინარეობას „როკ-ენროლს“ კლივლენდელმა დისკ-ჟოკეიმ ჩაუყარა საფუძველი.

* გერმანიაში, რეფორმაციისა და გლეხთა ომის ეპოქაში, რევოლუციურად განწყობილ გლეხებისა და მოქალაქეების საიდუმლო კავშირს „ფეხსაცმლის კავშირი“ ერქვა.

* მიქელანჯელო ბუენაროტის კომპოზიცია „პიეტასთან“ ასეთი ისტორიული ფაქტია დაკავშირებული: ამ შედევრმა თავდაპირველად, მოწონება ვერ დაიმსახურა, ავტორად კი სხვებს ასახელებდნენ. როდესაც მიქელანჯელომ ეს ამბავი გაიგო, ღამე მივიდა რომის წმიდა პეტრეს ტაძარში და ფართო ლენტაზე დააწერა – „ეს ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუენაროტიმ შექმნა“. ეს მისი ერთადერთი ხელმოწერაა.


скачать dle 11.3