კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის „ბურძგლავს“ ნუკი კოშკელიშვილს და რის გამო მოიმტვრია რქები გიორგი სუხიტაშვილმა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი „იმედის დილის“ წამყვან ნუკი კოშკელიშვილის ხშირი სტუმარი იყო. ახალი სიმღერით, ოჯახური კონკურსებითა თუ ოთხფეხა მეგობრებზე საუბრით, მისი გამოჩენა გადაცემის წამყვანებსაც უყვარდათ და თავად გიორგისაც. დღეს მათ საუბარი ჩვენი რუბრიკის საშუალებით სულ სხვა თემებზე მოახერხეს.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიორგი სუხიტაშვილი



– რისი გეშინია ცხოვრებაში?

– გველების. დაბადებიდან მაქვს ეს ფობია. ხომ აქვს ადამიანს სიბნელის, სიმაღლის და მსგავსი შიშები, მე საშინლად მეშინია გველების.

– გველოფობია გაქვს, თუ რა დავარქვათ?! უხსენებელოფობია.

– შენ რისი გეშინია?

– ზოგადად, ასე განსაკუთრებით არაფრის მეშინია. ფობია არ მაქვს – არც რაიმე არამატერიალურის, არც რაიმე ირეალურის. შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში, რაიმე მოვლენის გამო შიშმა შემიპყროს, მაგრამ ამას არ აქვს ერთი ისეთი მიზეზი, რომ ახლა უცებ ვთქვა, რამის მეშინია-მეთქი. ღამით სასაფლაოზე ვერ წავალ, სულები მოვლენ და ასეთი რაღაცეები ჩემში შიშს არ იწვევს. სხვათა შორის, ერთხელ სოფელში სასაფლაოზე წვიმამ მომისწრო. არის ასეთი გადახურული სასაფლაოებიც, შიგნით რომ შედიხარ, კარით და ყველაფრით. ერთ-ერთ ასეთ საფლავზე შევედი და ღამის ორ საათამდე ვიდექი. რომ აღარ და აღარ გადაიღო, დავურეკე ჩემს ძმაკაცს, იქნებ, მომაკითხო, მაგრად წვიმს და ვერ გამოვდივარ-მეთქი. მას სასაფლაოსი ისე ეშინოდა, მთელი უბნით წამოვიდა, ჩემი ადგილი აღარ იყო მანქანაში, ვიღაცის კალთაში ვიჯექი (იცინიან).

– არა, ორ საათზე სასაფლაოზე, ალბათ, შემეშინდებოდა. იმიტომ კი არა, სულები ამოვლენ და რაღაცას დამიშავებენ, სიტუაციაა საშიში, სიბნელე, აბსოლუტური სიჩუმე და ბევრი ადამიანის სურათი. არ არის მთლად სასიამოვნო.

– რა პროფესიის ხარ?

– დიპლომი ჯერჯერობით ხელთ არ მაქვს. ვსწავლობ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე...

– დიპლომატიის დიპლომი ჯერ არ გაგაჩნია.

– არა და რაღაც, ჟურნალისტიკა უფრო მხიბლავს, თან, სამსახიობო სფეროც მაინტერესებს.

– თან, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გაქვს. როდესაც ფართო აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ, თამაშობ, და ამას კარგი რეზონანსი მოჰყვება, გამოცდილებაა, აბა, რა. თან, როგორც მსახიობმა მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან დამაჯერებელი იყავი. მომეწონა. მით უმეტეს, რომ ვიცი, კამერასთან მუშაობა არ არის ასეთი ადვილი.

– სხვათა შორის, როგორც კი გადავწყვიტე დიპლომატიურზე ჩაბარება და სწავლა დავიწყე, ძალიან ვინანე. ახლაც კი, სამსახურზე რომ ვფიქრობ, ვხვდები, იმ სფეროს მეტი არაფერი მაინტერესებს – კამერა მხიბლავს ძალიან. რომ ვიცი, იმ ერთი ჭუჭრუტანის მიღმა, არის ათასობით და მილიონობით ადამიანი, ეს მაგარი შეგრძნებაა. გყავს მაყურებელი, რომელიც დადებითად ან უარყოფითად შეგაფასებს და ეს ძალიან მაგარია.

– ვერასდროს ვიმუშავებ ისეთ ადგილას, სადაც მთელი დღე უნდა ვიჯდე – მოდი, მიიღე, ხელი მოაწერე, ფურცლები გადადე – არ შემიძლია. რაც მეტ მოძრაობასთან არის დაკავშირებული, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. სხვა რომ არაფერი გამომივიდეს, ბოლოს შეიძლება, ბალეტზე შევიდე...

