კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

როგორ გახდა რობერტ ნეპერი ამერიკის ყველაზე საშიში და მოძალადე ბოროტმოქმედი და რა როლი ითამაშა ციხიდან გაქცევამ ამორი ნოლასკოს ცხოვრებაში



ყველა დროის ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და რეიტინგული სერიალი თამამად შეიძლება, ჩაითვალოს საუკეთესო მძაფრსიუჟეტიან მრავალსერიან ფილმად, რომელიც ოდესმე გადაღებულა ამერიკაში. საუბარია „ციხიდან გაქცევაზე“ ტელეარხ „ფოქსის“ ბრილიანტზე, რომლის ჩვენება 2009 წლის გაზაფხულზე დასრულდა და მიუხედავად ამ ფაქტისა ის მაინც ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს სერიალების ჰიტ-აღლუმებში. ხოლო, რაც შეეხება სერიალის გმირებს: სკოფილდს, ბაროუზს, სუკრეს, ბეგველს და სხვებს, მათი სახელები კინოენციკლოპედიაში არის შეტანილი. მსახიობებმა კი, რომლებმაც ისინი განასახიერეს ნამდვილად დაიმსახურეს ვარსკვლავობა. ვენტვორტ მილერის და დომინიკ პერსელის შემდეგ სერიალის მთავარ ვარსკვლავებად თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ რობერტ ნეპერი (თეოდორ ბეგველი) და ამორი ნოლასკო (ფერნანდო სუკრე). გავეცნოთ მათ ბიოგრაფიებს.





რობერტ ნეპერი – ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი და მოძალადე ამერიკული კინოს ისტორიაში

რობერტ ნეპერის გმირი, სასტიკი მკვლელი, მოძალადე, პედოფილი და რასისტი თეოდორ ბეგველი, ანუ შემოკლებით „თი-ბეგი“, ალბათ, ყველაზე ამაზრზენი და აუტანელი ტიპაჟი იყო „ციხიდან გაქცევის“ საგაში და ამის მიუხედავად, ის ოთხი სეზონის განმავლობაში ინარჩუნებდა მაყურებლის სიმპათიებს. სწორედ ამ მონსტრმა პერსონაჟმა მსახიობს ხელმეორედ გაუხსნა გზა ჰოლივუდის ოლიმპის დასაპყრობად.

რობერტ ნეპერი 1959 წელს, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ფრემონტში დიასახლისის და ვეტერინარის ოჯახში დაიბადა, მაგრამ იზრდებოდა უფროს დასთან ქეისთან ერთად ფრემონტის გარეუბან ტოლედოში. „მე მქონდა შესანიშნავი ბავშვობა. ტომ სოიერის მსგავსად მდინარის პირას ვიზრდებოდი და მუდმივად თავგადასავლების ძიებაში ვიყავი“ იხსენებდა ნეპერი ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში. დიასახლისობამდე დედამისი ადგილობრივ თეატრში რეკვიზიტორად მუშაობდა და სცენის სიყვარული პატარა რობერტს სწორედ დედამ ჩაუნერგა. ცხრა წლის ასაკში ნეპერი საზაფხულო საბავშვო თეატრის სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. 1977 წელს ნეპერი ილინოისის შტატის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ მეოთხე კურსზე მიატოვა ინსტიტუტი ჩიკაგოს თეატრის სცენაზე დებიუტის გამო, რომელიც წარმატებული გამოდგა. მომდევნო რამდენიმე წელი ნეპერმა სამსახიობო მონაცემების დახვეწას მიუძღვნა. „მე მომწონდა ჩიკაგოში ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ ერთადერთი ნაკლი, რაც ამ ქალაქს ჰქონდა ის იყო, რომ ჩვენს თეატრში დასაქმებული მსახიობების უმეტესობა სამუდამოდ ჩიკაგოში რჩებოდა. მე კი სრულიად სხვა გეგმები მქონდა“, ამბობდა იგი და 80-იანი წლების შუა პერიოდში, თავისი პირველი მეუღლის, ტორი რობერტის დახმარებით რობერტმა პირველი კინო-როლი მიიღო ბლეიქ ედვარდსის ფილმში „ეს ცხოვრება“, რომელიც კინოეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა. მომდევნო წლებში ნეპერმა მეტ-ნაკლებად წარმატებულ ფილმებში შეასრულა მეორეხარისხოვანი როლები, მათ შორის ბლოკბასტერ „ახალგაზრდა მსროლელების“ მეორე სერიაში, სადაც ის კიფერ საზერლენდს, ვიგო მორტენსენს და ქრისტიან სლეითერს უწევდა პარტნიორობას. სხვათა შორის ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე ნეპერი დაუმეგობრდა სერიალ „24 საათის“ სუპერვარსკვლავს კიფერ საზერლენდს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ნეპერმა თავის დროზე არ მიატოვა მსახიობის პროფესია. 1990 წლების დასაწყისში ნეპერი შემოქმედებით კრიზისს განიცდიდა, მსახიობის კარიერის მიტოვებას აპირებდა. როდესაც ამის შესახებ მან თავის მეგობარ კიფერს განუცხადა, ამ უკანასკნელმა მუშტის ძლიერი დარტყმით ნეპერი ძირს დააგდო და დაუყვირა „არასდროს დანებდე“. ამის შემდეგ ნეპერი ბოსტონის ჰანთინგტონის თეატრში მოეწყო სამუშაოდ. თეატრში მუშაობის პერიოდში ნეპერს ერთი საინტერესო ისტორია გადახდა. ერთ-ერთ სპექტაკლში ის პოლიციელს თამაშობდა და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა პოლიციელის ფორმით წასულიყო სახლში. სახლისკენ მიმავალ მსახიობს ზურგიდან მძარცველები დაესხნენ და ჩანთის წართმევას ცდილობდნენ, მაგრამ როდესაც ნეპერი მოტრიალდა და გულისპირზე მიმაგრებული პოლიციელის ჟეტონი ქუჩის განათებაზე აელვარდა, მძარცველებმა დაყარეს იარაღი და გაიქცნენ.

