კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვისაა დაბადებული და რისგან იღებს დიდ სიამოვნებას ნინა ხვედელიანი



20 წლის მშვენიერი ნინა ხვედელიანი სწავლობს ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე, მეორე კურსზე და ძალიან მოსწონს თავისი მომავალი პროფესია. თუმცა, ის ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა. ნინა ასევე, მღერის და რამდენიმე სიმღერაც აქვს ჩაწერილი. ნინა თავისი მომხიბვლელობისა და განსხვავებული გარეგნობის გამო, სხვადასხვა კლიპშიც არის გადაღებული.



ნინა: ძალიან მიყვარს კლიპებში გადაღება, ფოტოსესიები. საერთოდ მიმაჩნია, რომ ამისთვის ვარ დაბადებული – ფოტოების გადაღების, კლიპებისა და გართობისთვის.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ყველანაირი გართობა მიყვარს. ღამის კლუბებში იშვიათად დავდივარ, უფრო ბარებში, წყნარ სიტუაციაში მიყვარს ჯდომა. საღამოობით მეგობართან, სახლში ვიკრიბებით და იქ ვერთობით, ვგიჟობთ კიდეც. ძალიან ჭორიკნები ვართ, ყველაფერზე ვჭორაობთ, მაგრამ ცუდად არა.

– გიყვარს ალკოჰოლური სასმელი?

– ხანდახან ვსვამ ხოლმე, რატომაც არა. თუმცა გააჩნია, ვისთან ერთად ხარ და როგორ სიტუაციაში. ცოტა გრადუსში ყოფნა მაგარია. ძალიან მიყვარს ვისკი, განსაკუთრებით „ჯეკ დენიელსი“. იოლად ვთვრები. თავიდან ყოველთვის ვტირი, მერე კარგ ხასიათზე ვდგები და ვერთობი. მეგობრები უკვე აღარ მაქცევენ ხოლმე ყურადღებას, ეს ახლა იტირებსო.

– მოდი, ზოგადად დაახასიათე შენი თავი.

– ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. თუმცა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიყვარს. ადამიანი თუ მიმიშვებს, მერე მასთან კონტაქტში მეც ძალიან მალე შევდივარ. ბრაზიანი არ ვარ, შეიძლება, ადამიანისგან რაღაც მეწყინოს, მაგრამ წყენა ძალიან მალე მავიწყდება. დედაჩემი მიამიტს მეძახის, ბოთე ხარო, იმიტომ, რომ ადამიანებს იოლად ვენდობი. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაში, ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემი მიამიტი ხასიათი ბოროტად გამოუყენებიათ.

– თბილი თუ ხარ, ყურადღებიანი?

– თუ ადამიანი მიყვარს, მის მიმართ ძალიან ერთგული და თბილი ვარ. საერთოდ, უერთგულესი ადამიანი ვარ, თუ ვინმე მომწონს, მის იქით ვეღარავის ვამჩნევ. სითბოს გამოხატვის ნიჭი ნამდვილად მაქვს.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. თუმცა, მქონია ისეთი შემთხვევა, როცა მამაკაცი გარეგნულად არ ყოფილა ძალიან მაგარი, მაგრამ მისი თვისებების გამო, როგორც „როჟა“ მომწონებია. მერე უთქვამთ, შენ, ნინა, ეს როგორ მოგწონსო. დიდ ყურადღებას ვაქცევ მამაკაცის გამოხედვას, თვალებს. ძირითადად, მაგარი გამოხედვით და გამჭოლი მზერით იპყრობს მამაკაცი ჩემს გულს. რაც მთავარია, მამაკაცი უნდა იყოს ერთგული და ზედმეტად ეჭვიანი – არა. თუმცა, რაღაც დოზით, ეჭვიანიც უნდა იყოს, რომ იგრძნო, ქალი ხარ, უყვარხარ და გაფასებს. კიდევ უნდა იყოს ყურადღებიანი. მიყვარს ამაყი ბიჭებიც, ოღონდ თავაწეულმა არ უნდა იაროს. მამაკაცი მკაცრიც უნდა იყოს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამას დავიმსახურებ.

– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ შენი გული დაიპყროს?

– ურთიერთობის დაწყების მომენტში, რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მომაქციოს, ხშირად მნახოს, მომიკითხოს.

– საყვარელი მამაკაცის წინაშე დათმობაზე წახვალ?

