კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ემუქრება ლულუს შვილი პრეზიდენტს და როგორ აპირებს ის მიშა სააკაშვილის მკურნალობას



ყოფილი ტელესახის, ამჯერად „კოსმოპოლიტენის“ ფიარსამსახურის შეფის, ლულუს უფროსი შვილი, ელენე, ხუთი წლის არის, მაგრამ ისეთ სფეროებში მოასწრო დაოსტატება, მისი მეცნიერებსაც კი რომ შეშურდებათ. ელენე პროფესიული ტელესკოპიდან მთვარესაც ხედავს და „იქაურებსაც“, მართალია, თვითონ სტომატოლოგობა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ უცხოპლანეტელებზე ზრუნვაც თავის საქმედ მიაჩნია – გრძელი შლანგებით „ლუკოილიდან“ მთვარეზე ბენზინს გზავნის და უცხოპლანეტელებს საქართველოში ეპატიჟება.



– მე ვარ ელენე გვარჯალაძე, დავდივარ საბავშვო ბაღში. ჩემი ბაღი არის კოსმონავტის მოედანზე. (გულისხმობს გაგარინის მოედანს – თ.ს.). ბაღში ბევრს ვთამაშობთ და თან ვმეცადინეობთ. ბაღი სკოლა კი არაა, რაღაცეებს რომ გვასწავლიან, მაგრამ ესე უნდათ და... ბაღის მერე სულ დაბადების დღეებზე დავდივარ. ჩემი მეგობრები მეპატიჟებიან ხოლმე. ძალიან მიყვარს დაბადების დღეებზე სიარული, იქ ბევრს ვთამაშობთ, ვჭორაობთ, საჭმელსაც ვჭამთ. მანდ ღვინო არაა, რომ დავლიოთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრ „კოკა-კოლას“ გვასმევენ.

– ბაღში ბევრი მეგობარი გყავს?

– დიახ, ოღონდ კარგი მეგობრები ცოტაა. კარგი მეგობარი ისაა, ვინც გაჭირვებაში დაგეხმარება, როცა ბიჭები გცემენ, უნდა დაგიცვას. ჩვენს ბაღში ერთი კარგი გოგოა, ბიჭებს აშინებს და ჩემი გულისთვის სცემს კიდეც. ხუთი ბიჭი არიან, სათამაშოებზე მეჩხუბებიან და თან მცემენ ხოლმე. ის გოგო მეხმარება. ეხლა პატრულები უნდა გავიცნო და დავურეკო, როცა ბიჭები მცემენ, რომ დამეხმარონ, მაგრამ მასწავლებელს არ უნდა, რომ ის ბიჭები პატრულმა დაიჭიროს. როცა სკოლაში სიარულს დავიწყებ, მაშინ მეც დიდი ვიქნები და ვთხოვ პატრულებს, რომ ჩემი თავი დაიცვან, როგორც პრეზიდენტებთან ერთად დადიან, ჩემთან ერთადაც ისე იარონ.

– ბიჭებთან რატომ ჩხუბობ?

– ხან სათამაშოებზე, ხან – პრანჭიაობაზე. მე და სხვა გოგოებს გვიყვარს მოპრანჭვა. დილით სულ ვჩხუბობ, რომ ლამაზი ტანსაცმელი ჩამაცვან. ხან დედიკო ისეთ რამეს მაცმევს, რაც არ მომწონს. თვითონ დიდი რომ არის, რაც უნდა იმას ჩაიცმევს, თან ბევრი საკრასკავები აქვს. მე მარტო ერთი საკრასკავები მაქვს, ამიტომ დედას პომადებს ჩუმად ვიღებ ხოლმე, კი არ ვპარავ, ისე ვიღებ, მოპარვა არ შეიძლება.

– დედა პრანჭიაა?

– ძალიან. ტელევიზორში რომ გამოდიოდა, მოპრანჭვა ხომ სჭირდებოდა! დილით ტელევიზორში ამინდს გვატყუებდა ხოლმე: ხან იტყოდა, წვიმსო და მზე გამოდიოდა, ხან იტყოდა, მზეაო და იწვიმებდა. შეცდომებს რომ უშვებდა და ვერ იგებდა, როგორი ამინდი იქნებოდა, ტელევიზიაში იმიტომ აღარ მუშაობს. მე ის უფრო მომწონდა, როცა ადრე ტელევიზიაში მუშაობდა. მეც მინდა, რომ დილაობით ტელევიზიაში გამოვჩნდე, ოღონდ, მარტო დილით, ღამე არა, ღამე იმიტომ არსებობს, რომ დაიძინო.

– ახლა სად მუშაობს დედა?

– ამერიკელების ჟურნალში, ჟურნალებს აგროვებს და სახლში მოაქვს. ამერიკელები ჩვენგან ძალიან შორს ცხოვრობენ, სულ შავები არიან. ეხლა ზაფხულში აბასთუმანში გავიცანი ამერიკელები, ოღონდ ისინი ძალიან შავები არ იყვნენ. აბასთუმანში ძალიან კარგია, ტყეც გვაქვს, ჰამაკიც. სულ ობსერვატორიაში დავდივარ და დიიდ ტელესკოპში ვიყურები.

