კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 21 იანვარს, ღამის პირველ საათზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი დადებითი თვისებები, ასევე, გახდეთ მეტად შეუპოვარი, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უფრო მეტად იყავით ინტუიციური, დაასტაბილურეთ ურთიერთობები ოჯახში და ნათესავებთან. ასევე, იყავით პატრიოტი და ემსახურეთ თქვენს სამშობლოს. ეს თქვენთვის წარმატებების მომტანია ცხოვრებაში. უნდა გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის უნარი. ეს თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე. რაც შეეხება საქორწინო ურთიერთობას, ამ მხრივ თქვენთვის სასურველია, ურთიერთობა შემდეგი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებთან: მერწყული, მორიელი, სასწორი, ტყუპები, ვერძი და მშვილდოსანი. ეს თქვენთვის საუკეთესო ზოდიაქოს ნიშნებია ქორწინების თვალსაზრისით.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 1 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი ქვის ტარება მომიტანს წარმატებას და რომელი ქვეყნებია ჩემთვის სასურველი?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია ისეთი ასტროლოგიური ქვების ტარება, როგორებიცაა: მალაქიტი, აქატი, ოქროსფერი ტოპაზი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, გიშერი, ზურმუხტი, ნეფრიტი და ჟადეიტი. ყველა ამ ასტროლოგიური ქვის ტარება თქვენთვის ცხოვრებში წარმატებების მომტანია. თქვენი კარმული მისიაა, რომ შეძლოთ ორგანიზაციებს ან კერძო პირებს შორის საშუამავლო ფუნქციის შესრულება. უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი და სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა აგრესია და დეპრესია. უნდა დაეყრდნოთ ინტუიციას, სტანდარტულ მოქმედებებს, დიპლომატიასა და სამართლიანობას. ასევე, ნებისმიერი ურთიერთობები უნდა დაამყაროთ სამართლებრივ პირნციპებსა და თანასწორუფლებიანობაზე. დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. იყავით კანონმორჩილი. ეს თქვენი კარმული მისიაა. უცხოეთი არ არის თქვენი კოსმიური მისია, თუმცა ის არც ცუდია თქვენთვის. ამიტომ, თუ გინდათ, უცხოეთში გამგზავრება უმჯობესია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილო-აფრიკის ქვეყნები, უელსი, საბერძნეთი, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ბარსელონა, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 12 იანვარს, დილის 5 საათსა და 15 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოს აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული. არ უნდა შეეშინდეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. სადაც საჭიროა, უნდა გამოავლინოს უშიშარი სულისკვეთება. დაეყრდნოს კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. ასევე, უნდა შეძლოს სტაბილური სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. დაეყრდნოს ინტუიციას. ურთიერთობების დროს გამოავლინოს დიპლომატია. ჯერ ნაბიჯი გადადგას და შემდეგ გათქვას ჩანაფიქრი. ეს მისი კარმული მისია და ცხოვრებაში წარმატებების მომტანია.


скачать dle 11.3