კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ფუფუნება და უბრალოება

სუფია ჯუნაიდი თვალსაჩინოების გზით ასწავლიდა, ის მოწაფეებს საკუთარი ცხოვრების მაგალითით მიუთითებდა იმაზე, რის წარმოჩენაც სურდა. მაგალითად, ერთხელ მას ჭეშმარიტების მაძიებელთა ჯგუფი ეწვია. მოსულებმა ნახეს, რომ ჯუნაიდი ენით აუწერელ სიმდიდრეში ცხოვრობდა.

გაეცალნენ მას და ახლა ყველაზე მკაცრი ცხოვრების წესის მიმდევარი ასკეტი ბერის სამყოფს მიაშურეს, რომელიც უბრალოებით გამოირჩეოდა. ბერს არაფერი ებადა, გარდა ერთი საგებლისა და წყლის დოქისა.

ერთ-ერთმა მაძიებელმა უთხრა:

– აქაური ცხოვრების წესი და სამყოფის უბრალოება ჩვენთვის ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ჯუნაიდის საჩვენებელი და მყვირალა ფუფუნება. როგორც ჩანს, იგი ჭეშმარიტების გზას ასცდენია.

ასკეტმა მძიმედ ამოიოხრა და ცრემლმორეულმა უპასუხა:

– ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან იოლად მოუტყუებიხართ გარეგნულ მხარეს, რომელიც ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უქმნის დაბრკოლებებს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები და ნუ იქნებით წარუმატებელნი და ბედუკუღმართნი. დიდი ჯუნაიდი ფუფუნებაში იმიტომ ცხოვრობს, რომ ის არ ექვემდებარება სიმდიდრეს. მე კი უბრალოდ ვცხოვრობ და ეს უბრალოება არ მაწევს ტვირთად.

მიჰყვე გზას

წმიდა განდეგილმა ტყე მიატოვა და ადამიანთა შორის დასახლდა. ეს ამბავი ძალიან შორს გავარდა და ხალხი მისკენ გაეშურა. ერთნი ლოცვა-კურთხევას სთხოვდნენ, მეორენი – რჩევას. წმიდანი არავის ეუბნებოდა უარს. ერთი ძალზე მდიდარი კაცი საოცრად იმედგაცრუებული დარჩა მისი ხილვით. შეხედა წმიდანის ძველ, შელახულ ტანსაცმელს და უთხრა:

– წმიდა მამაო, აი თურმე რა ცუდად ცხოვრობ!

განდეგილი ყურადღებით დააკვირდა მას და უთხრა:

– ღარიბულად ვცხოვრობ, მაგრამ ცუდად არა, შვილო ჩემო. ცუდად ის ცხოვრობს, ვინც იცის, რომელი გზით იაროს, მაგრამ არ მიჰყვება მას.

ცხენს

ფრენას ვასწავლი

ერთხელ ძველ ინდოეთში მეფემ ერთ კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კაცმა მუდარით მიმართა მეფეს, შეენარჩუნებინა მისთვის სიცოცხლე და აღუთქვა:

– თუ მეფე ჩემს მიმართ გულმოწყალებას გამოიჩენს და ბრძანებს, სიცოცხლეს არ გამომასალმონ, ერთ წელიწადში მის ცხენს ფრენას ვასწავლი.

გაოცებულმა მეფემ სიკვდილმისჯილს თხოვნა შეუსრულა, მაგრამ დაემუქრა, რომ თუ მისი ცხენი ამ ხნის განმავლობაში ფრენას ვერ ისწავლიდა, ვერავითარი თხოვნა-მუდარა ვეღარ იხსნიდა მკაცრი განაჩენისგან.

ნათესავები გარს შემოეხვივნენ გათავისუფლებულს და ცდილობდნენ, მისგან გაეგოთ, რისი იმედი ჰქონდა, ასეთ სულელურ დაპირებას რომ აძლევდა მეფეს. კაცმა უპასუხა:

– ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მეფე გარდაიცვალოს, ან მისი ცხენი მოკვდეს. ბოლოს და ბოლოს, ეგებ ამ ცხენმა ფრენა ისწავლოს.


скачать dle 11.3