– „პაჩკით“ და პუანტებით, შენი ფეხები „პაჩკაში“ წარმომიდგენია.

– (იცინიან) არა რატომ?! მოვუვლი. სხვათა შორის, ვაკეში ერთ-ერთ სალონში, საოცრად მოვლილ-მოწესრიგებული ქალბატონი შევიდა და იკითხა ფეხების „ადღლეზა“ აქ ხდებაო? (იცინიან).

– მე უარესი დამემართა. ერთ-ერთ აფთიაქში აქცია იყო, სადაც შეგეძლო, გაგეგო შენი თმის ხარისხის მდგომარეობა. შემოვიდა ქალბატონი, რომელსაც გაუსინჯეს თმა და ჰკითხეს, რა შამპუნს მოიხმართო და პასუხი იყო – ატმის (იცინიან).

– მე ანანასი მომწონს, კარგი გემო აქვს. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ უნდა გკითხო, თეატრში თუ დადიხარ და უფრო როგორი სპექტაკლები მოგწონს?

– თეატრში დავდივარ სისტემატურად. იქიდან გამომდინარე, რომ თეატრი, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, საბოლოოდ, მაინც გასართობი სფეროა. ეს არის სანახაობა, ყოველთვის კარგ კომედიაზე მივდივარ. როგორიცაა, მაგალითად, „არტ-ხელოვნება“ მარჯანიშვილის თეატრში.

– ძალიან მომწონს ეს სპექტაკლი, ოღონდ სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს კომედიაა. ეს უფრო ღრმაა. იმდენი ადამიანი პოულობს საკუთარ თავს ამ სამ გმირში, რომ ეს უფრო შავი იუმორით გაჯერებული ძალიან ღრმა სპექტაკლია.

– მესმის, ზუსტად ამას ვამბობ მეც. იყოს ღრმა ოღონდ „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ ნუ იქნება, რომ საერთოდ იმ დღეს ცხოვრება აღარ მოგინდეს. ყოველდღე ისედაც ძალიან ბევრ სტრესს ვიღებთ – სამსახური, უსამსახურობა, ოჯახი, ურთიერთობები და მერე საღამოს „ჰამლეტზე“ წასვლა, მართლა აღარ გინდა. მირჩევნია „არტ-ხელოვნება“, „პიგმალიონი“ და სხვა მსგავსი სპექტაკლები ვნახო.

– ტელეწამყვანობაც ასევე მოგწონს?

– ძალიან. მართალია, ეკრანიდან გავქრი, მაგრამ დროებით. ძალიან მალე დავბრუნდები, სულ სხვა ამპლუაში. ანონსებიდან უკვე ყველამ გაიგო, თუ რა სახით გამოვჩნდები ეკრანზე. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე, უშუალოდ, წამყვანის როლში დავბრუნდები ტელევიზიაში, რაც ძალიან მინდა.

– ჩემს საახლობლოში, სანაცნობოში ძალიან დიდი ნეგატივი წამოვიდა, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ეკრანიდან გაქრნენ. არ ვაკნინებ, არც ერთ ტელეკომპანიას და არც მათ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩემს გარშემო ამ ფაქტმა ცოტა პროტესტნარევი ირონია გამოიწვია. არ შემიძლია, მათ არ შევუერთდე.

– ჩვენთან ხომ მოდიოდი?

– ხომ ხედავდი, რომ მოვდიოდი. ოჯახთან ერთად კი არა, ბოლოს უკვე ჩემი საოჯახო ტექნიკით მოვდიოდი. პირადი ცხოვრების თემა ტაბუირებული გაქვს? მინდა გავიგო, როგორ ცხოვრობ, რით სუნთქავ, რა ფერი ხარ?

– რითი ვსუნთქავ და რა ფერი ვარ, ხომ ხედავ. ისე, ზოგჯერ ტაქიკარდია მაწუხებს. ვცხოვრობ გადასარევად, დედასთან, მამასთან, ჩემს დასთან და ბუბუსთან ერთად. შენც ხომ გყავს ერთი ბუბუ, ოღონდ ის ძაღლია.

– (იცინიან) კი. ამას წინათ ვნახე, თქვენთან, გადაცემაში რომ მყავდა მოყვანილი, როგორი პატარა ყოფილა. მაგრად გაიზარდა. რაც შეეხება პირადს?

– ტაბუირებული არ არის ჩემი პირადი ცხოვრება, რადგან საერთოდ არ მაქვს. აღარ მაქვს. და ახლა პირდაპირ შენ ინტერვიუზე გადავიდეთ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი

– რატომ არ აქვთ გოგონებს პირადი ცხოვრება? რატომ არის ის ასეთი ბანალური და მოუწყობელი?

