კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „სექტა“ ჩამოყალიბდა რატი დურგლიშვილის გამო და რა შარში ეხვევა თიკო სადუნიშვილი

ასე ადვილი არ არის, ცნობილი ადამიანი თიკო სადუნიშვილთან ინტერვიუზე დაითანხმო, რადგან შეუძლებელია, ზუსტად იცოდე, რას უნდა ელოდო მისგან. რატი დურგლიშვილი ის ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომელმაც დაფიქრების გარეშე თქვა – „კი“, თუმცა ინტერვიუს პროცესში აღიარა, რომ თიკოსი „ცოტა ეშინია“.





ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკო სადუნიშვილი

– რატი, როგორ ხარ?

– მაგრად. ასე მოკლე-მოკლე პასუხები უნდა გაგცე!

– რა ხდება მითხარი, შენს საქმეში, რაიმე სიახლეები თუა?

– ძალიან ბევრი რაღაც. ამჟამად ერთდროულად სამ სიმღერაზე ვმუშაობთ, სტუდიაში მიმდინარეობს ჩაწერები, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი. ამ სამი სიმღერით ალბომს ვხურავთ.

– ალბომს რა ჰქვია?

– ჯერჯერობით არ ვიცით. არადა, წარმოიდგინე, უკვე ალბომის აკინძვის პროცესში ვართ და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩქარა უნდა მოხდეს.

– კარგად იყიდება საქართველოში თქვენი ალბომები?

– საერთოდ როგორ იყიდება, არ ვიცი. მაგრამ, პირველია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად გაიყიდება. ასე რომ არ ვფიქრობდე, ალბათ, არც გამოვუშვებდით. პირველ ეტაპზე ვვარაუდობთ, ოციათასიანი ტირაჟით გამოვცეთ და თუ საჭირო გახდა, კიდევ დავამატებთ. თან, ალბომი აქ არ იბეჭდება, უცხოეთიდან ჩამოდის.

– უახლოეს მომავალში რამე კონცერტი თუ იგეგმება?

– უკვე დაგეგმილია კონცერტი იტალიაში, საბერძნეთში. სულ ცოტა ხანში, 26 ნოემბერს მივფრინავთ სერბეთში, რომელზეც ძალიან ბევრს ჯერ ვერ მოგიყვები. ერთს გეტყვი, რომ ისეთი პროექტია მთელი მსოფლიო უყურებს.

– ხომ არ გგონია, რომ ამ ბოლო დროს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, ქართველ მომღერლებს საქართველოს გარეთ უფრო უსმენენ, ვიდრე საქართველოში.

– არა. მსმენელს და კონცერტების რაოდენობას საქართველოში ნამდვილად არ ვუჩივი. რაც კი კონცერტი ტარდება, სიებს რომ ვუყურებ, ყოველთვის დუეტი „ჯორჯია“ სათავეში წერია. თვითონ კლუბშიც, სადაც ვმუშაობთ, ძალიან ბევრი ადამიანი დადის, რომელთაგანაც უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ამიტომ, ამის თქმის უფლება არ მაქვს. სხვა მომღერლებთან რა ხდება, ეს არ ვიცი. იმდენად დაკავებული ვარ, ასეთი რაღაცეებით ვერ ვინტერესდები.

– რომელ კლუბში მღერით?

– „სითიში“. „თუ საიდში“ ვიყავით, იქიდან წამოვედით და „სითიში“ გადავედით. ღვთის წყალობით, ხალხი ჩვენ მოსასმენად დადის და არ გვაქვს საწუწუნოდ საქმე.

– მანამდეც კლუბებში მღეროდით და აბა, რა შეიცვალა „იურმალას“ შემდეგ?

– არც არაფერი. გუშინ ჩემს მეგობართანაც ვსაუბრობდი ამის შესახებ. რესტორანში ვმღეროდი მაშინაც და ახლაც. რა განსხვავებაა?! არანაირი.

– და სად სიმღერაზე ოცნებობ, პარლამენტის შენობის წინ, თუ სად?

