კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

რა მოხდა ამ დღეს



28 სექტემბერი

1850 – ვაიმარში შედგა რიჰარდ ვაგნერის ოპერის „ლოენგრინის“ პრემიერა, დადგმა განახორციელა ფერენც ლისტმა.

1879 – ინგლისელებმა ტყვედ იგდეს ზულუსთა ბოლო მმართველი კეჩვაიო და დაასრულეს ზულუსთა სახელმწიფოს დაპყრობა (სამხრეთ აფრიკა).

1936 – იაპონიაში დაარსდა საავტომობილო კომპანია „ტოიოტა“.

1996 – პრინც ჩარლზის და პრინცესა დაიანას განქორწინება.

29 სექტემბერი

1399 – ინგლისში პლანტაგენების დინასტია შეცვალა ლანკასტერების დინასტიამ.

1650 – ვინმე ჰენრი რობინსონმა ლონდონში გახსნა პირველი გაცნობის სააგენტო.

1829 – დაარსდა ლონდონის პოლიცია „სკოტლენდ იარდი“.

1885 – ინგლისში, ბლეკპულში ამოძრავდა მსოფლიოში პირველი ელექტროტრამვაი.

1916 – ჯონ როკფელერი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

30 სექტემბერი

1452 – გერმანიაში, იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა პირველი ბიბლია.

1791 – ვენაში შედგა მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტის“ პრემიერა.

1846 – მასაჩუსეტელმა ექიმმა მორტონმა პირველად გამოიყენა გაუტკივარება – ანესთეზია კბილის ამოღებისას.

1882 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეპლტონში მდინარე ფოქსრივერზე ამუშავდა პირველი ჰიდროელექტროსადგური.

1 ოქტომბერი

1661 – ინგლისში შედგა იახტების პირველი შეჯიბრი.

1869 – ვენაში გამოუშვეს პირველი საფოსტო ღია ბარათები.

1931 – საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელემაუწყებლობა.

1946 – დასრულდა ნიურნბერგის პროცესი, სადაც გაასამართლეს ფაშისტი დამნაშავეები.

1977 – პელემ დატოვა დიდი ფეხბურთი.

2 ოქტომბერი

1187 – ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა ჯვაროსნებს წაართვა იერუსალიმი.

1555 – ივანე მრისხანეს ჯარებმა შტურმით აიღეს თათრეთის სახანოს დედაქალაქი ყაზანი.

3 ოქტომბერი

1929 – სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფომ მიიღო ოფიციალური სახელი „იუგოსლავია“.

1932 – გაზეთ „თაიმსის“ დიზაინმა შეიმუშავა ცნობილი შრიფტი „Times New Roman“.

1935 – იტალიის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში.

1990 – გაერთიანდა გერმანია.

4 ოქტომბერი

1675 – ჰოლანდიელმა მეცნიერმა ქრისტიან ჰიუგენსმა დააპატენტა ჯიბის საათი.

1830 – გამოცხადდა ბელგიის დამოუკიდებლობა.

1957 – კოსმოსში გაუშვეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი.

1993 – სამთავრობო კრიზისი და „თეთრი სახლის“ შტურმი მოსკოვში.


скачать dle 11.3