კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

სიახლე თბილისელებისთვის! მუნიციპალური საწარმო „ჰერმესი“ თბილისელებს ახალ – სარიტუალო-კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს



თემა, რომელზეც ამჯერად უნდა ვისაუბროთ, მართლაც მძიმეა, თუმცა გარდაუვალი, რადგანაც ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. მუნიციპალური საწარმო „ჰერმესი“ თბილისელებს ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთების შემსუბუქებასა და ყველანაირი უსიამოვნო პროცედურის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადატანაში ეხმარება. ამ მიზნით „ჰერმესში“ სულ ახლახან შეიქმნა ახალი – სარიტუალო-კომპლექსური მომსახურების განყოფილება.



განყოფილების მიზანია, რომ ჭირისუფალს შეღავათიან ფასად გაუწიოს ის სარიტუალო და ფორმალური მომსახურება, რაც აუცილებელია ამ, მართლაც, განსაკუთრებით მძიმე წუთებში. ამისთვის საკმარისია, აკრიფოთ ტელეფონის ნომერი: 36-88-49 და დახმარება ითხოვოთ. თუ სურვილი გაქვთ, გამოიძახეთ „ჰერმესის“ წარმომადგენელი (ანუ აგენტი), რომლის მომსახურებაც მხოლოდ 10 ლარი ღირს და მას მოაგვარებინეთ ყველა პრობლემა. მინიმალური თანხა, რაც შესაძლოა, დაგიჯდეთ „ჰერმესის“ სარიტუალო-კომპლექსური განყოფილების მიერ გაწეული სამსახური 637 ლარია. ამ თანხაში იგულისხმება: აგენტის მომსახურება; ბალზამირება (სტანდარტული); სასახლე (ტრადიციული, დამზადებული წიფლის მასალისგან); კატაფალკა; სასახლის ბინაზე მიტანა; ყვითელი ავტობუსი, „ბოგდანი-092“; ჟატის სუდარა; ლითონის ფირფიტა წარწერით, რომელიც საფლავის საბოლოო მოწყობამდე მაგრდება სასაფლაოზე; სასაფლაოს მფლობელობის მოწმობა; საფლავის გაჭრა; ბინაზე დასასვენებელი ტახტის მიტანა და წამოღება; სურათის გადიდება; სასანთლე; შანდალი და კანდელი. თუ ჭირისუფალს ზემოჩამოთვლილი მომსახურებებიდან რომელიმე (ან რამდენიმე) არ სჭირდება, მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რაც მის მიერ მოთხოვნილი მომსახურების ღირებულება ჯდება. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია, რომ საერთო თანხა მინიმალურ თანხაზე – 637 ლარზე – ნაკლები გამოვიდეს.

ამას გარდა, ჭირისუფალს აქვს არჩევანის საშუალებაც: კერძოდ, სტანდარტულ ბალზამირებას ემატება მიცვალებულის ჩაცმა-დასუფთავება, ასევე, „ჰერმესის“ სარიტუალო-კომპლექსური განყოფილების მომსახურებაში შედის მაკიაჟის გაკეთებაც; არის სასახლეების ფართო არჩევანი გარანტირებული ხარისხითა და შეღავათიან ფასად: „ჰერმესი“ გთავაზობთ როგორც ტრადიციული წაბლისა და მუხის მასალისგან დამზადებულ, ასევე, იტალიურ (იტალიური ხის მასალისგან დამზადებული) სასახლეებს; კატაფალკად შესაძლებელია „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის არჩევა; ჟატის სუდარის ნაცვლად – საეკლესიო სუდარის; ავტობუს „ბოგდანის“ ნაცვლად კი – „ივეკოს“ ან „მერსედესის“ მარკის ავტობუსების არჩევა. საგულისხმოა, რომ ჭირისუფალი არ არის შეზღუდული არჩევანში, ის თავად ირჩევს შეთავაზებული მომსახურებებიდან მისთვის მისაღებს.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბუნებრივია, ბევრი კითხვაც გაგვიჩნდა, რის შესახებაც შპს „ჰერმესის“ გენერალურ დირექტორს – გიორგი საგინაშვილს გავესაუბრეთ.

