კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ბაქტერიები მომავალს გვიწინასწარმეტყველებენ

„ბაქტერიებს აქვთ უნარი, მოამზადონ პროგნოზები მომავლისთვის“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ისრაელის ქალაქ თელ-ავივის ვაისმანის სახელობის ინსტიტუტის სწავლულები.

მკვლევრებმა შეისწავლეს მიკროორგანიზმები, რომლებიც პროგნოზირებადი ცვლილებების გარემოში ცხოვრობენ. შედეგად გაირკვა, რომ გენეტიკური ურთიერთქმედებების ქსელი ასეთ ორგანიზმებში მიმართულია იქითკენ, რომ „წინასწარ დაინახონ“, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში და წინასწარ მოახდინონ რეაგირება.

ნაწლავებში შაქარი მალტოზა ჩნდება შაქარ ლაქტოზის შემდეგ. ლაქტოზის გადამუშავებისას ნაწლავურ ჩხირებში აგრეთვე აქტიურდებიან გენები, რომლებიც პასუხს აგებენ მალტოზას გადამუშავებაზე. მაგრამ თუ ბაქტერიები თავიდან იღებენ მალტოზას, ხოლო შემდეგ ლაქტოზას, გენების აქტივიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ლაქტოზის გადამუშავებაზე, არ ხდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქტერიებმა „ისწავლეს“ მალტოზის წარმოქმნის „პროგნოზირება“ ლაქტოზის მიღების შემდეგ.

ამავე დროს, თუ ბაქტერიები რამდენიმე თვის განმავლობაში არ იღებდნენ მალტოზას, ისინი კარგავდნენ იმ გენების აქტივირების უნარს, რომლებიც გადაამუშავებენ მალტოზას.

სხვა შესასწავლი მიკროორგანიზმები გახდნენ ღვინის საფუარები. ჩამოყალიბების პროცესში იცვლება შაქრის დონე და მჟავიანობა, ალკოჰოლის შემცველობა იზრდება, ჭურჭელი საფუარით ცხელდება. როდესაც ტემპერატურა იზრდება, ბაქტერიებში იწყება ცილების სინთეზირება, რომლებიც იმუშავებენ შემდგომ სტადიებში.

როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ორგანიზმები სწავლობენ გარემო პირობების ცვლილებებისადმი რეაგირებას და ასეთი უნარი ზრდის მათი გადარჩენის შანსს.

კვლევების შედეგებს მეცნიერები ბიოინჟინერიასა და ბიოტექნოლოგიებში გამოიყენებენ.

скачать dle 11.3