კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაყენა შეურაცხყოფა ბერიამ აკაკი მგელაძეს სტალინის ცხედართან საპატიო ყარაულში დგომისას

გვახსენდება 1953 წლის 9 მარტი. ჩვენ, მაშინდელი ახალგაზრდები რუსთაველის პროსპექტზე ვიდექით და ვუსმენდით რეპროდუქტორს – წითელი მოედნიდან სამგლოვიარო მიტინგს გადმოსცემდნენ. იური ლევიტანის ომახიანი ხმა გვამცნობდა, რომ მავზოლეუმის თავზე იდგნენ სტალინის უახლოესი თანამებრძოლები, რომლებიც ლაპარაკობდნენ მის უდიდეს როლზე მსოფლიოს წინაშე, კაცობრიობის აუნაზღაურებელ დანაკარგზე, საბჭოთა კავშირის მთავრობისა და კომუნისტური პარტიის მჭიდრო კავშირებზე, რომ სტალინის საქმეები წარმატებით გაგრძელდებოდა და ხალხს სანუკვარ ოცნებამდე მიიყვანდნენ...

თუ მეხსიერება არ მღალატობს, სამგლოვიარო მიტინგზე მალენკოვის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა მიეცა ლავრენტი ბერიას. მისი გულში ჩამწვდომი და რიხიანი ხმა, ძლიერი ქართული აქცენტით, მკაფიოდ გაისმოდა. იგი საბჭოთა ხალხს მიმართავდა, რომ არაფერია დაკარგული და ყველაფერი საუკეთესო წინაა... ხალხს მისი ხმა ოპტიმიზმითა და უკეთესი მომავლის რწმენით აღავსებდა, განსაკუთრებით კი უფროს თაობას სჯეროდა მისი და მასში ხედავდნენ სტალინის საქმეების უცილობელ და ღირსეულ გამგრძელებელს...

სტალინს უკანასკნელ ავადმყოფობამდე ექიმებისთვის საერთოდ არ მიუმართავს. გაიხსენეს მხოლოდ ის, რომ მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, როდესაც ის მაცესტასთან ახლოს მდებარე აგარაკზე ისვენებდა, გრიპით გახდა ავად. იმ დროს მასთან იყო ცნობილი თერაპევტი, ქართველი პროფესორი ნიკოლოზ ყიფშიძე.

მაშინდელი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი აკაკი მგელაძე იხსენებდა:

„1953 წლის 4 მარტს საკავშირო კპ კომპარტიის ცეკას ყველა წევრს, პარტიული და სამეურნეო ორგანოების ხელმძღვანელებს, სასწრაფო წესით გაუგზავნეს გამოძახება მოსკოვში ჩასასვლელად, რომ განეხილათ, თუ რა ვითარება შეიქმნებოდა ქვეყანაში სტალინის გარდაცვალების შემთხვევაში“. აკაკი მგელაძე გამოძახებისთანავე მოსკოვში ჩავიდა. მას თან ახლდა პროფესორი ნიკოლოზ ყიფშიძე. დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ისინი ავადმყოფ სტალინს არ გააკარეს.

გარდაიცვალა სტალინი და იმჟამინდელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, ალექსიმ, მისი სულის სახსენებლად ილოცა და აკურთხა იგი. მოგვყავს პატრიარქ ალექსის სიტყვები: „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ხალხთა ბედნიერების დიადი აღმშენებლის, დაუვიწყარი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება ჩვენი სამშობლოსთვის და აქ მცხოვრები ხალხებისთვის უდიდესი მწუხარებაა. მის სიკვდილს დიდი გულისტკივილით განიცდის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მის კეთილ დამოკიდებულებას ეკლესიის პრობლემების მიმართ. მისი ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. განსაკუთრებული, გაუნელებელი სიყვარულის გრძნობით ჩვენი ეკლესია მას მარადიულ ხსოვნას უცხადებს“.

გარდაცვლილი სტალინის ცხედარი გენერალისიმუსის მუნდირით კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში, სარკოფაგში განისვენებდა. საპატიო ყარაულში იდგნენ ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი, ვოროშილოვი და სხვები. როდესაც აკაკი მგელაძე საპატიო ყარაულს მიუახლოვდა, ბერიამ ჩუმად უთხრა: „მოგიკვდა მამა, მ...ნ დედა“. აკაკი მგელაძე ისე გააღიზიანა ბერიას სიტყვებმა, რომ არ იცოდა, საით გაქცეულიყო.

