კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ადამიანს ხელოვნური ქვების ტარება და რომელ კვირის დღეს რომელი მინერალი მფარველობს

ბევრ ადამიანს უყვარს სამკაულის ტარება. ზოგი ძვირფას ლითონებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი – უბრალო ბიჟუტერიას. გეტყვით, რომ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ოქროს ტარება, მიწისა და წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა კი, უმჯობესია, ვერცხლის სამკაული ატარონ წარმატებების მისაღწევად.

თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, ტყუპების, კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ როგორც ვერცხლის, ასევე, ოქროს სამკაულების ტარებაც.

ასტროლოგიურ ქვათა იდუმალი სამყაროს შემეცნება ისეთივე ძველთაძველია, როგორც თვით კაცობრიობა. კოსმიური ენერგიის წყალობით, ყოველი ასტროლოგიური ქვა აღადგენს პირველქმნილ ჰარმონიას ბუნებასა და ადამიანს შორის, ანიჭებს მას ძალასა და სიმტკიცეს მიწიერი ვნებების ხიფათიან გზაზე და არა მარტო როგორც თილისმა, არამედ, როგორც მკურნალი, ისე გვევლინება.

ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია წარმატებების მიღწევა თავისი შესაბამისი ასტროლოგიური ქვისა და ლითონის ტარებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ დღეს, თავისი მფარველი ასტროლოგიური ქვა მართავს და ამ მინერალების ტარება თქვენთვის მეტად სასიკეთოა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი დაავადების მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამა თუ იმ ლითონის ტარებას. მაგალითად, თუ მაღალი წნევები გაწუხებთ, გაქვთ ნევროზი და ფსიქიკური აშლილობა, უნდა მოერიდოთ ოქროს სამკაულების ტარებას, ვერცხლი კი იმ ადამიანებმა უნდა ატარონ, ვინც დაძაბულ სიტუაციებში ხშირად ხვდება, უძილობა და თავის ტვინის დაავადებები აწუხებს, მაგრამ, ამ ლითონის ტარებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ხშირად ემართება რესპირატორული დაავადებები. ანუ იმათ, ვისაც ორგანიზმის საერთო იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.

ასტროლოგიური ქვები თუ ძვირფასი ლითონები თითოეული ადამიანისთვის ერთგვარი თილისმაა და, თუ სწორად შეარჩევთ იმ დღესაც, როცა მათი ტარება დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში, მაშინ უფრო მეტად გაგიმართლებთ ცხოვრებაში და ამას ყოველდღიურად იგრძნობთ. მაგალითად, ორშაბათ დღეს კარგია ატაროთ საფირონი, ლითონებიდან კი ვერცხლი. სამშაბათ დღეს კარგია იასპისა და ოპალის ქვები, ლითონიდან კი ფოლადია სასურველი. ოთხშაბათ დღეს შეესაბამება ქალცედონი, მწვანე ძოწი და სარდონიქსი, ამ ასტროლოგიური ქვების ტარება წარმატებასაც მოგიტანთ და ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს, ლითონების ტარება არ არის სასურველი, ჯობია ხისგან დამზადებული სამკაულები ატაროთ. ხუთშაბათ დღეს უმჯობესია, ტოპაზი და ამეთვისტო ატაროთ, ლითონიდან კი მელქიორისგან დამზადებული სამკაული, თან, რაც შეიძლება დიდი და თვალშისაცემი, რომ ცუდი მზერა მათკენ იყოს მიმართული და თქვენ აგცდეთ. პარასკევ დღეს უმჯობესია ქრიზოლითისა ან აქატის ტარება, ლითონიდან კი უპირატესობა მიანიჭეთ სპილენძს. შაბათ დღეს შეესაბამება მწვანე ქრიზოპრაზი და იაგუნდი, ლითონებიდან კალისგან დამზადებული სამკაული. კვირა დღეს წარმატებების მომტანია ლალი და ქარვა, ლითონებიდან კი უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ამ დღის ლითონს – ოქროს.

კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ლითონისა თუ ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ჩვენგანზე დადებითად იმოქმედებს – თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემების და ბარიერების გადალახვა.

რაც შეეხება ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, რომლებიც ასე მრავლადაა ბაზარზე და მათი სილამაზე ბევრ ადამიანს სჭრის თვალს, გეტყვით, რომ ასეთი სამკაულების ტარება საშიშია. ხელოვნური ქვები ხასიათდება ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსებით და ამის გამო მათ არანაირი სამკურნალო და წარმატებების მომტანი თვისებების არ გააჩნიათ. მათი დიდხანს ტარება აჩლუნგებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი განცდებისა და ვნებების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებული სამკაულების ტარებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.


скачать dle 11.3