კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანის რწმენა ჭეშმარიტი და როგორი საქმის კეთებას უკრძალავს მას სარწმუნოება

წმიდა წერილიდან ცნობილია: „რწმენა არის დაჯერება უხილავისა“. ამ აზრით, რწმენა ყველა ადამიანს აქვს, რაღაცის ყველას სწამს: ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – სიკეთე ან მეგობრობა, ბევრისთვის – ბუნების ძალები. როდის უარყოფს ადამიანი ღმერთს, როდის აქვს მას ჭეშმარიტი რწმენა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).



– მამა გიორგი, ვინ იყო პირველი ურწმუნო ადამიანი?

– ურწმუნოება ნაყოფია ღმრთისგან განდგომილებისა. პირველი უგუნური, ვინც ღმერთს განუდგა, იყო ეშმაკი-ანგელოზი სინათლისა, რომელმაც საუკეთესო არსებიდან შვა უგუნურება, რამეთუ წამოიწყო უგუნური საქმე – ღმერთს გაუტოლა თავი. „მან სთქვა გულსა შინა თვისსა: ცაში ავალ, ღმერთის, ვარსკვლავების ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტსა და დავჯდები საკრებულო მთაზე. ჩრდილოეთის კიდეებზე ავალ, ღრუბლების გორაკებზე, დავემსგავსები უზენაესს“, – და მყისვე ჯოჯოხეთს შთავარდა, რის შედეგადაც, ვეღარ ამბობს უღმერთოებას პირადად, არამედ ხმამაღლა ჰღაღადებს უგუნურთა პირით, რომლებიც მსახურობენ ეშმაკს და ჰბაძავენ მას გულითა და გონებით.

ეგვიპტის ფარაონს ეშმაკმა ათქმევინა: „მე არ ვიცი უფალი იგი“ და ამის შემდეგ ის თავის მხედრებთან ერთად მეწამულ ზღვაში დაიღუპა. ასევე, ათქმევინა მან სენაქირიმ ასურელს, რომ მის ხელთაგან წინასწარმეტყველ ეზეკიელს ღმერთი ვერასდროს დაიხსნიდა და მისი შთამომავლობა დაწყევლა. ეშმაკისგან წაქეზებულმა ნაბუქოდონოსორმა სამ ყრმას უთხრა: „ვინ არის ღმერთი, რომელმან განგარინნეთ თქვენ ჩემთა?“ – და ადამიანთა შორის ხარივით ბალახის ძოვა დააწყებინა. მან უბრალო მონასავით გააყიდვინა ღმერთი იუდა ისკარიოტელს და შემდეგ საკუთარი თავი საბელით მოაშთობინა.

– რატომ უარყოფს ადამიანი ღმერთს, როგორ მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე?

– წმიდა ბასილი დიდი ამ შეკითხვაზე პასუხობს: „უკეთურება არის მიზეზიც და შედეგიც ღმრთის განდგომილებისა“. დავით მეფსალმუნე ამ აზრს ასე გადმოსცემდა: „არავინ არს, რომელმანცა ქმნა კეთილი“. ამ ადამიანთა ნუსხას იოანე ოქროპირი ასე წარმოგვიდგენს: „ჰეროდე მეფემ ბეთლემში ჩვილი ბავშვები რომ ამოხოცა, იუდეველები, ეშმაკთა განმსმენელს ბელზებელად ხადოდნენ, სჯულისმეცნიერნი ადამიანებს რომ აცდუნებდნენ – ამაყი მღვდელმთავარი თუ ღმერთი – უარმყოფელი მწიგნობარი, ქედმაღალი განმკითხველი და ფარისეველი თუ მოკამათე სადუკეველი, გამყიდველი იუდა და მღვდელმთავრის ყურმოკვეთილი მსახური, გამსამართლებელი პილატე, ჰურიათა ბრბო, რომელიც ღაღადებდა: „აღიღე და ჯვარს აცუ ეგე!“

– მამაო, აცხონებს თუ არა ადამიანს ღმერთი სარწმუნოების გარეშე, მხოლოდ მისი კეთილი საქმეების გამო და, საერთოდ, თუ შეიძლება, ადამიანს სარწმუნოების გარეშე გააჩნდეს ჭეშმარიტი სათნოება?

– ცხონება არის ღმერთთან კავშირის აღდგენა. ეს კავშირი დაკარგა ადამიანთა მოდგმამ წინაპრების ცოდვით დაცემასთან ერთად. წარწყმედა ხვედრია ყველა ადამიანისთვის, კეთილგონიერებისთვისა და ბოროტმოქმედისთვისაც: „რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“. ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ არა მხოლოდ ცოდვილნი, არამედ მართალნიც ძველი აღთქმისა – ასეთია ჩვენი დაცემული ბუნების სათნოებათა ღირებულება. ამ დარღვეული კავშირის აღსადგენად საჭირო გახდა გამოსყიდვა. ადამიანთა მოდგმა გამოისყიდა არა ანგელოზმა, არა მთავარანგელოზმა, არამედ თვით ღმერთმა – ჩვენი დასჯა, ჩვენი ხვედრი შეიცვალა მისი დასჯით. ჩვენი უძლური საქმე, რომელსაც ჯოჯოხეთში მივყავდით, შეიცვალა ერთადერთი მძლავრი კეთილი საქმით, რომელიც არის რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ებრაელებმა ჰკითხეს მაცხოვარს: „რა ვყოთ, რათა ვიქმოდეთ საქმეთა ღმრთისასა?“ მაცხოვარი პასუხობს: „ეს არის საქმე ღმრთისა, რათა გრწმენეს, რომელი იგი მოავლინა“.

