კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1987 წლის 19 მარტს, დილის 9 საათზე. გთხოვთ, გვითხრათ, რომელ სფეროში ექნება წარმატება და პირად ცხოვრებაში ვისთან იპოვის ბედნიერებას?

პასუხი: რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ურთიერთობებში 2011 წლის აპრილამდე. თუმცა, მას, რასაკვირველია, აქვს პერიოდები, როცა პირად ურთიერთობებში წარმატებებია მოსალოდნელი, ოღონდ გაითვალისწინოს, რომ მისაღებია ურთიერთობა მერწყულის, კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და მისაღები: საინჟინრო საქმე, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, ხელოვნების ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 17 იანვარს. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი და რომელი უცხო ქვეყანაა მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია; ტურიზმი, ქორეოგრაფია, სავაჭრო-სამაკლერო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, იურისპრუდენცია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება; გაზის ინდუსტრია; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი; სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფერო; რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი უკეთესია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილო ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია.

კითხვა: ჩემი ქალიშვილი დაიბადა 1990 წლის 8 ივლისს, საღამოს 10-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში იქნება წარმატებული, რომელ წელს და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობა?

პასუხი: თქვენი ქალიშვილის კარმულ მისიას უკავშირდება ის, რომ იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ამავდროულად, უნდა შეძლოს ორიგინალური თვითგამოხატვა, დაამყაროს უანგარო მეგობრული ურთიერთობები, დაეყრდნოს დიპლომატიას, ინტუიციას, შეძლოს საიდუმლოს დაცვა და შენახვა. ამავდროულად, უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ერთგული ადამიანი, დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა ნათესავებთან. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და სილამაზე და არა დეპრესია და აგრესია. ეს მისი კოსმიური მისია და წარმატებების მომტანია ცხოვრებაში. სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში მისთვის მისაღებია ურთიერთობა: კუროს, კირჩხიბის, ტყუპების, ქალწულის, მორიელისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ფრთხილად იყოს თხის რქებთან, რადგან მათგან მეტი პრობლემაა მოსალოდნელი. აღმოსავლური ზოდიაქოთი კი მისთვის კარგია ურთიერთობა ვეფხვის, ძაღლის, დრაკონისა და მაიმუნის წლებში დაბადებულ ადამიანებთან და არ არის სასურველი ურთიერთობა ვირთხის, კატისა და მამლის წლებში დაბადებულ ადამიანებთან. წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური სისტემების ბიზნესი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმიანობა, საბავშვო ბაღების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, პედიატრია, ფსიქოლოგია; თუ ბარიერებსა და პრობლემებს გადალახავს, მაშინ, ასევე, წარმატება ელის საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო-საფინანსო ფართო სპექტრში.


скачать dle 11.3