– საქართველოში მეტზე ნამდვილად ვერ ვიოცნებებ – მაქსიმუმი, კლუბია. აქ ისეთი სცენა ფიზიკურად არ არის, რომელზე დადგომასაც მომღერალი იოცნებებდა. ფილარმონიაც რომ აიღო, რომელიც არაჩვეულებრივად გაკეთდა, იქ სიმღერასაც საოცნებოს ვერ დავარქმევ. ოცნება, რასაც ჰქვია, ჩემთვის შეიძლება „ემტივის“ დაჯილდოება იყოს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ანუ, ვერც ვფიქრობ ამაზე.

– რატომ არის წარმოუდგენელი?

– არა, საერთოდ, თუ მოინდომებ, ნებისმიერ რაღაცას გააკეთებ და მიაღწევ. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული და საკმაოდ კონკრეტული გეგმებიც მაქვს.

– სოლო კარიერაზე არ უფიქრია დუეტ „ჯორჯიას“ წევრს?

– ერთ ინფორმაციას გეტყვი. ვინაიდან საქართველოში ჩვენი მიმართულებით არაფერი ხდება და გარკვეულწილად, ერთი ადგილის ტკეპნა გვიწევს, დავიწყე იმ შემოთავაზებებზე ფიქრი, რომელიც რეალურად მაქვს. შესაძლოა, არ ვამბობ დაზუსტებით, რომ ქვეყნიდან წავიდე. მსგავსი შემოთავაზება მაკამაც მიიღო, მაგრამ ის ჯერ ფიქრობს, არ იცის, ზუსტად რას იზამს. მე კი უკვე ამაზე სერიოზული ფიქრი დავიწყე.

– მერე ჩამოხვალ და აქ სიმღერაში ძალიან ბევრს გადაგიხდიან.

– აი, მერე ჩამოვალ თუ არა, ეს ზუსტად არ ვიცი.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ისე აეწყო, იმდენი რაღაც მაქვს გასაკეთებელი, ჩემი ცხოვრების ეს მხარე მიუხედავი დამრჩა. ვერ ვიცლი-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, სიყვარულისთვის დრო სულ რჩება. მაქვს ურთიერთობები, რომელიც რაღაც ეტაპამდე მიმყავს და მერე რაღაცნაირად ვცდილობ, არ გავასერიოზულო. დიდი გრძნობაც მქონია და იმის სურვილიც, ეს ურთიერთობები გამესერიოზულებინა...

– მაგრამ, კარიერის გამო უარს ამბობ.

– არა, ასე უხეშადაც ვერ ვიტყვი, კარიერის გამო. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ის საქმე რომელშიც ვარ, დამოუკიდებლობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში კი, შენზე მინიმუმ ერთი ადამიანია დამოკიდებული და როცა რაღაცას წყვეტ, ეს მის ცხოვრებაზეც აუცილებლად იმოქმედებს. ამიტომ, მირჩევნია, ჯერ ჩემს თავში გავერკვე – სად მივდივარ, რას ვაპირებ, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება და მერე იქნება დიდი სიყვარულიც.

– ბევრი გოგოსთვის დაგიწყვეტია გული? შეიძლება, რომ ერთ დღეს რატისგან გულდაწყვეტილი გოგოების სექტა ჩამოყალიბდეს?

– (იცინიან) არა მგონია. არიან გოგოები, რომელთან ურთიერთობაც გამიწყვეტია და ამის გამო ისევე ან უფრო მეტადაც დამწყვეტია გული. მოკლედ, ეს რთული თემაა და ნუ მალაპარაკებ.

– რეალურად რომ ვთქვა, არსად შეყვარებულთან ერთად არ მინახიხარ. შეიძლება, ძალიან სერიოზული ურთიერთობა არ გქონდეს, მაგრამ მოგწონდეს ის გოგო და მასთან ერთად სადღაც კლუბში იყო, რაც მე არასდროს მინახავს.

– გამორიცხულია რომ გენახე. არ მაქვს ამის სურვილი და იმიტომ.

– და სად დადიხართ ხოლმე?

– ხალხის თავშეყრის ადგილებში თითქმის არასდროს დავდივართ. არა, ყოფილა მომენტი, რომ ერთადაც ვყოფილვართ ჩვენი მეგობრების წრეში, მაგრამ იქ არ ვიმჩნევთ, თუ საერთოდ გვაქვს იმაზე ღრმა ურთიერთობა, ვიდრე სხვა მეგობრებთან.

