კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საოცარი ნივთები...

კოლექციონერობა საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა, ხოლო თუ თქვენი კოლექცია ფასეული ნივთებისგან შედგება, მაშინ ეს კიდევ უფრო საინტერესო ხდება. თუ „შემთხვევით“ გადაწყვეტთ, მსოფლიოში ყველაზე საოცარი და იშვიათი ნივთების შეგროვებას, გაითვალისწინეთ:

* ნებისმიერი ნუმიზმატის ოცნებაა ოქროს ოცდოლარიანი მონეტა – „ორმაგი არწივი“, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში მოჭრეს ათი ცალის ოდენობით. მონეტები 1933 წელს დაიკარგა ფინანსთა სამინისტროს საცავიდან. პოლიციამ მალევე მოძებნა ყველა, გარდა ერთისა. მას მხოლოდ 50 წლის შემდეგ, ბრიტანელი კოლექციონერის, სტივენ ფენტონის კოლექციაში მიაკვლიეს. ამერიკელმა სამართალდამცველებმა მონეტა „დააპატიმრეს“ და ამერიკის საკუთრებად გამოაცხადეს. თუმცა, კოლექციონერს უფლება დაუტოვეს, წელიწადში რამდენჯერმე მოენახულებინა ის და ზოგჯერ თავისთანაც „წაეყვანა“. ფენტონი მალე ძალიან შეწუხდა და 2002 წელს მონეტა 7,9 მილიონ დოლარად მიჰყიდა ამერიკელებს.

* 1858 წელს შვეციაში გამოუშვეს „ცისფერი“ მარკების სერია, – სამი სკილინგისა (იმდროინდელი შვედური ხურდა ფული) და „ყვითელი“ მარკების სერია – რვა სკილინგის ღირებულების. მაგრამ სტამბაში ფერები აერიათ და რამდენიმე სამსკილინგიანი მარკა ყვითელი ფერის გამოუშვეს. დღეს ერთი ასეთი მარკა 2,3 მილიონი დოლარი ღირს.

* ბიბლიოგრაფებს თავიანთი სისუსტეები აქვთ. ყველაზე გამორჩეულად საინტერესო და სასურველი უძველესი გამოცემაა გუტენბერგის სახელოვანი ბიბლია – პირველი ნაბეჭდი წიგნი, რომელიც 1456 წელს მოევლინა ქვეყანას და დღეს 5,5 მილიონი დოლარი ღირს. სულ პირველი ეგზემპლარის მფლობელი უცნობია, თუმცა, ეს უცნობი ზოგჯერ აუქციონებზე გზავნის ბიბლიის გვერდებს, რომელთა სასტარტო ფასი 25 ათასი დოლარია.

* მონეტა... მარკა... ბიბლია... მაგრამ, თურმე, ღვინოც შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს. დღეისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოა „ჩათაუ ლაფიტე“, 1787 წლის, რომელიც ეკუთვნის თომას ჯეფერსონს. 1985 წელს ბოთლი აუქციონზე „ფორბსის“ პრეზიდენტმა კრისტოფერ ფორბსმა 160 ათას დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ დღემდე არც ერთი ალკოჰოლური სასმელი არ ამ ფასად არ გაყიდულა...


скачать dle 11.3