კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოახდინა გადატრიალება დათო გომართელის არსებობაში და რაზეა შეშლილი სალომე გოგიაშვილი

უკვე ამ ორშაბათიდან ძალიან ბევრი ქართველი ვარსკვლავი თქვენთან უშუალო კონტაქტს ყველაზე ინტიმური, მყუდრო, მხიარული და გასართობი ადგილიდან იწყებს. განახლებული „აფხაზეთის ხმა“ ეთერში გადის, რომლის ერთ-ერთ გადაცემასაც სალომე გოგიაშვილი წაიყვანს, ხოლო რადიოს დირექტორი, მისი ნათლია – დათო გომართელია.





ნტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე გოგიაშვილი

– დათო, ვიცი, რომ პროფესიით ოკეანოლოგი ხარ. შენი პროფესიიდან გამომდინარე, გაგიადვილდა ახალ სამსახურთან მორგება?

– საერთოდ ბევრი პროფესია მაქვს. ოკეანოლოგია ჩემი პირველი პროფესია იყო, უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მაგრამ, მას შემდეგ ძალიან ბევრი უმაღლესი განათლება მივიღე, რომელიც უკვე მუსიკას, ხელოვნებას ეხებოდა. რომ დავიწყო ახლა იმის ჩამოთვლა, რაც დამთავრებული მაქვს – გორის ეკონომიკის უნივერსიტეტი, მერე, დავამთავრე „ჯიპა“, მერე ვსწავლობდი ამერიკაში. გავლილი მაქვს უამრავი მოკლე კურსი. ასე რომ, ოკეანოლოგიის შემდეგ სხვადასხვა განათლება მივიღე. ამერიკაში არტ-ადმინისტრაციისა და ივენთ-მენეჯმენტის კურსები გავიარე. ამ სფეროში მუშაობა ჩემთვის ახალი ხილი და უცხო ნამდვილად არ არის.

– ოკეანე დღემდე გაინტერესებს?

– ოკეანე ძალიან საინტერესოა, მისი დავიწყება არ შეიძლება. საერთოდ, ბათუმში გადასვლას და მერე გემზე მუშაობას ვაპირებდი. ეს იყო ჩემი მხრიდან ამ პროფესიის გაგრძელება, მაგრამ არ დამცალდა. ბედმა ამ საქმეს ამარიდა და საბოლოოდ, სულ სხვა გზით წავედი.

– ალბათ, საპასუხისმგებლოა რადიოს დირექტორობა, რა ევალება მას? ვთქვათ, ვიცით, რიგითი თანამშრომლის მოვალეობა. დირექტორი, რომელიც არასდროს ჩანს, რას აკეთებს?

– რადიოს ხელმძღვანელს მისი პოლიტიკა ეხება. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ გახადოს მისი მუშაობა წარმატებული. მისი საქმეა კოორდინირება და ყველა იმ თანამშრომლის ხელმძღვანელობა, რომელიც მუშაობს. მის გარეშე არც ერთი გადაცემა, თოქ-შოუ თუ სხვადასხვა მუსიკალური ფორმატი არ გადის ეთერში. აქედან გამომდინარე, რადიოს პოლიტიკაში, მისი ფორმატის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი აქვს.

– როდის გაჩნდა იდეა, რომ რაღაცეები შეცვლილიყო, ახალი სახეები დაგემატებინათ?

– ეს ყველაფერი გაზაფხულიდან დაიწყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადიოს ფორმატის შეცვლა, მისი რებრენდინგი უნდა მომხდარიყო. ბევრი რაღაც შეიცვალა, უპირველესად რადიოს სიხშირე. იყო ლუწი სიხშირე, რომელიც პრობლემებს ქმნიდა – ამერიკული წარმოების მანქანებში ვერ იჭერდნენ. არადა, ჩვენი პირველი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ყველგან იჭერს, მათ შორის აფხაზეთშიც – გალში, სოხუმში და კიდევ ბევრ ადგილას. ლუწი სიხშირის გამო, მსმენელის ოცდაათ პროცენტს ვკარგავდით და სიხშირე შეიცვალა. კახეთშიც დაიდგა ახალი გადამცემი და ეს ნიშნავს, რომ უკვე მთელი საქართველო დავფარეთ. დაგვემატა ახალი სახეები, მათ გადაცემები ჩავაბარეთ. ერთი სიტყვით, დიდი რეორგანიზაცია მოხდა და იმედია, კარგ შედეგებსაც მივიღებთ. ყველა ცნობილი სახე წაიყვანს ისეთ გადაცემას, რომელიც მისთვის ნაცნობი და პროფესიონალური კუთხით საინტერესოა. მაგალითად, დათო არჩვაძეს მიჰყავს გადაცემა ქალაქურ სიმღერებზე. იქნება დუეტი „ჯორჯია“, გადაცემით დღევანდელ შოუ-ბიზნესში არსებულ სიახლეებზე და სხვა. მოკლედ, ბევრი ახალი სახე გვყავს.