– იმიტომ რომ, მერე ჩემი, ან სალომესნაირი ბოროტი ადამიანი არ მოვარდეს და არ გამოგიყვანოს სააშკარაოზე.

– ეს ყველაზე ნაკლები მიზეზია. საქართველოში ასე არ ხდება, რომ ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესებულიყვნენ ცნობილი ადამიანის ცხოვრებით და ჩასაფრებოდნენ, აბა, როდის და ვისთან ერთადაა. უბრალოდ, არ მინდა ამ ყველაფრის აფიშირება. თუმცა, თუ დამინახეს, ფოტოც გადამიღეს და დაბეჭდეს, არც ამის გამო მოვიკლავ თავს. ბოლოს და ბოლოს, ფარდა ხომ უნდა აეხადოს, ვისთან ერთად ვარ.

– როგორი გოგოები მოგწონს?

– სხვათა შორის, ამ კითხვას ბევრი მისვამს. სიმართლე გითხრა, შენნაირი გოგოები მომწონს...

– რისი თქმა გინდა, რომ ის გოგოები, რომლებიც მიგიტოვებია, ჩემისთანები იყვნენ?

– (იცინიან) არა, შენისთანა ბევრი არ არის.

– გამოგძალე კომპლიმენტი! „ნაპრასილას“, როგორც იტყვიან.

– შენში ყველაზე მეტად რა მომწონს – გაცვია ყოველთვის ძალიან მაგრად, ფორმაში ხარ, თან სულ ბუნებრივი. სხვათა შორის, შენ ჯერ კიდევ „მაესტროდან“ გიყურებ. ძალიან დიდი ხანია, მომწონხარ ეკრანზე და შენი თაყვანისმცემელი ვარ.

– ვაიმე, დიდი მადლობა. მაგრამ, ვფიქრობ, მაინც თინეიჯერების კერპი ხარ. ალბათ, ბევრი ოც წლამდე გოგონა ოცნებობს მისი მეორე ნახევარი იყო.

– ასე ვერ ვიტყვი. ასაკით ჩემზე დიდები უფრო გამოხატავენ ხოლმე ჩემს მიმართ სითბოს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც პირადულად, შეიძლება, როგორც მომღერალი, ისე ვუყვარვარ, მაგრამ კომპლიმენტებს მათგან უფრო ვიღებ. თინეიჯერები რას აკეთებენ, გეტყვი. თუ გაიგებენ რომ პირდაპირ ეთერში ვარ, ტელევიზიაში ან რადიოში, გარეთ მხვდებიან. რომ გამოვდივარ, ყვირილს იწყებენ, მაგრამ ახლოს მოსვლა უჭირთ. მერე მე მივდივარ და ვეფერები ხოლმე მათ.

– მიგაჩნია, რომ ბევრი ფანი გყავს?

– არა, რადგან ნამდვილი ფანი, რა იყო ვნახე, იურმალაში. აქ მხოლოდ გულშემატკივრები არიან, რომელთაც უყვარხარ, მოსწონხარ. იურმალაში კი, ჩვენ დანახვაზე კიოდნენ, წიოდნენ, ტანსაცმელს იხევდნენ.

– აქ ამაყი ფანები გყავთ.

– ამაყი არა. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ჩვენი შემოქმედება მოსწონთ. არ არის ცუდი, რომ შეუძლიათ, სახალხოდ ვიღაცის გამო, ტანსაცმელი არ შემოიხიონ ტანზე, როგორც არ უნდა მოსწონდეთ ის მომღერალი. თავმოყვარე ადამიანები ძალიან მიყვარს.

– რა დროს წერ ხოლმე სიმღერებს?

– როცა შეყვარებული ვარ.

– ანუ, ახალ სიმღერას ვწერ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახლა ხარ შეყვარებული?

– არა, ძველი სიმღერაა (იცინიან). მართლა დიდი ხნის წინ დავწერე.

– სად ერთობი ხოლმე?

– ყველგან, სადაც შენ დადიხარ.

– უნდა მოვყვე, რომ ერთხელ სტრიპტიზ-კლუბში გნახე, სადაც მე ჩემს მეგობრებთან, შენ კიდევ შენ მეგობრებთან იყავი. ჯერ ხომ მართლა გაქცევაზე იყავი და თან, ძალიან მალე წახვედი იქიდან.

