კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რატომ დაშორდა მომავალ მეუღლეს გიორგი სუხიტაშვილი და როგორ დაქორწინდა მასზე ცხრა ლარად



მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, რომელსაც ამჟამად გასვლითი კონცერტები აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში, საკმაოდ კარგი მეუღლე აღმოჩნდა. მისი რჩეული მშვენიერი თაკო ბოჭორიშვილია, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ჯეოსტარელი მეუღლე იმის ლიცენზიას აძლევს, რომ მხოლოდ სახლში იმღეროს.



– გიორგი, მართლა არ იცოდი, რომ შენი და მონაწილეობდა „ჯეოსტარის“ ქასთინგებში?

გიორგი: ჩემი და კარგად მღერის, მაგრამ არ მინდოდა, რომ წელს გასულიყო „ჯეოსტარში“ – პატარაა და შეიძლება, ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლოს. ამიტომ მიწევს ყოველდღე მისი დამშვიდება. არ ვაშინებ, მაგრამ ვეუბნები, რომ ბევრი რამისთვის იყავი მზად-მეთქი. მეშინია, გული არ ეტკინოს, თან, დიდ სცენაზე არასდროს არ მდგარა. ნინოს ამბავი რომ გავიგე, გული გამიჩერდა. როდესაც ქასთინგები იყო, მე და თაკო ბათუმში ვიყავით, რა თქმა უნდა, გორში ვაპირებდი ჩასვლას, უნდა მემღერა. უცებ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, ხვალ გორში შეიძლება ცუდი ამინდი იყოს და არ ჩამოხვიდეო. მეც გულზე მომეშვა, ბათუმიდან უნდა წავსულიყავი და, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა. ამ დროს ჩემი თანაკლასელები მირეკავენ, სად ხარ, არ ჩამოდიხარ, რა ცუდი ამინდი, ცა მოკრიალებულია და მზე ანათებსო. ცუდად მენიშნა, მაგრამ გული დავიმშვიდე, ალბათ შეეშალათ-მეთქი. როდესაც თბილისის ტურში გადავიდა ჩემი და, ამ დროს, ზუსტად არ მახსოვს, მანანა მორჩილაძემ, თუ ქალბატონმა მარინამ დამირეკა და მეუბნება, ოქროს ბავშვიაო. ვინ-მეთქი, ვერ მივხვდი – ვითომ არ იციო და მაშინ გავიგე ჩემი დის ამბავი.

– მოდი, მომიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

თაკო: ერთმანეთი „ადნაკლასნიკებით“ გავიცანით: გიორგიმ მომწერა, როგორ ხარო, მეც ვუპასუხე, კარგად-მეთქი.

გიორგი: თაკოსთან იმიტომ კი არ შევედი, რომ მომეწონა, უბრალოდ, შეცდომა მომივიდა. „მთავარ რადიოში“ მუშაობს წამყვანი, თამუნა ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე იყო ჩემი პედაგოგი – სოლფეჯიოს მასწავლიდა. მაშინ ახალი გახსნილი მქონდა პროფილი, გაგებაში არ ვიყავი, რა ხდებოდა. რომ წავიკითხე სახელი და გვარი, ის მეგონა და პირდაპირ მივწერე, როგორ ხარ-მეთქი.

თაკო: ჩემგან არ არის ასეთი რაღაცეები გასაკვირი, რაჭველი ვარ, მაგრამ გიორგის რა დაემართა, ვერ მივხვდი, ორი კვირა ისე მწერდა, რომ ვერ ხვდებოდა, ვის ელაპარაკებოდა. ბოლოს ჩემი შვილები რომ მოიკითხა, მერე მიხვდი, რაღაც ეშლებოდა.

გიორგი: იცი, როდის გადამესხა ცივი წყალი? როცა მივწერე, ჩვენთან აუდიტორიაში რა ხდება-მეთქი და ისეთი „სმაილიკი“ გამომიგზავნა, რა გინდა, ვინ ხარო. მივხვდი, რომ სხვას ველაპარაკებოდი, მაგრამ იმდენად კარგად ვსაუბრობდით, რომ არ შემიწყვეტია ურთიერთობა. მერე თითის თამაშითა და მორიდებით „სკაიპში“ დამატება ვთხოვე, ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ.