2004 წელს მსახიობი „ციხიდან გაქცევის“ ქასთინგზე მიიწვიეს. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ნეპერს ისევ ჰქონდა გადაწყვეტილი მსახიობის პროფესიის მიტოვება. მწირი შემოსავლით მეუღლის და ახლადშობილი ვაჟის რჩენას ვერ ახერხებდა და უილ როჯერსის ნაციონალურ პარკში რეინჯერად მუშაობის დაწყებას გეგმავდა. საბოლოოდ ნეპერი „თი-ბეგის“ როლზე დაამტკიცეს და ამ როლის საშუალებით მსახიობი რობერტ ნეპერი ხელმეორედ დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც უფრო სატელევიზიო მსახიობად ითვლება, მას ხშირად იწვევენ მხატვრულ ფილმებში სათამაშოდ. მისი ხილვა შესაძლებელია ბოლო პერიოდში ეკრანებზე გამოსულ ბლოკბასტერებში „ჰითმენი“ და „ტრასპორტერი 3“.

ამორი ნოლასკო – არშემდგარი ექიმი პუერტო-რიკოდან

ამორი ნოლასკოს გმირი ფერნანდო სუკრე „ციხიდან გაქცევის“ ყველაზე რომანტიკული და ამავე დროს ყველაზე კომიკური პერსონაჟია, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაიქცა ციხიდან, ფეხმძიმე მეგობარ გოგონასთან ერთად მექსიკაში გაპარულიყო. რეალურ ცხოვრებაში კი ამორი ნოლასკო სულაც არ აპირებდა მსახიობობას და მით უმეტეს ციხიდან გაქცევას. იგი 1970 წელს პუერტო-რიკოში, დომინიკანელი მშობლების ოჯახში დაიბადა და ბავშვობა დედაქალაქ სან-ხუანში გაატარა. ამორი მშობლების მოთხოვნით პუერტო-რიკოს უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და მომავალში ექიმობას აპირებდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ქუჩაში მოსეირნე ნოლასკო ერთ-ერთმა რეჟისორმა გააჩერა და პატარა როლის შესრულება შესთავაზა სატელევიზიო ფილმში. მსახიობობა იმდენად მოეწონა ამორის, რომ მან ბიოლოგის დიპლომი სახლში დატოვა და ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც ამერიკულ-ბრიტანული ხელოვნების დრამატულ სკოლაში მოეწყო სასწავლებლად. გარდა ამისა, ის მარჯორი ბალენტინის სტუდიაშიც სწავლობდა, სადაც მისი თანაკურსელი ჯეიმს ჰიროიუკი ლიაო იყო, მისი პარტნიორი „ციხიდან გაქცევის“ მეოთხე სეზონში. პირველი როლები ამორიმ პოპულარულ სერიალებში „სასწრაფოში“ და „C.S.I. დანაშაულის ადგილმდებარეობაში“ შეასრულა. გარდა ამისა, მას მეორეხარისხოვანი როლი აქვს შესრულებული ბლოკბასტერ „ფორსაჟის“ მეორე ნაწილში. 2004 წელს ამორიმ წარმატებით გაიარა ქასთინგი და ფერნანდო სუკრეს როლზე დაამტკიცეს. ამ როლმა მას ტელევიზიის სუპერვარსკვლავური სტატუსი მოუტანა. სერიალის პარალელურად ამორი ჰოლივუდშიც საქმიანობდა და 2007 წელს მისი მონაწილეობით ორი პოტენციური ბლოკბასტერი „ტრანსფორმერები“ და „მაქს პეინი“ გამოვიდა. რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, დიდი ხნის განმავლობაში ის მომღერალ მარკ ენტონის ყოფილ მეუღლეს, ყოფილ „მის მსოფლიოს“ დაიანა ტორესს ხვდებოდა. მაგრამ, ბოლო პერიოდია მას ასევე სუპერწარმატებული სერიალის „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავის ჯენიფერ მორისონის გარემოცვაში ხედავენ და როგორც ბულვარული პრესა იუწყება, წყვილი სულ მალე დაქორწინებას გეგმავს. სხვათა შორის ამას წინათ პრესაში საინტერესო ინფორმაციამ გაჟონა. მძარცველებმა ნოლასკოს და მორისონის ბინა გაძარცვეს და სხვადასხვა ნივთებთან ერთად მსახიობების ნოუთბუქიც გაიყოლეს, სადაც ჯენიფერ მორისონის ეროტიკული ფოტოები ინახებოდა. ამორი ნოლასკო ამ ფაქტის გამო დიდ წუხილს გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ ბოროტმოქმედები არ ეცდებიან სკანდალური ფოტოების ინტერნეტით გავრცელებას. რაც შეეხება მსახიობის სამომავლო გეგმებს, მას მალე ვიხილავთ მძაფრსიუჟეტიან ფილმში „ჯავშანი“, სადაც ის ჟან რენოს და ლოურენს ფიშბერნს უწევს პარტნიორობას, ასევე სერიალ „სამხრეთის მიწაში“, სადაც ის აგრესიული პოლიციელის როლში მოგვევლინება.

უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3