– მოსაწვევი მივიღე, კლუბი იხსნებაო. მივედი და აღმოჩნდა, რომ სტრიპტიზ-კლუბი იყო. არ მომწონს ეს სიბნელე, წითელი შუქები. თან, უნდა უყურო ამ საოცარ ქალებს, გაგიჟდე და მერე გამოხვიდე გაგიჟებული. შემატყვე კიდევაც, რომ ბოლოს გადავირიე, ისე ცუდად ვგრძნობდი თავს.

– პირველად ვნახე მამაკაცი, ვინც გამოქცევაზეა სტრიპტიზ-კლუბიდან. წამოხვიდოდი იქიდან და შენს ყოფილ შეყვარებულს მიადგებოდი. ისიც ბედნიერი იქნებოდა და შენც.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი

– შენ ჩემზე მაგრად ერთობოდი სტრიპტიზ-კლუბში.

– კი, კარგად გავერთე, მაგრამ, კაცების სტრიპტიზ-კლუბში რომ წამიყვანო, ალბათ, იგივე რეაქცია მექნებოდა, ვეღარ გავძლებდი და გამოვიქცეოდი. ისე, მგონი, არის თბილისში მამაკაცების სტრიპტიზ-კლუბი.

– თიკო, წარმატებული, პოპულარული ადამიანი ხარ... მინდა, გითხრა, რომ ჩემს სამეგობროში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს...

– სად არიან მითხარი, ცალი თვალით მაინც დამანახე (იცინის).

– კარგი, გეყოფა. ასეთი თავმდაბლობაც არ გინდა.

– დედას ვფიცავარ, სულ ასე გადმოცემით ვიცი, რომ იმას მოსწონხარ, ამას შენი გაცნობა უნდა. რეალურად, კაციშვილი არ მინახავს ისეთი, ჩემთან მოსულიყო და ეთქვა, თიკო მომწონხარო.

– ვერ გიბედავენ და იმიტომ.

– რატომ ვერ მიბედავენ?!

– მათ კი არა, ახლა მეც ცოტა მეშინია, წინ რომ გიზივარ და რაღაცეებს გეკითხები.

– ვაიმე, რაღაც დიდ შარში ვეხვევი, მგონი და ვერ ვგრძნობ. მაიასთან ხომ არ გამოვიდე ტირილით და ყველაფერი მოვყვე ჩემი ცხოვრების შესახებ – როგორი მარტო ვარ და უბედური. (იცინიან). კარს რომ მივხურავ, მარტო ვარ! აი, ამას თუ ვიტყვი, აღარავის შეეშინდება ჩემი და ყველას შევეცოდები.

– „მაესტროდან“ მოყოლებული ასეთი ხარ. მართალია, შენში რამდენიმე ძალიან თბილი მომენტი დაჭერილი მაქვს, მაგრამ ეს თვისებები რის გამოც “ეშინიათ” შენი, დარწმუნებული ვარ, იმიჯი არ არის, შენი ხასიათია. ასეთი ტიპი ხარ.

– და რა არის გამოსავალი?

– ადამიანში მხოლოდ დადებითი უნდა ეძებო, მე ასე ვფიქრობ.

– ანუ, იმდენად უარყოფითი ვარ, რომ დადებითი საძებნელია?! (იცინიან) არა, სხვა გზას აღარ მიტოვებთ, რომელიმე შოუში უნდა ვიტირო. შენ მეუბნები, რომ ადამიანებს ცივი ვგონივარ? ყველაფერს ირონიულად და არარომანტიკულად ვუყურებ? არადა, იცი, რა რომანტიკული ვარ?!

– დარწმუნებული ვარ, მართლა ხარ.

– ფოთლის ჩამოვარდნაზე, თვალები არ მისველდება, მაგრამ რომანტიკული ვხდები, თუ ვინმე მიყვარდება.

– მაგრამ იმდენი თაყვანისმცემელი გყავს, გიჭირს ხომ არჩევა?

– იცი რა, ამ შემთხვევაში, ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას და არა რაოდენობას. რაოდენობა, რამდენიც გინდა, იმდენია. მაგრამ აი, ხარისხობრივად, პატარა აცდენები გვაქვს (იცინიან).

