კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მყავს ნაშვილები ბავშვი. მისი ბიოლოგიური დედა არ გვაძლევს მოსვენებას. ბავშვი ჩემს გვარზეა. ახლა მინდა შევუცვალო სახელი და უცხოეთში წავიდე. შესაძლებელია თუ არა ეს?

პასუხი: ნაშვილებისთვის სახელის შეცვლა შესაძლებელია 11 წლის ასაკიდან, მხოლოდ ბავშვის თანხმობის შემთხვევაში.

კითხვა: ვარ თხუთმეტი წლის. ბაბუას, წლების განმავლობაში, შეჰქონდა ჩემს სახელზე ანაბარი, რომელიც ამჟამად 5 000 ლარს შეადგენს. მაქვს თუ არა მისი განკარგვის უფლება, მშობლების თანხმობის გარეშე?

პასუხი: ანაბარი ბანკში შეიძლება, შეიტანოს ნებისმიერმა პირმა. ასეთ შემთხვევაში, 7 წლამდე ანაბარს განკარგავენ მშობლები, ხოლო 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, არასრულწლოვანს, უფლება ენიჭება, თვითონ განკარგოს ანაბარი, ოღონდ მშობლების ან მეურვის თანხმობით.

კითხვა: რამდენი სახისა და რა რაოდენობის საიჯარო გადასახადს იხდის მოქალაქე, რომელსაც 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის?

პასუხი: გადასახადების რაოდენობა და სახეობა სხვადასხვა რაიონში სხვადასხვაა. ის ასევე დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ტიპზე (სათიბზე, სახნავსა და საძოვარ მიწებზე). გადასახადი განსხვავებულია მიწის ხარისხის მიხედვითაც. ასე რომ, კონკრეტული პასუხის მისაღებად, აუცილებელია, მიუთითოთ კონკრეტულად მიწის ხარისხი, ტიპი და მდებარეობა.

კითხვა: ვმუშაობ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. მინდა, კუთვნილი შვებულება გავყო სამ ნაწილად. მაქვს თუ არა ამის უფლება?

პასუხი: შრომის კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია, შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება, ოღონდ ეს უნდა მოხდეს დამსაქმებელთან შეთანხმებით.

კითხვა: აქვთ თუ არა მშობლებს შვილისთვის შეძენილი ქონების გაჩუქების ან განკარგვის უფლება?

პასუხი: მშობლებს არ აქვთ შვილების ქონების განკარგვის უფლება, თუნდაც ეს ქონება თვითონ მშობლების მიერ იყოს შეძენილი შვილის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

კითხვა: და-ძმას საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი. ძმა ერთი წლით გაემგზავრა უცხოეთში სასწავლებლად და დას დაუტოვა მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა სახლის გაყიდვის უფლებამოსილება. დამ ამ მინდობილობის საფუძველზე, სანოტარო წესით, იპოთეკური ხელშეკრულება გააფორმა კერძო პირებთან. თბილისში დაბრუნებულმა ძმამ სადავო გახადა იპოთეკის ხელშეკრულება, რადგან ამაზე თანხმობა არ მიუცია. სწორად განხორციელდა თუ არა იპოთეკის რეგისტრაცია?

პასუხი: რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა, რადგან იპოთეკის რეგისტრაციისთვის საჭიროა უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა მისი იპოთეკით დატვირთვის თაობაზე.

კითხვა: ბიძაშვილის სასარგებლოდ, სასამართლომ მოქალაქეს დააკისრა 12 000 ლარის გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რომ არ მომხდარიყო, მოქალაქემ საკუთარი ბინა აჩუქა შორეულ ნათესავს. ბიძაშვილმა სარჩელი აღძრა მათ მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. როგორ გადაწყვეტს სასამართლო დავას?

პასუხი: სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან დადასტურებულად ცნობს, რომ მოპასუხეებს შორის ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.

კითხვა: სააქციო საზოგადოების დირექტორმა, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე, შეიძინა იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი. კონტრაგენტისთვის ცნობილი იყო, რომ დირექტორს არ ჰქონდა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა. სააქციო საზოგადოებამ 20 თვის შემდეგ აღძრა სარჩელი და ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო სარჩელს.

პასუხი: არ დააკმაყოფილებს, რადგან ხელშეკრულების დადებიდან გასულია 18 თვე.

კითხვა: მოქალაქე გაქურდვის მიზნით, შევიდა მეზობლის ბინაში, მაგრამ ბინა ცარიელი დახვდა. მეპატრონეს ორი დღის წინ ეს ბინა გაუყიდია და სხვაგან გადასულა. აგებს თუ არა პასუხს მოქალაქე?

პასუხი: დიახ, რადგან მისი განზრახ მოქმედება უშუალოდ მიმართული იყო ქურდობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ იქნა ბოლომდე მიყვანილი.

კითხვა: გზაზე მიმავალმა კაცმა დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალი მდინარეში იხრჩობოდა. მან ცურვა არ იცოდა, ახლომახლოც არავინ იყო, ამიტომ გზა განაგრძო. დაისჯება თუ არა იგი სისხლის სამართლის წესით?

პასუხი: არა, ვინაიდან მისი ქმედება, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო არ არის.

კითხვა: მოქალაქემ ავტობუსში იპოვა ძვირფასი ნივთი. აღნიშნულის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ერთი წლის გასვლის შემდეგ, მესაკუთრისთვის, რომელსაც პოლიციაში გამოცხადებული ჰქონდა ნივთის დაკარგვის შესახებ, ცნობილი გახდა, რომ ნივთი ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრებაში იყო და მისი დაბრუნება მოითხოვა. დაუბრუნდება თუ არა ნივთი მას?

პასუხი: დიახ. მპოვნელი მესაკუთრე ვერ გახდება, თუ მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში გაცხადებული იყო ჯერ კიდევ ერთი წლის გასვლამდე.

კითხვა: მოქალაქემ, რომელიც გაბრაზებული იყო ერთადერთ შვილზე, თავისი ქონება ახლო მეგობარს უანდერძა. სრულწლოვანმა შვილმა, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა წილი მამის ქონებიდან. სწორია თუ არა მისი მოთხოვნა?

პასუხი: დიახ. რადგან მამკვიდრებლის შვილებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი.

კითხვა: ნათესავი ერთი წლით მიდიოდა უცხოეთში. მან მეზობელს მიაბარა სამშენებლო მასალა და სთხოვა, მის დაბრუნებამდე შეენახა. ამ მასალით მეზობელმა ორსართულიანი სახლი ააშენა. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ ნათესავმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი მასალით აშენებული შენობის მესაკუთრედ ცნობა. წარმოიშობა თუ არა საკუთრება სახლზე?

პასუხი: არა, რადგან, თუ ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ ის ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, იმავდროულად, ხდება ამ ნივთის მესაკუთრე.


скачать dle 11.3