კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის „იხსნება“ ადამიანში ტელეპათიური და წინასწარმეტყველური შეგრძნებები და რა გავლენას ახდენს ადამიანის უიღბლო ცხოვრებაზე დედამიწის წერტილები

იმ დროში ვცხოვრობთ, როცა სასწაულების ნამდვილად უნდა ვირწმუნოთ, როცა ირგვლივ უამრავი ამოუხსნელი მოვლენა ხდება და ბევრ კითხვაზეც ამომწურავ პასუხს ვერ ვიღებთ. ბევრი ვერ ხვდება, რატომ ეცვლება გუნება-განწყობა ძალიან ხშირად და უმიზეზოდ, რატომ იწყება ოჯახის წევრებს შორის უმიზეზოდ სკანდალები, ინგრევა ერთი შეხედვით იდეალური ოჯახები. მართლია, ამაზე ბევრს პასუხი არ აქვს, მაგრამ ჯანმრთელობა რომ სერიოზულად მძიმდება და ეს ფაქტები ნერვული აშლილობის, უძილობისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება, ეს სამწუხაროდ, ხილული რეალობაა.

როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელეონორა ამბობს, ასეთი უხილავი თუ ხილული დაავადებებით, არა მარტო ადამიანები, არამედ სახლებიც კი ავადდებიან. შიგნით შეხვალთ და შესული კი ხვდებით, რომ გუნება გიფუჭდებათ, თავს არაკომფორტულად გრძნობთ, გინდათ, სასწრაფოდ დატოვოთ იქაურობა და უცნაური გრძნობა გეუფლებათ. არადა, ადამიანების უმრავლესობა, დიდ დროს სწორედ სახლში ატარებს და იქ თუ არასასიამოვნო, ენერგეტიკულად საშიში აურა ტრიალებს, ეს მართლაც სახიფათოა. ასე რომ, თუ ვერ ახდენთ საცხოვრებელში აზრების მობილიზებას, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. ამაში კი, ქალბატონი ელეონორას, წლების განმავლობაში გამოცდილი, ეზოთერულ-პარაფსიქოლოგიური რჩევა-დარიგებები დაგეხმარებათ.

ელეონორა: ჩვენს ირგვლივ ბევრი მისტიკური და ამოუცნობი რამ ხდება. ზოგი ამას მეტად აქცევს ყურადღებას და უღრმავდება, ზოგიც ყურს არ უგდებს. მაგრამ, ფაქტია, ის რაც ჩვენს გარშემო ხდება და რაზეც პასუხის გაცემა გვიჭირს, ის, სადღაც შორს, იმქვეყნიურ სამყაროში, მართლაც მისაღები და ამოხსნილია. „ხდება, მაგრამ ვითომ ვერ ვამჩნევ” – ეს თავის მოტყუების მეთოდია. ფაქტების უარყოფა, მართლა სილაში თავის ჩაყოფაა და სხვა არაფერი. სირაქლემას პოზაში დგომა კი ვფიქრობ, სწორი არ არის. ბევრი მეკითხება, როდის ხდება ჩვენში წინასწარმეტყველური ან ტელეპათიური ნიჭის გამძაფრება და თუ არის ეს რეალურად შესაძლებელიო. მე კი ვპასუხობ, რასაკვირველია, შესაძლებელია და ეს პერიოდი, ყველა ადამიანს უდგება.

– როდის იხსნება ადამიანში წინასწარმეტყველური თუ ტელეპათიური ნიჭი და როგორ მივხვდეთ, რომ ეს ჩვენს თავს რეალურად ხდება?

– დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოვება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და გინდათ, განმარტოება და საკუთარ თავში ჩაკეტვა. სწორედ ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ტელეპათიური, ქვეცნობიერი თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები მძაფრდება. აზრი, სიტყვა და ფიქრი ენერგეტიკული ინსტრუმენტებია და ამით თავად ქმნის ადამიანი საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. მერე ხდება ამის გაგზავნა სამყაროში და იმავე გზავნილის უკან მიღება, ინფორმაციის სახით.

– მოდი, დავკონკრეტდეთ. ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა ადამიანისთვის შესაძლებელია?