– რას ხედავ ტელესკოპში?

– მთვარეს, ზედ რომ ხალხი და „მარშუტკები“ დადიან. ის ადამიანები ცოტა სხვანაირები არიან, რკინის ტანსაცმელი აცვიათ. მათთან ერთად უცხოპლანეტელებიც ცხოვრობენ. როცა ტელესკოპიდან ვიყურები, ისინიც მხედავენ და ხელს მიქნევენ ხოლმე, ვიცი, რომ უნდათ დედამიწაზე ჩამოსვლა, მაგრამ ჩვენამდე რომ მოვიდნენ, ბენზინი არ ეყოფათ. გრძელი შლანგები რომ ვიშოვო, შეიძლება, „ლუკოილს“ შევუერთო და გავუგზავნო. რა, არ შეიძლება, რომ უცხოპლანეტელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ?!

– სახლშიც ხომ არ გაქვს ტელესკოპი?

– არა, ტელესკოპი ძალიან დიდია და სახლში არ დაეტევა, პატარა ტელესკოპები იყიდება ბაზარში, მაგრამ იქიდან მთვარე და იქაურები არ გამოჩნდებიან. შარშან, როცა ზაფხულში იქ ვიყავი, ავღანელმა პუტინმა ომი რომ დაგვიწყო, ტყეც დაიწვაო, – ესე თქვეს. მე სულ ვლოცულობდი, რომ ტელესკოპებიც არ დამწვარიყო.

– როცა გაიზრდები, შენც ობსერვატორიაში ხომ არ უნდა იმუშავო?

– არა, მე სხვა ვინმე უნდა გამოვიდე. ადრე მინდოდა, რომ გამოვსულიყავი პროდიუსერი, რადგან ეს სიტყვა ძალიან მომწონს, ეხლა მე უნდა ვიყო კბილების ექიმი: ვიღაცა მოვა, პირს დააღებს, შენ კბილებს ამოუღებ და თაგვს გაატან. მე მინდა, რომ მიშა სააკაშვილის ექიმი გამოვიდე და პრეზიდენტს თავის ოთახში კბილები ამოვუღო. იქ ბევრ ფულს გადამიხდის და მდიდარი გავხდები.

– მის კბილებსაც თაგვს გაატან?

– თუ წაიღებს თაგვი პრეზიდენტის შუა კბილებს, აუცილებლად გავატან. ისე, პრეზიდენტის კბილები შეიძლება არ წაიღოს, შეეშინდეს.

– სხვა პოლიტიკოსებს არ ამოუღებ კბილებს?

– არა, მე მარტო მიშას ვიცნობ, იმათ, ფულზე რომ ჩხუბობენ ერთმანეთთან, კბილებს არ ამოვუღებ. მაშინ თაგვს იმ ბიჭების კბილებს გავატან, ვინც ეხლა მაბრაზებს. მე კიდევ ერთი სამსახური მინდა, რომ მქონდეს – პოვარი უნდა გამოვიდე და დიდ ქვაბებში ბევრი საჭმელი გავაკეთო. ჩემი ქმარიც პოვარი იქნება, მე საჭმელს მოვიტან ბაზრიდან, ის საჭმელს გააკეთებს.

– ჭამა გიყვარს?

– ხან კი, ხან – არა. როცა სახლში მაბრაზებენ, პროტესტს ვაცხადებ და ვშიმშილობ, მეც მინდოდა, რომ სახლში კაბინეტი მქონოდა, ისეთი კაბინეტი, დირექტორებს რომ აქვთ. ბიძია არ მაძლევდა თავის კაბინეტს, მეგობრები მოსდის ხოლმე და სად წავიყვანოო. მეც ავიღე და გამოვაგდე იმ ოთახიდან, ეხლა მეც მაქვს კაბინეტი.

– რას ინახავ იმ კაბინეტში?

– კომპიუტერს და ჩემს საფულეებს ვმალავ. იმ საფულით ჯოხიან კამფეტებს ვყიდულობ. კაბინეტი, რა, არ უნდა მქონდეს?! მე ამ ოჯახის უფროსი ვარ, იმიტომ დავდივარ დაბღვერილი. უფროსები სულ დაბღვერილები უნდა დადიოდნენ. მე როცა ტელევიზიაში ვიყავი, ყველა უფროსი ასეთი იყო.

– ტელევიზიაში რატომ იყავი?

– ტელევიზორში გამოვჩნდი. ვინც იმ შენობაში შედის, ტელევიზორში ყველა ჩანს. ოღონდ, ძალიან მსუქანი არ უნდა იყო, რომ ტელევიზორში ჩაეტიო. პომადაც უნდა წაისვა, სხვა საკრასკებიც, რომ ლამაზი გამოჩნდე. დიდი რომ ვიქნები, ტანსაცმელების მაღაზიაში უნდა ვიარო, რომ ძალიან ბევრი ტუფლები და კაბები ვიყიდო. ეხლა დიდების ტანსაცმელი საერთოდ არ მაქვს.



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3