– ბატონო გიორგი, რატომ გადაწყდა „ჰერმესში“ სარიტუალო-კომპლექსური განყოფილების შექმნა?

– ჩვენი მომსახურების უპირველესი მიზანია, ჭირისუფლის მომსახურება პირველივე წუთებიდან იმ მძიმე პერიოდში, რასაც ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ჰქვია. ჭირისუფალს, ფაქტობრივად, სახლიდან გასვლაც არ უწევს, ისე ვუგვარებთ ყველანაირ ფორმალურ პრობლემას. ჩვენი სამსახურის მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს მძიმე წუთებში. ამისთვის ისინი, უბრალოდ, უნდა დაგვიკავშირდნენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ტელეფონის ნომერზე: 36-88-49; ჩვენი სამსახური 24-საათის განმავლობაში მუშაობს და გვითხრან, რომ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჩვენი წარმომადგენელი მაშინვე მიდის ოჯახში და აგვარებს ყველა პრობლემას, რაც დაკავშირებულია მიცვალებულის გაპატიოსნებასთან.

– ბრძანეთ, რომ ჭირისუფალს, ფაქტობრივად, არც უწევს სახლიდან გასვლაო. იქნებ დააკონკრეტოთ?

– როგორც მოგახსენეთ, ჩვენი სამსახურის მიზანია, რომ ჭირისუფალი არ შეწუხდეს ფორმალობების მოგვარებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჭირისუფალს ამ სამწუხარო დღეებში არ უნდა სახლიდან გასვლა, მათ შორის, არც გარდაცვალების მოწმობის ასაღებად, ამიტომაც ჩვენს ფუნქციაში შედის არა მხოლოდ მიცვალებულის გაპატიოსნება, არამედ ყველანაირი ფორმალობის მოგვარებაც: გარდაცვალების მოწმობით დაწყებული და სასაფლაოს მფლობელობის მოწმობით დამთავრებული, რომ ჭირისუფალი არ გადავღალოთ ყოველდღიური წვრილმანებით და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ბუნებრივია, ჩვენ სამსახურის შექმნამდეც არსებობდა დაახლოებით ამ პროფილის მქონე სამსახურები, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ჭირისუფალთან მართლაც პირველივე წუთიდან ვართ და, რაც მთავარია, თითოეულ შემთხვევას ვუდგებით ინდივიდუალურად. ჩვენი წარმომადგენელი უშუალოდ ესწრება მთელ პროცესს, რაც დაკავშირებულია მიცვალებულის გაპატიოსნებასთან, რომ თავისი თვალით ნახოს ყველაფერი და, თუ რამე გაუთვალისწინებელი პრობლემა წარმოიქმნა, იქვე მოაგვაროს; გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ჭირისუფალს გაუჩნდება, თუნდაც, იმავე ბალზამირებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ პასუხსაც ვაგებთ ჩვენი მომსახურების ხარისხზე და თავადვე ვართ მაღალხარისხიანი მომსახურების გარანტორები.

– სასაფლაოს მოწმობა ახსენეთ, ანუ ჭირისუფალს სასაფლაოზე ადგილის მოძიებაშიც ეხმარებით?

– არის შემთხვევები, როდესაც ოჯახს აქვს სასაფლაო, მაგრამ არცთუ იშვიათია, როდესაც სასაფლაო არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი მიჰყვება ჭირისუფალს, შუამდგომლობს სასაფლაოს დირექტორთან, ჭირისუფალთან ერთად შეარჩევს ადგილს სასაფლაოზე და შემდეგ თავადვე აგვარებს ყველა ფორმალობას. არ შევაწუხებდით ჭირისუფალს, მაგრამ გვირჩევნია, რომ ადგილი სასაფლაოზე თავად მან აირჩიოს, რომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს. სხვათა შორის, „ჰერმესს“ უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა წინასწარ შეიძინონ სასაფლაოს ადგილი. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ჩვენ არავის ვახვევთ თავზე ჩვენს მომსახურებას, პირიქით, ვცდილობთ, მოვეფეროთ ჭირისუფალს, თანაგრძნობა და მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ვმუშაობთ ასეთი პრინციპით: არავითარ შემთხვევაში არ ვუთხრათ ჭირისუფალს – „არა“, ბუნებრივია, თუ ისეთი რამ არ გვთხოვა, რაც ჩვენს მომსახურებაში არ შედის. მაგალითად, განსაკუთრებით, დასავლეთი საქართველოს მკვიდრები ბალზამირებას ეგრეთ წოდებულ მაცივრებს ამჯობინებენ: ღამის სამი საათიც რომ იყოს, ჩვენი წარმომადგენელი ვალდებულია, მაშინვე შეასრულოს ეს მოთხოვნა.