– რასაკვირველია. ემოციური გზავნილის ტელეპათიურად აღქმა სრულიად შესაძლებელია და ეს რეალური ფაქტია. მაგალითს მოგიყვანთ. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მიუხედავად მანძილისა, თუ ერთს რამე უჭირს, ამას მეორეც განიცდის. ეს ბევრმა დაადასტურა. აი, თავად დააკვირდით, მაგალითად, თუ შეყვარებული გყავთ, მასთან შეხვედრისას გული სხვანაირად ძგერს და დროებით თუ მოუხდა შორს გამგზავრება, როცა დაგეწყებათ შინაგანი შფოთვა, ფორიაქი, ვერ იპოვით ადგილს და გუნება-განწყობაც უარესობისკენ შეგეცვლებათ, დაურეკეთ და ჰკითხეთ როგორ არის. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზე ვერ ექნება, მისი უარყოფითი, წარუმატებელზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას ტელეპათიურად, ამ სამყაროდან თქვენ ინფორმაციის სახით იღებთ. ეს ინფორმაცია კი იმ განცდებზე მეტყველებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე და, ზუსტად მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გაქვთ გრძნობები.

– გამოდის, რომ არც ერთი სასიყვარულო ურთიერთობა შემთხვევით არ იწყება, რაც უნდა წარუმატებელი და მტკივნეული იყოს ის?

– დამიჯერეთ, არც ერთი სასიყვარულო და რომანტიკული გრძნობა თუ ურთიერთობა, არ იბმება შემთხვევით. როცა ადამიანს სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობს მეორე ადამიანი, გამოდის რომ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი მათ შორის და შეგრძნებებიც წინასწარმეტყველურად მოქმედებს. და, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სასიყვარულო კავშირი, მით მეტად იზრდება ორ ადამიანს შორის ტელეპათიური თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები და მოვლენები.

– ამბობენ, ნებისმიერ ადამიანს დაბადების მომენტშივე დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ისინი აგებენ პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზეო. სხვათა შორის, ამ საკითხზე ბევრი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი კომენტარს ვერ იძლევა. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?

– ეს თემა ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წრეებში საკმაოდ აქტუალურია და მიკვირს თუ მასზე საუბარი რომელიმეს გაუჭირდა. გეტყვით რომ, ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე აქვს, ეგრეთ წოდებული, საკუთარი წერტილები. ასეთ ადგილებში ადამიანს აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. მოკლედ, დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და ასევე, ნულოვანი წერტილები. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ დედამიწაზე კონკრეტულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. ასეთ ადგილებში დიდხანს ყოფნისას კი, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. ასეთი ენერგეტიკული ადგილები დედამიწაზე ძალიან ბევრია. დადებით წერტილზე მოხვედრისას, ადამიანს ბედიც ეხსნება, წარმატებულიც ხდება და სასიკეთოდაც იცვლება მისი იღბალი. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ. იმუხტებით დადებითი ენერგეტიკით და დაცული ხართ. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, ყურადღება იფანტება და არ არის გამორიცხული, მას საკუთარი შვილის სახელიც კი დაავიწყდეს. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი მარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში არ შეიძლება დიდხანს დარჩეთ, რადგან თქვენი სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ზიანი მიადგეს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ, დააკვირდით საკუთარ საცხოვრებელში, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს და სად შფოთავთ და განიცდით რაღაცას. ეს ძალიან მარტივია. ასევე, დააკვირდით სახლში რომელ ადგილას ყოფნისას გიბუჟდებათ კიდურები ან გიშტერდებათ თვალი. ეს თქვენთვის საშიში ზონაა და მას სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ. შესაძლოა ასეთი საშიში ზონა ბინაში არაერთი იყოს. აგრეთვე არ არის გამორიცხული, ასეთ ადგილებში ადამიანს უეცრად დაეწყოს შიშები, თავში მოუვიდეს უაზრო ფიქრები, დაეწყოს თავის ტკივილი, შფოთვა და აღგზნება. ეს თქვენთვის ანომალიური ზონაა სახლში. ანომალიური ზონები სახლში კი, ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს.

– თუ თავი ვერ დავიცავით და ასეთ ენერგეტიკულად საშიშ ზონაში აღმოვჩნდით?

– თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი. რადგან, აბაზანა სწორედ ის ადგილია, სადაც უარყოფითი ზონისგან აკრეფილი ენერგიის ჩამორეცხვა ხდება. ასევე, მაგიური თვისებებით გამოირჩევა და უარყოფითის საუკეთესო „ჩამომრეცხია” წვიმის წყალი. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები წვიმის დროს წყალს აგროვებდნენ ჭურჭელში და შემდეგ, ამ წყლით ბანაობდნენ. ეს ტრადიცია სოფლებში დღესაც შემორჩენილია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ წვიმის წყლით ბანაობის დროს ბედს უკეთესობისკენ აბრუნებს, წარმატებებსაც იბევებს და ჯანმრთელობასაც სასიცოცხლო ტონუსით აძლიერებს.


скачать dle 11.3