– გეტყვი, რაც ამ წუთას მომივიდა თავში. მაგიდაზე, რაც უფრო მეტი საკვებია, მით ნაკლებად ჭამ. ლამაზი ქალის გარშემო ყოველთვის ბევრი მამაკაცია და ამორჩევა გიჭირთ.

– ხედავ?! საინტერესოა.

– კი არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც წუნია ხარ, შენც გინდა, რომ იმ ერთადერთს შეხვდე. მაგრამ, სანამ ადამიანი შეგიყვარდება, ის მოგწონს, შემდეგ გაცნობა, ინტელექტის ამოცნობა – უამრავი რაღაც ირთვება და მერე მოდის ის, რასაც სიყვარული ჰქვია. მე ასე მგონია. შეიძლება რეალისტი ვარ, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ ესეც არსებობს. თუმცა, ჩემთვის წამოუდგენელია, ვიღაც დავინახე და დამაჟრიალა, ყურში წუილი გავიგე, კბილი მომძვრა თუ ფრჩხილი გამიშავდა...

– რა მაგარია. როდის გავიგებ ყურში წუილს (იცინიან)?! ისე, ხედავ, ფრჩხილიც გამიშავდა, მბურძგლავს კიდეც, მაგრამ რა ხეირი.

– ჩემი ბრალი ხომ არ არის?! გაშავებული ფრჩხილებით მოხვედი (იცინიან). ერთი სიტყვით, ჩემი პატარა ნაფიქრით, ასეა.

– მაგრამ ისევ საჭმელს რომ შევადაროთ. მამაკაცებისთვისაც სუფრაზე ბევრი საჭმელი ხომ არ არის ქალი, რომელიც გარეგნობითაც კარგია, განათლებულია, ჭკვიანი, მხიარული... ძალიან ბევრი ხომ არ მოსდით და ამის გამო არიან გოგონები მარტო?

– არა. კატეგორიულად არა. არც ერთ მამაკაცს არ უნდა სახლში მხოლოდ ბარბი ჰყავდეს. არ ვარ უმცირესობაში. საკმაოდ ფართო სამეგობრო წრე მყავს, მათ კიდევ თავისი სამეგობრო და ძალიან იშვიათად ამოტივტივდება ხოლმე, ისეთი ვინც სხვანაირად ფიქრობს. ასეთები იოლად ამჩატდებიან. ის სილამაზე თუ სინთეზში არ არის ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად, სიყვარული შეყვარებულობის პერიოდშივე უფერულდება. ძირითადად, ასე ხდება. როგორც ყველაფერმა სხვამ, ისე სილამაზემაც იცის მიჩვევა. იმის იქით გრჩება ადამიანი, რომელთანაც საერთოს ვეღარ ნახულობ.

– სილამაზეს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ეს არის პირველადი ეფექტი...

– რომელიც შიგადაშიგ გახსენებს თავს. ისიც სხვისი თვალით დანახული. მე მყავს ლამაზი მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ მის სილამაზეს ყოველთვის ვეღარ აღვიქვამ. მაგრამ, არის მომენტები, როდესაც მეც და გარშემო მყოფებიც აღფრთოვანებაში მოვყავართ. იმის თქმა მინდა, რომ ის მხოლოდ თავისი სილამაზის გამო არ მიყვარს. საერთოდ, რაც უფრო ინტელექტუალურია ქალი, მით უფრო რთულად ირჩევს პარტნიორს. ეს იცოდე! რაც უფრო ცარიელია მისი ტვინი, მსოფლმხედველობა, მით უფრო იოლად ამოიჩემებს ერთ ობიექტს და მის გარდა ვერავის ამჩნევს. შეიძლება, სერიალს უყურებს სახლში, მერე ხვეულთმიან ხუანს, ახოვან ვაჟკაცს ვიღაცას მიამსგავსებს და იმაზე გადაირევა.

– არადა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს მამაკაცის ახოვანებაზე მეტად მისი „ახოვანი ბუნება“ ხიბლავთ. სამი კრიტერიუმიდან რომელიც ქმნის კარგ მამაკაცს, უპირველესი იუმორის გრძნობაა. თუ ადამიანს კარგი იუმორი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს საღი გონება, ნათელი ჭკუა.

– ყოველ შემთხვევაში, სხვის კარგ იუმორზე უნდა ეცინებოდეს (იცინიან).