– როდის გაიცანით ერთმანეთი?

თაკო: ბოლოს ძალიან დავიღალე, უზომოდ ვენდობოდი იმ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი, თან, ისეთი ფოტოები ედო, რომ ვერ ვხვდებოდი, როგორი იყო. ბოლოს ეჭვები გამიჩნდა, ვინმე ნაცნობი ხომ არ არის-მეთქი და ვუთხარი, ხომ უნდა ვიცნობდე იმას, ვისაც ასე ვენდობი და ყველაფერს ვუყვები-მეთქი. ანუ ორივემ თითქმის ერთდროულად გადავწყვიტეთ, გაგვეცნო ერთმანეთი.

გიორგი: მაშინ პეროვსკაიაზე ვმუშაობდი და ბარში დავპატიჟე. ბარში ქვემოთ არის ჩასასვლელი და იქიდან ფანჯარაში რომ აიხედავ, მხოლოდ ფეხები ჩანს. ვიყურები, თან ველოდები. უცებ, დავინახე, რომ ვიღაცეებმა გაირბინეს, ამოვედი, ზურგით იდგნენ. თაკო-მეთქი დავუძახე, არც კი ვიცოდი, ის იყო თუ არა, მაგრამ, მივხვდი, რომ ის იყო, ჩავედით ბარში და ძალიან ცუდი რამე დაგვემართა.

თაკო: იმდენ ხანს ვლაპარაკობდით ინტერნეტში, რომ ბარში ორივე გავჩუმდით და ხმა ვეღარ ამოვიღეთ, ვისხედით ჩვენთვის ჩუმად, დავკომპლექსდით. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მეგობარი მახლდა თან, მერე გიოს მეგობარიც მოვიდა და მათ განმუხტეს სიტუაცია.

გიორგი: მე რაღაცას ვფორთხიალობდი, მასპინძელი ვიყავი. მერე უკვე ომმა დაგვაახლოვა ერთმანეთს.

თაკო: გიორგი რომ ვნახე, მეორე დღეს ჩამოვიდა ჩემი მამიდაშვილი. მისი დამსახურებაა დღეს მე და გიორგი ერთად რომ ვართ. პირველად რომ ნახა გიორგი, ძალიან მოეწონა, გაგიჟდა, გაუგეს ერთმანეთს და დავრჩი მე თამაშგარე მდგომარეობაში. მერე უკვე გიორგი ნერვებს რომ მომიშლიდა და ვიტყოდი, მორჩა, დღეს აღარ მივდივარ გიორგის სანახავად-მეთქი, მეუბნებოდა, ტაქსი გველოდებაო და მეც მივდიოდი. რამდენჯერაც ვიჩხუბებდით, იმდენჯერ ლიკა გვარიგებდა.

– რატომ ჩხუბობდით?

– მე ვჩხუბობდი, გიორგი კი ჩუმად იყო, იმიტომ, რომ დამნაშავე იყო, არადა, მე გამოვდიოდი მტყუანი ხალხის თვალში.

გიორგი: პატარა ჩხუბები ყოველთვის ჩემი მიზეზით ხდებოდა, დაშორება კი თაკოს მიზეზით მოხდა. „ჯეოსტარის“ დროს ისე ვიჩხუბეთ, რომ თაკოსკენ გახედვაც არ მინდოდა.

თაკო: ისევ ლიკამ მიმახვედრა, რომ დამნაშავე ვიყავი და გიორგისკენ „მივჩოჩდი“: ამ საღამოს რას აკეთებ, იქნებ შევხვდეთ-მეთქი. კარგად მაწუწუნა.

გიორგი: ჩხუბი ძირითადად ჩემი ფიცხი ხასიათის გამო ხდება.

