კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წვადი ყინულისგან მიღებული ახალი საწვავი – გლობალური დათბობის წინააღმდეგ

გლობალური დათბობის პირობებში მრავალი ქვეყნის ყურადღება მიპყრობილია ახალ წიაღისეულ საწვავზე, რომელიც დღეისთვის მხოლოდ რუსულ ქალაქში – ნორილსკში გამოიყენება. მეცნიერთა მტკიცებით, მეთანის წვის დროს ორჯერ უფრო მცირე ნახშირმჟავა გაზი გამოიყოფა, ვიდრე ნახშირის დაწვისას, რაც ძალზე ძვირფასია გლობალური დათბობის ასაცილებლად.

„ის ჭუჭყიან ყინულს ჰგავს, მაგრამ კონსისტენციით რბილია, როგორც შარბათი. ამ ყინულთან ანთებულ ასანთს თუ მივიტანთ, იგი აალდება“, – ლაპარაკია მეთანის კლატრიტზე – მეთანის მოლეკულებზე, რომელიც ჩაჭედილია ყინულის კრისტალების შიგნით. მეთანის კლატრიტი დაახლოებით 0 გრადუს ტემპერატურაზე 50 ატმოსფეროს ტოლი წნევის პირობებში წარმოიქმნება. მისი თვისება შემთხვევით გამჟღავნდა. 1970 წლის ბოლოსთვის რუსი მეცნიერები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან გაზი, რომელიც დასავლეთ ციმბირის მესოიახინსკის საბადოში, მუდმივი ყინულის ქვეშ აღმოჩნდა, პროგნოზების მიუხედავად, არ ამოიწურა. ეს საბადო დღესაც ამარაგებს ნორილსკს გაზით.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეთანის კლატრიტის საბადო, რომელიც მიწასა და ოკეანის ფსკერის ქვეშ, მუდმივი გამყინვარების ფენაში მოიპოვება, 3 ტრილიონ ტონას აღემატება, შეუძლია, მეტოქეობა გაუწიოს ჩვეულებრივი საწვავის საბადოებს და საწვავით კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მოამარაგოს მსოფლიო.

скачать dle 11.3