– რომელ რადიოს მიიჩნევ კონკურენტად?

– სპეციფიკიდან გამომდინარე, არის რამდენიმე რადიო, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს და მათი გადასწრება გვინდა. ამიტომაც მოხდა, ასეთი ძირეული ცვლილებები. ამ რადიოების ჩამოთვლა მათი რეკლამა იქნება და ამიტომაც, თავს შევიკავებ.

– შენ თვითონ თუ გაგჩენია გადაცემის წაყვანის სურვილი?

– სხვათა შორის, განახლებულ ფორმატში ჩემი გადაცემაც იქნება. მას „მიუზიკ ეფემ“ ჰქვია. ეს გადაცემა წარმოაჩენს ქართველ ხელოვანებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. იქნება მათთან ჩართვები, საუბრები მათ შემოქმედებაზე, გეგმებზე. მეორე ნაწილი კი დაეთმობა მუსიკას.

– დღის რა ნაწილს ატარებ კაბინეტში?

– საერთოდ, სულ ვამბობ, კაბინეტში ჯდომა, არ ნიშნავს, რომ სულ საქმეს აკეთებ. შესაძლოა, სულ არ იყო სამუშაო ოთახში და ისე აკეთებდე საქმეს. ზუსტ დროს ვერ გეტყვი, რადგან ფიქსირებული გრაფიკი არ მაქვს. ხან შეხვედრებზე ვარ გასული, ხან საჭიროა, სადღაც მიხვიდე, გამოჩნდე. ჩემი საქმიანობის დიდ ნაწილს წარმომადგენლობითი სახე აქვს.

– ამასთან ერთად არის კლუბიც. სიმღერისთვის თუ იცლი?

– კი. ეს ყველაფერი მაინც ძალიან ეხმარება ერთმანეთს – ერთი სფეროა. კლუბური ცხოვრება იქნება, სტუდიური ჩანაწერები, ახალ სიმღერაზე მუშაობა თუ სხვა – ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. თუ ახალ ალბომზე მუშაობ, ეს უკვე ნიუსია, რომელიც შეგიძლია, რადიოში გამოიყენო. მერე კი ის კლუბში იმღერო. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი. აქვე, ზემოთ ფორჩხიძის სტუდიაა. შორს წასვლა არ მიწევს იმისთვის, რომ დათოსთან მივიდე და ახალი სიმღერები ჩავწერო.

– ჩემი ნათლია ხარ და შენი შვილის ნათლიები ვინ არიან?

– მინდა, მკითხველს ვუთხრა, რომ მე და მამაშენი ძველი მეგობრები ვიყავით. ერთად დავიწყეთ სიმღერა და სწორედ ამ მიზეზით, უკვე მოგვიანებით, დავნათესავდით. რაც შეეხება ჩემს შვილს, რვა-ცხრა ნათლია ჰყავს, რომ არ დაგიმალოთ. იმდენ ხანს ველოდებოდით პატარას დაბადებას, რომ ძალიან ბევრი ნათლია დაგვიგროვდა. მაგალითად, სულ ახლახან ერთი ნათლია, რომელსაც თავისი ნათლული ნანახი არ ჰყავდა, ჩამოვიდა და გაიცნეს ერთმანეთი. ის ნათლობის დროს მოვიხსენიეთ.

– დაშაზეც მოგვიყევი ცოტა, როგორი გოგოა?

– ცოტა ძნელია, ალბათ, საკუთარ შვილზე საუბარი. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო შვილის დაბადება. ასე თუ ისე, მკითხველმა იცის ჩვენი ოჯახის პრობლემა და ალბათ, გესმით, რამხელა სიხარული და ბედნიერება იყო მისი დაბადება ჩემთვის. მივხვდი, რომ შვილის გარეშე ცხოვრება სხვა ცხოვრებაა და შვილთან ერთად სულ სხვა. ეს შემიძლია ვთქვა, ჩემი გამოცდილებიდან, რაც ამ წლების განმავლობაში მივიღე. დაშაზე საუბარი მიჭირს, არ არის ცელქი ბავშვი, დამჯერი და ჭკვიანია. მღერის, ცეკვავს. ძალიან კომუნიკაბელურია. საიდან, არ ვიცი, მაგრამ უყვარს „ტუსოვკები“, ხალხში გასვლა. როგორც კი ხალხში აღმოჩნდება, იმ წუთასვე თავს გადასარევად გრძნობს. სადაც არ უნდა იყოს, მოვლენების ეპიცენტრშია. დილით აკაკუნებს, ჩვენს საძინებელში შემოსვლა უნდა. შემოვა, თავს დამადებს და ვხვდები, რომ ცოტა ხანში გამაფრენინებს. გოგოები მამების მიმართ განსაკუთრებით თბილები არიანო. მეც ვატყობ, ამას. როგორც კი სახლში შევდივარ, აღარავინ უნდა. შვილმა ძალიან დიდი გადაფასება მოახდინა ჩემში, ეს იყო ნამდვილი გადატრიალება როგორც ჩემს ისე ჩემი მეუღლის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, კარგისკენ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დათო გომართელი

– ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომელი გახდი. იქნებ, მოგვიყვე, შენი გადაცემის შესახებ, რომელიც ჩვენს ახალ ფორმატში იქნება. საერთოდ, რადიოში პირველად იწყებ მუშაობას?

– კი, რადიოში პირველად ვარ. თავიდან შენი ინიციატივით მოვედი, მაგრამ ჩემი უმოქმედობის გამო, რაღაც ვერ მოვაბი თავი ამ ყველაფერს. თან, რადიოს აქტიური მსმენელი არ ვიყავი და რაღაც ვერ დავინახე საკუთარი თავი იქ. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ნინო ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა, მინდა, იქნებ, ისეთი გადაცემა გავაკეთოთ, რაც, რაღაცნაირად, რადიოში გადმოიტანს იმას, რაც „სტერეოში“ იყოო. ის გადაცემა საოცრად მახალისებდა და მინდა, ის განწყობა მოიტანო რადიოთიო. იქიდან გამომდინარე, აქ არის ის შინაურული გარემო, რომელიც ჩემთვის მისაღებია და მომწონს, გადავწყვიტე, რომ ძალები მეცადა. ნიკუშა ხაჩიძემ, მომიფიქრა ასეთი გადაცემა, რომელსაც ერქმევა „ჰიტ-ექსპრესი“. ამას გარდა, თავად მე და ნიკაც წავიყვანთ ერთ გადაცემას, სადაც მექნება მსმენელთან კონტაქტის საშუალება. დილის ინტერაქტიული გადაცემა იქნება. პილოტები ჩავწერეთ და მგონი, ნორმალურია.

– ბოლო შენი სამუშაო ადგილი სად იყო? რამდენი ხანია, რაც მედია-სივრცეში აღარ ხარ?

– ახლაც ვმუშაობ კლუბ „ქალაქურში“, კვირაობით კარაოკე მიმყავს. რაც შეეხება ეკრანს, დაახლოებით, უკვე სამი-ოთხი წელია, რაც ეკრანზე აღარ ვარ.

– რთული იყო ხომ ეს?

– ძალიან. ახალს არაფერს არ ვიტყვი, ალბათ. ყველამ იცის, თუ როგორი მიჩვევა იცის ეკრანმა და როგორი მონატრება. ფარ-ხმალი არ დამიყრია, ძალიან მონდომებული ვიყავი, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოდიოდა.

– ძალიან ბევრი ქასთინგი გაიარე, როგორც ვიცი.

– ძალიან ბევრი არა, ყველა ქასთინგზე ვიყავი, რაც კი ქართულ ტელესივრცეში ჩატარებულა. თუკი რაიმე გადაცემისთვის წამყვანს ეძებდნენ, იქვე ვიყავი ხოლმე. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრით დავიმკვიდრე თავი. შეიძლება, ფორმატი არ იყო ჩემი, არ მომიხდა, სხვა სტილის წამყვანს ეძებდნენ. არ ვიცი ზუსტად. მე უფრო ის მენატრება, რასაც ვაკეთებდი. ვიყავი თავისუფალი, ვაკეთებდი, რაც მინდოდა და ეს ყველაფერი მოსწონდა მაყურებელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მიყურებდა. ამით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ალბათ, დადგება დრო, როდესაც ან იგივე სტილის გადაცემას გავაკეთებ, ან თავად შევიცვლები და სხვა პროფილის გადაცემას მოუხდება სალომე გოგიაშვილი.

– რამე იდეა ხომ არ გაქვს? ვთქვათ, გადაცემის პროექტი, რომელზეც მერე თავად სიამოვნებით იმუშავებდი – რადიოში ან ტელევიზიაში განახორციელებდი. საოცნებო გადაცემა თუ გაქვს?