მაშინდელი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი აკაკი მგელაძე ერთ-ერთი საუბრისას ამბობდა: „სტალინის გარდაცვალებისთანავე შეიკრიბა პოლიტბიურო, რომლის გაფართოებულ სხდომას ესწრებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელები. პოლიტბიუროს გაფართოებული სხდომა ლავრენტი ბერიამ გახსნა. მან თავის გამოსვლის შესავალში აღნიშნა სტალინის უდიდესი დამსახურება მსოფლიოს წინაშე, რომ იგი მოკვდა, მაგრამ დიდი ბელადის საქმეები ცოცხლობს. ისინი გრძელდება და საჭიროა, ავირჩიოთ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მან ამ პოსტზე გიორგი მალენკოვის კანდიდატურა დაასახელა და იგი დაახასიათა, როგორც სტალინის უახლოესი მოწაფე და მისი საქმეების გამგრძელებელი. ამ წინადადებას მალენკოვის გაცხარებული და ნერვიული უარი მოჰყვა, იმ მოტივით, რომ ის ავადმყოფია, ფიზიკურად ვერ შეძლებს მუშაობას და ასე შემდეგ. პასუხად ბერიამ მაგიდას მუშტი დაჰკრა და კატეგორიულად მოითხოვა მისი თანხმობა“.

აკაკი მგელაძის აზრით, სწორედ მაშინ გასცა თავი ბერიამ. აკაკი მგელაძე იხსენებდა, რომ ის მაგიდის კუთხეში იჯდა და ხედავდა, რა რეაქცია ჰქონდათ სხდომის მონაწილეებს ბერიას უხეშ გამოხდომაზე. მან დაინახა, როგორ გადახედეს ერთმანეთს მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა, ვოროშილოვმა და სხვებმა. აკაკი მგელაძემ დაასკვნა, რომ ბერიას უნდოდა უნებისყოფო და ფიზიკურად სუსტი მალენკოვი გამოეყენებინა ფარად და, ფაქტობრივად, თვითონ ყოფილიყო ქვეყნის ნამდვილი გამგებელი.

სხვათა შორის, ამ „უნებისყოფო და ფიზიკურად სუსტმა“ მალენკოვმა შემდგომში 87 წლამდე იცოცხლა. აქ კომენტარები ზედმეტია.

ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ სულ მალე ამერიკულმა ჟურნალმა „ლაიფმა“ გარეკანის პირველ გვერდზე დაბეჭდა ლავრენტი ბერიას გადიდებული ფოტოსურათი. მასზე ბერიას შარვლის ჯიბეებიდან დაწყებული პიჯაკის ჯიბეებით დამთავრებული, ყველა ჯიბე მაშინდელი პოლიტბიუროს წევრების პატარა ფოტოებით იყო სავსე...

ამ ამბების შემდეგ გავიდა 30 წელი და 80-იანი წლების დასაწყისში, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, გავსულიყავი ვაკის პარკში. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ზოგი მიმდინარე საკითხებზე საუბრობდა, ზოგი სხვადასხვა სახის სპორტული თამაშებით ერთობოდა. მე პარკის შადრევნის ახლოს მდებარე ვენახის ხეივნისკენ გავემართე, სადაც ჭადრაკს თამაშობდნენ. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია და ჭადრაკის დაფას მივუჯექი. თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მეგობარმა დამიძახა და მასთან მისვლა მთხოვა. მე პარტნიორს ყაიმი შევთავაზე და მეგობრისკენ გავეშურე. ჩემი მეგობარი გურამ ბეგოიძე მაცნობს წარმოსადეგ და ახოვან კაცს, რომელმაც ხელი გამომიწოდა და გამეცნო – აკაკი მგელაძე. აი, თურმე, ვინ ყოფილა, – ჩემ წინაშეა საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივანი – აკაკი ივანეს ძე მგელაძე, რომელზეც ადრე ლეგენდები დადიოდა. მე ხელმეორედ ჩამოვართვი ხელი მას და ვუთხარი: „თქვენ ძალზე დადებითად გიცნობთ ქართველი ხალხი, ჯერ კიდევ აფხაზეთში მოღვაწეობის დღიდან“.

შემდგომი, საუბრისას აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობარს, გურამ ბეგოიძეს ახლო ნაცნობ-მეგობრობა ჰქონია მასთან, რაც იგი დაინიშნა ქარელის ავტოშემკეთებელი ქარხნის დირექტორად, ხოლო აკაკი მგელაძე, დიდი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბრეთის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი იყო. ასე თუ ისე, მაშინ გურამ ბეგოიძე მგელაძისთვის საჭირო კაცი იყო, რადგან მეურნეობას რიგგარეშე და ხარისხიანად უკეთებდა რემონტს „გაზ-53-ის“ სატვირთო ავტომანქანებს.