– ხარისხიანის კატეგორიაში ვჯდები?

– კი, ხარისხიანებში ხარ. თუ რამეს დააპირებ, არ შეგეშინდეს, კარგი გოგო ვარ (იცინიან).

– მითხარი, რას ნიშნავს თიკოსთვის რომანტიკულობა?

– ვიღაცისთვის რომანტიკულობაა ღამე მოსული ესემესი მთვარეზე და სიყვარულის მსგავსი „ამოხეთქვები“. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ვიღაცამ რომ ვარსკვლავი მაჩუქოს, რა უხერხული იქნება.

– ყვავილები გიყვარს?

– კი, ძალიან.

– შენ შემოგევლე. ძალიან გამიხარდა. კარგია, რომ ასე თქვი, რადგან ამ ბოლო დროს, ყველა გოგო იმას ამბობს, ყვავილები არ მიყვარსო.

– ხომ არ მეტყობოდა, რომ ყვავილები მეყვარებოდა. არადა, მიყვარს. გინდა, გითხრა, გოგოები ძირითადად რატომ ამბობენ, რომ ყვავილები არ უყვართ?! ურჩევნიათ, რაიმე უკეთესი საჩუქარი (იცინიან).

– ოქრო-ბაჯაღლო?

– ზუსტად. ყვავილები კი რა არის?! ძვირი ღირს, თან ერთ კვირაში დაჭკნება და უნდა გადაყაროს. არადა, სინამდვილეში, ყველა გოგოს მოსწონს ყვავილები. ურთიერთობის პირველ ეტაპზე, ყვავილი კიდევ, არა უშავს – ხვდები რომ მისი ყურადღება დაიმსახურე. მერე უკვე, მომდევნო ეტაპებზე, თუ სულ ისევ ყვავილი, ყვავილი, ყვავილი იქნება, აუცილებლად მიუტრიალდებიან და იტყვიან, რამე სხვა ეჩუქებინაო.

– რა მაგარია. ვხვდები, რომ მართლა ეგრეა. გიჟი ხარ. რა გესიამოვნება, რომ საყვარელმა მამაკაცმა გაჩუქოს?

– ძალიან ბევრი რაღაც. ასე, კონკრეტულად, ვერ ვიტყვი.

– კარგ ფილმზე გიტირია?

– კარგ ფილმზე მიტირია. მაია ასათიანის გადაცემაზეც...

– „ღადაობ“ თუ მართლა ამბობ?

– არ მიტირია, მაგრამ საოცრად უმოქმედია ჩემზე.

– შენი ცხოვრება „ღადაობაა“?

– არა, რატომ?! საერთოდ, არ არის ასე. რეალურად, მართლა მიჭირს ტირილი, იშვიათად ხდება ეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ მჭირდება. ერთი ან ორი თვე თუ გადის ისე, ვგრძნობ დაცლა მჭირდება, რომ ენერგიით თავიდან შევივსო. შენ თუ გიტირია?

– კი. შეყვარებულს რომ დავშორდი, მაშინ ვიტირე. მაგარი გამწარებული ვიყავი. ისე არ გაუმწარებიხარ ვინმეს, რომ სახეში გარტყმის სურვილი გაგჩენია?

– გარტყმის კი არა, იარაღის ამოღების და სროლის სურვილი მქონდა...

– კაცებს რატომ უჩივით ხოლმე ასე ეს ქალები?

– ყველას არა. კაცს გააჩნია – ზოგადად, არ ვამბობ. არ მიმაჩნია, რომ ყველა კაცი ერთნაირი, საშინელი და რეგვენია. მაგათი სინსილა გაწყდა – ეს მომენტი ნამდვილად არ მაქვს. მსგავსი დამოკიდებულება მათზე მიჩნდება, ვისაც რამე დაუშავებია.

– ვიცი შვილი გყავს, ფაქტობრივად, დედას ვერ ნახულობს არა?

– ასე ვთქვათ, კი. გუშინაც ინტერვიუ იმიტომ გადავდე, რომ ერთი დღე თავიდან ბოლომდე მასთან გამეტარებინა. როგორც კი დროს ვპოულობ, მასთან ერთად ვარ.


скачать dle 11.3