კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უკვე კარგა ხანია, გათხოვილი ვარ, მყავს შვილები, მაგრამ მეუღლესთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი. სამწუხაროდ, მეუღლე არ მიყვარს. როგორ მოვიქცე, დავიწერო ჯვარი თუ არა მასთან?

პასუხი: თუკი თქვენ მეუღლესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, გყავთ შვილები და თავს ქრისტიანად მიიჩნევთ, აუცილებელია, თქვენი ოჯახი უფლის მიერ იყოს ნაკურთხი. ამიტომ, ჯვარი უნდა დაიწეროთ. შესაძლოა, თქვენი და თქვენი მეუღლის ახლანდელი ურთიერთდამოკიდებულებაც სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ჯვარი არ გაქვთ დაწერილი.

კითხვა: დროის უქონლობის გამო ჩემი მიწის ნაკვეთის დამუშავება მხოლოდ შაბათ-კვირას შემიძლია, წმიდა წერილი კი უქმე დღეებში მუშაობას გვიკრძალავს. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხი: შაბათ-კვირას მუშაობა წირვა-ლოცვის დროს გეკრძალებათ, რადგან ამ დროს ტაძარში უნდა ესწრებოდეთ ღვთისმსახურებას. დანარჩენ დროს შეგიძლიათ, დაამუშაოთ თქვენი მიწის ნაკვეთი.

კითხვა: სად უნდა შევინახოთ საეკლესიო სიწმიდეები: ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი, არტოსი და სხვა – სამზარეულოს კარადაში, სხვა პროდუქტებთან ერთად თუ განცალკევებით?

პასუხი: ეს სიწმიდეები უნდა შეინახოთ კარადაში განცალკევებით, ან მათ ხატების კუთხეში უნდა მიუჩინოთ ადგილი.

კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ სანთელს დავანთებთ ლოცვის დროს? შეიძლება თუ არა ჩემი შვილის ნათლობის სანთლების დანთება?

პასუხი: ნათლობის სანთლების დანთება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. სანთელი ლოცვის დროს დამხმარე საშუალებაა, რათა მლოცველმა ადამიანმა უკეთ შეძლოს ყურადღების კონცენტრაცია. სამწუხაროა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ექცევა ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებს. ხშირად ნათლობის სანთლებს ინახავენ, ოღონდ თავადაც არ იციან, რისთვის. აანთეთ, თქვენი შვილის ნათლობის სანთელი ყოველდღიური ლოცვის დროს და ილოცეთ თქვენი შვილისთვის.

კითხვა: მართლა ეპატიება თუ არა ნათლობის დროს ადამიანებს მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა?

პასუხი: ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ადამიანს მიეტევება მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა, თუმცა ქრისტიანები, როგორც წესი, 40 დღისა უნდა მოინათლონ. პატარა ასაკში მონათვლა აუცილებელია, რადგან მხოლოდ უფალმა უწყის, როდის დასრულდება ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება და ნათლობის გარეშე ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.


скачать dle 11.3