– მესმის, რომ მხოლოდ თბილისს ემსახურებით, მაგრამ, თუ მოთხოვნა იქნა, რაიონებსაც მოემსახურებით?

– ბუნებრივია, მხოლოდ თბილისს ვემსახურებით, ვინაიდან „ჰერმესი“ თბილისის მერიის საწარმოა, მაგრამ არც რაიონებს ვეუბნებით უარს, ოღონდ ფასებია განსხვავებული.

– თუ შედის თქვენს მომსახურებაში ნეკროლოგების გამოქვეყნება?

– ეს არ არის ჩვენი უშუალო მოვალეობა, მაგრამ ჭირისუფლის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებაშიც ვეხმარებით და ამ მომსახურებაში საშუამავლო თანხას არ ვიღებთ. სრულიად უსასყიდლოდ ვაწვდით ინფორმაციას ჭირისუფალს, რომელ გამოცემაში რა ფასებია და ჩვენი წარმომადგენელი ადგილზეც მიჰყვება.

– ქელეხების, ორმოცებისა თუ წლისთავების ორგანიზება თუ შედის თქვენს კომპლექსურ-სარიტუალო მომსახურებაში?

– რა თქმა უნდა, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული რამდენიმე საბანკეტო დარბაზთან და რესტორანთან, ოღონდ უშუალოდ ჭირისუფალთან ვათანხმებთ მენიუს. ეს სპეციფიკური საკითხია და დამოუკიდებლად ვერიდებით მის გადაწყვეტას. თუმცა მომსახურების მაღალი ხარისხი გარანტირებულია – ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენს მომსახურებაზე. თბილისის ყველა უბანში გვაქვს საბანკეტო დარბაზი და ამ მხრივაც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჭირისუფალს. ეს ისეთი სფეროა, რომ ადამიანი ისედაც ტრავმირებულია და ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. უკვე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. ვცდილობთ, დავნერგოთ მუშაობის დასავლური პრინციპი, ამიტომაც ჩვენთან მომსახურების კულტურა მაღალ დონეზეა, თავს მომსახურების მაღალი ხარისხით ვიმკვიდრებთ, რაც, ვფიქრობ, ცუდად არ გამოგვდის.

– როგორც ვიცი, შესაძლებელია თქვენი მომსახურების ინდივიდუალური პაკეტის შედგენა ეს მართლაც ასეა?

– მოგახსენეთ, რომ თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად ვუდგებით, ამიტომაც ჭირისუფალი თავისუფალია თავის არჩევანში. მას შეუძლია, თავადვე შეარჩიოს და შეადგინოს ინდივიდუალური პაკეტი. ჩვენი მიზანი არ არის ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების გასაღება, ჩვენ მთელი სულითა და გულით ვემსახურებით ადამიანებს და ვცდილობთ, რამით მაინც შუვუმსუბუქოთ ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.

– ღმერთმა არავის დააჭირვოს, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს თქვენი სამსახურის კოორდინატები?

– როგორც მოგახსენეთ, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ: ჩვენი ტელეფონის ნომრებია: 36-88-49; 8 (77) 97-77-48; 8 (77) 97-77-50, თქვენს მკითხველსა და სრულიად საქართველოს დიდხანს სიცოცხლესა და ბედნიერებას ვუსურვებ!



ანა თაყაიშვილი


скачать dle 11.3