კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დააბინავოთ ვაჟი სახლის აღმოსავლეთ სექტორში, ქალიშვილი კი სამხრეთით და რაზე აგებს პასუხს ბავშვის ოთახის სწორი დაგეგმვა

რუბრიკას უძღვება თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი



ასტროლოგია მშობლებს ურჩევს დიდი ყურადღება მიაქციონ ბავშვის სწორ აღზრდას, სახლში მისთვის ადგილის სწორად შერჩევას, მისი ოთახის სასურველ ფერებში გადაწყვეტას და ასე შემდეგ. დაუჯერეთ ვარსკვლავების რჩევებს და ეცადეთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოს, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს.

თუ თქვენს შვილს სძინავს და თავი არასწორად უდევს, სკოლაში ის ცუდად ისწავლის და გამოცდების ჩაბარებაც გაუჭირდება. ასევე, ცუდი და გაურკვეველი ურთიერთობა ექნება როგორც მეგობრებთან, ასევე საკუთარ დედმამიშვილებთან და მშობლებთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვისკენ მიმართული არ იყოს ნეგატიური სხივები, მაგალითად, თაროების ან მაგიდის მახვილი კუთხეები, განსაკუთრებით თავთან ახლოს. თუ ასეა, მაშინ გირჩევთ, საწოლის მდებარეობა სასწრაფოდ შეცვალოთ. საწოლს უნდა ჰქონდეს მყარი საზურგე, საწოლის თავის მხარე კი, არ უნდა იყოს ფანჯრის პირდაპირ. უმჯობესია, ის კედელს მიაყრდნოთ.

როცა ბავშვის ოთახის რემონტს დააპირებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ასტროლოგიური რჩევები. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფერებს, ფარდებს და საერთოდ გარემოს დაგეგმვას. ის გარემო, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს, აუცილებლად ჰარმონიული უნდა იყოს.

სახლის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თეთრი და ლითონის ფერებია უკეთესი, რადგან ის ლითონის სექტორად ითვლება. ხალიჩები, გადასაფარებლები და ბალიშები წითელი ფერის არ უნდა შეარჩიოთ, რადგან წითელი ფერი ცეცხლის ელემენტია და ლითონს ადნობს.

სახლის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილებისთვის ხის ნივთები შეარჩიეთ, ხოლო კედლებისთვის სასურველია შეარჩიოთ ლალისფერი და მწვანე. ასევე, კედელზე დაკიდეთ ხის სასანთლეები. ავეჯი კი რაც შეიძლება ორიგინალური და ექსტრავაგანტური დიზაინის დადგით.

სახლის სწორად მოწყობა, დაგეხმარებათ ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში, წარმატებების ადვილად მოპოვებასა და რაც მთავარია, სიმშვიდისა და იდილიის შექმნაში.

ვაჟებისთვის ყველაზე კარგი ადგილია სახლის აღმოსავლეთი ნაწილი. თუ ეს სექტორი დიდი ფართისაა, მაშინ სწორედ ამ ადგილას დააბინავეთ საკუთარი ვაჟი. ამ სექტორს დრაკონის ენერგია განაგებს, ამიტომ, სიმბოლოებიც შესაბამისი უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, დაკიდეთ „ქარის მუსიკა”, ჩინური მონეტების ასხმა და ასე შემდეგ. ამით, ნეგატიური ენერგიის დაბლოკვას შეძლებთ, რაც მოზარდის დაცვისთვის აუცილებელია.

თუ ერთზე მეტი შვილი გყავთ, მაშინ, უფროსი შვილი აღმოსავლეთით უნდა მოთავსდეს, უმცროსი კი – ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს სექტორები მათთვის საუკეთესო ადგილებია.

შეგიძლიათ, საცხოვრებლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მიწიერი ელემენტებით შეავსოთ. მაგალითად, ამ ადგილზე კარგია დადგათ კრისტალური ბურთულა.

თუ თქვენი შვილები სკოლაში, კოლეჯში ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, მაშინ თქვენი სახლის ჩრდილოეთი სექტორი წყლის ძალით უნდა გაააქტიუროთ. ბიჭების საძინებელში გქონდეთ კუს პატარა სტატუეტი. მას სიდინჯე და ჰარმონია შემოაქვს.

ქალიშვილებისთვის საუკეთესო ადგილია საცხოვრებელ ბინაში სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთ სექტორები. ეს ადგილები, მათ კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე აგებს პასუხს.

შეგიძლიათ სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი სექტორები ცეცხლის ელემენტებით გაააქტიუროთ, დასავლეთის ანუ ლითონის სექტორი კი, უმჯობესია, მიწიერი და ლითონის ელემენტებით გააძლიეროთ.

თუ თქვენი გოგონა სკოლაში სწავლობს, მაშინ კარგია, თუ მის სექტორში, ანუ იმ ადგილას, რომელიც ასტროლოგიურად მას მიესადაგება და მის წარმატებებზე აგებს პასუხს, გლობუსს ან მრგვალ მინის კრისტალს მოათავსებთ. ასევე, პატარა კრისტალი, რომელიც გარკვეული პერიოდი ამ ადგილას იდო, გაატანეთ მას გამოცდაზე, რათა გონების კონცენტრაცია ადვილად შეძლოს, არ დაიბნეს და ცოდნის მაქსიმალური დემონსტრირება შეძლოს გამომცდელის წინაშე. ასე რომ, გირჩევთ, კრისტალი მოათავსოთ სახლის დასავლეთ სექტორში ან თქვენი ქალიშვილის საძინებლის დასავლეთ კედელთან.

კარგად დააკვირდით თქვენს საცხოვრებელ სახლს, კომპასის მეშვეობით დაადგინეთ სად მდებარეობს თქვენი შვილებისთვის სასურველი სექტორები და ასე შეურჩიეთ თქვენს ვაჟიშვილებსა და ქალიშვილებს სასურველი, წარმატებების მომტანი ადგილები.


скачать dle 11.3