– როგორც მოციქულები გვასწავლიან, რწმენა საქმეების გარეშე – მკვდარია.

– ღმერთშემოსილი მამები ჩვენგან ითხოვენ რწმენის საქმეს და, ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე – კეთილ საქმეს. ის ითხოვს ცოცხალ რწმენას, რომელიც განმტკიცდება ახალი ადამიანის საქმით და არა დაცემული ბუნების კეთილ საქმეს, რომელიც სარწმუნოებას ეწინააღმდეგება. თუ დავაკვირდებით საღმრთო წერილს – როგორც ძველს, ასევე, ახალ აღთქმას, გამოჩნდება, რომ ის ითხოვს ღმერთის ცნებების შესრულებას. ამას ეწოდება საქმე, რომლის დასრულებითაც რწმენა ხდება ცხოველი, ქმედითი. იმ კეთილ საქმეს კი, რომელიც ჩვენი დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს, რომელიც სათავეს იღებს ჩვენს გრძნობებში და მხოლოდ სისხლის აჩქროლებისა და გულის ნაზი ფეთქვის ნაყოფია, სარწმუნოება გვიკრძალავს, უარყოფს და, ცხადია, მას ადამიანის ცხონება არ შეუძლია.

– დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, ბევრი საკუთარ თავს მორწმუნედ მიიჩნევს. მაინც, როგორ განისაზღვრება ჭეშმარიტი რწმენა?

– თანამედროვე ადამიანებს გვიწევს თვითდაჯერებულ, თვითკმაყოფილ, სიამაყის სულით შეპყრობილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ამასთანავე, ჩვენ ირგვლივ ძნელად თუ შეხვდები ადამიანს, რომელიც დაბეჯითებით უარყოფს ღმერთის არსებობას. ადამიანების ნაწილი ბოლომდე არც ღმერთის არსებაშია დარწმუნებული. საზოგადოების დიდი ნაწილი კი, თავს ქრისტიანს უწოდებს. ასე რომ, დღეს ადამიანების უმეტესობა გარკვეული სარწმუნოებითაც არის შემოსილი და ამ სარწმუნოების შესაბამის საქმეებს აკეთებს. მაგრამ, საკმარისია, ღვთის წინაშე ადამიანის გამართლებისთვის, მისი ცხონებისთვის ასეთი სარწმუნოება? წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სარწმუნოებით ადამიანი ვერ გამართლდება. მისი სულის ცხონებაში ღვთაებრივი ნებაც მონაწილეობს და ადამიანურიც. ადამიანს უფლის წინაშე გამართლებისთვის სჭირდება მართალი რწმენა და კეთილი საქმე. ამას ერთხმად გვასწავლის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მასწავლებელი: „სარწმუნოება, ჩვენი საქმით შემოსილი და საქმენი ყოველნი... სარწმუნოებით იმყოფებოდნენ...“ – გვმოძღვრავს იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი. მოყვასის მსახურება მაშინაა კეთილი საქმე, თუ ის ღვთისმსახურების გაგრძელებაა.

ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი არაეკლესიური ადამიანებისგან შედგება. დღეს მისი წევრების უმეტესობისთვის ეკლესიური ცხოვრების წესი უცხოა. ისინი წირვა-ლოცვას არ ისმენენ და ტაძარში მხოლოდ სანთლის დასანთებად შემოდიან. ღმერთისადმი ლოცვას არ აღავლენენ, თუმცა ზოგიერთი სახლში მარხულობს, მაგრამ წმიდა ზიარებას არ იღებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ დღევანდელი საზოგადოება მოკლებულია სარწმუნოების ჭეშმარიტ ელემენტარულ ცოდნას, ადამიანებმა დაკარგეს ცათა სასუფევლის იდეა. მათ სარწმუნოდ ისიც არ იციან, რა არის ეკლესია. „მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად საშინელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ საერთოდ ურწმუნონი არსებობენ“, – ბრძანებს ერთი წმიდა მამა. „მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ჭეშმარიტი ღმერთი. რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს. სადაც რწმენაა, იქ ძალაა; სადაც ურწმუნოებაა, იქ უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა. აღიჭურვე საჭურველითა მხსნელითა“ (იოანე ოქროპირი). ლიტურგიის დასასრულს, როდესაც მოძღვარი წმიდა ბარძიმში ასხამს მდუღარებას, ბრძანებს: „მდუღარება-სარწმუნოებისა, აღივსება სულისა წმიდისა“, ანუ, ვისაც მდუღარე, ცოცხალი და მხურვალე სარწმუნოება გააჩნია, ის აღივსება სულითა წმიდითა.


скачать dle 11.3