– ბუნებით ძალიან დამთმობი ვარ. საყვარელი მამაკაცის წინაშე აუცილებლად წავალ დათმობაზე. თუ სადმე მივდივართ და არ მოეწონება ჩემი ჩაცმულობა, მაკიაჟი, აუცილებლად გავითვალისწინებ მის აზრს. იმიტომ რომ, უპირველეს ყოვლისა, ამას მისთვის ვაკეთებ და მერე უკვე სხვებისთვის. შესაბამისად, როგორც მას მოსწონს, ყველაფერი ისე იქნება.

– მისი მხრიდან კონტროლი მოგეწონება?

– ყურადღება მომეწონება, მაგრამ კონტროლი და ყოველ წამს მისთვის „აჩოტების ჩაბარება“, არ მესიამოვნება. თუმცა, დღეში რამდენჯერმე მოკითხვა აუცილებელია. ისე მამაკაცებს უფრო სჭირდებათ კონტროლი, კაცი ისეთი არსებაა სულ ხელში უნდა გეჭიროს. მამაკაცს გარკვეულად სულ უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში და მერე უკვე აღარ მოდუნდება. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ცოტა ინტრიგაც საჭიროა, ქალური ხრიკები.

– როგორ ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნას?

– ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე არ უნდა გაიხსნას, თუნდაც ისინი ცოლ-ქმარნი იყვნენ. ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს პატარა საიდუმლო, რომ მამაკაცს მის მიმართ ინტერესი არ დაეკარგოს. როდესაც ქალს რაღაც საიდუმლო აქვს, მამაკაცი ყოველთვის ცდილობს მის ამოხსნას და სულ ექნება მისი ინტერესი.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– უპირველს ყოვლისა, ქალზე არის დამოკიდებული, მისი საყვარელი მამაკაცი საით გაიხედავს და ვისკენ გაექცევა თვალი. თუ მამაკაცს წასვლა უნდა, ისედაც წავა და არ უნდა დაიჭირო. მაგრამ მანამდე უნდა ეცადო, რომ მისთვის არ გახდე მოსაბეზრებელი, არ დაკარგოს შენს მიმართ ინტერესი. ქალი ყოველთვის უნდა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, მხიარული და გულღია. მამაკაციც უნდა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და არ უნდა იტყუებოდეს.

– შენი აზრით, რით ხიბლავ მამაკაცებს?

– ძალიან ცოტა მეგობარი ბიჭი მყავს. ვისთანაც ვმეგობრობდი, ბოლოს ყველამ სიყვარული ამიხსნა და ეს ძალიან მწყინს. რაც შეეხება იმას, თუ რით ვხიბლავ მამაკაცებს, ძირითადად, ჩემს ტუჩებსა და თვალებზე აკეთებენ აქცენტს – რა ლამაზი ტუჩები და თვალები გაქვსო.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, შეგიძლია მისი ყურადღება მიიქციო, შეეცდები მის მოხიბვლას?

– თავდაპირველად, შევეცდეები მისი ყურადღება მივიქციო, თუნდაც მზერით და მივახვედრო, რომ მე ის მაინტერესებს. თუ მისგანაც წამოვა ყურადღება, ხომ კარგი, თუ არადა, ესე იგი, არ მოვწონვარ და იქ უნდა დამთავრდეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ქალმაც უნდა იაქტიუროს, თავიდან ასე არ ვფიქრობდი და დავდიოდი თავაწეული.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად ბოლომდე უნდა იბრძოლოს?

– იოლად „შებმული“ კაცი არ არის საინტერესო და მან რაღაც დოზით უნდა გაწვალოს კიდეც, დაგაინტრიგოს. ისევე, როგორც გოგონამ ბიჭი.

– გიყვარს ბიჭების წვალება?

– თუ მამაკაცი მომწონს, მისი წვალება არ მიყვარს, ვინც არ მომწონს, იმას კი თავიდან ვიშორებ. მაგრამ თუ სხვა გასართობი არ არის, მაშინ ვაწვალებ.

– ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს? როგორ ფიქრობ, ყველა ქალი შეიძლება, იყოს სექსუალური?

– აუცილებლად უნდა გამოაჩინოს ქალმა ის, რაც ლამაზი აქვს, ოღონდ ნორმის ფარგლებში. ქალმა, სულ გახდილმა რომ იაროს, თუ შინაგანდ არ არის სექსუალური, ასეთი ვერ გამოჩნდება. შეიძლება, ქალს დახურული სამოსი ეცვას, მაგრამ ისეთი მზერა ჰქონდეს, ისეთი გამოხედვა, რომ ძალიან სექსუალური გამოჩნდეს.



ტატა დევდარიანი


скачать dle 11.3