თაკო: მე ვერ ვიტან ყვირილს, გიორგის კი ძალიან უყვარს ყვირილი. ბოლოს მაშინ გვქონდა სერიოზული ჩხუბი, როდესაც ნინო გავიდა მეოთხე, საბოლოო ტურში. სახლში სტუმრები გვყავდა და ისმოდა გიორგის ყვირილი, ბოლოს მეც „გავჭედე“, დაანებეთ ამ ბავშვს თავი-მეთქი. გიორგი, რატომ არ თქვი, პირველ დღეს რომ მნახე, რით „დამაბი“? პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, ჩემი მეგობარი წავიდა და გიორგიმ მთხოვა, იქნებ ცოტა ხანს დარჩეო და დამანახვა სად მუშაობდა. გადავედით მის ბარში, ავიდა სცენაზე და სიმღერა მომიძღვნა: „ეგრე ავად ნუ მიყურებ, მთვარეო“ და „ვსიო“ – როგორც გავიღიმე, ისე დავრჩი. სამი თვის განმავლობაში მე და ლიკა დღე და ღამე იქ ვისხედით.

– გიორგი, რით მოგხიბლა თაკომ?

გიორგი: ალბათ, იმით, რომ „ფრონწკი“ რაღაცეები არ სჭირს, არც გოიმია და არც საზიზღრად „მარიაჟი“. „კეკელკა სასტავები“ არ მიყვარს. რომ დავუახლოვდი, მასში ბევრი კარგი რამ დავინახე. შემდეგ, რომ დავშორდით და მერე შევრიგდით, სიყვარულიც გაძლიერდა და კიდევ უფრო სხვა ემოციები მოვიდა.

თაკო: რაზეც ადრე ერთმანეთს „რქებით“ ვაწვებოდით და ურთიერთობას სკანდალით ვამთავრებდით, ახლა უსიტყვოდ ვუთმობთ, იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს.

გიორგი: ადრე თაკომ იცოდა თქმა, ასეთი ვარ, ვერ შევიცვლებიო. ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და ვახსენებ ხოლმე – გახსოვს ამაზე ეს რომ მითხარი, ახლა ასე რატომ აკეთებ-მეთქი.

– დაქორწინება მოულოდნელად გადაწყვიტეთ?

– დიახ, სიტუაციამ მოიტანა და ცხრა ლარად მოვიყვანე ცოლი, ანუ ხელისმოწერას ცხრა ლარი სჭირდება. ახლო მომავალში ვაპირებთ ჯვრის დაწერას, მინდა, რომ კანონიერი ცოლ-ქმარი ვიყოთ, ანუ, ღვთის წინაშე მინდა ვიყოთ ჯვარდაწერილები.

– ჰგავხართ ერთმანეთს?

– ერთი, რაშიც ვერ დავიმსგავსე და გული მწყდება, ეს არის მუსიკალურ გემოვნება. ხანდახან ისეთ რაღაცას ვპოულობ ამის მობილურში, რომ ბოღმით ვშლი. იცი, როგორ მიხარია, როდესაც ჩემი ტელეფონიდან მუსიკას გადაიწერს ხოლმე?! მერე ვნატრობ, რა იქნება ზარად მაინც დააყენოს და სადმე რომ წავალთ, არ დაურეკოს იმ ავად სახსენებელმა ზარმა-მეთქი.

თაკო: ერთადერთი, ჩემი ბუტიაობა არ მოსწონდა და ბევრჯერ დავიჭირე, რომ ესეც იბუტება, აი, რით დავიმსგავსე.

გიორგი: ეს დამსგავსება კი არ არის, იმავე ტაქტიკით ბრძოლაა.

– მერე, როგორ რიგდებით ხოლმე?

– ძირითადად ამას ჩემი იუმორი აკეთებს.

თაკო: იცით, როგორ მიჭირს გიორგისთან სერიოზული სახის დაჭერა და ჩხუბი?

გიორგი: მე უცებ გავბრაზდები, დავიცლები და მერე უკვე კარგ ხასიათზე ვდგები, ეს კი დუღს და ისევ მე ვცდილობ, კარგ ხასიათზე მოვიყვანო. ამ დროს მინდა, რომ თვალებში შემომხედოს, რადგან თუ შემომხედავს, ესე იგი, შემირიგდება.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3