– იცი რა, ამაშიც, ვიტყოდი, რომ ნაკლებად გამიმართლა. ტელევიზიასთან დაკავშირებით, უამრავი, მართლა ძალიან ბევრი იდეა მქონდა, რომელიც დაწერილიც იყო, გადავეცი, მოვუყევი კიდეც, მაგრამ ყველას ერთი და იგივე პასუხი აქვს, კარგია, მაგრამ ამას სჭირდება სპონსორი. უნდა მოიძიო თანხები, ცოტა ირბინო, რაც თითქმის ფანტასტიკაა. ჯერ დაუმტკიცებელ და ეთერში არგასულ პროექტზე თანხების მოძიება ძალიან რთულია. მაგრამ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ მერე მოდიხარ და ხედავ, რომ იგივე გადაცემა, იგივე არხზე გადის, ოღონდ სხვა წამყვანია. როცა ხვდები, კი მოსწონთ შენი პროექტი, მაგრამ ფულსაც გთხოვენ, მერე იმედგაცრუებული რჩები და აღარ გჯერა, რომ შეიძლება მართლა სერიოზულად დაინტერესდეს ვინმე შენი რაღაც იდეებით.

– მოდი, ოჯახზეც ვისაუბროთ. რა ასაკის არიან შენი შვილები, სად სწავლობენ, რას აკეთებენ?

– ჩემი შვილი – მაშა, შვიდი წლისაა და ფრანგულ სკოლაში სწავლობს. ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებულია. გადასარევი კვება აქვთ სკოლაში, თითო ჭამაზე სამი სახის კერძი. სკოლიდან რომ გამოჰყავთ ბავშვები ხომ ეკითხებიან რა მიიღე, მე სულ ვეკითხები – რა ჭამე? ბავშვი გადამერია. საჭმელზე ვარ შეშლილი. თუკი რამე შეიძლება, რომ ფანტაზიაში მოგივიდეს, ყველაფერია შესული მენიუში, რომელსაც ყოველდღე აკრავენ კარზე. მოკლედ, ძალიან კარგი სკოლაა, გადასარევი სწავლით, ფრანგი მასწავლებლები გვყავს. ამ ზაფხულს ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთება დაგვჭირდა მაშასთვის და როდესაც სკოლაში მივიყვანე, გავაფრთხილე, არ ირბინო და არ იმოძრაო ბევრი, არ შეიძლება-მეთქი. სახლში მოვიდა და ძალიან ბედნიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კარგად არ ვიცი, მასწავლებელს მაინც გავაგებინე, რომ ჩემთვის სირბილი არ შეიძლება, ოპერაცია მაქვს გაკეთებულიო და როგორ- მეთქი, ვკითხე. ავიწიე კაბა და ვაჩვენეო (იცინიან). ამ ფაქტიდან გამომდინარე, მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს, კარგად ისწავლის.

– რაც შეეხება დათუნას?

– დათუნა ძალიან საყვარელი ბავშვი აღმოჩნდა. თუმცა, არც ერთი შვილი გარეგნობით არ მგავს. დათუნაზე ლაპარაკიც კი არ არის – ქერაა, ცისფერთვალება. საერთოდ, არაფერ შუაშია შენთანო, იფიქრებ. მამაჩემის სახელი ჰქვია, გვარიც ალბათ სულ მალე მამაჩემის, ანუ ბაბუის ექნება. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან კარგად მღერის. მართალია, ჯერ ლაპარაკი არ იცის, მაგრამ თავისი რაღაც ამოუცნობი ბგერებით ღიღინებს. რა ჟანრის სიმღერაც გაგიხარდება, იმ ჟანრში გიმღერებს, გიცეკვებს, ზედ გადაგყვება. ხომ არის, დედა შვილს აკვირდება და ოცნებობს, როგორ გახდება ის ცნობილი სპორტსმენი, ექიმი, იურისტი... არა, ამას უკვე ვიცი, რაც მოსწონს, სულ უნდა სიმღერა, მოსწონს ქეიფი, დროსტარება, ბევრი ხალხი.

– თან, ჯერ მხოლოდ ორი წლისაა.

– კი, ორი წლის გახლავთ და უკვე რა დღეშია! ანუ, ჩვენ ვიცით, რაც გველის.

– ეგ და დაშა ერთად ივლიან, ალბათ.

– კი, მეც ასე ვატყობ. ერთი სიტყვით, მათი აღზრდით ვარ დაკავებული. მაშა დამყავს სკოლაში, დათუნას ვამღერებთ. ახლა დამემატა ახალი სამსახური და ძალიან მიხარია. აი, ასეთი საინტერესო ცხოვრება მაქვს.


скачать dle 11.3