კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლის რწმენა და სიყვარული?

პასუხი: ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს მუხლის მოდრეკა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა. ხშირად უნდა ესწრებოდეს ტაძარში ღვთისმსახურებას, აანთოს სანთლები, ისწავლოს ლოცვა; ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი; ასწავლეთ მღვდლისგან კურთხევის აღება, მიაჩვიეთ სახლში გალობასა და წმიდა წერილის კითხვას, მისი თანდასწრებით ისაუბრეთ კეთილმორწმუნე ადამიანებზე, ღმერთზე, სულის ხსნაზე. თავიდანვე მიაჩვიეთ პურისა და სხვა ტკბილეულის გაყოფას და-ძმებისა და ახლობლებისთვის. რაც მთავარია, ბავშვისთვის იყავით მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა აღიზარდოს ის.

კითხვა: ოჯახში ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს და გადავწყვიტე, მონაზვნად წავიდე. რას მირჩევთ?

პასუხი: მძიმე ფიზიკური, სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის გამო მონაზვნად წასვლის გადაწყვეტილების მიღება არასწორია. ცხელ გულზე ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელი და თქვენთვისვე საზიანოა. ჯერ უნდა დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, იცხოვროთ ქრისტიანულად, ეზიაროთ და დროთა განმავლობაში თავადვე მიხვდებით, ხართ სამონაზვნოდ მოწოდებული თუ არა.

კითხვა: როდესაც ქუჩაში მათხოვარს ჩავუვლი, უცნაური განცდა მეუფლება: თან მინდა, დავეხმარო და თან რაღაცის გამო თავს ვიკავებ. რატომ ხდება ასე?

პასუხი: ამის პასუხად მოუსმინეთ მღვდელმონაზონ იოანეს: „ყურადღებით იყავი საკუთარი თავის მიმართ, როდესაც გაჭირვებული კაცი მოგმართავს დახმარებისთვის. ფარული მტერი ამ დროს გაშმაგებით გებრძვით: გულს გაგიქვავებთ, გაგიცივებთ და უგრძნობელთ გაგხდით სხვისი გაჭირვების მიმართ. უნდა სძლიოთ თავს და გადალახოთ ეს ქრისტეს საწინააღმდეგო განწყობილებანი. გააღვივეთ თქვენს გულში თანალმობიერი სიყვარული თქვენივე მსგავსი ადამიანის მიმართ, რათა ქრისტე მაცხოვარმაც შეგიყვაროთ თქვენ და, რასაც გთხოვენ, შეძლებისდაგვარად აასრულეთ იგი“.

კითხვა: უკვე საკმაოდ ხანდაზმული ადამიანი ვარ და ბოლო პერიოდში საოცარ ხილვებს ვხედავ. გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ეს და როგორ მოვიქცე?

პასუხი: საეკლესიო მამები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ამგვარ საკითხებს. ადამიანი სასწაულის მოლოდინში არ უნდა იყოს, ის თავის გულში უნდა იყურებოდეს და ასე შეიგრძნოს უფალი. იცხოვრეთ ეკლესიურად, გაესაუბრეთ მოძღვარს და მისი მითითებებით ისარგებლეთ.


скачать dle 11.3