– მეორე – აუცილებლად ინტელექტი. არა საღი გონება, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით – განათლება, რადგან ეს უკვე თავისთავად საინტერესოა. და, მესამე – აუცილებელია იყოს ნიჭიერი. არ აქვს მნიშვნელობა მეხანძრე იქნება თუ გამნათებელი, მთავარია, ამას ნიჭით აკეთებდეს. იყოს თავისი საქმის ფანატიკოსი.

– ანუ, კვაზიმოდო შეგიყვარდება. ვიზუალზე ერთი სიტყვაც არ გითქვამს.

– ვიზუალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მართლა. მინახავს უშნო მამაკაცი, რომელიც პირს რომ გააღებს და დაგელაპარაკება, მასში ხედავ ქარიზმას. სამი დღე გეყოლება ეს „კრასავჩიკი“ სახლში და მერე იწყება საშინელი იმედგაცრუება.

– იგივე დამოკიდებულება მაქვს ქალთან დაკავშირებითაც. ქალები ხშირად ამბობთ სიტყვა დასაყრდენს. ნურც ერთი მამაკაცი ნუ იტყვის, რომ ქალის სახით დასაყრდენი არ სჭირდება. არ მიმაჩნია, რომ, ზოგადად, სუსტი მამაკაცი ვარ, ასე მართლა არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რესურსი გეწურება. ხდება ისე, რომ გადაღლილობის ჟამი გიდგება და ძალების აღსადგენად რეგენერაცია გჭირდება. აი, ამ დროს ირთვება ის დასყრდენი და ის დამატებითი ძალა, რომელიც გვერდით გყავს. ის გიბიძგებს, ის ხდება სტიმული, ის იჩენს ძალას... სტიმული მჭირდებოდა და ის ახლა ჩემ გვერდით არის. ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალია, როდესაც სტიმული მაქვს. როდესაც პრობლემა მაქვს, ან რაღაც ისე არ მიდის ცხოვრებაში როგორც საჭიროა, ჩემს საქმეს კი ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ არა სიამოვნებით, არამედ ვალდებულების გამო. შესაბამისად, მისი ხარისხიც ძალიან დაბალია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს საყრდენი როგორც ქალს, რაღაც დოზით, მამაკაცსაც სჭირდება. შენც გინდა, საღი აზრი, რჩევა, გვერდით დადგომა. ვერ ვტირი და ზუსტად ამიტომ მჭირდები. დეპრესია მხოლოდ ტირილი და მოთქმა ხომ არ არის. ის ნამდვილი მეორე ნახევარი უნდა იყოს. თანხვედრა უნდა იყოს აზრების, ემოციების. რა თქმა უნდა, რობოტი არ ხარ და როგორც „შტეფსელში“ ერთდება გადამყვანი ისე ვერ შეაერთებ და დატენი ადამიანს, მაგრამ ძირეულ თემებზე შეთანხმება უნდა იყოს. სწორედ ეს თანხვედრა იწვევს იმას, რომ კონფლიქტი არ ღვივდება.

– აუცილებელია კომპრომისი.

– რა თქმა უნდა. იმდენჯერ მოგვემტვრა რქები მეც და მასაც, რომ უკვე ვისწავლეთ ზომიერება.

– ბავშვი გყავთ?

– არა. ფეხმძიმედ იყო და ზუსტად იმ დილით თქვენთან რომ მოვდიოდით გადაცემაში, გავცივდით ორივე, რაღაც ვირუსი შეგვხვდა და მუცელი მოეშალა. ახლა ინტენსიურად მკურნალობს.

– მთელი ცხოვრება წინ გაქვთ...

– რა თქმა უნდა. მაინცდამაინც „ხიდზე არ გადავდივარ“, ახლავე ბავშვი იყოს-მეთქი. იქნება.

– სამომავლო გეგმებზეც მითხარი ორი სიტყვა.

– სულ რაღაც ერთი თვის წინ, ალბომის პრეზენტაცია შედგა, თუმცა ჯერ არ დაწყებულა მისი ტირაჟირება. ცოტა ხანში დაიწყება მისი ფიარი და მინდა, რომ რომელიმე ერთ სიმღერაზე პატარა ვიდეო გავაკეთო. ეს აუცილებელი მგონია. პატარ-პატარა გეგმებიც მაქვს, რომელსაც წინასწარ თუ არ ჩავუყარე ფუნდამენტი, საუბარი არ მინდა. ესეც ისევ ჩემს პროფესიას ეხება, ორგანულ ქიმიაში ჯერ არ გადავდივარ.

– მაგრამ შეიძლება, ყველაფერი ბალეტით დასრულდეს.

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია (იცინიან). ბალეტს არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი ვცეკვავდი, იმ დონეზე რომ „რასტიაჟკა“ მაქვს და „ხიდზეც გადავდივარ“.


скачать dle 11.3