აკაკი მგელაძე ძალზე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. ერთობ შთამბეჭდავი გამოდგა აკაკი მგელაძისა და სტალინის ურთიერთობის ამსახველი ფაქტები. აი, რა მოგვიყვა მან სტალინთან ურთიერთობის შესახებ. გადმოგცემთ მისი საუბრის მოკლე შინაარსს: „იმ დროს ვიყავი აფხაზეთის კპ საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. კაბინეტში მირეკავს აფხაზეთის უშიშროების სამმართველოს უფროსი და მომახსენებს: „აკაკი ივანეს ძევ, სომხეთთან ახლოს მოფრინავენ თვითმფრინავები საცნობი ნიშნით და სხდებიან აეროდრომზე. გთხოვთ, საქმეში თქვენს ჩარევას“.

მე ვიცოდი, რომ იმ დროს ჩვენთან, აგარაკზე „ხოლოდნაია რეჩკაზე“ ისვენებდა იოსებ სტალინი. მე წამსვე დავურეკე სტალინის პირადი დაცვის უფროსს ნიკოლოზ ვლასიკს. მან საკმაოდ მბრძანებლურად და უკმეხად მიპასუხა: „რა შენი საქმეა?“ და ტელეფონი გათიშა. დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ვლასიკი რეკავს და სასწრაფოდ მეუბნება: „გთხოვენ“. მე ჩავჯექი ავტომანქანაში („მ-1“) და მძღოლს ვთხოვე, რაც შეიძლება, სწრაფად ევლო, მაგრამ მანქანა მოძველებული იყო და ძლივს მივედით აგარაკამდე. შევედი შენობაში და ფოიეში იმგვარად დავდექი, რომ ყურადღების მიღმა ვყოფილიყავი.

რამდენიმე ხნის შემდეგ დარბაზის კარი გაიღო და გამოდიან – საფრანგეთის კომპარტიის ლიდერი მორის ტორეზი, იტალიის კომპარტიის ლიდერი პალმირო ტოლიატი, დიდი ბრიტანეთის ლიდერი ჰარი პოლიტი და სხვები. ბოლოს გამოჩნდა იოსებ სტალინი. იგი კართან შეჩერდა და ვიღაცას ეძებს. უცებ სტალინის დაცვამ შემამჩნია და მეცნენ – „სად ხართ? თქვენ გთხოვენ“. წამიყვანეს და ჩემი თავი სტალინს მიჰგვარეს.

სტალინმა ხელი ჩამომართვა, გვერდზე გამიყვანა და წყნარად მითხრა: „ახლა შევალთ საბანკეტო დარბაზში და თქვენ გამოგაცხადებთ სუფრის თამადად“. მე უარი განვაცხადე და ვუთხარი, „ამხანაგო სტალინ, მე არ ვიცი, რა სადღეგრძელოები უნდა წარმოვთქვა“. სტალინმა გამაჩერა და მითხრა: „რაც შეეხება სადღეგრძელოებს, მისი სიტყვის თითოეული შინაარსი თქვენი თეფშის ქვეშ იქნება დაბეჭდილი დიდი ასოებით. მას თვალს გადაავლებთ და დანარჩენი თქვენ იცით. ჩემი სადღეგრძელო გაუფრთხილებლად არ თქვათ“. მან ხელი მომკიდა და დარბაზისკენ წამიყვანა. სუფრის თავში დამაყენა და თავადაც ჩემ გვერდით დადგა. მან სტუმრებს ჩემი თავი ასე გააცნო: „ამხანაგებო! მე სუფრის თამადად ვასახელებ ჩვენს მასპინძელს, აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს, ახალგაზრდა და ენერგიულ კომუნისტს, რომელსაც პარტიულ სარბიელზე დიდი პერსპექტივები აქვს. მისი გვარია მგელაძე, რუსულად, იგივე, ვოლკოვი“. ასე იყო თუ ისე, ვისარგებლე თეფშის ქვეშ დადებული მინიშნებით და წარმოვთქვი პირველი სადღეგრძელო: „ამხანაგებო! პირველი სასმისით გაუმარჯოს მსოფლიო კომუნისტური და მოძმე მუშათა პარტიის ლიდერებს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და ყველა სიკეთეს. რაც მთავარია, თქვენი საქმეების წარმატებით დამთავრებას“.

რამდენჯერაც ავწევდი თეფშს, იმდენ სადღეგრძელოს ვამბობდი. ღვინის სმასთან ერთად, ვნერვიულობდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, კიდევ რა დამრჩა სათქმელი-მეთქი. უეცრად ავდექი და ხმამაღლა წარმოვთქვი ჩვენი დიდი ბელადის, სტალინის სადღეგრძელო. დარბაზში ატყდა მქუხარე ტაში და გაუთავებელი შეძახილები. სტალინმა აღელვებულმა გადმომხედა და კბილებში გამოცრა: „მე ხომ გითხარი, რომ გაფრთხილების გარეშე ჩემი სადღეგრძელო არ გეთქვა“.

მე ნასვამი, დაღლილი, ძლივს მივედი ავტომანქანამდე და სოხუმში დავბრუნდი“.


скачать dle 11.3